მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკი, თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო მასალებით საკუთარ ეზოს აშენებდა
ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკი, თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო მასალებით საკუთარ ეზოს აშენებდა

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ვიცე-პოლ­კოვ­ნიკ გი­ორ­გი ჯო­ჯიშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ზვი­ად შა­რა­ძემ ამ წუ­თებ­ში გა­მო­ა­ცხა­და.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პარ­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, დაც­ვის მხა­რე კი 5000-ლა­რი­ან გი­რა­ოს ითხოვ­და.

მო­სა­მარ­თლე ზვი­ად შა­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის და მი­მალ­ვის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა, იმი­სათ­ვის, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სა­თა­ნა­დოდ მოხ­დეს და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ გა­ნად­გურ­დეს, და­კა­ვე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უნდა შე­ე­ფარ­დოს.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 26 მარტს და­ი­ნიშ­ნა.

რო­გორც პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს საქ­მის პრო­კუ­რორ­მა და­ვით კვი­ნი­კა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ბრალ­დე­ბუ­ლი მით­ვი­სე­ბუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბით სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში სხვა­დას­ხვა ნა­გე­ბო­ბეს აშე­ნებ­და.

"ბრალს ნა­წი­ლობ­რივ აღი­ა­რებს, თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ხდე­ბა სრუ­ლი მო­ცუ­ლო­ბის დად­გე­ნა. სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლის უკან დაბ­რუ­ნე­ბა მისი ნე­ბით არ მომ­ხდა­რა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ და ამო­ი­ღეს ეს მა­სა­ლე­ბი. ამო­ღე­ბუ­ლია ბლო­კი, ე.წ.არ­მა­ტუ­რე­ბი, ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­ხის სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი. ის აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლით სა­კუ­თარ ეზო­ში სხვა­დას­ხვა შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას ახ­დენ­და. ბრალ­დე­ბულ­მა სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი მი­ით­ვი­სა, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ეკუთ­ვნის, აღ­ნიშ­ნუ­ლის მით­ვი­სე­ბა პე­რი­ო­დუ­ლად ხდე­ბო­და. მა­სა­ლე­ბის მით­ვი­სე­ბის შემ­დეგ დო­კუ­მენ­ტებ­ში ჩა­მო­წე­რის აქ­ტივ­ში ჰქონ­და ყალ­ბი მო­ნა­ცე­მე­ბი, თით­ქოს, ეს სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი გა­ი­ხარ­ჯა ჩა­სა­ტა­რე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებ­ში. ოპე­რა­ტო­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­გეგ­მვა, ჩა­ტა­რე­ბა.ამ ეტაპ­ზე ბრა­ლი მხო­ლოდ გი­ორ­გი ჯო­ჯიშ­ვილს აქვს წარ­დგე­ნი­ლი, თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­და კვი­ნი­კა­ძემ.

კი­თხვა­ზე, შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა სი­მარ­თლეს, რომ გი­ორ­გი ჯო­ჯიშ­ვილს სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე მო­მუ­შა­ვე ექთ­ნე­ბი ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, პრო­კუ­რო­რი პა­სუ­ხობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი მის­თვის უც­ნო­ბია.

"მო­ცე­მულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მო­ი­პო­ვე­ბა", - აღ­ნიშ­ნა კვი­ნი­კა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა დაც­ვის მხა­რეს, ად­ვო­კა­ტი ნო­დარ ცინ­ცა­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ვინ­მე კონ­კრე­ტულ პირს ჰქო­ნო­და, თუმ­ცა, იქვე დას­ძენს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი არაა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
keti
6

kvelapershi bedi da gamartleba ginda kacs torem pirvelia tu ukanaskneli rom exmara samsheneblo masala mtel sakartveloshi egre ar akvt ashenebuli naxevarze mets saxlebi da ezoebi saxelmcipos xarjze agebuli samsheneblo masalebit dackebuli 50 clis cinatac 30 clis cinatac tu vinme adgils miigebda samsaxurshi aravin ar kargavda dros da sargeblobda mteli sakartvelos mashtabit midioda rkalakebshi raionebshi tu soplebshi samsheneblo masalebi egre iko oditganve da egre akvt ashenebulebi kvelas titkmis amas ar gaupartla an vinmes akvs misi jini da chaushva bedi unda kvelapers 

mm
7

თავდაცვის ძალების ვიცე პოლკოვნიკს რომ ისე ექნება ქვეყანაში საქმე რომ სახლის ასაშენებელი ფული არ ექნება ეგაა ყველაზე დიდი პრობლემა. 

ავტორი:

ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკი, თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო მასალებით საკუთარ ეზოს აშენებდა

ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკი, თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო მასალებით საკუთარ ეზოს აშენებდა

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯოჯიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ ამ წუთებში გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პარტიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

მოსამართლე ზვიად შარაძის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხე არ არსებობს, თუმცა, იმისათვის, რომ გამოძიება სათანადოდ მოხდეს და მტკიცებულებები არ განადგურდეს, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა შეეფარდოს.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 მარტს დაინიშნა.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა დავით კვინიკაძემ განუცხადა, ბრალდებული მითვისებული სამშენებლო მასალებით საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში სხვადასხვა ნაგებობეს აშენებდა.

"ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა, გამოძიება მიმდინარეობს და ხდება სრული მოცულობის დადგენა. სამშენებლო მასალის უკან დაბრუნება მისი ნებით არ მომხდარა, საგამოძიებო მოქმედების შედეგად, გამომძიებლები მივიდნენ და ამოიღეს ეს მასალები. ამოღებულია ბლოკი, ე.წ.არმატურები, ასევე სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალები. ის აღნიშნული მასალით საკუთარ ეზოში სხვადასხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობას ახდენდა. ბრალდებულმა სამშენებლო მასალები მიითვისა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, აღნიშნულის მითვისება პერიოდულად ხდებოდა. მასალების მითვისების შემდეგ დოკუმენტებში ჩამოწერის აქტივში ჰქონდა ყალბი მონაცემები, თითქოს, ეს სამშენებლო მასალები გაიხარჯა ჩასატარებელ სამუშაოებში. ოპერატოული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა საგამოძიებო მოქმედებების დაგეგმვა, ჩატარება.ამ ეტაპზე ბრალი მხოლოდ გიორგი ჯოჯიშვილს აქვს წარდგენილი, თუმცა, გამოძიება მიმდინარეობს", - განაცხადა კვინიკაძემ.

კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ გიორგი ჯოჯიშვილს სამხედრო ბაზაზე მომუშავე ექთნები ძალადობაში ადანაშაულებენ, პროკურორი პასუხობს, რომ აღნიშნული ფაქტი მისთვის უცნობია.

"მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით ამ სისხლის სამართლის საქმეზე არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება", - აღნიშნა კვინიკაძემ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი ნოდარ ცინცაძე არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ინტერესი ვინმე კონკრეტულ პირს ჰქონოდა, თუმცა, იქვე დასძენს, რომ აღნიშნული პირი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი არაა.

გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

ზაზა სარალიძე ალბათ, თავისი შვილის მკვლელს ციხესთან ყვავილებით ხელში დახვდება და მერე სახლში მშვიდად წავა - მიხეილ კალანდიას ბიძა

არასრულწლოვნის გატაცება ცოლად მოყვანის მიზნით - კახეთში 2 პირი დააკავეს