პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2020 წელი იქნება იმედის და გამარჯვების წელი..." - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები
"2020 წელი იქნება იმედის და გამარჯვების წელი..." - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

გთა­ვა­ზობთ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია მე­ო­რის, პრე­ზი­დენ­ტი­სა და პრე­მი­ე­რის სა­ახ­ალ­წლო მი­ლოც­ვებს:

კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მი­ლოც­ვა:

"გი­ლო­ცავთ შობა-ახალ წელს. დღეს ჩვენ ვუ­სურ­ვებთ ყვე­ლას ბედ­ნი­ე­რე­ბას. უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა ბევ­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩვენ­ზე. მშობ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა არის ბედ­ნი­ე­რე­ბა შვი­ლე­ბი­სათ­ვის. "პა­ტი­ვი ეცი მა­მა­სა შენ­სა და დე­და­სა შენ­სა, რათა კე­თი­ლი გე­ყოს შენ და დღეგ­რძე­ლი იყო ქვე­ყა­ნა­სა ზედა“ - ჩვენ ვკი­თხუ­ლობთ ამას ბიბ­ლი­ა­ში. უფ­რო­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას მო­აქვს ბედ­ნი­ე­რე­ბა უმ­ცრო­სე­ბის­თვის. უნდა ვის­წავ­ლოთ მოს­მე­ნა ერ­თმა­ნე­თის.

მე მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და მივ­მარ­თო რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ბა­ტონ ვლა­დი­მერ პუ­ტინს - უნდა დამ­თავ­რდეს ოკუ­პა­ცია აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლი­სა. უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოა წილ­ხვედ­რი ყოვ­ლად­წ­მინ­დი­სა ღვთის­მშობ­ლი­სა".

პრე­მი­ე­რი-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მი­ლოც­ვა:

- გი­ლო­ცავთ დამ­დეგ 2020 წელს! ბედ­ნი­ე­რე­ბას და წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ თი­თო­ე­ულ თქვენ­განს და ჩვენს სამ­შობ­ლოს. ახალ წელს იმე­დით და სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ლო­დი­ნით ვხვდე­ბით. ვი­სურ­ვებ­დი, რომ ეს მო­ლო­დი­ნე­ბი გაგ­ვმარ­თლე­ბო­დეს ყვე­ლას - თი­თო­ე­ულ ჩვენს მო­ქა­ლა­ქეს, ახალ­გაზ­რდებ­სა და უფ­როს თა­ო­ბას! გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მინ­და მი­ვუ­ლო­ცო ახა­ლი წელი ჯა­რის­კა­ცებს, რომ­ლე­ბიც სამ­შობ­ლო­დან შორს მშვი­დო­ბის­თვის და უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის მსა­ხუ­რო­ბენ; ასე­ვე, თი­თო­ე­ულ ქარ­თველს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა წერ­ტილ­ში.

ვუ­ლო­ცავ სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის ორი­ვე მხა­რეს მცხოვ­რებ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად უწევთ ოკუ­პა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ყოფ­ნა. ვუ­ლო­ცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ურ­ყე­ვი რწმე­ნით, რომ ჩვენ შევ­ქმნით სა­ერ­თო მო­მა­ვალს.

მე­გობ­რე­ბო, 2019 წელი დატ­ვირ­თუ­ლი აღ­მოჩ­ნდა მოვ­ლე­ნე­ბით, ემო­ცი­ე­ბით, ვნე­ბა­თა­ღელ­ვით, თუმ­ცა, ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით, რომ მშვი­დო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლო ის­ტო­რი­უ­ლად იდგა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე, მაგ­რამ, ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბით, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბით, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სად­მი მუდ­მი­ვი სწრაფ­ვით და ერის გო­ნი­ე­რე­ბით - ჩვენ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ ჩვე­ნი უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი იდენ­ტო­ბა.

სწო­რედ ამ მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბით, ერ­თად უნდა ვიზ­რუ­ნოთ ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე, ისე, რო­გორც ზრუ­ნავ­დნენ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი. ყვე­ლამ ჩვე­ნი წვლი­ლი უნდა შე­ვი­ტა­ნოთ - ექი­მებ­მა, მას­წავ­ლებ­ლებ­მა, ჯა­რის­კა­ცებ­მა, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­მა, მე­წარ­მე­ებ­მა და სტუ­დენ­ტებ­მა. ერ­თად უნდა დავძლი­ოთ არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, ჩვენს გა­სა­კე­თე­ბელს სხვა არა­ვინ გა­ა­კე­თებს - ჩვენ თა­ვად უნდა შევ­ქმნათ ის მო­მა­ვა­ლი, რო­მელ­შიც გვინ­და, რომ ჩვენ­მა შვი­ლებ­მა იცხოვ­რონ!

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ 2020 წელი იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი - სა­ქარ­თვე­ლო, თა­ვი­სი ტრა­დი­ცი­ე­ბით და უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი იდენ­ტო­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რესს მი­აღ­წევს ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად და­ვიმ­კვიდ­რებთ ჩვენს ღირ­სე­ულ ად­გილს ევ­რო­პა­ში. 2020 წელი იქ­ნე­ბა იმე­დის და გა­მარ­ჯვე­ბის წელი, რო­მე­ლიც გან­ვი­თა­რე­ბას და მშვი­დო­ბას მო­უ­ტანს ჩვენს სამ­შობ­ლოს და კე­თილ­დღე­ო­ბას - თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ოჯახს! კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ ახალ წელს, ჯან­მრთე­ლო­ბას და ბედ­ნი­ე­რე­ბას გი­სურ­ვებთ ყვე­ლას. სი­კე­თე, სიყ­ვა­რუ­ლი და მშვი­დო­ბა არ მოჰ­კლე­ბო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს! გი­ლო­ცავთ!

პრე­ზი­დენტ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­ლოც­ვა:

ძვირ­ფა­სო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო, გი­ლო­ცავთ ახალ წელს! გი­სურ­ვებთ ბედ­ნი­ე­რე­ბას, წარ­მა­ტე­ბებ­სა და სიმ­შვი­დეს თქვენს ოჯა­ხებ­სა და ქვე­ყა­ნა­ში! 2019 წელი დას­რულ­და ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბით და ამ ერ­თი­ა­ნო­ბით მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გით! ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის მა­გა­ლი­თი გვაძ­ლევს უფ­ლე­ბას ვი­ფიქ­როთ, რომ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად; და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა თუ პო­ლა­რი­ზა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, რო­მე­ლიც ასე გვთრგუ­ნავს, მა­ინც შევ­ძე­ლით სა­ერ­თო მიზ­ნის ირ­გვლივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. ეს ის მოვ­ლე­ნაა, რო­მელ­ზეც ამ ახალ წელს უნდა დავ­ფიქ­რდეთ და და­ვი­ჯე­როთ, რომ სა­დაც ერ­თი­ა­ნო­ბა შეგ­ვიძ­ლია, იქ ყვე­ლა­ფე­რი შეგ­ვიძ­ლია!

2019 წელს დაგ­ვაკ­ლდა სიმ­შვი­დე; და­ძა­ბულ­მა გა­რე­მომ გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ზე. მაგ­რამ ეს წელი მთავ­რდე­ბა იმე­დი­თა და სი­ხა­რუ­ლით! ჩვენ, ასე­ვე, გა­ვერ­თი­ან­დით პა­ტა­რა ანი­ტას გარ­შე­მო. ამ ერ­თი­ა­ნო­ბას ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში და­დე­ბი­თი მუხ­ტი შე­მო­აქვს. გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი - ქვე­ყა­ნა­ში თუ მის გა­რეთ - ცდი­ლობ­დნენ და ალ­ბათ, კი­დევ ეც­დე­ბი­ან, ეჭვი შე­მო­ი­ტა­ნონ ჩვენს ღირ­სე­ბა­ში, შე­მარ­თე­ბა­ში და, სა­ერ­თოდ, ჩვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში. ერის დეპ­რე­სია მხო­ლოდ მტრებს თუ გა­ა­ხა­რებს. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, გავ­ფან­ტოთ სი­ძულ­ვი­ლის, ღვარ­ძლის შავი ღრუ­ბე­ლი დ მო­ვახ­დი­ნოთ ჩვე­ნი ენერ­გი­ის მო­ბი­ლი­ზე­ბა ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბის­თვის! დღეს მსოფ­ლიო დიდ რყე­ვებს გა­ნიც­დის; ჩვე­ნი რე­გი­ო­ნი დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას.

სტა­ბი­ლუ­რი, მშვი­დო­ბი­ა­ნი და ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო გვჭირ­დე­ბა ყვე­ლას და სჭირ­დე­ბა თუნ­დაც მათ, ვი­საც ჰგო­ნია, რომ ჩვე­ნი და­სუს­ტე­ბი­თა და გახ­ლე­ჩით, ან - ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლის ოკუ­პა­ცი­ით მი­ზანს უფრო იო­ლად მი­აღ­წევს. ვი­სურ­ვებ, რომ დამ­დე­გი ახა­ლი წელი იყოს ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და სო­ლი­და­რო­ბის წე­ლი­წა­დი. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვი­კა­ვოთ თავი სი­ძულ­ვი­ლი­სა და დამ­ცი­რე­ბის ენის გა­მო­ყე­ნე­ბის­გან, რა­მე­თუ ეს უარ­ყო­ფი­თი ენერ­გია უკვე საკ­მა­რი­სად დაგ­ვიბ­რუნ­და. ვი­სურ­ვებ, რომ 2020 წელი იყოს არა ადა­მი­ან­თა გა­ტა­ცე­ბე­ბის წელი, არა­მედ გა­იხ­სნას გამ­შვე­ბი პუნ­ქტე­ბი და არ შე­ფერ­ხდეს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბამ­დე.

დგე­ბა ახა­ლი წელი და ჩვენ გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი სა­ი­მი­სოდ, რომ მას შე­მარ­თე­ბით დავ­ხვდეთ: 2019 წელს ჩვენ­მა სპორ­ტსმე­ნებ­მა ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი­დან ათას­ზე მეტი მე­და­ლი ჩა­მო­ი­ტა­ნეს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, 2020 წლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბი გვე­ლო­დე­ბა. ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი, ხე­ლო­ვა­ნე­ბი ჩვე­ნი ერის უნი­კა­ლურ კულ­ტუ­რულ და სა­მეც­ნი­ე­რო პო­ტენ­ცი­ალს წარ­მო­ა­ჩე­ნენ. მთე­ლი მსოფ­ლიო გა­ო­ცე­ბუ­ლი უყუ­რებს, რა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ენერ­გია დევს ამ პა­ტა­რა ერში.

ჩვენ უნდა შევ­ძლოთ, რომ აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მთლი­ა­ნად გა­ვი­თა­ვი­სოთ ამ ეროვ­ნუ­ლი ენერ­გი­ის ძალა და ფასი. ჩვენ გვაქვს რწმე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის, ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის, რომ­ლე­ბიც თავ­და­დე­ბი­თა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით ქვე­ყა­ნას აძ­ლი­ე­რე­ბენ, უცხო­ეთ­ში კი ასე­თი­ვე თავ­და­დე­ბი­თა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით გვა­სა­ხე­ლე­ბენ! ახალ წელს გი­ლო­ცავთ ყვე­ლას - ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ, ჩვენს ემიგ­რან­ტებს, რომ­ლებ­საც სამ­შობ­ლო­დან შორს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი გა­აქვთ!

და ბო­ლოს, მინ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ვუ­ლო­ცო ახა­ლი წელი ვაჟა ექიმს, რო­მე­ლიც თა­ვის ოჯახს და­უბ­რუნ­და და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ვუ­სურ­ვო პა­ტა­რა ანი­ტას და ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას! გი­სურ­ვებთ, გვე­ცხოვ­როს გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ, გამ­თლი­ა­ნე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ში! გი­ლო­ცავთ, კი­დევ ერთხელ, ახალ წელს! გი­სურ­ვებთ მშვი­დო­ბას, სიმ­შვი­დეს, ბედ­ნი­ერ, წარ­მა­ტე­ბულ და ხა­ლი­სი­ან წე­ლი­წადს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"2020 წელი იქნება იმედის და გამარჯვების წელი..." - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

"2020 წელი იქნება იმედის და გამარჯვების წელი..." - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

გთავაზობთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვებს:

კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა:

"გილოცავთ შობა-ახალ წელს. დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას ბედნიერებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია ჩვენზე. მშობლების პატივისცემა არის ბედნიერება შვილებისათვის. "პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“ - ჩვენ ვკითხულობთ ამას ბიბლიაში. უფროსების პატივისცემას მოაქვს ბედნიერება უმცროსებისთვის. უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთის.

მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო რუსეთის პრეზიდენტ ბატონ ვლადიმერ პუტინს - უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალისა. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა".

პრემიერი-მინისტრის, გიორგი გახარიას მილოცვა:

- გილოცავთ დამდეგ 2020 წელს! ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და ჩვენს სამშობლოს. ახალ წელს იმედით და სასიკეთო ცვლილებების მოლოდინით ვხვდებით. ვისურვებდი, რომ ეს მოლოდინები გაგვმართლებოდეს ყველას - თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ახალგაზრდებსა და უფროს თაობას! განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ახალი წელი ჯარისკაცებს, რომლებიც სამშობლოდან შორს მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის მსახურობენ; ასევე, თითოეულ ქართველს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

ვულოცავ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ ოკუპაციის პირობებში ყოფნა. ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ურყევი რწმენით, რომ ჩვენ შევქმნით საერთო მომავალს.

მეგობრებო, 2019 წელი დატვირთული აღმოჩნდა მოვლენებით, ემოციებით, ვნებათაღელვით, თუმცა, ყველა ვთანხმდებით, რომ მშვიდობა და სტაბილურობა აუცილებელი პირობაა ქვეყნის განვითარებისთვის. საქართველო ისტორიულად იდგა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, მაგრამ, ჩვენი ტრადიციებით, მიზანდასახულობით, თავისუფლებისადმი მუდმივი სწრაფვით და ერის გონიერებით - ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი უნიკალური კულტურული იდენტობა.

სწორედ ამ მიზანსწრაფულობით, ერთად უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის მომავალზე, ისე, როგორც ზრუნავდნენ ჩვენი წინაპრები. ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ - ექიმებმა, მასწავლებლებმა, ჯარისკაცებმა, პოლიციელებმა, საჯარო მოხელეებმა, მეწარმეებმა და სტუდენტებმა. ერთად უნდა დავძლიოთ არსებული გამოწვევები, ჩვენს გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს - ჩვენ თავად უნდა შევქმნათ ის მომავალი, რომელშიც გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ!

დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წელი იქნება წარმატებული - საქართველო, თავისი ტრადიციებით და უნიკალური კულტურული იდენტობით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ აუცილებლად დავიმკვიდრებთ ჩვენს ღირსეულ ადგილს ევროპაში. 2020 წელი იქნება იმედის და გამარჯვების წელი, რომელიც განვითარებას და მშვიდობას მოუტანს ჩვენს სამშობლოს და კეთილდღეობას - თითოეული ჩვენგანის ოჯახს! კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ ყველას. სიკეთე, სიყვარული და მშვიდობა არ მოჰკლებოდეს საქართველოს! გილოცავთ!

პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მილოცვა:

ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებებსა და სიმშვიდეს თქვენს ოჯახებსა და ქვეყანაში! 2019 წელი დასრულდა ჩვენი ერთიანობით და ამ ერთიანობით მიღწეული შედეგით! ვაჟა გაფრინდაშვილის მაგალითი გვაძლევს უფლებას ვიფიქროთ, რომ ყველაფრის მიუხედავად; დაძაბულობისა თუ პოლარიზაციის მიუხედავად, რომელიც ასე გვთრგუნავს, მაინც შევძელით საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანება. ეს ის მოვლენაა, რომელზეც ამ ახალ წელს უნდა დავფიქრდეთ და დავიჯეროთ, რომ სადაც ერთიანობა შეგვიძლია, იქ ყველაფერი შეგვიძლია!

2019 წელს დაგვაკლდა სიმშვიდე; დაძაბულმა გარემომ გავლენა მოახდინა თითოეულ ჩვენგანზე. მაგრამ ეს წელი მთავრდება იმედითა და სიხარულით! ჩვენ, ასევე, გავერთიანდით პატარა ანიტას გარშემო. ამ ერთიანობას ცნობიერებაში დადებითი მუხტი შემოაქვს. გარკვეული ძალები - ქვეყანაში თუ მის გარეთ - ცდილობდნენ და ალბათ, კიდევ ეცდებიან, ეჭვი შემოიტანონ ჩვენს ღირსებაში, შემართებაში და, საერთოდ, ჩვენს შესაძლებლობებში. ერის დეპრესია მხოლოდ მტრებს თუ გაახარებს. ჩვენ შეგვიძლია, გავფანტოთ სიძულვილის, ღვარძლის შავი ღრუბელი დ მოვახდინოთ ჩვენი ენერგიის მობილიზება ქვეყნის აღმშენებლობისთვის! დღეს მსოფლიო დიდ რყევებს განიცდის; ჩვენი რეგიონი დიდი გამოწვევების წინაშე დგას.

სტაბილური, მშვიდობიანი და ძლიერი საქართველო გვჭირდება ყველას და სჭირდება თუნდაც მათ, ვისაც ჰგონია, რომ ჩვენი დასუსტებითა და გახლეჩით, ან - ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციით მიზანს უფრო იოლად მიაღწევს. ვისურვებ, რომ დამდეგი ახალი წელი იყოს ჩვენი ერთიანობისა და სოლიდარობის წელიწადი. მაქსიმალურად შევიკავოთ თავი სიძულვილისა და დამცირების ენის გამოყენებისგან, რამეთუ ეს უარყოფითი ენერგია უკვე საკმარისად დაგვიბრუნდა. ვისურვებ, რომ 2020 წელი იყოს არა ადამიანთა გატაცებების წელი, არამედ გაიხსნას გამშვები პუნქტები და არ შეფერხდეს ჩვენი მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის გამთლიანებამდე.

დგება ახალი წელი და ჩვენ გვაქვს საფუძველი საიმისოდ, რომ მას შემართებით დავხვდეთ: 2019 წელს ჩვენმა სპორტსმენებმა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებიდან ათასზე მეტი მედალი ჩამოიტანეს. დარწმუნებული ვარ, 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში დიდი წარმატებები გველოდება. ქართველი ახალგაზრდები, სტუდენტები, მეცნიერები, ხელოვანები ჩვენი ერის უნიკალურ კულტურულ და სამეცნიერო პოტენციალს წარმოაჩენენ. მთელი მსოფლიო გაოცებული უყურებს, რა შემოქმედებითი ენერგია დევს ამ პატარა ერში.

ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ აქ, საქართველოში მთლიანად გავითავისოთ ამ ეროვნული ენერგიის ძალა და ფასი. ჩვენ გვაქვს რწმენა საქართველოს თავდაცვის ძალების, ჩვენი ჯარისკაცების, რომლებიც თავდადებითა და პროფესიონალიზმით ქვეყანას აძლიერებენ, უცხოეთში კი ასეთივე თავდადებითა და პროფესიონალიზმით გვასახელებენ! ახალ წელს გილოცავთ ყველას - ჩვენს თანამემამულეებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ჩვენს ემიგრანტებს, რომლებსაც სამშობლოდან შორს საქართველოს სახელი გააქვთ!

და ბოლოს, მინდა, განსაკუთრებით მივულოცო ახალი წელი ვაჟა ექიმს, რომელიც თავის ოჯახს დაუბრუნდა და გამოჯანმრთელება ვუსურვო პატარა ანიტას და ცოტნე გამსახურდიას! გისურვებთ, გვეცხოვროს გაერთიანებულ, გამთლიანებულ საქართველოში! გილოცავთ, კიდევ ერთხელ, ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, სიმშვიდეს, ბედნიერ, წარმატებულ და ხალისიან წელიწადს!

რამ გამოიწვია გუდაურსა და ბაკურიანში უწყლობა - პრემიერმა და მინისტრებმა პრობლემა საგანგებო შეხვედრაზე განიხილეს

55 000 ლარი საჩუქრად მამისგან - რა ქონებას ფლობს გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის ოჯახი

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა