პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიაჩნია, რომ ამ საქმეში უდანაშაულოა..." - რა ინფორმაცია მიიღო მარიანა ჩოლოიანისგან ადვოკატმა
"მიაჩნია, რომ ამ საქმეში უდანაშაულოა..." - რა ინფორმაცია მიიღო მარიანა ჩოლოიანისგან ადვოკატმა

15 წლის მო­ზარ­დის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლის, მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნის ად­ვო­კა­ტის არ­ჩილ შა­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ჯანრმთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შერ­ყე­უ­ლია და ის კვლავ ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვე­შაა.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნის კლი­ნი­კა­ში მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, მას კო­მუ­ნი­კა­ცი­აც უჭირს და აქვს ნერ­ვო­ზუ­ლი ფონი.

"რა ინ­ფორ­მა­ცი­აც მე მის­გან მა­ინ­ტე­რე­სებ­და მი­მე­ღო, მე ის ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე. ის გა­მო­რი­ცხავს თა­ვის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამ ქმე­დე­ბა­ში. მის­თვის ბრა­ლი არც წა­რუდ­გე­ნი­ათ და მი­აჩ­ნია, რომ ამ საქ­მე­ში უდა­ნა­შა­უ­ლოა. თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ საქ­მე­ში სკო­ლის წი­ლიც. სკო­ლის მიერ მოხ­და იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა, რო­მე­ლიც შემ­დეგ გა­დას­ცეს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­დეგ. 112-ის გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ ად­გილ­ზე, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ და­ახ­ვედ­რა უკვე ამო­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი, ბავ­შვე­ბის ინ­ფორ­მა­ცია, თუ ვინ შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ამ კად­რებ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი და ასე­ვე და­ახ­ვედ­რა ბავ­შვე­ბის­გან მო­პო­ვე­ბუ­ლი სქ­რინ­შო­ტე­ბი ანუ ბავ­შვე­ბის პი­რა­დი მი­მო­წე­რა. ამა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­სა­უბ­რებ დე­ტა­ლუ­რად" - გა­ნა­ცხა­და შა­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სი და­პი­რის­პი­რე­ბას არ ითავ­ლის­წი­ნებს, შე­სა­ბა­მი­სად, ად­ვო­კა­ტი გა­მო­რი­ცხავს მო­ზარ­დე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბას სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის დროს.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, მო­ზარ­დი მშობ­ლის გა­რე­შე გა­მო­კი­თხვა­ზე არ ყო­ფი­ლა.

"როცა ბავ­შვს გა­ე­სა­უბ­რა ხელ­მძღვა­ნე­ლი, მშო­ბე­ლი იყო 5 მეტრში. ალ­ბათ, იქ­ნე­ბა ამო­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რაც გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში არ­სე­ბობს და შე­სა­ბა­მი­სად, იქი­დან ნა­თე­ლი გახ­დე­ბა რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბო­და გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ეს ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს, მაგ­რამ როცა საქ­მის მა­სა­ლებს გა­ვეც­ნო­ბი სრუ­ლად, შემ­დეგ ვი­სა­უბ­რებ" - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

არ­ჩილ შა­ბაშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ბრა­ლის წარ­დგე­ნა მისი დაც­ვის ქვეს მყო­ფის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კლი­ნი­კა­ში მოხ­დეს.

რაც შე­ხე­ბა კი­დევ ერთ საქ­მეს, რო­მელ­შიც არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და და რო­მე­ლიც სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში იქნა გან­ხი­ლუ­ლი, ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ ამ საქ­მე­ში ჩო­ლო­ი­ა­ნი სა­ერ­თოდ არ ფი­გუ­რი­რებ­და.

„ჩემ­თვის გა­საკ­ვი­რია სა­ი­დან გავ­რცელ­და ეს ინ­ფორ­მა­ცია. მისი გვა­რი არა­ნა­ი­რი არ არის მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ამ საქ­მე­ში. იქ არის სა­უ­ბა­რი თა­რიღ­ზე,“ - გა­ნა­ცხა­და მან.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოლი
9

გაირკვევა ყველაფერი,ნერვიული ისედაც ჩანს სახეზე

თემო
13

1) მთელი ქვეყანა ვგრძნობთ ჩვენ წილ დანაშაულს ლუკას მიმართ და შენ ხარ უდანაშაულო ??? 2) დადეთ საავადმყოფოს დასკვნა რა პრობლემები აქვს ჯანმრთელობის ჩოლოიანს და რის გამო გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში ... სიმულიანტობს? თუ ბრალს არ აღიარებს ცუდად რატომ გახდა!?? ((((((( ლუკა ((((((((((((((

ავტორი:

"მიაჩნია, რომ ამ საქმეში უდანაშაულოა..." - რა ინფორმაცია მიიღო მარიანა ჩოლოიანისგან ადვოკატმა

"მიაჩნია, რომ ამ საქმეში უდანაშაულოა..." - რა ინფორმაცია მიიღო მარიანა ჩოლოიანისგან ადვოკატმა

15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის არჩილ შაბაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანრმთელობის მდგომარეობა შერყეულია და ის კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

როგორც მან ჟურნალისტებს მარიანა ჩოლოიანის კლინიკაში მონახულების შემდეგ განუცხადა, მას კომუნიკაციაც უჭირს და აქვს ნერვოზული ფონი.

"რა ინფორმაციაც მე მისგან მაინტერესებდა მიმეღო, მე ის ინფორმაცია მივიღე. ის გამორიცხავს თავის მონაწილეობას ამ ქმედებაში. მისთვის ბრალი არც წარუდგენიათ და მიაჩნია, რომ ამ საქმეში უდანაშაულოა. თუმცა მნიშვნელოვანია ამ საქმეში სკოლის წილიც. სკოლის მიერ მოხდა იმ მტკიცებულებების მოპოვება, რომელიც შემდეგ გადასცეს პოლიციის თანამშრომლებს გამოძახების შემდეგ. 112-ის გამოძახების შემდეგ, პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ ადგილზე, ადმინისტრაციამ დაახვედრა უკვე ამოღებული ვიდეოკამერები, ბავშვების ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ამ კადრებზე აღბეჭდილი და ასევე დაახვედრა ბავშვებისგან მოპოვებული სქრინშოტები ანუ ბავშვების პირადი მიმოწერა. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ დეტალურად" - განაცხადა შაბაშვილმა.

მისივე თქმით, საპროცესო კოდექსი დაპირისპირებას არ ითავლისწინებს, შესაბამისად, ადვოკატი გამორიცხავს მოზარდების დაპირისპირებას საგამოძიებო მოქმედების დროს.

გარდა ამისა, როგორც ადვოკატი ამბობს, მოზარდი მშობლის გარეშე გამოკითხვაზე არ ყოფილა.

"როცა ბავშვს გაესაუბრა ხელმძღვანელი, მშობელი იყო 5 მეტრში. ალბათ, იქნება ამოღებული ვიდეომასალა, რაც განყოფილებაში არსებობს და შესაბამისად, იქიდან ნათელი გახდება რეალურად რა ხდებოდა განყოფილებაში. ეს ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ როცა საქმის მასალებს გავეცნობი სრულად, შემდეგ ვისაუბრებ" - განაცხადა ადვოკატმა.

არჩილ შაბაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბრალის წარდგენა მისი დაცვის ქვეს მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკაში მოხდეს.

რაც შეხება კიდევ ერთ საქმეს, რომელშიც არსებული ინფორმაციით, მარიანა ჩოლოიანი მონაწილეობდა და რომელიც სტრასბურგის სასამართლოში იქნა განხილული, ადვოკატი ამბობს, რომ ამ საქმეში ჩოლოიანი საერთოდ არ ფიგურირებდა.

„ჩემთვის გასაკვირია საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია. მისი გვარი არანაირი არ არის მოხსენებული ამ საქმეში. იქ არის საუბარი თარიღზე,“ - განაცხადა მან.

სროლა ნაფარეულის ქუჩაზე - "სამჯერ გაისროლეს... სავარაუდოდ, ქუჩური გარჩევა იყო"

"ჩვენი ჩვენების გამო დაიჭირეს დედა, ეს მამამ გვაიძულა" - რატომ არ ცნობს პროკურატურა დაზარალებულად ბავშვებს, რომელთა მშობლები ძალადობისთვის იხდიან სასჯელს

მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა - 15 წლის ბიჭის საქმეზე ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს