სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვცადე ცხინვალში ჩასვლა... ტყეში ვიბოდიალე და მავთულხლართებში გავიჭედე" -  ერეკლე კუხიანიძე   საოკუპაციო ხაზთან  ჩავიდა
"ვცადე ცხინვალში ჩასვლა... ტყეში ვიბოდიალე და მავთულხლართებში გავიჭედე" -  ერეკლე კუხიანიძე   საოკუპაციო ხაზთან  ჩავიდა

საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ერეკ­ლე კუ­ხი­ა­ნი­ძე, რო­მელ­მაც დე ფაქ­ტო რე­ჟი­მის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის მი­მართ რამ­დე­ნი­მე დღის წინ კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან, სო­ფელ სა­კო­რინ­თლოს­თან იმ­ყო­ფე­ბა.

კუ­ხი­ა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, იგი ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­ში ჩას­ვლას და დე ფაქ­ტო რე­ჟი­მის ლი­დერ­თან - ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­თან შეხ­ვედ­რას გეგ­მავ­და. თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის ყო­ფი­ლი წევ­რის თქმით, გუ­შინ გა­და­ვი­და გამ­ყო­ფი ხა­ზის მიღ­მა, თუმ­ცა, გზა აე­რია და უკან დაბ­რუნ­და, დღეს კი, რო­დე­საც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლის მცდე­ლო­ბა მე­ო­რედ ჰქონ­და, მას ამის სა­შუ­ა­ლე­ბა ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა არ მის­ცეს.

ერეკ­ლე კუ­ხი­ა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, იგი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ დე ფაქ­ტო რე­ჟი­მის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მას და­ა­კა­ვებ­დნენ, ამი­ტომ მომ­ზა­დე­ბუ­ლი წა­ვი­და და ხელ­ჩან­თით პი­რა­დი ნივ­თე­ბიც წა­ი­ღო. მისი მი­ზა­ნი კი, რო­გორც თა­ვად აცხა­დებს, ბი­ბი­ლოვ­თან შეხ­ვედ­რა და გა­სა­უბ­რე­ბაა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც, ფიქ­რობს, რომ და­კა­ვე­ბულ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ.

"გუ­შინ ვცა­დე მე ეს გან­მე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ სა­დღაც ტყე­ში ვი­ბო­დი­ა­ლე და რა­ღაც მავ­თულხლარ­თებ­ში გა­ვი­ჭე­დე. დღეს უკვე ეს ამ­ბა­ვი გახ­მა­ურ­და და ახლა არ მინ­და რა­ღაც ცირკს და­ემ­სგავ­სოს, მინ­დო­და, მი­მე­მარ­თა ბა­ტო­ნი ბი­ბი­ლო­ვის­თვის რუ­სულ ენა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ხი­ა­ნი­ძემ.

საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ერეკ­ლე კუ­ხი­ა­ნი­ძეს უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს. გარ­და ამი­სა, ის საკ­რე­ბუ­ლოს გა­რე­მოს დაც­ვის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რო­ე­ბის პოსტსაც და­ტო­ვებს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერეკ­ლე კუ­ხი­ა­ნი­ძემ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის ტყვე­ო­ბა­ში მყო­ფი ექი­მი ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი და მისი ოჯა­ხი პრო­ვო­კა­ცი­ა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეიმურაზ ბიჭოშვილი
7

ღადაობს?

m.c
6

უკომენტაროდ.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ვცადე ცხინვალში ჩასვლა... ტყეში ვიბოდიალე და მავთულხლართებში გავიჭედე" -  ერეკლე კუხიანიძე   საოკუპაციო ხაზთან  ჩავიდა

"ვცადე ცხინვალში ჩასვლა... ტყეში ვიბოდიალე და მავთულხლართებში გავიჭედე" -  ერეკლე კუხიანიძე   საოკუპაციო ხაზთან  ჩავიდა

საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ რამდენიმე დღის წინ კრიტიკული განცხადება გააკეთა, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ საკორინთლოსთან იმყოფება.

კუხიანიძის განცხადებით, იგი ოკუპირებულ ცხინვალში ჩასვლას და დე ფაქტო რეჟიმის ლიდერთან - ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრას გეგმავდა. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ყოფილი წევრის თქმით, გუშინ გადავიდა გამყოფი ხაზის მიღმა, თუმცა, გზა აერია და უკან დაბრუნდა, დღეს კი, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობა მეორედ ჰქონდა, მას ამის საშუალება ქართველმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ერეკლე კუხიანიძის განცხადებით, იგი დარწმუნებული იყო, რომ დე ფაქტო რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე მას დააკავებდნენ, ამიტომ მომზადებული წავიდა და ხელჩანთით პირადი ნივთებიც წაიღო. მისი მიზანი კი, როგორც თავად აცხადებს, ბიბილოვთან შეხვედრა და გასაუბრებაა, რის საფუძველზეც, ფიქრობს, რომ დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებდნენ.

"გუშინ ვცადე მე ეს განმეხორციელებინა, მაგრამ სადღაც ტყეში ვიბოდიალე და რაღაც მავთულხლართებში გავიჭედე. დღეს უკვე ეს ამბავი გახმაურდა და ახლა არ მინდა რაღაც ცირკს დაემსგავსოს, მინდოდა, მიმემართა ბატონი ბიბილოვისთვის რუსულ ენაზე“, - განაცხადა კუხიანიძემ.

საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს. გარდა ამისა, ის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომაროების პოსტსაც დატოვებს.

რამდენიმე დღის წინ ერეკლე კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილის შეურაცხმყოფელი სტატუსი გამოაქვეყნა და საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

კალაძე - " ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ გააჩნია, საზღვრებს გარეთ თუ აქვს შემოსავალი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს"

"ვანო მაჭავარიანმა შეხვედრაზე ჩემს კოლეგებს უთხრა: მამუკა ბახტაძე იყო უტ....ო" - რას პასუხობს ინგა გრიგოლიას ბრალდებას ფინანსთა მინისტრი

"გადაიხადოს გადასახადები "მაესტრომაც" და "იმედმაც"" -  "ტვ პირველის" დირექტორმა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა