პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეგეტა მოტორსმა 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა
თეგეტა მოტორსმა 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა

თე­გე­ტა მო­ტორ­სის­თვის 2019 წელი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით და­ი­წყო, კომ­პა­ნი­ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა რო­გორც ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბის, ასე­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და ახა­ლი სერ­ვი­სე­ბის და­ნერგვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თე­გე­ტა მო­ტორ­სი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­აა ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის სფე­რო­დან რო­მელ­მაც Fitch-ის რე­ი­ტინ­გი მი­ი­ღო და ასე­ვე ევ­რო­პულ საკ­რე­დი­ტო რე­ი­ტინგს “BB -”-ს ფლობს, რაც მი­უ­თი­თებს მის გამჭვირ­ვა­ლო­ბა­სა და მყარ ფი­ნან­სურ პო­ზი­ცი­ა­ზე. ამას­თა­ნა­ვე თე­გე­ტა მო­ტორ­სმა წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა ინ­სპექ­ტი­რე­ბის გარე სა­კონ­ტრო­ლო აუ­დი­ტი, და­ნერ­გა შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის და ჯან­მრთე­ლო­ბის მარ­თვის (ISO 18001:2007), ასე­ვე გა­რე­მოს დაც­ვის მე­ნე­ჯმენ­ტის (ISO 14001:2015) სტან­დარ­ტე­ბი. ამ ეტაპ­ზე თე­გე­ტა მო­ტორ­სი მუ­შა­ობს ხა­რის­ხის მე­ნე­ჯმენ­ტის სის­ტე­მის გარე სა­კონ­ტრო­ლო აუ­დიტ­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კომ­პა­ნი­ამ 2019 წელს ევ­რო­კავ­ში­რი­სა და მსოფ­ლიო ბან­კის სა­უ­კე­თე­სო წლი­უ­რი ან­გა­რი­შის და გამჭვირ­ვა­ლო­ბის ჯილ­დო მი­ი­ღო.

გა­სულ წელს თე­გე­ტა მო­ტორ­სმა 30 მლნ. ლა­რის ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ემი­სია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რაც კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სა­ჯა­რო ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის სეგ­მენ­ტში ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ტრან­ზაქ­ცია იყო. ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის დაშ­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფონ­დო ბირ­ჟის ლის­ტინ­გში 2019 წლის მა­ის­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

2019 წელს პრე­მი­უმ ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბელ­მა Volvo Cars-მა და თე­გე­ტა მო­ტორ­სმა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მეს და გახ­სნეს Volvo Cars-ის პირ­ვე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. კომ­პა­ნი­ის პორ­ტფელს ასე­ვე და­ე­მა­ტა ახა­ლი წამ­ყვა­ნი ბრენ­დე­ბი მსუ­ბუ­ქი და სატ­ვირ­თო ავ­ტო­სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბის, აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბის, სა­ბუ­რა­ვე­ბის, ზე­თე­ბის და სპეც. ტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თე­გე­ტა მო­ტორ­სმა პირ­ველ­მა შე­მო­იყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე "NIU"-ს ბრენ­დის ელექტრო სკუ­ტე­რე­ბი. ამას­თა­ნა­ვე კომ­პა­ნი­ამ და­ი­მა­ტა ახა­ლი ბიზ­ნეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბა და გა­ყიდ­ვე­ბი - "თე­გე­ტა ქარ რენ­ტი" და "თე­გე­ტა რენ­ტალ­სი".

თე­გე­ტა მო­ტორ­სმა გა­სულ წელს აჭა­რის რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე დიდი სერ­ვის­ცენ­ტრი გახ­სნა, რომ­ლის სრუ­ლი ფარ­თო­ბი 4 ჰექ­ტარს მო­ი­ცავს. ცენ­ტრი აღ­ჭურ­ვი­ლია უახ­ლე­სი ავ­ტო­სერ­ვი­სის მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფი­ლი­ა­ლი თე­გე­ტა მო­ტორ­სის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტრია სა­ქარ­თვლო­ში. კომ­პა­ნი­ამ პრო­ექ­ტში 25 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და 200-მდე ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი და­ა­საქ­მა.

თე­გე­ტა მო­ტორ­სმა 2019 წელს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და არ­სე­ბუ­ლი სერ­ვის­ცენ­ტრე­ბის გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა მო­ახ­დი­ნა უახ­ლე­სი მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რე­ბით. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ვულ­კა­ნი­ზა­ცია. ასე­ვე და­ი­ნერ­გა მო­ბი­ლუ­რი სერ­ვი­სი, იმ რე­გი­ო­ნე­ბის­თვის სა­დაც არ არის კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა. თე­გე­ტა მო­ტორ­სმა მისი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის­თვის შექ­მნა უნი­კა­ლუ­რი პლატ­ფორ­მა - მოძ­რა­ვი სერ­ვის­ცენ­ტრი და მა­ღა­ზია, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს ად­გილ­ზე სთა­ვა­ზობს სწრაფ მომ­სა­ხუ­რე­ბას სხვა­დას­ხვა სერ­ვი­სის თუ პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბით.

მომ­სა­ხუ­რე­ბის დრო­ის შემ­ცი­რე­ბი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მეტი კომ­ფორ­ტის შექ­მნის მიზ­ნით, თე­გე­ტა მო­ტორ­სმა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და­ნერ­გა რო­გორც სა­ცა­ლო, ასე­ვე კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სერ­ვი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ახ­ლე მო­ი­ცავს სწრა­ფი გა­დახ­დის სერ­ვისს და ავ­ტო­მო­ბი­ლის დის­ტან­ცი­უ­რი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის სის­ტე­მას, რაც გახ­ლავთ სერ­ვი­სის უახ­ლე­სი სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში მი­ი­ღოთ ავ­ტო­მო­ბი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის შემ­თხვე­ვა­ში წი­ნას­წარ ხდე­ბა პრობ­ლე­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და უმოკ­ლეს დრო­ში მისი მოგ­ვა­რე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა გაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე დრო­ში მო­ახ­დი­ნოთ სა­ჭი­რო სერ­ვი­სის მი­ღე­ბა. ამას­თა­ნა­ვე კომ­პა­ნი­ამ გა­ნა­ვი­თა­რა და ახა­ლი სერ­ვი­სე­ბი და­ა­მა­ტა "თე­გე­ტა კომ­ფორ­ტის" მი­მარ­თუ­ლე­ბით. "თე­გე­ტა კომ­ფორ­ტი" აერ­თი­ა­ნებს 5 სერ­ვისს: კომ­ფორტ მომ­სა­ხუ­რე­ბა - გუ­ლის­ხმობს პერ­სო­ნა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბას და სრულ ავ­ტო­სერ­ვისს; აკუ­მუ­ლა­ტო­რის ად­გილ­ზე მი­ტა­ნა-მონ­ტა­ჟის მომ­სა­ხუ­რე­ბა; ავ­ტო­მო­ბი­ლის ჩა­ნაც­ვლე­ბა - სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბი­სას თქვენ შე­გიძ­ლი­ათ იქი­რა­ოთ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, ვიდ­რე თქვე­ნი შე­კეთ­დე­ბა; ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ქოქ­ვა - თუ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ავ­ტო­მო­ბი­ლი ვერ და­ქო­ქეთ, შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ძა­ხოთ თე­გე­ტას პერ­სო­ნა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში; ად­გილ­ზე ვულ­კა­ნი­ზა­ცი­ის სერ­ვი­სი - თუ თქვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბუ­რა­ვი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ზი­ან­და, თქვენ კი სა­ბუ­რა­ვის გა­მო­საც­ვლე­ლად სა­ჭი­რო ხელ­სა­წყო­ე­ბი არ მო­გე­პო­ვე­ბათ, ან უბ­რა­ლოდ არ იცით რო­გორ შეც­ვა­ლოთ სა­ბუ­რა­ვი, გა­მო­ი­ძა­ხეთ თე­გე­ტას პერ­სო­ნა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი და ის და­გიმონ­ტა­ჟებთ სა­თა­და­რი­გო სა­ბუ­რავს.

ასე­ვე ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ტექ­ნო­ლო­გი­ურ სი­ახ­ლეს წარ­მო­ად­გენს ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ბრენ­დე­ბის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ავ­ტო­სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბის სრუ­ლი სპექტრი რო­გორც მსუ­ბუ­ქი, ასე­ვე სატ­ვირ­თო მი­მარ­თუ­ლე­ბით, ავ­ტო­მო­ბი­ლის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და სხვა მრა­ვა­ლი პრო­დუქ­ცია რო­მელ­თა შე­ძე­ნას შეძ­ლებთ ონ­ლა­ინ, ხოლო თუ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ტი არ მო­ი­ძებ­ნა, სა­შუ­ა­ლე­ბა გექ­ნე­ბათ გა­ა­კე­თოთ შეკ­ვე­თა და 5-7 დღე­ში მი­ი­ღოთ სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ტი.

გა­სულ წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­დან ასე­ვე მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აღ­სა­ნიშ­ნა­ვი პრო­ექ­ტი გახ­ლდათ „თე­გე­ტა შენ­თან ერ­თად“, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს კომ­პა­ნი­ის კორ­პო­რა­ტი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. აღ­ნიშ­ნუ­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში თე­გე­ტა მო­ტორ­სმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის, საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის, ბიზ­ნე­სის და ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

დღე­ი­სათ­ვის თე­გე­ტა მო­ტორ­სი აერ­თი­ა­ნებს შვიდ შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ას, სა­დაც 2 000-მდე კად­რია და­საქ­მე­ბუ­ლი და მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ის“ კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ. „თე­გე­ტა აკა­დე­მია“ არის უნი­კა­ლუ­რი სას­წავ­ლო პლატ­ფორ­მა, რომ­ლის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა შედ­გე­ნი­ლია ევ­რო­პა­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი დუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მო­დე­ლის მი­ხედ­ვით და გუ­ლის­ხმობს სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სწავ­ლე­ბას. სას­წავ­ლო ცენ­ტრი „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ის“ მი­ზა­ნია ქვე­ყა­ნა­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, ავ­ტო­მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა და მათი შემ­დგო­მი და­საქ­მე­ბა. აკა­დე­მი­ამ 2019 წელს პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯის ავ­ტო­რი­ზა­ცია მი­ი­ღო.

თე­გე­ტა მო­ტორ­სი 1995 წლი­დან მოღ­ვა­წე­ობს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე და მუდ­მი­ვად ინარ­ჩუ­ნებს ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას. 2019 წელს კომ­პა­ნია მო­ემ­სა­ხუ­რა 300 000-მდე სა­ცა­ლო, 4 000-მდე სა­ბი­თუ­მო და 35 000-მდე კორ­პო­რა­ტი­ულ მომ­ხმა­რე­ბელს. თე­გე­ტა მო­ტორ­სი დღე­ი­სათ­ვის 26 ფი­ლი­ა­ლით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, მისი სერ­ვის­ცენ­ტრე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა დახ­ვე­წი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბით და ავ­ტო­სერ­ვი­სის თა­ნა­მედ­რო­ვე და­ნად­გა­რე­ბით.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

თეგეტა მოტორსმა 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა

თეგეტა მოტორსმა 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა

თეგეტა მოტორსისთვის 2019 წელი მასშტაბური პროექტების განხორციელებით დაიწყო, კომპანიამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა როგორც ქსელის გაფართოების, ასევე ინფრასტრუქტურის და ახალი სერვისების დანერგვის მიმართულებით. თეგეტა მოტორსი პირველი ქართული კომპანიაა ავტოინდუსტრიის სფეროდან რომელმაც Fitch-ის რეიტინგი მიიღო და ასევე ევროპულ საკრედიტო რეიტინგს “BB -”-ს ფლობს, რაც მიუთითებს მის გამჭვირვალობასა და მყარ ფინანსურ პოზიციაზე. ამასთანავე თეგეტა მოტორსმა წარმატებით გაიარა ინსპექტირების გარე საკონტროლო აუდიტი, დანერგა შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის მართვის (ISO 18001:2007), ასევე გარემოს დაცვის მენეჯმენტის (ISO 14001:2015) სტანდარტები. ამ ეტაპზე თეგეტა მოტორსი მუშაობს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის გარე საკონტროლო აუდიტზე. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2019 წელს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო მიიღო.

გასულ წელს თეგეტა მოტორსმა 30 მლნ. ლარის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე მსხვილი ტრანზაქცია იყო. ობლიგაციების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟის ლისტინგში 2019 წლის მაისში განხორციელდა.

2019 წელს პრემიუმ ავტომწარმოებელმა Volvo Cars-მა და თეგეტა მოტორსმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს და გახსნეს Volvo Cars-ის პირველი წარმომადგენლობა საქართველოში. კომპანიის პორტფელს ასევე დაემატა ახალი წამყვანი ბრენდები მსუბუქი და სატვირთო ავტოსათადარიგო ნაწილების, აკუმულატორების, საბურავების, ზეთების და სპეც. ტექნიკის მიმართულებით. თეგეტა მოტორსმა პირველმა შემოიყვანა საქართველოს ბაზარზე "NIU"-ს ბრენდის ელექტრო სკუტერები. ამასთანავე კომპანიამ დაიმატა ახალი ბიზნეს მიმართულებები, ავტომობილების გაქირავება და გაყიდვები - "თეგეტა ქარ რენტი" და "თეგეტა რენტალსი".

თეგეტა მოტორსმა გასულ წელს აჭარის რეგიონში ყველაზე დიდი სერვისცენტრი გახსნა, რომლის სრული ფართობი 4 ჰექტარს მოიცავს. ცენტრი აღჭურვილია უახლესი ავტოსერვისის მანქანა-დანადგარებით. აღნიშნული ფილიალი თეგეტა მოტორსის ყველაზე მსხვილი მომსახურების რეგიონალური ცენტრია საქართვლოში. კომპანიამ პროექტში 25 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები დაასაქმა.

თეგეტა მოტორსმა 2019 წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ცვლილებები განახორციელა და არსებული სერვისცენტრების გადაიარაღება მოახდინა უახლესი მანქანა-დანადგარებით. ამ მიმართულებით აღსანიშნავია სატვირთო ავტომობილების ვულკანიზაცია. ასევე დაინერგა მობილური სერვისი, იმ რეგიონებისთვის სადაც არ არის კომპანიის წარმომადგენლობა. თეგეტა მოტორსმა მისი მომსახურებების ხელმისაწვდომობისთვის შექმნა უნიკალური პლატფორმა - მოძრავი სერვისცენტრი და მაღაზია, რომელიც მომხმარებელს ადგილზე სთავაზობს სწრაფ მომსახურებას სხვადასხვა სერვისის თუ პროდუქციის მიწოდებით.

მომსახურების დროის შემცირებისა და მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, თეგეტა მოტორსმა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეები დანერგა როგორც საცალო, ასევე კორპორატიული სერვისის მიმართულებით, აღნიშნული სიახლე მოიცავს სწრაფი გადახდის სერვისს და ავტომობილის დისტანციური დიაგნოსტირების სისტემას, რაც გახლავთ სერვისის უახლესი სტანდარტი, რომელიც საშუალებას იძლევა ონლაინ რეჟიმში მიიღოთ ავტომობილის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია. ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში წინასწარ ხდება პრობლემის იდენტიფიცირება და უმოკლეს დროში მისი მოგვარება, აღნიშნული მომსახურება გაძლევთ საშუალებას მაქსიმალურად მოკლე დროში მოახდინოთ საჭირო სერვისის მიღება. ამასთანავე კომპანიამ განავითარა და ახალი სერვისები დაამატა "თეგეტა კომფორტის" მიმართულებით. "თეგეტა კომფორტი" აერთიანებს 5 სერვისს: კომფორტ მომსახურება - გულისხმობს პერსონალური მენეჯერის მომსახურებას და სრულ ავტოსერვისს; აკუმულატორის ადგილზე მიტანა-მონტაჟის მომსახურება; ავტომობილის ჩანაცვლება - სერვისით სარგებლობისას თქვენ შეგიძლიათ იქირაოთ ალტერნატიული ავტომობილი, ვიდრე თქვენი შეკეთდება; ავტომობილის დაქოქვა - თუ მოულოდნელად ავტომობილი ვერ დაქოქეთ, შეგიძლიათ გამოიძახოთ თეგეტას პერსონალური მენეჯერი, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში; ადგილზე ვულკანიზაციის სერვისი - თუ თქვენი ავტომობილის საბურავი მოულოდნელად დაზიანდა, თქვენ კი საბურავის გამოსაცვლელად საჭირო ხელსაწყოები არ მოგეპოვებათ, ან უბრალოდ არ იცით როგორ შეცვალოთ საბურავი, გამოიძახეთ თეგეტას პერსონალური მენეჯერი და ის დაგიმონტაჟებთ სათადარიგო საბურავს.

ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სიახლეს წარმოადგენს ონლაინ მაღაზია, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ავტოსათადარიგო ნაწილების სრული სპექტრი როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო მიმართულებით, ავტომობილის აქსესუარები და სხვა მრავალი პროდუქცია რომელთა შეძენას შეძლებთ ონლაინ, ხოლო თუ თქვენთვის სასურველი პროდუქტი არ მოიძებნა, საშუალება გექნებათ გააკეთოთ შეკვეთა და 5-7 დღეში მიიღოთ სასურველი პროდუქტი.

გასულ წელს განხორციელებული პროექტებიდან ასევე მეტად მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი პროექტი გახლდათ „თეგეტა შენთან ერთად“, რომელიც გულისხმობს კომპანიის კორპორატიული პასუხისმგებლობის მიმართულებას, რომელიც საქართველოში ავტოინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში თეგეტა მოტორსმა განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები ქვეყანაში განათლების, საგზაო უსაფრთხოების, ბიზნესის და ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

დღეისათვის თეგეტა მოტორსი აერთიანებს შვიდ შვილობილ კომპანიას, სადაც 2 000-მდე კადრია დასაქმებული და მათ უმრავლესობას „თეგეტა აკადემიის“ კურსდამთავრებულები წარმოადგენენ. „თეგეტა აკადემია“ არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, რომლის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. სასწავლო ცენტრი „თეგეტა აკადემიის“ მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ავტომომსახურების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება. აკადემიამ 2019 წელს პროფესიული კოლეჯის ავტორიზაცია მიიღო.

თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიის ლიდერის პოზიციას. 2019 წელს კომპანია მოემსახურა 300 000-მდე საცალო, 4 000-მდე საბითუმო და 35 000-მდე კორპორატიულ მომხმარებელს. თეგეტა მოტორსი დღეისათვის 26 ფილიალით არის წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით, მისი სერვისცენტრები გამოირჩევა დახვეწილი ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებით და ავტოსერვისის თანამედროვე დანადგარებით.

R

საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის კონფერენცია - "უშვილობა 35+“ ჩატარდება

თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების ოპერაციული მკურნალობის უახლესი ტექნოლოგიები თოდუას კლინიკაში

2020 წლის #CHEFმარკეტერის პირველ ღონისძიებას "ასკანელი გარდენმა" უმასპინძლა