პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია..." - ნინო ლომჯარიას და თეა წულუკიანის  დაპირისპირება პარლამენტში
"ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია..." - ნინო ლომჯარიას და თეა წულუკიანის  დაპირისპირება პარლამენტში

სად შევა, ვის შეხ­ვდე­ბა - ეს არის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და თქვენ­ზე უკეთ ვი­ცით, - ასე მი­მარ­თა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ანს.

მისი გან­ცხა­დე­ბით, მი­ნის­ტრის გა­და­სა­წყვე­ტი არ არის, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი რას და რო­დის აკე­თებს.

„სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სად შევა, ვის შეხ­ვდე­ბა, რო­დის არ შევა, ეს არის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მე მი­ვე­სალ­მე­ბი იმას, რომ ასე­თი მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი გაქვთ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ, თუმ­ცა, ქალ­ბა­ტო­ნო თეა, გე­ტყვით, რომ ცი­ხე­ებ­თან უშუ­ა­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის მი­ნი­მუმ 10 - წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს პრე­ვენ­ცი­ის ეროვ­ნულ მე­ქა­ნიზმს, სა­ხალ­ხო დამ­ცველს და­ახ­ლო­ე­ბით 20 - წლი­ა­ნი და ჩვენ უფრო კარ­გად ვი­ცით, თქვენ­ზე უკეთ ვი­ცით, რო­დის უნდა შე­ვი­დეს უშუ­ა­ლოდ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, რა შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა შე­ვი­დეს. ამას აქვს თა­ვი­სი მიზ­ნე­ბი, ახ­სნა, თუ სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ შეგ­ვიძ­ლია არა­სა­ჯა­რო ფორ­მატ­ში მო­გახ­სე­ნოთ, რას ეფუძ­ნე­ბა ჩვე­ნი მე­თო­დო­ლო­გია. ნე­ბის­მი­ერ შემ­თვხე­ვა­ში ეს მი­ნის­ტრის გა­და­სა­წყვე­ტი არ არის, ან მისი გა­სარ­ჩე­ვი, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი რას, რო­დის აკე­თებს, მთა­ვა­რია, რომ ჩვენ გვაქვს კომ­პე­ტენ­ტუ­რი დას­კვნე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

ქალ­ბა­ტო­ნო ნინო, თქვე­ნი მთა­ვა­რი მე­თო­დი ვერ იქ­ნე­ბა ომერ­ტა, იმი­ტომ, რომ თქვენ არ ხართ მა­ფი­ო­ზუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი, თქვენ ხართ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი და­გი­ბა­რე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, იმე­დი მაქვს, ვალ­დე­ბუ­ლად იგ­რძნობთ თავს, რომ და­ა­სა­ხე­ლოთ ე.წ მა­ყუ­რე­ბე­ლი, - ასე მი­მარ­თა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა სა­ხალ­ხო დამ­ცველ, რო­მე­ლიც N2, N8, N14 და N15 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ჯგუ­ფის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გებ­ზე მომ­ზა­დე­ბულ სპე­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­სე­ნე­ბას წა­რად­გენს.

„მე არ უნდა მი­წევ­დეს თქვენს მა­გივ­რად პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის მი­მარ­თვა თქვე­ნი ან­გა­რი­შის მი­ღე­ბის შე­დე­გად. მე ეს ან­გა­რი­ში გა­და­ვაგ­ზავ­ნე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და მო­ვი­თხო­ვე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა იმი­ტომ, რომ თქვენ სა­უბ­რობთ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, რო­მე­ლიც ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მომ­ხდა­რია ან მიმ­დი­ნა­რე­ობს და არ გსურთ თქვათ გვა­რე­ბი.

ქალ­ბა­ტო­ნო ნინო, თქვე­ნი მთა­ვა­რი მე­თო­დი ვერ იქ­ნე­ბა ომერ­ტა, იმი­ტომ, რომ თქვენ არ ხართ მა­ფი­ო­ზუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი, თქვენ ხართ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი და­გი­ბა­რე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, იმე­დი მაქვს, ვალ­დე­ბუ­ლად იგ­რძნობთ თავს, რომ და­ა­სა­ხე­ლოთ ე.წ. მა­ყუ­რე­ბე­ლი, გვა­რი, სა­ხე­ლი, ვინ ვის მოს­თხო­ვა იმი­ტომ, რომ თქვენ გარ­ჩე­ვებ­საც კი აღ­წერთ ძა­ლი­ან ზე­და­პი­რუ­ლად, მაგ­რამ აღ­წერთ. თუ თქვენ აღ­წერთ, ე.ი. შე­ეს­წა­რით კი­დეც, თუ არ შე­ეს­წა­რით, ვი­ღა­ცამ მო­გა­წო­დათ ეს ინ­ფორ­მა­ცია. თქვენ არ გაქვთ უფ­ლე­ბა, და­ფა­როთ და­ნა­შა­უ­ლი. ამი­ტომ მე მო­ვე­ლი, რომ თქვენ და თქვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ითა­ნამ­შრომ­ლებთ გა­მო­ძი­ე­ბას­თან“, - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, რო­გორც კი ამ­გვარ ე.წ, ზო­ნებ­ში რო­მე­ლი­მე პა­ტი­მა­რი და­ა­პი­რებს სხვა პა­ტიმ­რის ქცე­ვის გა­კონ­ტრო­ლე­ბას ან ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბას, ის ის­ჯე­ბა და პა­ტი­მა­რი ასეთ შემ­თხვე­ვა­ში გა­დაჰ­ყავთ და­ხუ­რულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე მი­ნის­ტრმა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი წა­რად­გი­ნა, სა­დაც, მისი თქმით, ასა­ხუ­ლია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც „ორ­ჯერ ადუ­ღე­ბი­ნებს ყა­ვას პა­ტი­მარს, მი­ირ­თმევს მის შო­კო­ლადს და 4 სა­ა­თი რჩე­ბა ე.წ. მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრში“.

„ეს არის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წრა­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც ორ­ჯერ ადუ­ღე­ბი­ნებს ყა­ვას პა­ტი­მარს, მი­ირ­თმევს მის შო­კო­ლადს, ეწე­ვა მის სი­გა­რეტს და შემ­დეგ სა­კან­ში პა­ტიმ­რის­თვის გან­თავ­სე­ბულ სველ წერ­ტილს მო­იხ­მარს და 4 სა­ა­თი რჩე­ბა ე.წ. მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრში.

მე არ ვამ­ბობ, რომ ეს არის მა­სი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბი, მაგ­რამ ის, რა­საც თქვენ ჩემს თა­ნამ­შრომ­ლებს საყ­ვე­დუ­რობთ, არც ის არის მა­სი­უ­რი, თუმ­ცა მე მაქვს პრე­ტენ­ზია, ვიყო ობი­ექ­ტუ­რი და გან­ვა­ცხა­დო, რომ ეს არის სა­ვა­ლა­ლო მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ვი­თომ მო­ნი­ტო­რინ­გი, მა­სი­უ­რი არ არის, მაგ­რამ არის პრობ­ლე­მა. ასეთ თა­ნამ­შრო­მელს ნუ­ღარ გა­მოგ­ზავ­ნით, რო­მელ­საც სხვა­თა­შო­რის და­ხე­უ­ლი ჯინ­სი აც­ვია და როცა თქვენ მსაყ­ვე­დუ­რობთ, შენ თა­ნამ­შრო­მელს ფორ­მა არ ეცვა გე­გუთ­შიო და ვერ გა­ნას­ხვა­ვებ პა­ტიმ­რის­გა­ნო, ამ ვი­დე­ო­ში მი­ჭირს გან­ვას­ხვა­ვო, ვინ არის პა­ტი­მა­რი და ვინ არის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ერ­თა­დერ­თი იმით შე­იძ­ლე­ბა მიხ­ვდე, რომ ჩვენ პა­ტიმ­რებს ქუ­დის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბას, მათ შო­რის, „კა­პი­უ­შო­ნის“, არ ვაძ­ლევთ და ბას­კუ­რი ბე­რე­ტით შე­იძ­ლე­ბა მიხ­ვდე, მაგ­რამ ბას­კუ­რი ბე­რე­ტი რა­ტომ უნდა ეხუ­როს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელს სა­კან­ში, არ ვიცი. ამ ადა­მი­ანს ოპე­რა­ში არ შე­უშ­ვე­ბენ, არა­თუ ცი­ხე­ში,“ - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

ცოტა ხნით ადრე კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე იმა­ზე სა­უბ­რობ­და, რომ ომ­ბუდსმე­ნი სნე­ულ პა­ტიმ­რებ­თან ან ყო­ფილ ძა­ლოვ­ნებ­თან მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად არ შე­დის, თუ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე ან მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი არ არი­ან. აღ­ნიშ­ნულ­მა გან­ცხა­დე­ბამ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. ნინო ლომ­ჯა­რი­ამ მი­ნის­ტრი ტყუ­ი­ლის გავ­რცე­ლე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ მან მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და სიკ­ვდი­ლის პი­რას მყო­ფი პა­ტი­მა­რიც არა­ერ­თხელ მო­ი­ნა­ხუ­ლა. რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა აღ­ნიშ­ნა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა დღე­ვან­დე­ლი მოხ­სე­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ბა­ტის ფორ­მატ­ში გა­და­ი­ტა­ნა, რაც მისი თქმით, არას­წო­რია.

კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე სოფო კი­ლა­ძემ მი­ნის­ტრსაც და სა­ხალ­ხო დამ­ცველ­საც მიკრო­ფო­ნე­ბი გა­უ­თი­შა და მათ სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შენ დაუკაა
11

ტანცუიუტ ვსე

არსენა
16

ეტყობა ოპერაში არ არის ნამყოფი

ავტორი:

"ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია..." - ნინო ლომჯარიას და თეა წულუკიანის  დაპირისპირება პარლამენტში

"ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია..." - ნინო ლომჯარიას და თეა წულუკიანის  დაპირისპირება პარლამენტში

სად შევა, ვის შეხვდება - ეს არის სახალხო დამცველის გადაწყვეტილება და თქვენზე უკეთ ვიცით, - ასე მიმართა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს.

მისი განცხადებით, მინისტრის გადასაწყვეტი არ არის, სახალხო დამცველი რას და როდის აკეთებს.

„სახალხო დამცველი სად შევა, ვის შეხვდება, როდის არ შევა, ეს არის სახალხო დამცველის გადაწყვეტილება. მე მივესალმები იმას, რომ ასეთი მაღალი ინტერესი გაქვთ ჩემი საქმიანობის მიმართ, თუმცა, ქალბატონო თეა, გეტყვით, რომ ციხეებთან უშუალო ურთიერთობის მინიმუმ 10 - წლიანი გამოცდილება აქვს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, სახალხო დამცველს დაახლოებით 20 - წლიანი და ჩვენ უფრო კარგად ვიცით, თქვენზე უკეთ ვიცით, როდის უნდა შევიდეს უშუალოდ სახალხო დამცველი, რა შემთხვევაში არ უნდა შევიდეს. ამას აქვს თავისი მიზნები, ახსნა, თუ სურვილი გექნებათ შეგვიძლია არასაჯარო ფორმატში მოგახსენოთ, რას ეფუძნება ჩვენი მეთოდოლოგია. ნებისმიერ შემთვხევაში ეს მინისტრის გადასაწყვეტი არ არის, ან მისი გასარჩევი, სახალხო დამცველი რას, როდის აკეთებს, მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს კომპეტენტური დასკვნები,“ - განაცხადა ლომჯარიამ.

ქალბატონო ნინო, თქვენი მთავარი მეთოდი ვერ იქნება ომერტა, იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ მაფიოზური ინსტიტუტი, თქვენ ხართ სახალხო დამცველი. შესაბამისად, თუკი დაგიბარებენ პროკურატურაში, იმედი მაქვს, ვალდებულად იგრძნობთ თავს, რომ დაასახელოთ ე.წ მაყურებელი, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველ, რომელიც N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებას წარადგენს.

„მე არ უნდა მიწევდეს თქვენს მაგივრად პროკურატურისთვის მიმართვა თქვენი ანგარიშის მიღების შედეგად. მე ეს ანგარიში გადავაგზავნე პროკურატურაში და მოვითხოვე გამოძიების დაწყება იმიტომ, რომ თქვენ საუბრობთ დანაშაულებზე, რომელიც ამ დაწესებულებებში მომხდარია ან მიმდინარეობს და არ გსურთ თქვათ გვარები.

ქალბატონო ნინო, თქვენი მთავარი მეთოდი ვერ იქნება ომერტა, იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ მაფიოზური ინსტიტუტი, თქვენ ხართ სახალხო დამცველი. შესაბამისად, თუკი დაგიბარებენ პროკურატურაში, იმედი მაქვს, ვალდებულად იგრძნობთ თავს, რომ დაასახელოთ ე.წ. მაყურებელი, გვარი, სახელი, ვინ ვის მოსთხოვა იმიტომ, რომ თქვენ გარჩევებსაც კი აღწერთ ძალიან ზედაპირულად, მაგრამ აღწერთ. თუ თქვენ აღწერთ, ე.ი. შეესწარით კიდეც, თუ არ შეესწარით, ვიღაცამ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია. თქვენ არ გაქვთ უფლება, დაფაროთ დანაშაული. ამიტომ მე მოველი, რომ თქვენ და თქვენი თანამშრომლები ითანამშრომლებთ გამოძიებასთან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, როგორც კი ამგვარ ე.წ, ზონებში რომელიმე პატიმარი დააპირებს სხვა პატიმრის ქცევის გაკონტროლებას ან ფულის შეგროვებას, ის ისჯება და პატიმარი ასეთ შემთხვევაში გადაჰყავთ დახურულ დაწესებულებაში.

კომიტეტის სხდომაზე მინისტრმა ვიდეოჩანაწერი წარადგინა, სადაც, მისი თქმით, ასახულია სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც „ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის ცენტრში“.

„ეს არის სახალხო დამცველის წრამომადგენელი, რომელიც ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს და შემდეგ საკანში პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის ცენტრში.

მე არ ვამბობ, რომ ეს არის მასიური შემთხვევები, მაგრამ ის, რასაც თქვენ ჩემს თანამშრომლებს საყვედურობთ, არც ის არის მასიური, თუმცა მე მაქვს პრეტენზია, ვიყო ობიექტური და განვაცხადო, რომ ეს არის სავალალო მაგალითი, თუ როგორ ხორციელდება ვითომ მონიტორინგი, მასიური არ არის, მაგრამ არის პრობლემა. ასეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც სხვათაშორის დახეული ჯინსი აცვია და როცა თქვენ მსაყვედურობთ, შენ თანამშრომელს ფორმა არ ეცვა გეგუთშიო და ვერ განასხვავებ პატიმრისგანო, ამ ვიდეოში მიჭირს განვასხვავო, ვინ არის პატიმარი და ვინ არის სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი. ერთადერთი იმით შეიძლება მიხვდე, რომ ჩვენ პატიმრებს ქუდის ტარების უფლებას, მათ შორის, „კაპიუშონის“, არ ვაძლევთ და ბასკური ბერეტით შეიძლება მიხვდე, მაგრამ ბასკური ბერეტი რატომ უნდა ეხუროს სახალხო დამცველის წარმომადგენელს საკანში, არ ვიცი. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში,“ - განაცხადა წულუკიანმა.

ცოტა ხნით ადრე კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრი და სახალხო დამცველი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მინისტრი თეა წულუკიანი კომიტეტის სხდომაზე იმაზე საუბრობდა, რომ ომბუდსმენი სნეულ პატიმრებთან ან ყოფილ ძალოვნებთან მოსანახულებლად არ შედის, თუ ეს ადამიანები მამა გიორგი მამალაძე ან მირზა სუბელიანი არ არიან. აღნიშნულმა განცხადებამ სახალხო დამცველის გაღიზიანება გამოიწვია. ნინო ლომჯარიამ მინისტრი ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან მძიმედ დაავადებული და სიკვდილის პირას მყოფი პატიმარიც არაერთხელ მოინახულა. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, თეა წულუკიანმა დღევანდელი მოხსენება პოლიტიკური დებატის ფორმატში გადაიტანა, რაც მისი თქმით, არასწორია.

კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ მინისტრსაც და სახალხო დამცველსაც მიკროფონები გაუთიშა და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის მეფეს შეხვდება - რა არის შეხვედრის მიზანი და როგორია ვიზიტის განრიგი

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანტიოქიის პატრიარქს შეხვდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ანტიოქიის საპატრიარქო

"მეც მაქვს კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან... გუშინაც ვუთხარი, რომ "ნაცმოძრაობა" უნდა შევიდეს პარლამენტში" - გიგი უგულავა