პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უმკაცრესად დაისჯება ყველა" - 15 წლის მოზარდის საქმეზე გახარია განათლების, ჯანდაცვის, იუსტიციისა და შს სამინისტროებს მიმართავს
"უმკაცრესად დაისჯება ყველა" - 15 წლის მოზარდის საქმეზე გახარია განათლების, ჯანდაცვის, იუსტიციისა და შს სამინისტროებს მიმართავს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი , გი­ორ­გი გა­ხა­რია 15 წლის ლუკა სი­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და ში­ნა­გან საქ­მე­თა, გა­ნათ­ლე­ბის, ჯან­დაც­ვი­სა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ებს მი­მარ­თავს.

"ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამ 15 წლის ლუკა სი­რა­ძის ტრა­გი­კუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო.

პირ­ველ რიგ­ში, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ უმ­კაც­რე­სად და­ის­ჯე­ბა ყვე­ლა ის პირი, მი­უ­ხე­და­ვად რან­გი­სა თუ სტა­ტუ­სი­სა, რომ­ლის მხრი­და­ნაც რა­ი­მე ტი­პის და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქტს და­ა­დას­ტუ­რებს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი - და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა, რომ­ლის შექ­მნა­საც ჩვენ და­ვუ­ჭი­რეთ მხა­რი.

პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლამ ერ­თად უნდა გა­ვა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი, რომ ამ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რებთ არა­ვის დარ­ჩეს კი­თხვის ნიშ­ნე­ბი. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უწყე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ პა­სუ­ხის გა­რე­შე არ უნდა და­ტო­ვოს არც ერთი კი­თხვა მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით. ამი­ტომ, ვა­ვა­ლებ რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა, ისე, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ებს, სრუ­ლად ითა­ნამ­შრომ­ლონ გა­მო­ძი­ე­ბას­თან, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ღია და გამჭვირ­ვა­ლე.

რაც შე­ე­ხე­ბა არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის თუ ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს:

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ არა­ერ­თი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თუ პრაქ­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის, ჯერ კი­დევ გვაქვს წლე­ბის მან­ძილ­ზე დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბი. პრაქ­ტი­კა­ში ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რაც ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში შე­სა­ბა­მი­სი სერ­ვი­სე­ბის თუ ბავ­შვზე მორ­გე­ბუ­ლი გა­რე­მოს არარ­სე­ბო­ბით, ხოლო ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბით არის გან­პი­რო­ბე­უ­ლი.

ჩვენ ყვე­ლა, მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თად ვართ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ლუკა სი­რა­ძის, მისი ოჯა­ხის წი­ნა­შე, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მუ­რი ხარ­ვე­ზე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ვამ­ცი­როთ.

შე­სა­ბა­მი­სად, ვა­ვა­ლებ:

∙ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი უწყე­ბა­ში არას­რულ­წლო­ვან­ზე მორ­გე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო გა­რე­მოს შე­საქ­მნე­ლად, უზ­რუნ­ველ­ყოს არას­რულ­წლოვ­ნებ­თან მო­მუ­შა­ვე გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის და მე­ნე­ჯე­რე­ბის სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია და შე­სა­ბა­მი­სი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ფრთხი­ლად შერ­ჩე­ვა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მათი მუდ­მი­ვი გა­დამ­ზა­დე­ბა და მო­ნი­ტო­რინ­გი.

∙ ჯან­დაც­ვის და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ებს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­სა­ხონ სის­ტე­მუ­რი ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრის კონ­კრე­ტუ­ლი, დრო­ში გა­წე­რი­ლი გეგ­მა და წარ­მო­ად­გი­ნონ ერთი კვი­რის ვა­და­ში.

∙ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს - წარ­მო­ად­გი­ნოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხედ­ვა სა­ხელ­მწი­ფოს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის და­მა­ტე­ბი­თი გა­რან­ტი­ე­ბის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა იღებს სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ და­აჩ­ქა­რებს და მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე ვა­და­ში წარ­მარ­თავს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­წყე­ბულ რე­ფორ­მას; პრო­ცე­სის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას, არას­რულ­წლო­ვან­თა სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის და ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბით, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ღიად და გამჭვირ­ვა­ლედ. ამა­ში გვაქვს ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის იმე­დი.

მი­უ­ღე­ბე­ლია მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბის ყო­ველ­გვა­რი მცდე­ლო­ბა. ყვე­ლამ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ითა­ნამ­შრომ­ლოს გა­მო­ძი­ე­ბას­თან“, - ნათ­ქვა­მია პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაი მინისტრი
174

როგორ დაეჯერება მინისტრს, ვისთვისაც მისი სავარძელი უმთავრესია. ვის დაქვემდებარებაში მყოფებმა, სულ რაღაც რამოდენიმე თვის უკან თვალები დასთხარეს ახალგაზრდობას - ძალას, ვის ხელშიც ჩვენი მომავალია. 

რაში სჭირდება ხელისუფლებას განათლება და განათლებული ადამიანები, მასა ხომ მარტივი სამართავია. ამიტომაც არაფერი ეშველება ამათ ხელში განათლებას. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ის ფუჭი სიტყვები და დაპირებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ. 

ფუ, ამ ცხოვრების დედაც!

 

მუშტი
77

ამ კაცს რომ ვუყურებ მაჩვს მაგონებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"უმკაცრესად დაისჯება ყველა" - 15 წლის მოზარდის საქმეზე გახარია განათლების, ჯანდაცვის, იუსტიციისა და შს სამინისტროებს მიმართავს

"უმკაცრესად დაისჯება ყველა" - 15 წლის მოზარდის საქმეზე გახარია განათლების, ჯანდაცვის, იუსტიციისა და შს სამინისტროებს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი , გიორგი გახარია 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა, განათლების, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებს მიმართავს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომლის შექმნასაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი.

პირველ რიგში, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებთ არავის დარჩეს კითხვის ნიშნები. დამოუკიდებელი უწყების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ პასუხის გარეშე არ უნდა დატოვოს არც ერთი კითხვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომ, ვავალებ როგორც შინაგან საქმეთა, ისე, განათლების სამინისტროებს, სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რომელიც აუცილებლად იქნება ღია და გამჭვირვალე.

რაც შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განათლების თუ ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს:

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით კანონმდებლობის თუ პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ჯერ კიდევ გვაქვს წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები. პრაქტიკაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისი სერვისების თუ ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში პროცესის მონაწილეთა კვალიფიკაციის ნაკლებობით არის განპირობეული.

ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება ერთად ვართ პასუხისმგებელი ლუკა სირაძის, მისი ოჯახის წინაშე, რომ წლების განმავლობაში არსებული სისტემური ხარვეზები მინიმუმამდე შევამციროთ.

შესაბამისად, ვავალებ:

∙ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები უწყებაში არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად, უზრუნველყოს არასრულწლოვნებთან მომუშავე გამომძიებლების და მენეჯერების სპეციალიზაცია და შესაბამისი კრიტერიუმებით ფრთხილად შერჩევა, განახორციელოს მათი მუდმივი გადამზადება და მონიტორინგი.

∙ ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს დაუყოვნებლივ დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა და წარმოადგინონ ერთი კვირის ვადაში.

∙ იუსტიციის სამინისტროს - წარმოადგინოს საკანონმდებლო ხედვა სახელმწიფოსთან შემხებლობაში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის შესაძლებლობაზე.

საქართველოს მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დააჩქარებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში წარმართავს ამ მიმართულებით დაწყებულ რეფორმას; პროცესის კოორდინაციას, არასრულწლოვანთა სფეროში მომუშავე პროფესიონალების და ყველა შესაბამისი აქტორის ჩართულობით, განახორციელებს ღიად და გამჭვირვალედ. ამაში გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი.

მიუღებელია მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ყოველგვარი მცდელობა. ყველამ მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილი თუ დააპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, ჩვენ მას დაველაპარაკებით - მამუკა ხაზარაძე

კახა კალაძის კომენტარი "ფეისბუქის" განცხადებაზე

დავით უსუფაშვილი "ლელოს" ყრილობაზე - ვიპოვეთ ის ხალხი, რომლებსაც ველოდით და ვეძებდით 2 წლის განმავლობაში