სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონსერვატორიაში ძველ როიალებს ახლით შეცვლიან - უნიკალური პროექტი, რომელსაც "ამბებს მიღმა" საზოგადოების დახმარებით განახორციელებს
კონსერვატორიაში ძველ როიალებს ახლით შეცვლიან - უნიკალური პროექტი, რომელსაც "ამბებს მიღმა" საზოგადოების დახმარებით განახორციელებს

"სა­ქარ­თვე­ლო­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ მუ­სი­კის სამ­ყა­რო­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის რო­ი­ა­ლე­ბის გარ­და" - აღ­ნიშ­ნა­ვენ ღო­ნის­ძი­ე­ბა #Unite4music-ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

ღო­ნის­ძი­ე­ბა მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მა "ამ­ბებს მიღ­მა" და კლუბ KHIDI-ის ურ­თი­ერ­თპარტნი­ო­რო­ბით გა­ი­მარ­თე­ბა. კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მხარ­და­სა­ჭერ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი თან­ხა სრუ­ლად მოხ­მარ­დე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი რო­ი­ა­ლე­ბის ახ­ლე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბას. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ისი­ნი ბოლო 50 წე­ლია არ გა­ნახ­ლე­ბუ­ლა.

რო­გორც კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას "გა­ნახ­ლე­ბუ­ლი" ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი მი­ა­წო­დეს, რომ­ლე­ბიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა შე­ეც­ვა­ლათ, ამა­სო­ბა­ში კი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა და შე­მორ­ჩათ ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც სულ რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა ჰქონ­და.

"ამ­ბებს მიღ­მას" წარ­მო­მად­გენ­ლის, ალექ­სან­დრე ჯუ­ლა­ყი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღო­ნის­ძი­ე­ბა 28 დე­კემ­ბერს ჩა­ტარ­დე­ბა. 20:00 სა­ა­თი­დან KHIDI-ს G2 ოთა­ხი პრო­ექტ ოპუსს უმას­პინ­ძლებს, რო­მე­ლიც მსმე­ნე­ლის­თვის კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს.

კლა­სი­კურ ნა­წარ­მო­ებს მსმე­ნე­ლის­თვის შე­ას­რუ­ლე­ბენ მუ­სი­კო­სე­ბი ირმა გი­გა­ნი, გი­ორ­გი გი­გაშ­ვი­ლი, ნინო ბი­წა­ძე, თემო ნა­თო­ბი­ძე, ალექ­სან­დრე ჯუ­ლა­ყი­ძე და ლექ­სო პირ­მი­საშ­ვი­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შეს­რუ­ლე­ბა ხმის გა­მაძ­ლი­ე­რებ­ლე­ბის გა­რე­შეა და­გეგ­მი­ლი და აუ­დი­ტო­რია რო­ი­ა­ლის ხმოვ­ნე­ბას და­მა­ტე­ბი­თი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­რე­შე მო­ის­მენს.

"ეს პრობ­ლე­მა დიდი ხა­ნია ღვივ­დე­ბა, მაგ­რამ ახლა უკვე პიკს მი­აღ­წია და ეს რო­ი­ა­ლე­ბი შე­კე­თე­ბას აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ინი­ცი­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის #ერ­თად­მუ­სი­კის­თვის მე­დია პარტნი­ო­რი "ამ­ბებს მიღ­მა" სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის მე­დია-პლატ­ფორ­მაა, რომ­ლის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა, გახ­სნი­ლად და მარ­ტი­ვად ისა­უბ­როს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე" - გან­მარ­ტავს ალექ­სან­დრე ჯუ­ლა­ყი­ძე.

ღო­ნის­ძი­ე­ბა ორ ნა­წი­ლად იყო­ფა, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის - პრო­ექ­ტი OPUS-ის შემ­დეგ 23:30-დან მსოფ­ლიო დო­ნის კლუ­ბის კედ­ლებს თბი­ლი­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და­უ­ვი­წყა­რი ტექ­ნო ჟღე­რა­დო­ბა შე­ავ­სებს.

"კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სა­ღა­მოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, და­ი­წყე­ბა ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ღო­ნის­ძი­ე­ბა, სა­დაც თელ-ავი­ვის სცე­ნის ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვი DJ Yaeli. ასე­ვე, და­უკ­რავს KHIDI-ს სამი რე­ზი­დენ­ტი - BOYD SCHIDT, FREQUENCY SCHIFTER, SEVDA. კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სა­ღა­მოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, და­ი­წყე­ბა ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ღო­ნის­ძი­ე­ბა. შე­მო­სუ­ლი თან­ხა სრუ­ლად მოხ­მარ­დე­ბა რო­ი­ა­ლე­ბის შე­ძე­ნის საქ­მეს", - გან­მარ­ტა მან.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას 102-წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს, თუმ­ცა ალექ­სან­დრე ჯუ­ლა­ყი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის არ­ქო­ნის გამო, წლე­ბია, ძვე­ლი რო­ი­ა­ლე­ბის ახ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­მე­ცა­დი­ნო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა სა­კონ­ცერ­ტო ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზე გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

კონსერვატორიაში ძველ როიალებს ახლით შეცვლიან - უნიკალური პროექტი, რომელსაც "ამბებს მიღმა" საზოგადოების დახმარებით განახორციელებს

კონსერვატორიაში ძველ როიალებს ახლით შეცვლიან - უნიკალური პროექტი, რომელსაც "ამბებს მიღმა" საზოგადოების დახმარებით განახორციელებს

"საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მუსიკის სამყაროში ბევრი რამ შეიცვალა, კონსერვატორიის როიალების გარდა" - აღნიშნავენ ღონისძიება #Unite4music-ის ორგანიზატორები.

ღონისძიება მედიაპლატფორმა "ამბებს მიღმა" და კლუბ KHIDI-ის ურთიერთპარტნიორობით გაიმართება. კლასიკური მუსიკის მხარდასაჭერ ღონისძიებაზე მობილიზებული თანხა სრულად მოხმარდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არსებული როიალების ახლებით ჩანაცვლებას. როგორც ცნობილია, ისინი ბოლო 50 წელია არ განახლებულა.

როგორც კონსერვატორიაში აღნიშნავენ, საბჭოთა პერიოდში კონსერვატორიას "განახლებული" ინსტრუმენტები მიაწოდეს, რომლებიც დროთა განმავლობაში უნდა შეეცვალათ, ამასობაში კი საბჭოთა კავშირი დაიშალა და შემორჩათ ინსტრუმენტები, რომლებსაც სულ რამდენიმეწლიანი ექსპლუატაციის ვადა ჰქონდა.

"ამბებს მიღმას" წარმომადგენლის, ალექსანდრე ჯულაყიძის ინფორმაციით, ღონისძიება 28 დეკემბერს ჩატარდება. 20:00 საათიდან KHIDI-ს G2 ოთახი პროექტ ოპუსს უმასპინძლებს, რომელიც მსმენელისთვის კლასიკური მუსიკის ნაწარმოებების შესრულებას გულისხმობს.

კლასიკურ ნაწარმოებს მსმენელისთვის შეასრულებენ მუსიკოსები ირმა გიგანი, გიორგი გიგაშვილი, ნინო ბიწაძე, თემო ნათობიძე, ალექსანდრე ჯულაყიძე და ლექსო პირმისაშვილი. აღსანიშნავია, რომ შესრულება ხმის გამაძლიერებლების გარეშეა დაგეგმილი და აუდიტორია როიალის ხმოვნებას დამატებითი ინსტრუმენტების გარეშე მოისმენს.

"ეს პრობლემა დიდი ხანია ღვივდება, მაგრამ ახლა უკვე პიკს მიაღწია და ეს როიალები შეკეთებას აღარ ექვემდებარება. კონსერვატორიის ინიცირებული კამპანიის #ერთადმუსიკისთვის მედია პარტნიორი "ამბებს მიღმა" სოციალური მიმართულების მედია-პლატფორმაა, რომლის მთავარი ღირებულებაა, გახსნილად და მარტივად ისაუბროს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე" - განმარტავს ალექსანდრე ჯულაყიძე.

ღონისძიება ორ ნაწილად იყოფა, კლასიკური მუსიკის - პროექტი OPUS-ის შემდეგ 23:30-დან მსოფლიო დონის კლუბის კედლებს თბილისისთვის დამახასიათებელი დაუვიწყარი ტექნო ჟღერადობა შეავსებს.

"კლასიკური მუსიკის საღამოს დასრულების შემდეგ, დაიწყება ელექტრონული მუსიკის ღონისძიება, სადაც თელ-ავივის სცენის ერთ-ერთი ცნობილი ვარსკვლავი DJ Yaeli. ასევე, დაუკრავს KHIDI-ს სამი რეზიდენტი - BOYD SCHIDT, FREQUENCY SCHIFTER, SEVDA. კლასიკური მუსიკის საღამოს დასრულების შემდეგ, დაიწყება ელექტრონული მუსიკის ღონისძიება. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება როიალების შეძენის საქმეს", - განმარტა მან.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას 102-წლიანი ისტორია აქვს, თუმცა ალექსანდრე ჯულაყიძის განმარტებით, ფინანსური რესურსის არქონის გამო, წლებია, ძველი როიალების ახლით ჩანაცვლება ვერ ხერხდება, მიუხედავად იმისა, რომ სამეცადინო ინსტრუმენტების ღირებულება საკონცერტო ინსტრუმენტებზე გაცილებით ნაკლებია.

ლეგენდარული ნიუ-იორკელი დიჯეი Joe Claussell 31 დეკემბერს თბილისში დაუკრავს

"მე ჩემი თავის იმედი მაქვს და საკუთარ თავს ვგულშემატკივრობ" - "საქართველოს ვარსკვლავის" 4 ფინალისტის პროგნოზები შოუს ფინალზე

"ბევრი ვიწვალე, მაგრამ ჟიურიმ მაინც მე გამიშვა..." - მარტა ბარამიძის პირველი კომენტარი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ