ლეონარდო დიკაპრიოს ცეკვის მომენტები სხვადასხვა ფილმებიდან დაუვიწყარია. ალბათ, ლეოსა და ცეკვის ხსენებაზე, პირველ რიგში, "ვოლ სტრისის მგელი“ და მისი გმირის შთამბეჭდავი ცეკვა გახსენდებათ.
მსახიობს რეალურ ცხოვრებაშიც უყვარს მეგობრების წრეში გართობა. გასულ კვირას ის მეგობრის, რეპერ Diddy-ს 50-ე დაბადების დღის წვეულებაზე იყო და კარგადაც გაერთო.
სოციალურ ქსელებში კი გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა ოსკაროსანი მსახიობი.
📸 #NEWS : Leonardo DiCaprio with Camila Morrone and some friends dancing at Diddy's 50th birthday party in Los Angeles (December 14, 2019) @LeoDiCaprio #LeonardoDiCaprio pic.twitter.com/MNqUL0svxV
— Leonardo Dicaprio Network (@DicaprioFan_) December 15, 2019
ლეონარდო თავის შეყვარებულთან კამილა მორონესთან და მეგობრებთან ერთად ცეკვავს. როგორც ვიდეოზე ჩანს, ლეოს თავისი საყვარელი კეპიანი ქუდი წვეულებაზეც ახურავს. ვიდეოს გავრცელების შემდეგ ლეოს პრესაში მოუქნელი და ტლანქი უწოდეს, კომენტარებში კი წერდნენ, რომ მისგან უფრო მეტ დახვეწილობას ელოდნენ.
"ასეთ ცეკვას შენგან არ ველოდით“,
"ასე რატომ მოძრაობს?“
"ეს ნამდვილად ის მსახიობია, რომლის ცეკვამაც "ვოლ სტრიტის მგელიდან“ გამაგიჟა?“
"რა საყვარელია, მიყვარს“ - წერენ ვიდეოს კომენტარებში.
მსახიობს ზეიმისთვის იმაზე უფრო მეტი მიზეზი აქვს, ვიდრე Diddy-ს 50-ე დაბადების დღეა. ის "ოქროს გლობუსზე" საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოზეა ნომინირებული ფილმ „Once Upon a Time“-ში შესრულებული როლისთვის.
კონსტანტინე გამსახურდიას გამოთქმა გამახსენდა ,,მთვარის მოტაცებიდან''-,,სიფილისიანი ინდიელების'' მოძრაობებია.
როცა ერთ კვადრატულ მეტრზე 6-7 მოძიგძიგე კაცი (ან ქალი) მოდის, იქ დახვეწილი მოძრაობები როგორ უნდა აკეთო ? თუ სივრცე სკოლის ბანკეტისდროინდელი კოსტუმივით "გიჭერს", ზუსტად ასე უნდა იცეკვო ))))))))