პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვწიოთ და "ვიდვიჟენიებთ" - ასე იწყება ახალგაზრდებს შორის დიალოგი და სრულდება კომით... ფრთხილად!" - ნარკოლოგი ნარკოტიკზე, რომელიც შსს-მ ამოიღო
"მოვწიოთ და "ვიდვიჟენიებთ" - ასე იწყება ახალგაზრდებს შორის დიალოგი და სრულდება კომით... ფრთხილად!" - ნარკოლოგი ნარკოტიკზე, რომელიც შსს-მ ამოიღო

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ინ­ტერ­ნე­ტით ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა გა­მო­ავ­ლი­ნა - და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 1 და უცხო ქვეყ­ნის 5 მო­ქა­ლა­ქე, 1 პირი კი მხი­ლე­ბუ­ლია.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა და ბი­ნე­ბის ჩხრე­კი­სას, ასე­ვე, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას მდე­ბა­რე სა­მა­ლა­ვე­ბი­დან ამო­ი­ღეს 21 კი­ლოგ­რა­მამ­დე ფხვნი­ლის სა­ხით და 10 ლიტ­რამ­დე სი­თხის სა­ხით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ალფა-პვპ".

ამო­ღე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა შავ ბა­ზარ­ზე 6 მი­ლი­ო­ნამ­დე ლარს შე­ად­გენს" - აღ­ნიშ­ნა შსს-ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ.

ნარ­კო­ლო­გი ზურა სი­ხა­რუ­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს პოსტს, რო­მელ­შიც იმ მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­გავ­ლე­ნა­ზე სა­უბ­რობს, რაც შსს-მ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად ამო­ი­ღო:

"იცი, ალფა პვპ მაქვს (სა­უ­ბა­რია ე. წ აბა­ზა­ნის მა­რილ­ზე), სა­ი­ტი­დან გა­მო­ვი­წე­რე. არა­ფე­რი არ არის, ცო­ტას "მოგ­ხო­დავს" და კარგ ხა­სით­ზე დაგ­ვა­ყე­ნებს. მოვ­წი­ოთ და მერე "მაგ­რა ვიდ­ვი­ჟე­ნი­ებთ"... ასე იწყე­ბა ვი­თომ ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დი­ა­ლო­გი დღეს ახალ­გაზ­რდებს შო­რის და მერე სრულ­დე­ბა კო­მით - ხან სიკ­ვდი­ლით ან ძლი­ე­რი პა­რა­ნო­ი­დუ­ლი ფსი­ქო­ზით და თა­ვის ტვი­ნის უმ­ძი­მე­სი, შე­უქ­ცე­ვა­დი ორ­გა­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით.

არ მე­გო­ნა თუ ასე რთუ­ლად იყო საქ­მე, ახ­ლა­ხანს დავ­ბრუნ­დი და­სავ­ლე­თი­დან, შევ­ხვდი ბევრ ექიმს და ვე­სა­უბ­რე „ემერ­ჯენ­სის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს. დღე არ გავა რომ ვინ­მე არ მოხ­ვდეს სას­წრა­ფო გა­და­უ­დე­ბელ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში უძ­ლი­ე­რე­სი აღზ­ნე­ბით, ფსი­ქო­ზით ან/და კო­მა­ტო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით. ვი­თომ უვ­ნე­ბე­ლი ნარ­კო­ტი­კი, რო­მე­ლიც დღეს არის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი საქრთვე­ლო­ში და იწ­ვევს ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გებს ნარ­კო­გე­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით, ბევ­რჯერ აღე­მა­ტე­ბა მე­ტამ­ფე­ტა­მინს და მის მსგავს ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ლე­ბებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ნარ­კო­ტი­კის სის­ტე­მა­ტი­უ­რი მი­ღე­ბის შემ­დეგ, ვი­თარ­დე­ბა უმ­ძი­მე­სი ფორ­მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლიც ვლინ­დე­ბა პა­რა­ნო­ი­ა­ში, აგ­რე­სი­ა­ში, თვით­და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვებ­ში, მე­ტყვე­ლე­ბის და მოძ­რა­ო­ბის გაძ­ნე­ლე­ბა­სა და თა­ვის ტვი­ნის უმ­ძი­მეს ორ­გა­ნულ და­ზი­ნე­ბებ­ში! აგ­რეთ­ვე, ზე­დო­ზი­რე­ბა ხა­სით­დე­ბა მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბი­თა და მი­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტით ან/და თა­ვის ტვინ­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მოშ­ლით.

ზუს­ტად შსს-ს ბოლო ოპე­რა­ცი­ის დროს იყ­ვნენ დაკ­ვე­ბუ­ლი ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ლე­ბას ინ­ტერ­ნე­ტით ავ­რცე­ლებ­დნენ. თუმ­ცა, ეს წვე­თია ზღვა­ში. ეს ვნებს თქვენ შვი­ლებს, ახ­ლობ­ლებს! ამ ნარ­კო­ტიკ­ზე უნდა აუხ­სნათ, რომ უმ­ძი­მე­სი შე­დე­გი მო­აქვს მის მოხ­მა­რე­ბას და სა­ჭი­როა ექი­მის დრო­უ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცია თუ ამ ნარ­კო­ტი­კის მი­მართ გარ­კვე­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაჩ­ნდა.

ეს მე­ხე­ბა მეც, შენც, თი­თო­ე­ულ თქვენ­განს ვინც ამას კი­თხუ­ლობს და ბევრ იმ ადა­მი­ან­საც, ვის ყუ­რამ­დეც ჩემი ხმა შე­იძ­ლე­ბა არც კი მი­ვი­დეს, ამი­ტომ მო­გი­წო­დებთ, იყა­ვით ფრთხი­ლად!" - წერს ზურა სი­ხა­რუ­ლი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მოვწიოთ და "ვიდვიჟენიებთ" - ასე იწყება ახალგაზრდებს შორის დიალოგი და სრულდება კომით... ფრთხილად!" - ნარკოლოგი ნარკოტიკზე, რომელიც შსს-მ ამოიღო

"მოვწიოთ და "ვიდვიჟენიებთ" - ასე იწყება ახალგაზრდებს შორის დიალოგი და სრულდება კომით... ფრთხილად!" - ნარკოლოგი ნარკოტიკზე, რომელიც შსს-მ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა - დაკავებულია საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე, 1 პირი კი მხილებულია.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი და დროებითი საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილას მდებარე სამალავებიდან ამოიღეს 21 კილოგრამამდე ფხვნილის სახით და 10 ლიტრამდე სითხის სახით ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ".

ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე 6 მილიონამდე ლარს შეადგენს" - აღნიშნა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელშიც იმ მავნე ნივთიერებების ზეგავლენაზე საუბრობს, რაც შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად ამოიღო:

"იცი, ალფა პვპ მაქვს (საუბარია ე. წ აბაზანის მარილზე), საიტიდან გამოვიწერე. არაფერი არ არის, ცოტას "მოგხოდავს" და კარგ ხასითზე დაგვაყენებს. მოვწიოთ და მერე "მაგრა ვიდვიჟენიებთ"... ასე იწყება ვითომ ძალიან ჩვეულებრივი დიალოგი დღეს ახალგაზრდებს შორის და მერე სრულდება კომით - ხან სიკვდილით ან ძლიერი პარანოიდული ფსიქოზით და თავის ტვინის უმძიმესი, შეუქცევადი ორგანული დაზიანებებით.

არ მეგონა თუ ასე რთულად იყო საქმე, ახლახანს დავბრუნდი დასავლეთიდან, შევხვდი ბევრ ექიმს და ვესაუბრე „ემერჯენსის“ წარმომადგენლებს. დღე არ გავა რომ ვინმე არ მოხვდეს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებაში უძლიერესი აღზნებით, ფსიქოზით ან/და კომატოზური მდგომარეობით. ვითომ უვნებელი ნარკოტიკი, რომელიც დღეს არის ყველაზე გავრცელებული საქრთველოში და იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს ნარკოგენული თვისებებით, ბევრჯერ აღემატება მეტამფეტამინს და მის მსგავს ნარკოტიკულ საშულებებს.

აღნიშნული ნარკოტიკის სისტემატიური მიღების შემდეგ, ვითარდება უმძიმესი ფორმის დამოკიდებულება, რომლიც ვლინდება პარანოიაში, აგრესიაში, თვითდაზიანების შემთხვევებში, მეტყველების და მოძრაობის გაძნელებასა და თავის ტვინის უმძიმეს ორგანულ დაზინებებში! აგრეთვე, ზედოზირება ხასითდება მაღალი ცხელებითა და მიკარდიუმის ინფარქტით ან/და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით.

ზუსტად შსს-ს ბოლო ოპერაციის დროს იყვნენ დაკვებული ის პირები, რომლებიც ამ ნარკოტიკულ საშულებას ინტერნეტით ავრცელებდნენ. თუმცა, ეს წვეთია ზღვაში. ეს ვნებს თქვენ შვილებს, ახლობლებს! ამ ნარკოტიკზე უნდა აუხსნათ, რომ უმძიმესი შედეგი მოაქვს მის მოხმარებას და საჭიროა ექიმის დროული ინტერვენცია თუ ამ ნარკოტიკის მიმართ გარკვეული დამოკიდებულება გაჩნდა.

ეს მეხება მეც, შენც, თითოეულ თქვენგანს ვინც ამას კითხულობს და ბევრ იმ ადამიანსაც, ვის ყურამდეც ჩემი ხმა შეიძლება არც კი მივიდეს, ამიტომ მოგიწოდებთ, იყავით ფრთხილად!" - წერს ზურა სიხარულიძე.

"ჩემზე შურისძიებას ცდილობენ, ბავშვების დარდი არ აქვთ" - რას წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი მას შემდეგ, რაც მერიამ რუსთაველის გამზირიდან მისი კარავი აიღო

5 ამბავი, რომელსაც "ფეისბუქზე" 2019 წელს ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"მცდელობა ამ საქმეში ექსკლუზიური წვლილის შეტანის უხერხულია, პატივი ვცეთ ვაჟა ექიმს!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" გაფრინდაშვილის გათავისუფლებას