მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დეტალებს ასაჯაროებს შსს "მწვანე სკოლაში" მომხდართან დაკავშირებით? - "მშობლის გარეშე გამოკითხვა არ განხორციელებულა"
რა დეტალებს ასაჯაროებს შსს "მწვანე სკოლაში" მომხდართან დაკავშირებით? - "მშობლის გარეშე გამოკითხვა არ განხორციელებულა"

"მწვა­ნე სკო­ლა­ში" მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მინ­სიტ­რო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მშობ­ლის გა­რე­შე არას­რულ­წლოვ­ნის გა­მო­კი­თხვა არც პირ­ველ და არც მე­ო­რე დღეს არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა, არას­რულ­წლოვ­ნის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას, აღ­ნიშ­ნულს აწარ­მო­ებს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი.

"10 დე­კემ­ბერს "112“-ში შე­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს პირ­ველ­მა გან­ყო­ფი­ლე­ბამ თბი­ლის­ში, „მწვა­ნე სკო­ლის“ შიდა და გარე კედ­ლე­ბის იერ­სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სსკ-ის 187-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით. "112"- ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა სკო­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის მე­ნე­ჯერ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ­მა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხა საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბი, მათ შო­რის: შე­ტყო­ბი­ნე­ბის ავ­ტო­რი - სკო­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის მე­ნე­ჯე­რი და დე­დის თან­დას­წრე­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნი, რო­მელ­მაც უარ­ყო „მწვა­ნე სკო­ლის“ კედ­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტი.

მე­ო­რე დღეს, 11 დე­კემ­ბერს, მშობ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, არას­რულ­წლო­ვა­ნი, დე­დას­თან ერ­თად, კვლავ გა­მო­ცხად­და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, თუმ­ცა მას და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ მო­უ­წო­დე­ბია და და­ახ­ლო­ე­ბით, 40 წუთ­ში, მშო­ბელ­თან ერ­თად და­ტო­ვა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა. მშობ­ლის გა­რე­შე არას­რულ­წლოვ­ნის გა­მო­კი­თხვა არც პირ­ველ და არც მე­ო­რე დღეს არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა, არას­რულ­წლოვ­ნის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას, შსს-ს ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულს აწარ­მო­ებს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­თან. სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს ჩვენს მიერ უკვე გა­და­ეგ­ზავ­ნა მო­თხოვ­ნი­ლი მა­სა­ლე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 10 დე­კემ­ბერს 112“-ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თბი­ლის­ში, „მწვა­ნე სკო­ლის“ შიდა და გარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მოწ­მის სა­ხით, მშო­ბელ­თან ერ­თად გა­მო­ი­კი­თხა არას­რულ­წლო­ვა­ნი პირი, ამა­ვე სკო­ლის ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე, რო­მელ­მაც უარ­ყო „მწვა­ნე სკო­ლის“ კედ­ლე­ბის მო­ხატ­ვა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შემ­დეგ არას­რულ­წლო­ვან­მა თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. მო­ზარ­დის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­შა­ვე­ბუ­ლი 15 წლის მო­ზარ­დის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრომ­დე მძი­მეა. ის იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
3

ისეთი წარწერებია, ბავშვს სავარაუდოდ პრობლემები ჰქონდა :-(((( ადვილია ეხლა პოლიციელებზე დაბრალება. 

ესეთ დროს მშობლები მეცოდება ყველაზე მეტად, როგორ წირავენ ბავშვები დედებს ასეთი ტკივილისთვის :-((((

ღმერთმა გადაარჩინოს

ლელა
0

ბავშვმა რამოდენიმე თვეში 3 სკოლა შეიცვალა, აშკარად ჰქონდა პრობლემა და ხელს პოლიციაზე ნუ შევიხოცავთ

ავტორი:

რა დეტალებს ასაჯაროებს შსს "მწვანე სკოლაში" მომხდართან დაკავშირებით? - "მშობლის გარეშე გამოკითხვა არ განხორციელებულა"

რა დეტალებს ასაჯაროებს შსს "მწვანე სკოლაში" მომხდართან დაკავშირებით? - "მშობლის გარეშე გამოკითხვა არ განხორციელებულა"

"მწვანე სკოლაში" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინსიტრო განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მშობლის გარეშე არასრულწლოვნის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ განხორციელებულა. რაც შეეხება, არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას, აღნიშნულს აწარმოებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

"10 დეკემბერს "112“-ში შესული შეტყობინების საფუძველზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველმა განყოფილებამ თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე კედლების იერსახის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. "112"- ში შეტყობინება სკოლის უსაფრთხოების მენეჯერმა განახორციელა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულმა გამომძიებელმა მოწმის სახით გამოკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის: შეტყობინების ავტორი - სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი და დედის თანდასწრებით არასრულწლოვანი, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების დაზიანების ფაქტი.

მეორე დღეს, 11 დეკემბერს, მშობლის ინიციატივით, არასრულწლოვანი, დედასთან ერთად, კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მას დამატებითი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით არ მოუწოდებია და დაახლოებით, 40 წუთში, მშობელთან ერთად დატოვა პოლიციის განყოფილება. მშობლის გარეშე არასრულწლოვნის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ განხორციელებულა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება, არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას, შსს-ს ცნობით, აღნიშნულს აწარმოებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ინსპექტორის სამსახურთან. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩვენს მიერ უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს 112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მათივე ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა. არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის იაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებები ჩაირთო (ფოტო)

რომელ რეგიონში რამდენ მოქალაქეს ამოეწურა ქულები მართვის მოწმობაზე - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

საქართველოში მიწისძვრა მოხდა