მოზაიკა
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ მაგისტრანტებს საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის უფასოდ მოამზადებს
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ მაგისტრანტებს საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის უფასოდ მოამზადებს

სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დე­ბის­თვის მზა­დე­ბა სულ უფრო აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­დის, გა­ზა­ფხუ­ლი­დან კი მა­გის­ტრან­დე­ბი ამ პრო­ცეს­ში სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

გა­სუ­ლი წლის მსგავ­სად, „ბიზ­ნე­სის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვე­რის­ტეტ­მა“ გა­და­წყვი­ტა, 2020 წლის სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დე­ბის­თვის მა­გის­ტრან­ტებს კვლა­ვაც სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თოს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დე­ბის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ტრე­ნინ­გი ჩა­ტარ­დე­ბა, რო­მელ­საც მსურ­ვე­ლე­ბი სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით გა­ივ­ლი­ან.

ტრე­ნინ­გე­ბი B ტი­პის ტეს­ტში, მო­სამ­ზა­დებ­ლად სწო­რედ ყვე­ლა­ზე აქ­ტი­ურ პე­რი­ოდ­ში, 2020 წლის მარ­ტი­დან და­ი­წყე­ბა და გა­მოც­დე­ბამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

„ტრე­ნინ­გი მო­ი­ცავს გა­მოც­დით მო­თხოვ­ნი­ლი ყვე­ლა ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბის და სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის ამოხ­სნის ხერ­ხებს, აკა­დე­მი­უ­რი ტექ­სტე­ბის კი­თხვის სტრა­ტე­გი­ებს და სწო­რი პა­სუ­ხე­ბის სწრა­ფად მიგ­ნე­ბის გზებს; აკა­დე­მი­უ­რი ტი­პის ნაშ­რო­მე­ბის შედ­გე­ნის პრინ­ცი­პებ­სა და „ანა­ლი­ტი­კუ­რი წე­რის“ ნა­წი­ლის ყვე­ლა დე­ტალს“, - გან­მარ­ტა „ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ რექ­ტორ­მა ნინო ენუ­ქი­ძემ.

სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­და მო­ი­ცავს წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბის, ანა­ლი­ტი­კუ­რი წე­რის, ლო­გი­კუ­რი და რა­ო­დე­ნობ­რი­ვი მსჯე­ლო­ბის კომ­პო­ნენ­ტებს. რო­გორც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­მარ­ტა­ვენ, ტრე­ნინ­გის ფარ­გლებ­ში, ოთხი­ვე კომ­პო­ნენტს 8 სა­ა­თი და­ეთ­მო­ბა.

რო­გორც „ბიზ­ნე­სის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ რექ­ტო­რი ნინო ენუ­ქი­ძე გან­მარ­ტავს, ტრე­ნინ­გში ჩარ­თვის მსურ­ვე­ლებს არ ექ­ნე­ბათ არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, გა­მოც­დე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, სწავ­ლა სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­არ­ძე­ლონ.

„მათ ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა, არ­ჩე­ვა­ნი თა­ვად გა­ა­კე­თონ. ჩვენ უბ­რა­ლოდ, ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს ვთა­ვა­ზობთ ტრე­ნინგს, რო­მე­ლიც სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დებ­ში სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად და­ეხ­მა­რე­ბათ“, - გან­მარ­ტავს ნინო ენუ­ქი­ძე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2019 წლის სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დე­ბამ­დე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტრე­ნინ­გის ფარ­გლებ­ში 857 სტუ­დენ­ტი გა­დამ­ზად­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ მაგისტრანტებს საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის უფასოდ მოამზადებს

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ მაგისტრანტებს საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის უფასოდ მოამზადებს

საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მზადება სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის, გაზაფხულიდან კი მაგისტრანდები ამ პროცესში სრული დატვირთვით ჩაერთვებიან.

გასული წლის მსგავსად, „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერისტეტმა“ გადაწყვიტა, 2020 წლის სამაგისტრო გამოცდებისთვის მაგისტრანტებს კვლავაც საჩუქარი გაუკეთოს.

უფრო კონკრეტულად, უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგი ჩატარდება, რომელსაც მსურველები სრული დაფინანსებით გაივლიან.

ტრენინგები B ტიპის ტესტში, მოსამზადებლად სწორედ ყველაზე აქტიურ პერიოდში, 2020 წლის მარტიდან დაიწყება და გამოცდებამდე გაგრძელდება.

„ტრენინგი მოიცავს გამოცდით მოთხოვნილი ყველა ტიპის დავალებების და სავარჯიშოების ამოხსნის ხერხებს, აკადემიური ტექსტების კითხვის სტრატეგიებს და სწორი პასუხების სწრაფად მიგნების გზებს; აკადემიური ტიპის ნაშრომების შედგენის პრინციპებსა და „ანალიტიკური წერის“ ნაწილის ყველა დეტალს“, - განმარტა „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ენუქიძემ.

საერთო სამაგისტრო გამოცდა მოიცავს წაკითხულის გააზრების, ანალიტიკური წერის, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის კომპონენტებს. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, ტრენინგის ფარგლებში, ოთხივე კომპონენტს 8 საათი დაეთმობა.

როგორც „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, ტრენინგში ჩართვის მსურველებს არ ექნებათ არანაირი ვალდებულება, გამოცდების გავლის შემდეგ, სწავლა სწორედ აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში გაარძელონ.

„მათ ექნებათ საშუალება, არჩევანი თავად გააკეთონ. ჩვენ უბრალოდ, ნებისმიერ მსურველს ვთავაზობთ ტრენინგს, რომელიც საერთო სამაგისტრო გამოცდებში სასურველი შედეგის მისაღებად დაეხმარებათ“, - განმარტავს ნინო ენუქიძე.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებამდე უნივერსიტეტის ტრენინგის ფარგლებში 857 სტუდენტი გადამზადდა.

თბილისში სასტუმრო Heritage Hotel & Suites გაიხსნა

როგორ ავარჩიოთ ტკივილგამაყუჩებელი? - ნევროლოგის რჩევები

არქი თაუერი EBRD-მა საუკეთესო ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსად დაასახელა