პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაატა იმნაძე - "ყველამ ნერვები დაიწყნაროს, რადგან ადამიანს, რომელსაც ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა"
პაატა იმნაძე - "ყველამ ნერვები დაიწყნაროს, რადგან ადამიანს, რომელსაც ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა"

პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლამ ნერ­ვე­ბი და­ი­წყნა­როს, -ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მძღვა­ნელ­მა, პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის­გან ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბა.

"პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლამ ნერ­ვე­ბი და­ი­წყნა­როს, იმი­ტომ, რომ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც, ასე ვთქვათ, ნერ­ვუ­ლი სტრე­სი აქვს, ყვე­ლა ინ­ფექ­ცია ად­ვი­ლად ერე­ვა. ამი­ტომ პირ­ველ რიგ­ში ძა­ლი­ან ვთხოვ ყვე­ლას, ნერ­ვე­ბი და­ი­წყნა­როს. ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ჭი­როა, ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ­გან ყო­ველ­თვის გექ­ნე­ბათ.

ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ძა­ლი­ან შეგ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ვინც კი ჩი­ნეთ­ში იყო, ვთქვათ, ორი კვი­რა კი არა, უფრო მეტი ხნის მან­ძილ­ზეც, ისი­ნი მი­დი­ან ექი­მებ­თან, რათა დარ­წმუნ­დნენ, რომ ჯან­მრთე­ლე­ბი არი­ან. პრობ­ლე­მა არ არის, თუ იქ­ნე­ბა შე­მო­სუ­ლი ასე­თი პირი, მას გა­ე­წე­ვა ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა, იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სად იზო­ლი­რე­ბუ­ლი. ასე რომ, ჩვენ ყვე­ლამ გა­ვაგ­რძე­ლოთ ჩვე­ნი ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა და მივ­ყვეთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რო­მე­ლიც ყვე­ლა ეტაპ­ზე სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლმა ცენ­ტრმა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ხმო­ვან გზავ­ნი­ლებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. რო­გორც ცენ­ტრის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ხმო­ვა­ნი გზავ­ნი­ლი ვრცელ­დე­ბა, რაც დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nnn
0

ეხ პაატა ბატონო რას კატრულობთ ამას რა უნდა სტრესებს საქართველოში?დდდდდდდ

ლია
2

იცით რა მაინტერესებს იწერება რომ დაავადდნენ მაგრამ --გამოჯანმრთელება ხდება? იქნებ დაწეროთ რა ვინმე თუ მაინც გამოჯანმრთელდა ტუ სასიკვდიოა ყვე;ლა შემთხვევაში

ავტორი:

პაატა იმნაძე - "ყველამ ნერვები დაიწყნაროს, რადგან ადამიანს, რომელსაც ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა"

პაატა იმნაძე - "ყველამ ნერვები დაიწყნაროს, რადგან ადამიანს, რომელსაც ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა"

პირველ რიგში, ყველამ ნერვები დაიწყნაროს, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან ზუსტი ინფორმაცია ყოველთვის ექნება.

"პირველ რიგში, ყველამ ნერვები დაიწყნაროს, იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც, ასე ვთქვათ, ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა. ამიტომ პირველ რიგში ძალიან ვთხოვ ყველას, ნერვები დაიწყნაროს. ყველაფერი, რაც საჭიროა, ზუსტი ინფორმაცია ჩვენგან ყოველთვის გექნებათ.

ჩვენი მოქალაქეები ძალიან შეგნებულები არიან, ვინც კი ჩინეთში იყო, ვთქვათ, ორი კვირა კი არა, უფრო მეტი ხნის მანძილზეც, ისინი მიდიან ექიმებთან, რათა დარწმუნდნენ, რომ ჯანმრთელები არიან. პრობლემა არ არის, თუ იქნება შემოსული ასეთი პირი, მას გაეწევა ყველანაირი დახმარება, იქნება შესაბამისად იზოლირებული. ასე რომ, ჩვენ ყველამ გავაგრძელოთ ჩვენი ნორმალური ცხოვრება და მივყვეთ რეკომენდაციებს, რომელიც ყველა ეტაპზე სიტუაციის შესაბამისი იქნება", - განაცხადა იმნაძემ.

როგორც ცნობილია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ხმოვან გზავნილებს გამოეხმაურა. როგორც ცენტრის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში სრულიად დაუსაბუთებელი, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი ვრცელდება, რაც დეზინფორმაციაა.

"ვიცი რამდენი ელოდით ამის წაკითხვას, კარგი ამბები გვაქვს" - 1 წლის ალექსი პეტრიაშვილის თურქეთში მკურნალობამ შედეგი გამოიღო

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 23-მდე გაიზარდა

"ერთი პირის მდგომარეობა, როგორც მოსალოდნელი იყო დამძიმდა" - თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით დაინფიცირებულების შესახებ