სამხედრო
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია "ბასიანთან" დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი
როგორია "ბასიანთან" დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

ალა­დაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გის, სულ­ხან სამ­ხა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კლუბ “ბა­სი­ან­თან” დაჭ­რი­ლი პი­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბულ­თა­გან ორს, ჭრი­ლო­ბე­ბი ქვე­და კი­დუ­რე­ბის არე­ში ჰქონ­დათ მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ხოლო ერთს ზურ­გის მი­და­მო­ში.

ამას­თან, მათ­გან ორი სტა­ცი­ო­ნარ­ში რჩე­ბა, ხოლო ერ­თმა სტა­ცი­ო­ნა­რი უკვე და­ტო­ვა.

“შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან შე­მო­ვი­და სამი პა­ცი­ენ­ტი. ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და ერთი ქალ­ბა­ტო­ნი. მათ აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა მი­და­მო­ში. იყო ქვე­და კი­დუ­რე­ბის ჭრი­ლო­ბე­ბი, ერთ პა­ცი­ენ­ტთან ზურ­გის მი­და­მოს ჭრი­ლო­ბა. ორი პა­ცი­ენ­ტი რჩე­ბა სტა­ცი­ო­ნარ­ში დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ, მათ დას­ჭირ­დათ ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბი. ერთი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა იყო და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი, შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი და მან უკვე და­ტო­ვა სტა­ცი­ო­ნა­რი. ამ­ჟა­მად გა­დი­ან მკურ­ნა­ლო­ბას და არი­ან დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ. არი­ან კონ­ტაქ­ტუ­რე­ბი, ადეკ­ვა­ტუ­რად სა­უბ­რო­ბენ. ამ ეტაპ­ზე მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან”,- გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა.

ცნო­ბის­თვის, კლუბ „ბა­სი­ან­თან“ სრო­ლის შე­დე­გად სამი პირი და­იჭ­რა. შსს-მ მომ­ხდარ­ზე ორი ან მეტი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით, 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ჩ. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა.

ავტორი:

როგორია "ბასიანთან" დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

როგორია "ბასიანთან" დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

ალადაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმატოლოგის, სულხან სამხარაძის განცხადებით, კლუბ “ბასიანთან” დაჭრილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისი ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორს, ჭრილობები ქვედა კიდურების არეში ჰქონდათ მიყენებული, ხოლო ერთს ზურგის მიდამოში.

ამასთან, მათგან ორი სტაციონარში რჩება, ხოლო ერთმა სტაციონარი უკვე დატოვა.

“შემთხვევის ადგილიდან შემოვიდა სამი პაციენტი. ორი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი ქალბატონი. მათ აღენიშნებოდათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. იყო ქვედა კიდურების ჭრილობები, ერთ პაციენტთან ზურგის მიდამოს ჭრილობა. ორი პაციენტი რჩება სტაციონარში დაკვირვების ქვეშ, მათ დასჭირდათ ოპერაციული ჩარევები. ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, შედარებით მსუბუქი და მან უკვე დატოვა სტაციონარი. ამჟამად გადიან მკურნალობას და არიან დაკვირვების ქვეშ. არიან კონტაქტურები, ადეკვატურად საუბრობენ. ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან”,- განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, კლუბ „ბასიანთან“ სროლის შედეგად სამი პირი დაიჭრა. შსს-მ მომხდარზე ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავა.

"მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ" - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

ლეგენდების ტურნირში "დინამო თბილისის" გუნდმა ლევერკუზენის "ბაიერი" დაამარცხა - ოთხი გოლიდან ერთ-ერთი გუნდის კაპიტანმა კახა კალაძემ გაიტანა

წვიმა და თოვლი 14 იანვრამდე - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში