მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანი - ორკესტრი" - გაიცანით ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი, რომელიც ყველა ინსტრუმენტზე უკრავს და უნიკალურ პროექტებზე მუშაობს
"ადამიანი - ორკესტრი" - გაიცანით ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი, რომელიც ყველა ინსტრუმენტზე უკრავს და უნიკალურ პროექტებზე მუშაობს

მკი­თხველს ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რად ვაც­ნობთ ახალ­გაზ­რდა ნი­ჭი­ერ მუ­სი­კო­სებს, ერთ-ერთი ასე­თი ლუკა შა­რა­შე­ნი­ძე გახ­ლავთ, მას ადა­მი­ა­ნი-ორ­კესტრი შე­ვარ­ქვი, რად­გა­ნაც თით­ქმის ყვე­ლა ინ­სტრუ­მენტზე უკ­რავს (ჩა­სა­ბე­რი, და­სარ­ტყა­მი, სი­მე­ბი­ა­ნი, კლა­ვი­შე­ბი­ა­ნი), მღე­რის, არის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რიც, ზრუ­ნავს რო­გორც თა­ვი­სი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დუქ­ტის შექ­მნა­ზე, ასე­ვე სხვებ­საც ეხ­მა­რე­ბა.

ლუკა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტია, მუ­სი­კის ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე ხმის ინ­ჟი­ნე­რი­ას სწავ­ლობს. „შარ­შან, ერთი წელი ამა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით რომ­შიც ვსწავ­ლობ­დი. ახლა ჩა­მო­ვე­დი და ჩვენს კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა,“ - გვე­უბ­ნე­ბა ლუკა შა­რა­შე­ნი­ძე, რო­მე­ლიც რო­გორც აღ­ნიშ­ნავს, კარ­გი სტუ­დენ­ტია, სტი­პენ­დი­ან­ტი. რომ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით კმა­ყო­ფი­ლია. „იქ შევ­ხვდი ძა­ლი­ან კარგ მუ­სი­კო­სებს, ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და მუ­სი­კის გუ­რუ­ებ­თან. შე­სა­ბა­მი­სად, ავი­ღე „ევი­დის“ სერ­ტი­ფი­კა­ტი, გავ­ხდი ერთ-ერთი პროგ­რა­მის იუ­ზე­რი (ამ პროგ­რა­მით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი სამ­ყა­რო მუ­შა­ობს). რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რას, ვა­კე­თებ სა­კუ­თარ მუ­სი­კას, მაქვს ჩემი ხმის ჩამ­წე­რი სტუ­დია, სა­დაც სა­კუ­თა­რი მუ­სი­კის გარ­და, სხვა არ­ტის­ტე­ბის მუ­სი­კა­საც ვა­კე­თებ. პრო­დი­უ­სინგს ვუ­წევ მათ. იტა­ლი­ა­ში ფი­უ­ჟენ ალ­ბო­მი გა­ვა­კე­თე, ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რიც არის შე­რე­უ­ლი ჯაზ­თან, ჰიპ-ჰო­პთან და ბლუზ­თან ერ­თად. გან­ვაგ­რძობ მუ­შა­ო­ბას მო­დე­რა­ტო კვარ­ტეტ­თან, სა­დაც მხო­ლოდ ქარ­თულს კი არა, უცხო­ურ მუ­სი­კა­საც აქ­ტი­უ­რად ვქმნით. ვი­ღებთ ვი­დე­ო­ებს და ვთა­ნამ­შრომ­ლობთ კარგ ქარ­თველ კომ­პო­ზი­ტო­რებ­თან (მა­ცა­ცო სე­ბის­კვე­რა­ძე, თეა ჯი­ნო­რია, ნუნუ დუ­ღაშ­ვი­ლი და ა.შ.) ახა­ლი პრო­ექ­ტიც და­ვი­წყეთ - მი­ვი­წყე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის ახა­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცია. ოღონდ, ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბულ ჟანრ­ში, რე­გის სტილ­ში და ბა­თუმ­ში ზა­ფხულ­ში დიდ კონ­ცერტს ვა­პი­რებთ.

- მუ­სი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე რა­ტომ ჩა­ა­ბა­რე?

- ამ ფა­კულ­ტე­ტის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი რეზო კიკ­ნა­ძეა და ის უკვე 6 წე­ლია, არ­სე­ბობს. ვსწავ­ლობ­დი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე­ო­ბის გან­ხრით, თურ­ქო­ლო­გი­ა­ზე, თუმ­ცა მა­ნამ­დე სა­გუნ­დო სა­დი­რი­ჟო­რო მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი თორ­მეტ­წლე­დი ევ­გე­ნი მი­ქა­ლა­ძის სას­წავ­ლე­ბელ­ში. მინ­დო­და, სა­გუნ­დოს გავ­ყო­ლო­დი და რა­ტომ­ღაც ბოლო წელს გა­და­ვი­ფიქ­რე, მაგ­რამ ბო­ლოს ცდუ­ნე­ბას მა­ინც ვერ გა­ვუ­ძე­ლი და ისევ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე, სა­დაც ვსწავ­ლობ პრო­დი­უ­სინგს, ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის კომ­პო­ზი­ცი­ას, აუ­დი­ო­რე­ქორ­დინგს, მიქ­სინგს, ლა­ი­ვინ­ჟი­ნე­რი­ას, მუ­სი­კის ის­ტო­რი­ას, ძი­რი­თა­დად ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან გვაქვს შე­ხე­ბა, სინ­თე­ზა­ტო­რებ­თან, ძი­რი­თა­დად ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი მუ­სი­კაა. სა­ბო­ლო­ოდ, არ­ჩე­უ­ლი მაქვს პრო­ფი­ლი - აუ­დი­ო­რე­ქორ­დინ­გი, მიქ­სინ­გი და მას­ტე­რინ­გი.

- 23 წლის ხარ, ბავ­შვო­ბი­დან (5 წლის ასა­კი­დან) მუ­სი­კას უკავ­შირ­დე­ბი (სიმ­ღე­რა „მარ­თვე­ში“ და­გი­წყია). ეს რის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს?

- ჯერ ერთი, ცხოვ­რე­ბის სტი­ლია და მერე ის ენერ­გე­ტი­კაა, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად გა­ლაქ­ტი­კა­შია და სა­ერ­თოდ, ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ფერ­ში მუ­სი­კაა. ექ­სპე­რი­მენ­ტულ მუ­სი­კა­საც ვქმნი და ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ხმა აქვს და ხმის გა­მო­ცე­მა შე­უძ­ლია. ამი­ტომ, ეს ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წი­ლია.

- ე.ი. რომ­ში სწავ­ლით კმა­ყო­ფი­ლი ხარ.

- კი, რომ­ში სა­ინ­ტე­რე­სო კო­ლა­ბო­რა­ცია მოხ­და, იქ რო­გორც ვთქვი, შევ­ხვდი მუ­სი­კოსს, კა­ნა­დელ პრო­დი­უ­სერს, დე­ვიდ ლო­განს, რო­მე­ლიც ცნო­ბილ კომ­პო­ზი­ტო­რებ­თან მუ­შა­ობ­და. ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი გა­კეთ­და, რო­მე­ლიც სამ-სამ კა­ცად და­ი­ყო. ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი მუ­სი­კა შევ­ქმე­ნით, რო­მელ­შიც ყვე­ლა ქვეყ­ნის ფოლ­კი იყო ჩარ­თუ­ლი, ერთი ტრე­კი ქარ­თუ­ლი გა­მოგ­ვი­ვი­და. ის დღეს იტა­ლი­ის ერთ-ერთ რა­დი­ო­ში ტრი­ა­ლებს. მას­ში ერ­თად არის ქარ­თუ­ლი ფოლ­კი, ჯაზი, ელექტრო­მუ­სი­კა, ფი­უ­ჯე­ნი და მიქ­სი, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა.

- რო­გო­რია შენი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

- მინ­და, რომ არ­ტის­ტის კა­რი­ე­რა ცალ­კე მქონ­დეს და პრო­დი­უ­სე­რის - ცალ­კე. მქონ­დეს სა­კუ­თა­რი ლე­იბ­ლი, სა­დაც ქარ­თველ არ­ტის­ტებს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას გა­ვუ­წევ და სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ვი­ტან, ყვე­ლას მო­ვას­მე­ნი­ნებ. მუ­სი­კა, რაც გა­კეთ­დე­ბა, უნდა იყოს ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი და იყოს ქარ­თუ­ლად.

ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი გან­ძია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, ყო­ველ­თვის დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს. ჩვენს ფოლკ­ლორ­ზე ყვე­ლა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უცხო­ე­ლე­ბი გიჟ­დე­ბოდ­ნენ. ურ­თუ­ლე­სია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია შე­სას­რუ­ლებ­ლად. პირ­ველ რიგ­ში, რთუ­ლი, ყვე­ლა ვერ ას­რუ­ლებს (ია­პო­ნე­ლებს თუ არ ჩავ­თვლით).

სა­მო­მავ­ლოდ კარ­გად შეგ­ვიძ­ლია ქარ­თუ­ლი ფოლ­კის გა­მო­ყე­ნე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა­ში ბევ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ჟან­რი არ­სე­ბობს, მა­გა­ლი­თად, შვიდ­ხ­მი­ა­ნი „ნა­დუ­რი“, დღემ­დე ამო­უხ­სნე­ლი გუ­რუ­ლი კრი­მან­ჭუ­ლი, რო­მე­ლიც ვო­კა­ლუ­რი ჯა­ზის ერთ-ერთი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაა.

გარ­და იმი­სა, რომ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა რთუ­ლია, ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლიც მგრძნო­ბი­ა­რე და კომ­პე­ტენ­ტუ­რია, რო­მელ­საც ვერ მო­ა­ტყუ­ებ...

მუსიკოსი არ ვარ
0

წარმატებები ამ ახალგაზრდას . მოხვიდე დღემდე და იყო წარმატებული დიდი შრომის შედეგია, ხვალამდე კიდევ უფრო მეტი შრომის.

რაც შეეხება ავტორს გურულ კრიმანჭულზე ვეთანხმები დროს უსწრებს, მეტიც ფარდობითობით N 1 სიმღერაა მსოფლიოში . ვერ დავეთანხმები რომ ვო­კა­ლუ­რი ჯა­ზის ერთ-ერთი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ადამიანი - ორკესტრი" - გაიცანით ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი, რომელიც ყველა ინსტრუმენტზე უკრავს და უნიკალურ პროექტებზე მუშაობს

"ადამიანი - ორკესტრი" - გაიცანით ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი, რომელიც ყველა ინსტრუმენტზე უკრავს და უნიკალურ პროექტებზე მუშაობს

მკითხველს ყოველთვის აქტიურად ვაცნობთ ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებს, ერთ-ერთი ასეთი ლუკა შარაშენიძე გახლავთ, მას ადამიანი-ორკესტრი შევარქვი, რადგანაც თითქმის ყველა ინსტრუმენტზე უკრავს (ჩასაბერი, დასარტყამი, სიმებიანი, კლავიშებიანი), მღერის, არის მუსიკალური პროდიუსერიც, ზრუნავს როგორც თავისი მუსიკალური პროდუქტის შექმნაზე, ასევე სხვებსაც ეხმარება.

ლუკა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტია, მუსიკის ტექნოლოგიაზე ხმის ინჟინერიას სწავლობს. „შარშან, ერთი წელი ამავე მიმართულებით რომშიც ვსწავლობდი. ახლა ჩამოვედი და ჩვენს კონსერვატორიაში გავაგრძელე სწავლა,“ - გვეუბნება ლუკა შარაშენიძე, რომელიც როგორც აღნიშნავს, კარგი სტუდენტია, სტიპენდიანტი. რომში მიღებული ცოდნით კმაყოფილია. „იქ შევხვდი ძალიან კარგ მუსიკოსებს, ელექტრონული მუსიკის მიმართულებით ურთიერთობა მქონდა მუსიკის გურუებთან. შესაბამისად, ავიღე „ევიდის“ სერტიფიკატი, გავხდი ერთ-ერთი პროგრამის იუზერი (ამ პროგრამით პროფესიონალი მუსიკალური სამყარო მუშაობს). რაც შეეხება ჩემს მუსიკალურ კარიერას, ვაკეთებ საკუთარ მუსიკას, მაქვს ჩემი ხმის ჩამწერი სტუდია, სადაც საკუთარი მუსიკის გარდა, სხვა არტისტების მუსიკასაც ვაკეთებ. პროდიუსინგს ვუწევ მათ. იტალიაში ფიუჟენ ალბომი გავაკეთე, ქართული ფოლკლორიც არის შერეული ჯაზთან, ჰიპ-ჰოპთან და ბლუზთან ერთად. განვაგრძობ მუშაობას მოდერატო კვარტეტთან, სადაც მხოლოდ ქართულს კი არა, უცხოურ მუსიკასაც აქტიურად ვქმნით. ვიღებთ ვიდეოებს და ვთანამშრომლობთ კარგ ქართველ კომპოზიტორებთან (მაცაცო სებისკვერაძე, თეა ჯინორია, ნუნუ დუღაშვილი და ა.შ.) ახალი პროექტიც დავიწყეთ - მივიწყებული ქართული სიმღერების ახალი ინტერპრეტაცია. ოღონდ, ძალიან განსხვავებულ ჟანრში, რეგის სტილში და ბათუმში ზაფხულში დიდ კონცერტს ვაპირებთ.

- მუსიკალური ტექნოლოგიების ფაკულტეტზე რატომ ჩააბარე?

- ამ ფაკულტეტის სულისჩამდგმელი რეზო კიკნაძეა და ის უკვე 6 წელია, არსებობს. ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის განხრით, თურქოლოგიაზე, თუმცა მანამდე საგუნდო სადირიჟორო მაქვს დამთავრებული თორმეტწლედი ევგენი მიქალაძის სასწავლებელში. მინდოდა, საგუნდოს გავყოლოდი და რატომღაც ბოლო წელს გადავიფიქრე, მაგრამ ბოლოს ცდუნებას მაინც ვერ გავუძელი და ისევ კონსერვატორიაში ჩავაბარე, სადაც ვსწავლობ პროდიუსინგს, ელექტრონული მუსიკის კომპოზიციას, აუდიორექორდინგს, მიქსინგს, ლაივინჟინერიას, მუსიკის ისტორიას, ძირითადად ტექნოლოგიებთან გვაქვს შეხება, სინთეზატორებთან, ძირითადად ექსპერიმენტული მუსიკაა. საბოლოოდ, არჩეული მაქვს პროფილი - აუდიორექორდინგი, მიქსინგი და მასტერინგი.

- 23 წლის ხარ, ბავშვობიდან (5 წლის ასაკიდან) მუსიკას უკავშირდები (სიმღერა „მართვეში“ დაგიწყია). ეს რის საშუალებას გაძლევს?

- ჯერ ერთი, ცხოვრების სტილია და მერე ის ენერგეტიკაა, რომელიც მთლიანად გალაქტიკაშია და საერთოდ, ჩემი აზრით, ყველაფერში მუსიკაა. ექსპერიმენტულ მუსიკასაც ვქმნი და ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი ხმა აქვს და ხმის გამოცემა შეუძლია. ამიტომ, ეს ცხოვრების ძალიან საინტერესო ნაწილია.

- ე.ი. რომში სწავლით კმაყოფილი ხარ.

- კი, რომში საინტერესო კოლაბორაცია მოხდა, იქ როგორც ვთქვი, შევხვდი მუსიკოსს, კანადელ პროდიუსერს, დევიდ ლოგანს, რომელიც ცნობილ კომპოზიტორებთან მუშაობდა. ექსპერიმენტული ინტერნაციონალური ჯგუფი გაკეთდა, რომელიც სამ-სამ კაცად დაიყო. ექსპერიმენტული მუსიკა შევქმენით, რომელშიც ყველა ქვეყნის ფოლკი იყო ჩართული, ერთი ტრეკი ქართული გამოგვივიდა. ის დღეს იტალიის ერთ-ერთ რადიოში ტრიალებს. მასში ერთად არის ქართული ფოლკი, ჯაზი, ელექტრომუსიკა, ფიუჯენი და მიქსი, რაც ძალიან საინტერესოა.

- როგორია შენი სამომავლო გეგმები?

- მინდა, რომ არტისტის კარიერა ცალკე მქონდეს და პროდიუსერის - ცალკე. მქონდეს საკუთარი ლეიბლი, სადაც ქართველ არტისტებს პოპულარიზაციას გავუწევ და საზღვარგარეთ გავიტან, ყველას მოვასმენინებ. მუსიკა, რაც გაკეთდება, უნდა იყოს ქართული პროდუქტი და იყოს ქართულად.

ქართული მუსიკა ჩვენი ისტორიული განძია. განსაკუთრებულია, ყოველთვის დიდი შესაძლებლობები აქვს. ჩვენს ფოლკლორზე ყველა ქვეყნის წარმომადგენელი უცხოელები გიჟდებოდნენ. ურთულესია, განსაკუთრებულია შესასრულებლად. პირველ რიგში, რთული, ყველა ვერ ასრულებს (იაპონელებს თუ არ ჩავთვლით).

სამომავლოდ კარგად შეგვიძლია ქართული ფოლკის გამოყენება, თანამედროვე მუსიკაში ბევრი ექსპერიმენტული ჟანრი არსებობს, მაგალითად, შვიდხმიანი „ნადური“, დღემდე ამოუხსნელი გურული კრიმანჭული, რომელიც ვოკალური ჯაზის ერთ-ერთი მიმდინარეობაა.

გარდა იმისა, რომ ქართული სიმღერა რთულია, ქართველი მსმენელიც მგრძნობიარე და კომპეტენტურია, რომელსაც ვერ მოატყუებ...

"ისე არ ითამაშო, ტელეფონიდან შენი ნომერი ამოვშალოო" - როგორ მოხვდა "ჩემი ცოლის დაქალებში" ზაზა ფაჩულიას სიდედრი და რას ყვება ქალიშვილის ოჯახზე

ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილის დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

55 წლის მონიკა ბელუჩის ახალი იმიჯი - ეს ვარცხნილობა 2020 წლის მთავარი ტრენდია