პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...სამი წლის წინ წარმოვთქვი ეს სიტყვები სვეტიცხოველში, თქვენს გვერდით ყოფნისას" - რომის პაპის წერილი ილია მეორეს
"...სამი წლის წინ წარმოვთქვი ეს სიტყვები სვეტიცხოველში, თქვენს გვერდით ყოფნისას" - რომის პაპის წერილი ილია მეორეს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია მე­ო­რის­თვის რო­მის პა­პის მიერ გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს. წე­რილს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მის უწ­მინ­დე­სო­ბას და უნე­ტა­რე­სო­ბას სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, მცე­თა-მთი­ა­ნე­თის მთა­ვა­რე­პის­კო­პოსს და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტს ილია II-ს.

რა კარ­გია და რა სა­ა­მუ­რია, ერ­თად რომ ცხოვ­რო­ბენ ძმე­ბი!“ (ფსალ. 133, 1-2). სამი წლის წინ წარ­მოვ­თქვი ეს სი­ტყვე­ბი სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, თქვენს გვერ­დით ყოფ­ნი­სას. ვი­გო­ნებ რა იმ და­უ­ვი­წყარ სტუმ­რო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს უმ­შვე­ნი­ე­რეს მი­წა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლო­ვი­თა და გრძნო­ბით მახ­სენ­დე­ბა თქვე­ნი უწ­მინ­დე­სო­ბა და უნე­ტა­რე­სო­ბა. მად­ლო­ბას ვუ­ძღვნი მა­მა­ზე­ცი­ერს, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა გულ­ში ჩა­მეკ­რა ძმა და მოწ­მე, რო­მე­ლიც უფალ­მა აღავ­სო ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, ძვირ­ფას ქარ­თველ ხალ­ხს რომ მო­უვ­ლი­ნა.

ძვირ­ფა­სო ძმაო, არ მა­ვი­წყდე­ბა ის სი­ტყვე­ბი, თბი­ლის­ში რომ მი­თხა­რით, როცა ქარ­თვე­ლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კე­თილ­შო­ბი­ლი და გულ­წრფე­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბით მი­მი­ღეთ: „პეტ­რე და ან­დრია ძმე­ბი იყ­ვნენ. ამი­ტომ, ჩვენც მუ­დამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გუ­ლი­თა­დი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და და უნდა გვქონ­დეს“. სწო­რედ ასე­თი­ვე სუ­ლი­ე­რი და ძმუ­რი სიყ­ვა­რუ­ლით გწერთ, რათა წრფე­ლი გუ­ლით გა­გიმ­ჟღავ­ნოთ ჩემი სა­ნუკ­ვა­რი სურ­ვი­ლი - კვლა­ვაც პი­რა­დად შეგ­ხვდეთ მო­მა­ვალ წელს.

მარ­თლაც­და, 2020 წელს 40 წელი უს­რულ­დე­ბა თქვენს ის­ტო­რი­ულ ვი­ზიტს ვა­ტი­კან­ში. ამ მოვ­ლე­ნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად სა­თა­ნა­დო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია და­გეგ­მი­ლი, მათ შო­რის, მა­ღა­ლი დო­ნის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­შიც გვსურს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მგა­ლო­ბელ­თა გუნ­დმა და „სიქსტეს“ სა­პა­პო სა­მუ­სი­კო კა­პე­ლამ. შე­სა­ნიშ­ნა­ვი იქ­ნე­ბო­და, თუ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბებს და­ეს­წრე­ბო­და თქვე­ნი უწ­მინ­დე­სო­ბა, რომ­ლის სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი სა­ეკ­ლე­სიო მუ­სი­კა­ლუ­რი ქმნი­ლე­ბე­ბიც ღირ­სია აღი­ა­რე­ბი­სა და და­ფა­სე­ბი­სა.

ძვირ­ფა­სო ძმაო, ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა და ძმუ­რი ამ­ბო­რი უამ­რავ ადა­მი­ანს შთა­გო­ნე­ბით აღავ­სებ­და და და­ა­ინ­ტე­რე­სებ­და იმ სუ­ლი­ე­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო რომ ატა­რებს, იმ ხე­ლოვ­ნე­ბით, კულ­ტუ­რი­თა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლომ რომ შექ­მნა რწმე­ნით აღ­ბეჭ­დი­ლი თა­ვი­სი მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე, რწმე­ნით, მის ხალ­ხში რომ ფეს­ვგად­გმუ­ლა და, რო­გორც თა­ვად დავ­რწმუნ­დი, უამ­რა­ვი გან­საც­დე­ლის დროს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი გმი­რო­ბით და­მოწ­მე­ბუ­ლა. ამი­ტო­მაც, ჭეშ­მა­რი­ტად ღვთის წყა­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და, ჩვენს შო­რის არ­სე­ბუ­ლი უშუ­ა­ლო ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა და გაგ­ვევ­რცე­ლე­ბი­ნა ის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, უფალ­ში რომ გვა­ერ­თი­ა­ნებს და წარ­მოგ­ვე­ჩი­ნა სი­ლა­მა­ზე იმ ფას­და­უ­დე­ბე­ლი სა­უნ­ჯი­სა, თქვე­ნი ქვე­ყა­ნა რომ ქმნის, გან­სა­კუთ­რე­ბით, თქვე­ნი პი­როვ­ნე­ბის სა­ხით.

თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ და უნე­ტა­რე­სო­ბავ, მსურს კვლა­ვაც და­გარ­წმუ­ნოთ, რომ გა­მუდ­მე­ბით ვი­ლო­ცებ თქვენ­თვის, რათა უფალ­მა, მი­უ­ხე­და­ვად ასა­კობ­რი­ვი სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, მოგ­მად­ლოთ ჯან­მრთე­ლო­ბა და აღ­გავ­სოთ ში­ნა­გა­ნი ძა­ლით, სუ­ლი­ე­რი ნუ­გე­ში­თა და სი­ხა­რუ­ლით. ამ გრძნო­ბე­ბით გან­მსჭვა­ლუ­ლი გთხოვთ კვლა­ვაც მი­მი­ჩი­ნოთ ად­გი­ლი თქვენს გულ­ში და მო­მიხ­სე­ნი­ოთ თქვენს ლოც­ვებ­ში", - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ღორონთქ ურსხას თე დინაფილ ქიანას
11

წააკითხეთ ბოკერიას

გიორგი
49

რა სიტყვები ისმის კაცო მწვალებლებისგან დ: დავეცი 

ავტორი:

"...სამი წლის წინ წარმოვთქვი ეს სიტყვები სვეტიცხოველში, თქვენს გვერდით ყოფნისას" - რომის პაპის წერილი ილია მეორეს

"...სამი წლის წინ წარმოვთქვი ეს სიტყვები სვეტიცხოველში, თქვენს გვერდით ყოფნისას" - რომის პაპის წერილი ილია მეორეს

საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის რომის პაპის მიერ გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"მის უწმინდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცეთა-მთიანეთის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II-ს.

რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!“ (ფსალ. 133, 1-2). სამი წლის წინ წარმოვთქვი ეს სიტყვები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, თქვენს გვერდით ყოფნისას. ვიგონებ რა იმ დაუვიწყარ სტუმრობას საქართველოს უმშვენიერეს მიწაზე, განსაკუთრებული სიახლოვითა და გრძნობით მახსენდება თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა. მადლობას ვუძღვნი მამაზეციერს, რომ შესაძლებლობა მომცა გულში ჩამეკრა ძმა და მოწმე, რომელიც უფალმა აღავსო ლოცვა-კურთხევით, ძვირფას ქართველ ხალხს რომ მოუვლინა.

ძვირფასო ძმაო, არ მავიწყდება ის სიტყვები, თბილისში რომ მითხარით, როცა ქართველებისთვის დამახასიათებელი კეთილშობილი და გულწრფელი სტუმართმოყვარეობით მიმიღეთ: „პეტრე და ანდრია ძმები იყვნენ. ამიტომ, ჩვენც მუდამ განსაკუთრებულად გულითადი ურთიერთობა გვქონდა და უნდა გვქონდეს“. სწორედ ასეთივე სულიერი და ძმური სიყვარულით გწერთ, რათა წრფელი გულით გაგიმჟღავნოთ ჩემი სანუკვარი სურვილი - კვლავაც პირადად შეგხვდეთ მომავალ წელს.

მართლაცდა, 2020 წელს 40 წელი უსრულდება თქვენს ისტორიულ ვიზიტს ვატიკანში. ამ მოვლენის აღსანიშნავად სათანადო ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის, მაღალი დონის მუსიკალური პროექტები, რომელშიც გვსურს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საპატრიარქოს მგალობელთა გუნდმა და „სიქსტეს“ საპაპო სამუსიკო კაპელამ. შესანიშნავი იქნებოდა, თუ ამ ღონისძიებებს დაესწრებოდა თქვენი უწმინდესობა, რომლის სულისშემძვრელი საეკლესიო მუსიკალური ქმნილებებიც ღირსია აღიარებისა და დაფასებისა.

ძვირფასო ძმაო, ჩვენი შეხვედრა და ძმური ამბორი უამრავ ადამიანს შთაგონებით აღავსებდა და დააინტერესებდა იმ სულიერებით, საქართველო რომ ატარებს, იმ ხელოვნებით, კულტურითა და ცივილიზაციით, საქართველომ რომ შექმნა რწმენით აღბეჭდილი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, რწმენით, მის ხალხში რომ ფესვგადგმულა და, როგორც თავად დავრწმუნდი, უამრავი განსაცდელის დროს ქრისტიანული გმირობით დამოწმებულა. ამიტომაც, ჭეშმარიტად ღვთის წყალობა იქნებოდა, ჩვენს შორის არსებული უშუალო ადამიანური ურთიერთობების მეშვეობით, გაგვეზიარებინა და გაგვევრცელებინა ის ქრისტიანული სიყვარული, უფალში რომ გვაერთიანებს და წარმოგვეჩინა სილამაზე იმ ფასდაუდებელი საუნჯისა, თქვენი ქვეყანა რომ ქმნის, განსაკუთრებით, თქვენი პიროვნების სახით.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მსურს კვლავაც დაგარწმუნოთ, რომ გამუდმებით ვილოცებ თქვენთვის, რათა უფალმა, მიუხედავად ასაკობრივი სირთულეებისა, მოგმადლოთ ჯანმრთელობა და აღგავსოთ შინაგანი ძალით, სულიერი ნუგეშითა და სიხარულით. ამ გრძნობებით განმსჭვალული გთხოვთ კვლავაც მიმიჩინოთ ადგილი თქვენს გულში და მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებში", - ნათქვამია წერილში.

არის თუ არა  საქართველოში გრიპის ეპიდემია? - პაატა იმნაძე ავადობის მაჩვენებლებზე

"პანდას" ვიდეომიმართვა ბრალდებების საპასუხოდ: "ამას არ ვაკეთებდით "ქართული ოცნების" სიყვარულით, არამედ - ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით"

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძე  გახდა