თეირანთან ახლოს უკრაინული ავიახაზების კუთვნილი ავიალაინერის კატასტროფამ მსოფლიო შეძრა. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი ემსხვერპლა. დღეს უკვე გარდაცვლილებს ახლობლები იხსენებენ და თვითმფრინავის აფრენამდე მომხდარ დეტალებს ყვებიან.
საბედისწერო რეისის მგზავრი იყო შეიდა შედკო, რომელიც ირანიდან ჯერ კიევში, ხოლო შემდეგ, კანადაში მიფრინავდა. შეიდას ქმარი ჰასან შედკო იხსენებს, რომ ცოლმა თვითმფრინავის აფრენიდან 20 წუთით ადრე დაურეკა და რომ ქალი ძალიან განერვიულებული იყო.
"თვითმფრინავის აფრენამდე 20 წუთით ადრე ვესაუბრე. ის ძალიან ნერვიულობდა და ღელავდა ირანისა და აშშ-ის დაძაბული ურთიერთობის გამო. მას სურდა, რომ ჩემგან მოესმინა, რა ვითარება იყო მსოფლიოში და რომ ომი არ იწყებოდა. მე ვუთხარი, არ ენერვიულა, რადგანაც არაფერი მოხდებოდა“, - უყვება CNN-ს ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილი ქალის მეუღლე და ცოლის ბოლო სიტყვებს იხსენებს.
"კარგი, ახლა მეუბნებიან, რომ ტელეფონი გავთიშო, ნახვამდის“, - უთხრა შეიდამ ქმარს.
შეიდა შედკო სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა თეირანში და შვებულებას დედასთან და დებთან ატარებდა. შვებულების ამოწურვის შემდეგ კი, უკან, კანადაში, ტორონტოში ბრუნდებოდა.
უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე, რომელმაც თეირანთან კატასტროფა განიცადა, ძირითადად ირანისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
Aviation Newsroom-ის ცნობით, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 13 წევრი უკრაინის მოქალაქე, 71 მგზავრი ირანის, 73 - კანადის, 4 - გერმანიის, 3 - დიდი ბრიტანეთის, 8 - შვედეთის და 6 - ავღანეთის მოქალაქე იყო.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კატასტროფის გამომწვევი მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა იყო, რასაც უკრაინული ავიახაზები კატეგორიულად უარყოფდა.
მოგვიანებით ამერიკისა და ერაყის დაზვერვაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ შეცდომით ჩამოაგდო.
თავის მხრივ, გამოცემა newsweek-ს პენტაგონის წარმომადგენლებისა და დაზვერვის მაღალჩინოსნების სიტყვები მოჰყავს, რომელთა მოსაზრებითაც, უკრაინული ბოინგი 737-800 რუსული წარმოების რაკეტის მიერ არის ჩამოგდებული.
მიზეზი ძიებამ უნდა დაადგინოს.. გაუგებარია, რატომ შედიოდა ირანის ინტერესებში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება, როცა ბორტზე უმრავლესობას ირანის მოქალაქეები შეადგენდნენ... ასევე გაუგებარია, რატომ იქნებოდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გამოყენება აუცილებელი, როცა ირანის საჰაერო სივრცეში არცერთი სამხედრო საფრენი აპარატი არ შესულა? ირანი აშშ-ის ობიექტებს ერაყში ბალისკტიკური რაკეტებთ ბომბავდა და მისი დამზნება საფრენი აპარატისთვის შეუძლებელია.. შემთხვევით კი რაკეტა სამგზავრო თვითმფრინავს არ შეიძლება მოხვდეს ისეთ ვითარებაში რაც ირანში იყო.
რა შემთხვევა? როს შეცდომა?
რაცხა დამპალ თავსა მარხავს,
აქეთ ტრამპი იჭიმება,
და პუტინი რაცხას ხლართავს.
ამ ომში ჩვენი ვალია,
სმიტიც გვეკიდოს, ვანიაც...
ოი ეს! დე რაშნს, ხაშურს, ჯან და ყსჯნ!
ჰეიიი ახპერჯან, ხეიიი ბიჭებო!!!
ქუ ცავვატანნემ !!! ჰეი...