პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსად წავალო, ბატონმა ხაჯიმბამ, მით უფრო არ გავიქცევიო... აბა რა, გაგაცილებენ" - არეულობა აფხაზეთში და ადგილობრივების გამოხმაურება
"არსად წავალო, ბატონმა ხაჯიმბამ, მით უფრო არ გავიქცევიო... აბა რა, გაგაცილებენ" - არეულობა აფხაზეთში და ადგილობრივების გამოხმაურება

აფხა­ზეთ­ში 6 იან­ვარს და­წყე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტი, ხალ­ხმრა­ვა­ლი აქ­ცი­ით ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის სახ­ლში შეჭ­რით დას­რულ­და. შე­ნო­ბა და­ტო­ვა "პრე­ზი­დენ­ტმა" რაულ ხა­ჯიმ­ბამ, რომ­ლის მი­მარ­თაც მო­სახ­ლე­ო­ბას ძა­ლი­ან ბევ­რი პრე­ტენ­ზია და­უგ­როვ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ამ­ბობს, რომ სო­ხუმ­შია და არ­სად წა­სუ­ლა.

"არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლის ქვეშ არის სი­ტუ­ა­ცია და ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას არ გა­მოვ­რი­ცხავთ!" - გა­ნა­ცხა­და ხა­ჯიმ­ბამ.

მან ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მაც მო­იწ­ვია, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თა და სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­და.

"ძვირ­ფა­სო თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო, ბოლო მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც სო­ხუმ­ში მოხ­და, მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სიმ­შვი­დე, არ აყ­ვეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს". - აღ­ნიშ­ნა ხა­ჯიმ­ბამ.

მისი თქმით, ე.წ. ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი გა­დაყ­ვა­ნი­ლია მუ­შა­ო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბულ რე­ჟიმ­ზე.

„ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩვენ უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე და ჩვე­ნი ქვეყ­ნის არ­სე­ბო­ბა საფრ­თხის ქვეშ არ უნდა და­ვა­ყე­ნოთ. ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა მუ­შა­ობს არა­საშ­ტა­ტო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი გა­დაყ­ვა­ნი­ლია მუ­შა­ო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბულ რე­ჟიმ­ზე. მე რო­გორც კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­რან­ტმა გა­ვე­ცი ყვე­ლა სა­ჭი­რო და­ვა­ლე­ბა, რათა მოვ­ლე­ნე­ბი სა­მარ­თლებ­რივ ველს არ გას­ცდეს “ - გა­ნა­ცხა­და ხა­ჯიმ­ბამ.

აქ­ცი­ის წევ­რებ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის ფან­ჯრის მი­ნე­ბი ჩა­ამ­სხვრი­ეს. ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მომ­ხრე­ებს მუდ­მი­ვად მო­უ­წო­დე­ბენ, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბა­ში არა­ფე­რი და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნათ. მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ამ დრომ­დე რჩე­ბი­ან რო­გორც შე­ნო­ბა­ში, ასე­ვე მის გა­რეთ და ე.წ. პრე­ზი­დენტს ასე მი­მარ­თა­ვენ - "ხა­ჯიმ­ბა გა­და­დე­ქი!"

ხა­ჯიმ­ბას მი­მართ დაგ­რო­ვი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ერთ-ერთი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ფაქ­ტია, რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, სო­ხუ­მის კა­ფე­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ყო­ფი­ლი ლი­დე­რის ას­ლან ბჟა­ნი­ას მო­წამ­ვლა, რომ­ლის "გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა­მაც" საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე, ოპო­ზი­ცია დაქ­საქ­სა. ხა­ჯიმ­ბამ კი, მარ­თა­ლია, მე­ო­რე ტურ­ში, მაგ­რამ მა­ინც გა­ი­მარ­ჯვა.

ას­ლან ბჟა­ნია გერ­მა­ნი­ა­ში ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ აფხა­ზეთ­ში დაბ­რუნ­და და ხა­ჯიმ­ბას მხარ­დამ­ჭე­რე­ბის გა­საკ­ვი­რად, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის "ერ­თი­ა­ნი აფხა­ზე­თი­სა" და "ამ­ცა­ხა­რას" მხარ­და­ჭე­რით, საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა ისევ და­ი­წყო...

დღეს სო­ხუმ­ში, უა­მინ­დო­ბი­სა და თავ­სხმა წვი­მის მი­უ­ხე­და­ვად, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და. პარ­ტია "ამ­ცა­ხა­რას" ერთ-ერთი ლი­დე­რის, სერ­გეი შამ­ბას გან­ცხა­დე­ბით, დღეს აფხა­ზეთ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­კონ­სტი­ტუ­ციო გა­ნუ­კი­თხა­ო­ბის ფონ­ზე, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი რაულ ხა­ჯიმ­ბას პი­რად გვარ­დი­ად იქცა... აე­ხა­დოს ფარ­და იმ საქ­მე­ებს, რაც ბოლო ხა­ნებ­ში აფხა­ზეთ­ში მოხ­და! ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ იმ და­ნა­შა­უ­ლებს იძი­ებს, რაც მას ხელს აძ­ლევს..." - აცხა­დებს შამ­ბა.

ამა­სო­ბა­ში გა­აქ­ტი­ურ­და, ნო­ემ­ბერ­ში მოკ­ლუ­ლი ერთ-ერთი კრი­მი­ნა­ლის, ალ­ხაზ ავი­ძ­ბას ნა­თე­სა­ვიც ახრა ავი­ძ­ბა, რო­მე­ლიც დონ­ბას­ში სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მხა­რეს იბ­რძვის და აფხა­ზეთ­ში რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, სწო­რედ სო­ხუ­მის ცენ­ტრში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის გამო დაბ­რუნ­და.

"ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას მან აღ­ნიშ­ნა, რომ რაულ ხა­ჯიმ­ბა უკვე აღარ არის ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი და ვერც ვე­რას­დროს იქ­ნე­ბა..." - წერს Апсадгьыл-инфо.

დღეს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

"შე­ნო­ბა და­ტო­ვა, ახლა მთა­ვა­რია უკან არ დაბ­რუნ­დეს..." - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

"ყვე­ლა­ფერ­ზე წავ­ლენ, ოღონდ ძა­ლა­უფ­ლე­ბა არ დათ­მონ... არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი სრო­ლე­ბი, პრო­ვო­კა­ცია, რათა შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხალ­ხს და­აბ­რა­ლონ და "სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის­თვის" და­კა­ვე­ბე­ბი და­ი­წყონ. ასე­თი რამ ხომ ბევ­რჯერ ვნა­ხეთ... ახლა ჩვე­ნი გამ­ძლე­ო­ბაა სა­ჭი­რო, ფრთხი­ლად იყა­ვით! - მი­მარ­თავს ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი დაურ კვიკ­ვი­ნია მომ­ხრე­ებს.

"არ­ჩევ­ნებ­ში მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა 700 ხმით გა­ი­მარ­ჯვა... ახლა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ ას­ლან ბჟა­ნია ყო­ფი­ლი­ყო, რო­მელ­საც ხალ­ხი ენ­დო­ბა და პა­ტივს სცემს, რა შე­დე­გი დად­გე­ბო­და?.. ამი­ტომ მო­წამ­ლეს, ახლა კი თვა­ლებ­ში ნა­ცარს გვაყ­რი­ან. არ უნდა შერ­ჩეთ!.." - მი­აჩ­ნია ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ ლოლა გე­ზერ­დის.

"არ­სად წა­ვა­ლო, მით უფრო არ გა­ვიქ­ცე­ვიო, ბა­ტონ­მა ხა­ჯიმ­ბამ... აბა რა, გა­გა­ცი­ლე­ბენ" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბად­რი კა­კუ­ბა­ვა.

"არც ერთ მხა­რე არ იმ­სა­ხუ­რებს ნდო­ბას, ისე­თე­ბი შეძ­ვრე­ბი­ან ახლა იქ, ისევ ერთ წრე­ზე ვიტ­რი­ა­ლებთ. აფხა­ზე­თი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" მიერ რომ სურთ იმარ­თე­ბო­დეს, ისე­თე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დნენ... ხალ­ხს კი ერ­თმა­ნეთს შე­ა­ხო­ცა­ვენ..." - მი­აჩ­ნია ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივს.

"აღარც მახ­სოვს მე­რამ­დე­ნე ცდაა, ბოლო ოც­და­ა­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და იქ­ნებ, ერთხელ მა­ინც შევ­ძლოთ, შევ­ცვა­ლოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ქვე­ყა­ნა უკე­თე­სო­ბის­კენ. ჩუ­მად გვგუ­და­ვენ ამ ჭა­ობ­ში და ამ ერთხელ მა­ინც არ დავ­ნებ­დეთ, ხალ­ხო.." - ამ­ბობს ირაკ­ლი კვირ­კვია.

არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც ხა­ჯიმ­ბას გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ და მო­უ­წო­დე­ბენ, სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს: "არ და­ნებ­დე და რუ­სე­ბის ბა­ზის­კენ არ გა­იქ­ცე. ეს შეც­დო­მა იქ­ნე­ბა..." - ურ­ჩევს ბო­რის სა­ვინ­კო­ვი "პრე­ზი­დენტს".

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იოვანე
4

მეცოდებით აფხაზებო, ქართველები გაამწარეთ, რუსული ტყვიებით დახვრიტეთ, ტყვე ქალბატონები უმოწყალოდ გააპატიურეთ, მაგრამ სიძულვილმა არ აგაყვავათ, სომხებმა და გადამთიელებმა არ აგაშენათ, ამიტომ დროა ისევ ქართველებთან შერიგეთ.

კაპიტანი
9

აფხაზებო ქართველებთან თუ არ შერიგდებით დაგიხოციათ ერთმანეთი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"არსად წავალო, ბატონმა ხაჯიმბამ, მით უფრო არ გავიქცევიო... აბა რა, გაგაცილებენ" - არეულობა აფხაზეთში და ადგილობრივების გამოხმაურება

"არსად წავალო, ბატონმა ხაჯიმბამ, მით უფრო არ გავიქცევიო... აბა რა, გაგაცილებენ" - არეულობა აფხაზეთში და ადგილობრივების გამოხმაურება

აფხაზეთში 6 იანვარს დაწყებული პროტესტი, ხალხმრავალი აქციით ე.წ. პრეზიდენტის სახლში შეჭრით დასრულდა. შენობა დატოვა "პრეზიდენტმა" რაულ ხაჯიმბამ, რომლის მიმართაც მოსახლეობას ძალიან ბევრი პრეტენზია დაუგროვდა. მოგვიანებით მან განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ სოხუმშია და არსად წასულა.

"არსებული ვითარების გამო, მუდმივი კონტროლის ქვეშ არის სიტუაცია და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამოვრიცხავთ!" - განაცხადა ხაჯიმბამ.

მან ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაც მოიწვია, რომლის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"ძვირფასო თანამოქალაქეებო, ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, რაც სოხუმში მოხდა, მოგმართავთ თხოვნით, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არ აყვეთ პროვოკაციებს". - აღნიშნა ხაჯიმბამ.

მისი თქმით, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე.

„ამ სიტუაციაში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ჩვენი ქვეყნის არსებობა საფრთხის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ. ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მუშაობს არასაშტატო სიტუაციაში. ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე. მე როგორც კონსტიტუციის გარანტმა გავეცი ყველა საჭირო დავალება, რათა მოვლენები სამართლებრივ ველს არ გასცდეს “ - განაცხადა ხაჯიმბამ.

აქციის წევრებმა ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულის ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს. ვითარების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად აქციის მონაწილეები მომხრეებს მუდმივად მოუწოდებენ, რომ ადმინისტრაციის შენობაში არაფერი დაეზიანებინათ. მომიტინგეები ამ დრომდე რჩებიან როგორც შენობაში, ასევე მის გარეთ და ე.წ. პრეზიდენტს ასე მიმართავენ - "ხაჯიმბა გადადექი!"

ხაჯიმბას მიმართ დაგროვილი უკმაყოფილების ერთ-ერთი და გამორჩეული ფაქტია, რამდენიმე ხნის წინ, სოხუმის კაფეში გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი ლიდერის ასლან ბჟანიას მოწამვლა, რომლის "განეიტრალებამაც" საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ოპოზიცია დაქსაქსა. ხაჯიმბამ კი, მართალია, მეორე ტურში, მაგრამ მაინც გაიმარჯვა.

ასლან ბჟანია გერმანიაში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ აფხაზეთში დაბრუნდა და ხაჯიმბას მხარდამჭერების გასაკვირად, პოლიტიკური პარტიების "ერთიანი აფხაზეთისა" და "ამცახარას" მხარდაჭერით, საპროტესტო ტალღა ისევ დაიწყო...

დღეს სოხუმში, უამინდობისა და თავსხმა წვიმის მიუხედავად, ათასობით ადამიანი გამოვიდა. პარტია "ამცახარას" ერთ-ერთი ლიდერის, სერგეი შამბას განცხადებით, დღეს აფხაზეთში ადამიანები დაუცველები არიან.

"ხელისუფლების საკონსტიტუციო განუკითხაობის ფონზე, სამართალდამცავი უწყებები რაულ ხაჯიმბას პირად გვარდიად იქცა... აეხადოს ფარდა იმ საქმეებს, რაც ბოლო ხანებში აფხაზეთში მოხდა! ხელისუფლება მხოლოდ იმ დანაშაულებს იძიებს, რაც მას ხელს აძლევს..." - აცხადებს შამბა.

ამასობაში გააქტიურდა, ნოემბერში მოკლული ერთ-ერთი კრიმინალის, ალხაზ ავიძბას ნათესავიც ახრა ავიძბა, რომელიც დონბასში სეპარატისტების მხარეს იბრძვის და აფხაზეთში რამდენიმე ხნის წინ, სწორედ სოხუმის ცენტრში მომხდარი მკვლელობის გამო დაბრუნდა.

"ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ რაულ ხაჯიმბა უკვე აღარ არის ქვეყნის პრეზიდენტი და ვერც ვერასდროს იქნება..." - წერს Апсадгьыл-инфо.

დღეს განვითარებულ მოვლენებს აფხაზები სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურებიან:

"შენობა დატოვა, ახლა მთავარია უკან არ დაბრუნდეს..." - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

"ყველაფერზე წავლენ, ოღონდ ძალაუფლება არ დათმონ... არ არის გამორიცხული სროლები, პროვოკაცია, რათა შემდეგ ყველაფერი ოპოზიციასა და ხალხს დააბრალონ და "სამართალდარღვევებისთვის" დაკავებები დაიწყონ. ასეთი რამ ხომ ბევრჯერ ვნახეთ... ახლა ჩვენი გამძლეობაა საჭირო, ფრთხილად იყავით! - მიმართავს ოპოზიციურად განწყობილი დაურ კვიკვინია მომხრეებს.

"არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა 700 ხმით გაიმარჯვა... ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მის წინააღმდეგ ასლან ბჟანია ყოფილიყო, რომელსაც ხალხი ენდობა და პატივს სცემს, რა შედეგი დადგებოდა?.. ამიტომ მოწამლეს, ახლა კი თვალებში ნაცარს გვაყრიან. არ უნდა შერჩეთ!.." - მიაჩნია ინტერნეტმომხმარებელ ლოლა გეზერდის.

"არსად წავალო, მით უფრო არ გავიქცევიო, ბატონმა ხაჯიმბამ... აბა რა, გაგაცილებენ" - წერს სოციალურ ქსელში ბადრი კაკუბავა.

"არც ერთ მხარე არ იმსახურებს ნდობას, ისეთები შეძვრებიან ახლა იქ, ისევ ერთ წრეზე ვიტრიალებთ. აფხაზეთი "კანონიერი ქურდების" მიერ რომ სურთ იმართებოდეს, ისეთები გააქტიურდნენ... ხალხს კი ერთმანეთს შეახოცავენ..." - მიაჩნია ერთ-ერთ ადგილობრივს.

"აღარც მახსოვს მერამდენე ცდაა, ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში და იქნებ, ერთხელ მაინც შევძლოთ, შევცვალოთ ხელისუფლება და ქვეყანა უკეთესობისკენ. ჩუმად გვგუდავენ ამ ჭაობში და ამ ერთხელ მაინც არ დავნებდეთ, ხალხო.." - ამბობს ირაკლი კვირკვია.

არიან ისეთებიც, ვინც ხაჯიმბას გულშემატკივრობენ და მოუწოდებენ, სიმშვიდე შეინარჩუნოს: "არ დანებდე და რუსების ბაზისკენ არ გაიქცე. ეს შეცდომა იქნება..." - ურჩევს ბორის სავინკოვი "პრეზიდენტს".

"თუ შეგვეშინდება ამ ფორმატის, კიდევ 28 წელი გავა" - როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები ასლან ბჟანიას განცხადებას ქართულ-აფხაზური დიალოგის შესახებ

"ერთმანეთს კარგად უნდა მოვუსმინოთ, ასე ვხედავ ჩვენს დიალოგს" - რას ფიქრობს ასლან ბჟანია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე

"აფხაზი იანუკოვიჩი" და რეგიონის გაურკვეველი პოლიტიკური მომავალი - როგორ აფასებს "არჩევნების" შედეგებს აფხაზური მედია