პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩვენ ალბათ ვერ მივხვდით, რა არის ქრისტიანობა! – "ბიბლია განმარტებებით" პროექტის ავტორის ბლოგი
ჩვენ ალბათ ვერ მივხვდით, რა არის ქრისტიანობა! – "ბიბლია განმარტებებით" პროექტის ავტორის ბლოგი

პრო­ექ­ტი „ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“ ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის უკვე კარ­გად ნაც­ნო­ბია. ვაგ­რძე­ლებთ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რის და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლის ჩა­ნა­წე­რე­ბის ბუპ­ლი­კა­ცი­ას ამ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ:

"გა­მოხ­სნა მა­შინ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­დე­საც სჯე­რათ ადა­მი­ა­ნებს ღმერ­თის დი­დე­ბის და მისი ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დე­ბენ."

ეს ფრაგ­მენ­ტია "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" ახა­ლი პრო­ექ­ტი­დან. ეს არის ერთი გან­მარ­ტე­ბა, რო­მელ­შიც კი­თხუ­ლობ მი­ზეზს ყვე­ლა პრობ­ლე­მი­სა. ასე­თი წი­ნა­და­დე­ბე­ბი, გან­მარ­ტე­ბე­ბი, ფრა­ზე­ბი მძი­ვე­ბად არის აკინ­ძუ­ლი თი­თო­ე­ულ წიგნ­ში და სა­ო­ცარ ჰარ­მო­ნი­ას ქმნის. ოღონდ გა­და­შა­ლე, ოღონდ გული და­უ­დე და წა­ი­კი­თხე. გზა ხსნი­სა ხე­ლის­გულ­ზეა. უფა­ლი კი სულ შენ გვერ­დი­თაა..

"მე­ო­რე რჯუ­ლი­დან" ფრაგ­მენ­ტე­ბი:„გიყ­ვარ­დეს უფა­ლი მთე­ლი შენი გუ­ლი­თა და სუ­ლით, მთე­ლი შენი შეძ­ლე­ბი­თო“ - ხან­და­ხან კი არ გა­გახ­სენ­დეს ღმერ­თიო, როცა რამე გა­გი­ჭირ­დე­ბაო, არც მარ­ტო კა­ნო­ნე­ბის მორ­ჩი­ლე­ბით გა­მო­ხა­ტო მისი ერ­თგუ­ლე­ბაო, მთე­ლი გული მას მი­უ­ძღვე­ნიო, მხო­ლოდ მას­ზე ფიქ­რობ­დეო და ამის მერე იფიქ­რე ყვე­ლა­ფერ და­ნარ­ჩენ­ზეო. რამ­დენს გვიყ­ვარს ღმერ­თი მთე­ლი ჩვე­ნი შეძ­ლე­ბით? და კი­დევ:

„ფრთხი­ლად იყა­ვი, რომ არ და­გა­ვი­წდ­ყეს უფა­ლიო“... წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი გან­მარ­ტავს: მოსე ამით ას­წავ­ლი­და სა­კუ­თარ ხალ­ხს, რომ გა­მარ­ჯვე­ბე­ბი არა სა­კუ­თა­რი ძა­ლის­თვის, არა­მედ ღვთის მად­ლის­თვის მი­ე­წე­რათ.„მე­ო­რე რჯუ­ლის“ კო­მენ­ტა­რებს "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" მე-2 ტომ­ში წა­ი­კი­თხავთ..

***

იუ­დე­ვე­ლებ­მა მე­სია იმი­ტომ ვერ იც­ნეს, რომ მის­გან ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კურ გაძ­ლი­ე­რე­ბას ელოდ­ნენ, პი­რა­დი სო­ცი­ა­ლუ­რი აღ­ზე­ვე­ბის იმე­დი ჰქონ­დათ. როცა მიხ­ვდნენ, რომ ქრის­ტე ამას არ ჰპირ­დე­ბო­დათ, ყვე­ლა გა­ე­ცა­ლა, არა მხო­ლოდ გა­ე­ცა­ლა, ჯვარ­ზეც გა­აკ­რეს. იგი­ვე გრძელ­დე­ბა დღე­საც... ისევ მი­დი­ან ეკ­ლე­სი­ი­დან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი... ისევ ღა­ლა­ტო­ბენ მა­ცხო­ვარს იუდა ის­კა­რი­ო­ტე­ლე­ბი... ისევ დას­ცი­ნი­ან კა­ი­ა­ფა და სი­ნედ­რი­ო­ნის წევ­რე­ბი... ისევ აყ­ვედ­რის ავა­ზა­კი - თუ მარ­თლა ქრის­ტე ხარ, შენი თა­ვიც იხ­სე­ნი და ჩვენ­ცო... ეს იმი­ტომ, რომ არ და­ვი­ჯე­რეთ აღ­დგო­მა და ადა­მის მოდ­გმის გა­მოხ­სნის სა­ი­დუმ­ლო. ჩვენ ალ­ბათ ვერ მივ­ხვდით, რა არის ქრის­ტი­ა­ნო­ბა!

***

მი­დის, მი­დის, მი­დის და დამ­თვრდე­ბა, გეს­მის? რამე თუ არ შეც­ვა­ლე, თუ არ იმოქ­მე­დე, ასე გა­ირ­ბენს და დამ­თავ­რდე­ბა... იმას თბი­ლი სი­ტყვა უთხა­რი, ამას მო­ე­ფე­რე, აგერ მე­სა­მეს - ხე­დავ რო­გორ უჭირს და მი­ეხ­მა­რე, იქით და­ცე­მუ­ლი წა­მო­ა­ყე­ნე, გა­ამ­ხნე­ვე, რო­გორც შე­გიძ­ლია... იჩ­ქა­რე და გახ­სე­ნი ეგ გა­ყი­ნუ­ლი გული, შე­უშ­ვი სით­ბო დრო­ზე, ვიდ­რე გა­ირ­ბენს ეს ცხოვ­რე­ბა, ვიდ­რე დას­რულ­დე­ბა... რომ ჩა­კე­ტილ­ხარ სა­კუ­თარ ნა­ჭუჭ­ში და ელო­დე­ბი - რას ელო­დე­ბი შენ, ჩემო თავო? გგო­ნია, სხვა მოვა და შენ მა­გივ­რად შეც­ვლის რა­მეს? მერე რა, რომ დამ­ძიმ­და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა და შენც უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა გაქვს, მერე რა, რომ ბევ­რი რამ გტ­კენს გულს... ადე­ქი, გა­მო­ფხიზ­ლდი და ცხე­ლი გუ­ლით იმოქ­მე­დე - ღმერ­თით სავ­სე გუ­ლით, თო­რემ ეგე­თი გულ­გრი­ლო­ბით ყი­ნუ­ლად­ვე დარ­ჩე­ბი და დამ­თვრე­ბა შენი დროც... ისე დამ­თავ­რდე­ბა, რომ შენი წილი სამ­ყა­რო უღ­მერ­თოდ გა­ი­ლე­ვა... და დარ­ჩე­ბა სი­ცა­რი­ე­ლე... იმოქ­მე­დე რა! ნუ გა­ჩე­რე­ბულ­ხარ! იმოქ­მე­დე...

***

ალ­ბათ გსმე­ნი­ათ იო­ბის შე­სა­ხებ, სა­ში­ნე­ლი ტან­ჯვა-წა­მე­ბა რომ გა­მო­ი­ა­რა და ვე­რაფ­რით ხსნი­და, უფ­ლის მორ­ჩი­ლი და წე­სე­ბის აღმსრუ­ლე­ბე­ლი კაცი, ასე რის­თვის ის­ჯე­ბო­და. წიგ­ნის ბო­ლოს ეუბ­ნე­ბა უფალს: თურ­მე აქამ­დე ყურ­მოკ­ვრით მსმე­ნო­და შენ­ზე, ახლა კი ჩემი თვა­ლით გი­ხი­ლეო - ტან­ჯვა­გა­მოვ­ლი­ლი ეუბ­ნე­ბა ამას, გულ­შეძ­რუ­ლი და სულ­გამთბა­რი.

მხო­ლოდ უფალ­მა იცის, რა რის­თვის ხდე­ბა!

ღმერ­თმა მოგ­ვცეს სიმ­შვი­დე და სიყ­ვა­რუ­ლი...

P.s. "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" მე­ხუ­თე ტომი - 20 იან­ვრი­დან! იო­ბის წიგ­ნი კი მე­ექ­ვსე ტომ­ში გა­მო­ი­ცე­მა.

იკი­თხეთ „ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“ 20 იან­ვრი­დან, V ტომი გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად, წინა ტო­მე­ბის შე­ძე­ნა კი შე­გიძ­ლი­ათ „ბიბ­ლუ­სის“ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ჩვენ ალბათ ვერ მივხვდით, რა არის ქრისტიანობა! – "ბიბლია განმარტებებით" პროექტის ავტორის ბლოგი

ჩვენ ალბათ ვერ მივხვდით, რა არის ქრისტიანობა! – "ბიბლია განმარტებებით" პროექტის ავტორის ბლოგი

პროექტი „ბიბლია განმარტებებით“ ჩვენი მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობია. ვაგრძელებთ პროექტის ავტორის და მთავარი რედაქტორის თამარ მამაცაშვილის ჩანაწერების ბუპლიკაციას ამ პროექტის შესახებ:

"გამოხსნა მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც სჯერათ ადამიანებს ღმერთის დიდების და მისი ნების შესაბამისად მოქმედებენ."

ეს ფრაგმენტია "ბიბლიის განმარტებების" ახალი პროექტიდან. ეს არის ერთი განმარტება, რომელშიც კითხულობ მიზეზს ყველა პრობლემისა. ასეთი წინადადებები, განმარტებები, ფრაზები მძივებად არის აკინძული თითოეულ წიგნში და საოცარ ჰარმონიას ქმნის. ოღონდ გადაშალე, ოღონდ გული დაუდე და წაიკითხე. გზა ხსნისა ხელისგულზეა. უფალი კი სულ შენ გვერდითაა..

"მეორე რჯულიდან" ფრაგმენტები:„გიყვარდეს უფალი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებითო“ - ხანდახან კი არ გაგახსენდეს ღმერთიო, როცა რამე გაგიჭირდებაო, არც მარტო კანონების მორჩილებით გამოხატო მისი ერთგულებაო, მთელი გული მას მიუძღვენიო, მხოლოდ მასზე ფიქრობდეო და ამის მერე იფიქრე ყველაფერ დანარჩენზეო. რამდენს გვიყვარს ღმერთი მთელი ჩვენი შეძლებით? და კიდევ:

„ფრთხილად იყავი, რომ არ დაგავიწდყეს უფალიო“... წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს: მოსე ამით ასწავლიდა საკუთარ ხალხს, რომ გამარჯვებები არა საკუთარი ძალისთვის, არამედ ღვთის მადლისთვის მიეწერათ.„მეორე რჯულის“ კომენტარებს "ბიბლიის განმარტებების" მე-2 ტომში წაიკითხავთ..

***

იუდეველებმა მესია იმიტომ ვერ იცნეს, რომ მისგან ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ გაძლიერებას ელოდნენ, პირადი სოციალური აღზევების იმედი ჰქონდათ. როცა მიხვდნენ, რომ ქრისტე ამას არ ჰპირდებოდათ, ყველა გაეცალა, არა მხოლოდ გაეცალა, ჯვარზეც გააკრეს. იგივე გრძელდება დღესაც... ისევ მიდიან ეკლესიიდან იმედგაცრუებული ადამიანები... ისევ ღალატობენ მაცხოვარს იუდა ისკარიოტელები... ისევ დასცინიან კაიაფა და სინედრიონის წევრები... ისევ აყვედრის ავაზაკი - თუ მართლა ქრისტე ხარ, შენი თავიც იხსენი და ჩვენცო... ეს იმიტომ, რომ არ დავიჯერეთ აღდგომა და ადამის მოდგმის გამოხსნის საიდუმლო. ჩვენ ალბათ ვერ მივხვდით, რა არის ქრისტიანობა!

***

მიდის, მიდის, მიდის და დამთვრდება, გესმის? რამე თუ არ შეცვალე, თუ არ იმოქმედე, ასე გაირბენს და დამთავრდება... იმას თბილი სიტყვა უთხარი, ამას მოეფერე, აგერ მესამეს - ხედავ როგორ უჭირს და მიეხმარე, იქით დაცემული წამოაყენე, გაამხნევე, როგორც შეგიძლია... იჩქარე და გახსენი ეგ გაყინული გული, შეუშვი სითბო დროზე, ვიდრე გაირბენს ეს ცხოვრება, ვიდრე დასრულდება... რომ ჩაკეტილხარ საკუთარ ნაჭუჭში და ელოდები - რას ელოდები შენ, ჩემო თავო? გგონია, სხვა მოვა და შენ მაგივრად შეცვლის რამეს? მერე რა, რომ დამძიმდა ყოველდღიურობა და შენც უამრავი პრობლემა გაქვს, მერე რა, რომ ბევრი რამ გტკენს გულს... ადექი, გამოფხიზლდი და ცხელი გულით იმოქმედე - ღმერთით სავსე გულით, თორემ ეგეთი გულგრილობით ყინულადვე დარჩები და დამთვრება შენი დროც... ისე დამთავრდება, რომ შენი წილი სამყარო უღმერთოდ გაილევა... და დარჩება სიცარიელე... იმოქმედე რა! ნუ გაჩერებულხარ! იმოქმედე...

***

ალბათ გსმენიათ იობის შესახებ, საშინელი ტანჯვა-წამება რომ გამოიარა და ვერაფრით ხსნიდა, უფლის მორჩილი და წესების აღმსრულებელი კაცი, ასე რისთვის ისჯებოდა. წიგნის ბოლოს ეუბნება უფალს: თურმე აქამდე ყურმოკვრით მსმენოდა შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილეო - ტანჯვაგამოვლილი ეუბნება ამას, გულშეძრული და სულგამთბარი.

მხოლოდ უფალმა იცის, რა რისთვის ხდება!

ღმერთმა მოგვცეს სიმშვიდე და სიყვარული...

P.s. "ბიბლიის განმარტებების" მეხუთე ტომი - 20 იანვრიდან! იობის წიგნი კი მეექვსე ტომში გამოიცემა.

იკითხეთ „ბიბლია განმარტებებით“ 20 იანვრიდან, V ტომი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, წინა ტომების შეძენა კი შეგიძლიათ „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში.

მაკულიტერატურის სანაცვლოდ ახალი ლიტერატურა - თებერვლიდან სკოლების შორის შეჯიბრება იწყება

სად შეიძლება ვიპოვოთ მსოფლიოში აღიარებული ავტორების ნაწარმოებები, რომელიც ქართულ ენაზე პირველად გამოიცა

წიგნის სახლში "ლიგამუსი" პრემია "ლიტერას" ლაურეატი მწერლის, იაგო თვალაბეიშვილის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება