სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილი წკიპზე იყო..." - რა იგულისხმა სააკაშვილმა ხმაურიან განცხადებაში და რეალურად, რას შეისწავლის შსს
"ივანიშვილი წკიპზე იყო..." - რა იგულისხმა სააკაშვილმა ხმაურიან განცხადებაში და რეალურად, რას შეისწავლის შსს

სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა თუ ხმა­უ­რი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა? - 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბის შეს­წავ­ლა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო.

სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ "20 ივ­ნისს ივა­ნიშ­ვი­ლი წკიპ­ზე გა­დარ­ჩა და ოპო­ზი­ცი­ამ შან­სი გა­უშ­ვა", პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვა­მენ და არც რე­ა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას ვა­რა­უ­დო­ბენ.

სა­მა­გი­ე­როდ, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ფრა­ზა "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხე­ებ­მა აღიქ­ვეს სე­რი­ო­ზუ­ლად - პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, ამით სა­ა­კაშ­ვილ­მა "პრაქ­ტი­კუ­ლად და­ა­დას­ტუ­რა, რომ 20 ივ­ნი­სის სა­ღა­მოს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის ძა­ლა­დობ­რივ ფორ­მებ­ში გა­დას­ვლა, ძა­ლა­დობ­რი­ვი შე­ტე­ვა პარ­ლა­მენტზე, იყო დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით მო­წყო­ბი­ლი".

"თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ეს არ იყო ძა­ლა­დობ­რი­ვი შე­ტე­ვა, თით­ქოს ამას არ ჰქონ­და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მი­ზა­ნი. მათ­მა ლი­დერ­მა კი პირ­და­პირ ეთერ­ში და­ა­დას­ტუ­რა, რომ მი­ზა­ნი ამ სა­ღა­მოს აქ­ცი­ის, ნამ­დვი­ლად იყო დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია... მე თუ მკი­თხავთ, ეს არის და­მა­ტე­ბი­თი არ­გუ­მენ­ტი და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი აორ­გა­ნი­ზებ­დნენ ძა­ლა­დობ­რივ შე­ტე­ვას" - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ შანსს გა­მო­ი­ყე­ნებს, რომ ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი ტალ­ღა აა­გო­როს:

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ამო­ცა­ნაა დაბ­რუნ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ხოლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამო­ცა­ნაა მუდ­მი­ვად იყ­ვი­როს - "მგე­ლი მო­დის, მგე­ლიო" და რა­ღაც შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია გა­ნა­ვი­თა­როს. რე­ა­ლუ­რად, სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 4 საქ­მე აქვს აღ­ძრუ­ლი, ამას იყე­ნე­ბენ, ხალ­ხს აგ­დე­ბენ ის­ტე­რი­კა­ში და მერე მტვე­რი ედე­ბა საქ­მე­ებს.

ახ­ლაც ანა­ლო­გი­ურ ის­ტო­რი­ას­თან გვაქვს საქ­მე - არც არა­ვი­ნაა ამის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და რე­ა­ლუ­რად, არც არ­სე­ბობს გა­მო­ძი­ე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

ეს არის სუ­ლე­ლუ­რი თა­მა­ში, სა­ი­და­ნაც ორი­ვე მხა­რე ეძებს თა­ვის სარ­გე­ბელს, მაგ­რამ უკვე იმ­დენ­ჯერ ითა­მა­შეს, გაცვდა, ამის აღა­რა­ვის სჯე­რა. აღარ იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ყვი­რი­ლი - "მგე­ლი მო­დის".

სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა არა­ფერს ნიშ­ნავს. ის ექ­სცენ­ტრი­კუ­ლია, პირ­ვე­ლად ხომ არ გა­უ­კე­თე­ბია მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა?! ამა­ზე ბევ­რად უა­რე­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­უ­კე­თე­ბია. მან თქვა თა­ვი­სი აზრი, რომ "წკიპ­ზე იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა". კი ბა­ტო­ნო, ასე­თი ინ­ტერპრე­ტა­ცი­აც შე­იძ­ლე­ბა მის­ცეს ვინ­მემ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც ეს­მის ეს, მაგ­რამ მო­რიგ ჯერ­ზე იყე­ნებს ამ გან­ცხა­დე­ბას ტალ­ღის ასა­გო­რებ­ლად" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ანა­ლი­ტი­კოს ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა ნამ­დვი­ლად ცუ­დია, თუმ­ცა გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, ან რე­ვო­ლუ­ცია პარ­ლა­მენ­ტში შე­ვარ­დნით და და­უ­გეგ­მა­ვად ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და:

"თუ ვერ­სი­ას და­ვუშ­ვებთ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას აწყობ­და, მა­შინ მთე­ლი ლო­გი­კუ­რი ჯაჭ­ვი უნდა ავა­გოთ: ანუ, მათ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს გავ­რი­ლო­ვი თბი­ლის­ში და ისიც წი­ნას­წარ ჩა­ა­წყვეს, რომ კო­ბა­ხი­ძის სა­ვარ­ძელ­ში ჩამ­ჯდა­რი­ყო. მერე ამას პრო­ტეს­ტი უნდა მოჰ­ყო­ლო­და და პარ­ლა­მენ­ტში ხალ­ხი მა­შინ­ვე გა­ჩე­ნი­ლი­ყო და ა.შ.

სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, რა თქმა უნდა, ცუდი ნათ­ქვა­მია, მაგ­რამ რა­საც მე ვუს­მი­ნე, იქ ლა­პა­რა­კი იმა­ზე კი არ იყო, რომ რა­ღაც მზად­დე­ბო­და, ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ ის კრი­ზი­სი რაც შე­იქ­მნა, ოპო­ზი­ცი­ას უნდა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. ცუ­დია და პრინ­ციპ­ში და­უშ­ვე­ბე­ლი, ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ვი­ღა­ცა წი­ნას­წარ ამ­ზა­დებ­და გა­დატ­რი­ა­ლე­ბას.

სხვა­თა­შო­რის, აქ კი­დევ ერთი სი­ტუ­ა­ცი­აა - პარ­ლა­მენ­ტში შე­ვარ­დნით გა­დატ­რი­ა­ლე­ბა ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. ეს ესე მარ­ტი­ვად არ ხდე­ბა. იქ­ნე­ბო­და აჟი­ო­ტა­ჟი რა თქმა უნდა, გა­ცი­ლე­ბით მძი­მე ვი­თა­რე­ბა, მაგ­რამ პარ­ლა­მენ­ტში რომ შე­ვი­დოდ­ნენ და და­ა­კა­ვებ­დნენ, მერე რა­ღას იზამ­დნენ?!

2003 და 2019 წლებს შო­რის დიდი გან­სხვა­ვე­ბაა, მა­შინ მარ­თლა იყო პრო­ცე­სი და თან, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მთე­ლი 1 თვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მზა­დე­ბა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის ეს გან­ცხა­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვის" არის წამ­გე­ბი­ა­ნი, პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბაა ანუ კი­დევ რა­ღაც კრი­ზი­სი თუ შე­იქ­მნა, უნდა გა­დავ­დგათ ეს ნა­ბი­ჯი, მაგ­რამ ესე მარ­ტი­ვია? ასეთ ქმე­დე­ბას გა­მარ­თლე­ბა ვერ ექ­ნე­ბა" - გვი­თხრა ძა­ბი­რა­ძემ.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, სად მი­მარ­თავს შსს სა­ა­კაშ­ვი­ლის აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბას. უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რის შემ­დე­გაც იგი შე­ჯე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან და მი­ე­ცე­მა შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kolxi
197

ვინ იფიქრებდა როდესმე მიშა სანატრელი გაუხტებოდა ხალხს მარა ამათ მიშა კიარა და შავარდნაძეც ჯობია

მამია
212

ბიძგვინის ვეღარ მოიშორებს ქართველი ხალხი, ის არის ნაძირალა, რომელმაც ქართველი ხალხიც და ქვეყანაც გამოიყენა თავის კეთილდღეობისთვის. ის ქართველ ხალხს მოევლინა თითქოს "სიკეთის ხურჯინით", რეალურად კი მხოლოდ თავისი გადასახადების გადაუხდელობით და სხვისი ბიზნესების რეკეტით დაკავდა. მან ქვეყანა ისე გაანადგურა, რომ სავარაუდოთ ვეღარავინ შეძლებს გამოსწორებას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ივანიშვილი წკიპზე იყო..." - რა იგულისხმა სააკაშვილმა ხმაურიან განცხადებაში და რეალურად, რას შეისწავლის შსს

"ივანიშვილი წკიპზე იყო..." - რა იგულისხმა სააკაშვილმა ხმაურიან განცხადებაში და რეალურად, რას შეისწავლის შსს

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თუ ხმაურიანი პოლიტიკური განცხადება? - 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადების შესწავლა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.

სააკაშვილის განცხადებას, რომ "20 ივნისს ივანიშვილი წკიპზე გადარჩა და ოპოზიციამ შანსი გაუშვა", პოლიტოლოგები სერიოზულად არ აღიქვამენ და არც რეალური გამოძიების დაწყებას ვარაუდობენ.

სამაგიეროდ, ყოფილი პრეზიდენტის ფრაზა "ოცნების" ხელისუფლების სახეებმა აღიქვეს სერიოზულად - პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამით სააკაშვილმა "პრაქტიკულად დაადასტურა, რომ 20 ივნისის საღამოს საპროტესტო აქციის ძალადობრივ ფორმებში გადასვლა, ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე, იყო დესტაბილიზაციის მიზნით მოწყობილი".

"თვეების განმავლობაში ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებდა, რომ ეს არ იყო ძალადობრივი შეტევა, თითქოს ამას არ ჰქონდა დესტაბილიზაციის მიზანი. მათმა ლიდერმა კი პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ მიზანი ამ საღამოს აქციის, ნამდვილად იყო დესტაბილიზაცია... მე თუ მკითხავთ, ეს არის დამატებითი არგუმენტი დაწყებულ გამოძიებაზე იმ მიმართულებით, რომ ადამიანები აორგანიზებდნენ ძალადობრივ შეტევას" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლება ამ შანსს გამოიყენებს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ ახალი ტალღა ააგოროს:

"ნაციონალური მოძრაობის" ამოცანაა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ხოლო ხელისუფლების ამოცანაა მუდმივად იყვიროს - "მგელი მოდის, მგელიო" და რაღაც შეთქმულების თეორია განავითაროს. რეალურად, სახელმწიფო გადატრიალებაზე ხელისუფლებას 4 საქმე აქვს აღძრული, ამას იყენებენ, ხალხს აგდებენ ისტერიკაში და მერე მტვერი ედება საქმეებს.

ახლაც ანალოგიურ ისტორიასთან გვაქვს საქმე - არც არავინაა ამის გამომძიებელი და რეალურად, არც არსებობს გამოძიების საფუძველი.

ეს არის სულელური თამაში, საიდანაც ორივე მხარე ეძებს თავის სარგებელს, მაგრამ უკვე იმდენჯერ ითამაშეს, გაცვდა, ამის აღარავის სჯერა. აღარ იქნება ეფექტური ხელისუფლების მხრიდან ყვირილი - "მგელი მოდის".

სააკაშვილის განცხადება არაფერს ნიშნავს. ის ექსცენტრიკულია, პირველად ხომ არ გაუკეთებია მსგავსი განცხადება?! ამაზე ბევრად უარესი განცხადებები გაუკეთებია. მან თქვა თავისი აზრი, რომ "წკიპზე იყო ხელისუფლება". კი ბატონო, ასეთი ინტერპრეტაციაც შეიძლება მისცეს ვინმემ, ხელისუფლებასაც ესმის ეს, მაგრამ მორიგ ჯერზე იყენებს ამ განცხადებას ტალღის ასაგორებლად" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, სააკაშვილის განცხადება ნამდვილად ცუდია, თუმცა გადატრიალება, ან რევოლუცია პარლამენტში შევარდნით და დაუგეგმავად ვერ განხორციელდებოდა:

"თუ ვერსიას დავუშვებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, მაშინ მთელი ლოგიკური ჯაჭვი უნდა ავაგოთ: ანუ, მათ ჩამოიყვანეს გავრილოვი თბილისში და ისიც წინასწარ ჩააწყვეს, რომ კობახიძის სავარძელში ჩამჯდარიყო. მერე ამას პროტესტი უნდა მოჰყოლოდა და პარლამენტში ხალხი მაშინვე გაჩენილიყო და ა.შ.

სააკაშვილის განცხადება, რა თქმა უნდა, ცუდი ნათქვამია, მაგრამ რასაც მე ვუსმინე, იქ ლაპარაკი იმაზე კი არ იყო, რომ რაღაც მზადდებოდა, ლაპარაკია იმაზე, რომ ის კრიზისი რაც შეიქმნა, ოპოზიციას უნდა გამოეყენებინა. ცუდია და პრინციპში დაუშვებელი, ასეთი განცხადებები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცა წინასწარ ამზადებდა გადატრიალებას.

სხვათაშორის, აქ კიდევ ერთი სიტუაციაა - პარლამენტში შევარდნით გადატრიალება ვერ განხორციელდებოდა. ეს ესე მარტივად არ ხდება. იქნებოდა აჟიოტაჟი რა თქმა უნდა, გაცილებით მძიმე ვითარება, მაგრამ პარლამენტში რომ შევიდოდნენ და დააკავებდნენ, მერე რაღას იზამდნენ?!

2003 და 2019 წლებს შორის დიდი განსხვავებაა, მაშინ მართლა იყო პროცესი და თან, ამასთან დაკავშირებით მთელი 1 თვე მიმდინარეობდა მზადება.

სააკაშვილის ეს განცხადება "ნაციონალებისთვის" არის წამგებიანი, პროვოკაციული განცხადებაა ანუ კიდევ რაღაც კრიზისი თუ შეიქმნა, უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი, მაგრამ ესე მარტივია? ასეთ ქმედებას გამართლება ვერ ექნება" - გვითხრა ძაბირაძემ.

ჯერჯერობით უცნობია, სად მიმართავს შსს სააკაშვილის აღნიშნული განცხადებით დაინტერესებას. უწყებაში აცხადებენ, რომ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც იგი შეჯერებული იქნება სხვა მტკიცებულებებთან და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.