პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარიამს უხარია, როცა არაფერს აკეთებს და ისვენებს..." - ნუცა სურგულაძე მის "შურისძიებასა" და "მასტერშეფის" ახალ ეპიზოდზე
"მარიამს უხარია, როცა არაფერს აკეთებს და ისვენებს..." - ნუცა სურგულაძე მის "შურისძიებასა" და "მასტერშეფის" ახალ ეპიზოდზე

ამ­ბი­ცი­უ­რი და შრო­მის­მოყ­ვა­რე ნუცა სურ­გუ­ლა­ძე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მი­ი­წევს „მას­ტერ­შე­ფის“ ფი­ნა­ლის­კენ. მან ორ­ჯერ მო­ი­პო­ვა იმუ­ნი­ტე­ტი და და­ვა­ლე­ბე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის პრი­ვი­ლე­გია. ჟი­უ­რის წევ­რებ­მა ორი­ვე ჯერ­ზე აღ­ნიშ­ნეს, რომ ნუ­ცამ იცის „თა­მა­შის წე­სე­ბი“ და სწო­რი სტრა­ტე­გია აქვს არ­ჩე­უ­ლი.

რის მი­ხედ­ვით ხელ­მძღვა­ნე­ლობს, როცა და­ვა­ლე­ბებს ანა­წი­ლებს, პრო­ექ­ტი­დან ვისი წას­ვლა ეწყი­ნა და რა ელო­დე­ბა მა­ყუ­რე­ბელს "მას­ტერ­შე­ფის" ახალ ეპი­ზოდ­ში, წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვი­უ­ში:

- რო­გო­რი გრძნო­ბაა, როცა იმუ­ნი­ტე­ტი გაქვს და იცი, არ ვარ­დე­ბი?

- ძა­ლი­ან მა­გა­რი გრძნო­ბაა. თა­ნაც ისე ხდე­ბო­და, რომ თა­ვი­დან ვერ ვი­ღებ­დი იმუ­ნი­ტეტს, მაგ­რამ მერე ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად წა­ვი­და. სი­მარ­თლე გი­თხრათ, იმუ­ნი­ტეტ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ის არ მომ­წონს, რომ ოთახ­ში ჯდო­მა მი­წევს. კე­თე­ბის­თვის მო­ვე­დი აქ და არა და­სას­ვე­ნებ­ლად. მირ­ჩევ­ნია, კერ­ძე­ბი მო­ვამ­ზა­დო, კრი­ტი­კა თუ შე­ქე­ბა მი­ვი­ღო, ვიდ­რე იქ ვიჯ­დე და ვუ­ყუ­რო, რო­გორ ამ­ზა­დე­ბენ სხვე­ბი. რა თქმა უნდა, ზოგს უხა­რია იქ ჯდო­მა. მა­გა­ლი­თად, მა­რი­ამ ქურ­დი­ანს უხა­რია, როცა არა­ფერს აკე­თებს და ის­ვე­ნებს...

- ჟი­უ­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ სტრა­ტე­გი­უ­ლად სწო­რად ანა­წი­ლებ და­ვა­ლე­ბებს. ამა­ზე რამ­დე­ნად ბევ­რს ფიქ­რობ?

- პირ­ვე­ლად რომ გა­ვა­ნა­წი­ლე, პა­ტა­რა შუ­რის­ძი­ე­ბა იყო მა­რი­ამ ქურ­დი­ა­ნის მი­მართ იმის გამო, რომ წინა ჯერ­ზე მე მომ­ცა ცუდი და­ვა­ლე­ბა. მერე და­ვაკ­ვირ­დი, რომ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და­ვა­ლე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვია, რად­გან მეტი მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვს. მარ­ტი­ვი კერ­ძი კი იმის სა­შუ­ა­ლე­ბას ნაკ­ლე­ბად გაძ­ლევს, რომ შენი თავი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ავ­ლი­ნო. ამი­ტომ რა­ღაც ეტაპ­ზე და­ვა­ლე­ბე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის ტაქ­ტი­კა შევ­ცვა­ლე.

- ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და­ვა­ლე­ბა რო­მე­ლი იყო შენ­თვის?

- და­ნის გა­რე­შე მომ­ზა­დე­ბა, თუმ­ცა ამა­ვე დროს, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვა იყო და მი­ხა­რია, რომ თავი წარ­მა­ტე­ბით გა­ვარ­თვი. მახ­სოვს, რომ ბავ­შვო­ბა­ში ხში­რად ვიჭ­რი­დი ხელს კონ­სერ­ვის ქი­ლის თავ­სა­ხურ­ზე. ვი­ფიქ­რე, აბა, იქ­ნებ, ხორ­ცი გაჭ­რას-მეთ­ქი და რომ გაჭ­რა, ისე გა­მი­ხარ­და, ვერ აღვწერ. ყვე­ლა­ზე მე­ტად ის გა­მი­ხარ­და, რომ ხალ­ხი ადრე თუ ამ­ბობ­და, ნუცა კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა­ში ვერ იღებს იმუ­ნი­ტეტს და მხო­ლოდ ვაშ­ლის დაჭ­რა­ში მი­ი­ღოო, ჩემი ხორ­ცით და­ვამ­ტკი­ცე, რომ კერ­ძი­თაც შე­მიძ­ლია იმუ­ნი­ტე­ტის მო­პო­ვე­ბა და ყვე­ლა გა­ვა­ჩუ­მე.

- პრო­ექ­ტი უკვე ხუთ­მა მო­ნა­წი­ლემ და­ტო­ვა. ყვე­ლა­ზე მე­ტად ვისი წას­ვლა გე­წყი­ნა?

- სო­ფო­სი, რად­გან ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა და კარ­გა­დაც ამ­ზა­დებს. მე მგო­ნია, რომ კარ­გად ვერ ჩაწ­ვდა "მას­ტერ­შე­ფის" კონ­ცეფ­ცი­ას, თა­ნაც საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი შეხ­ვდა. რა­ღაც ყო­ველ­თვის ხელს უშ­ლი­და და სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოვ­ლე­ნა ისე ვერ შეძ­ლო, რო­გორც სურ­და. შე­იძ­ლე­ბა, ეს იმის ბრა­ლი იყო, რომ კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს.

- დარ­ჩე­ნი­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი­დან რო­მელ­თან ერ­თად ისურ­ვებ­დი მუ­შა­ო­ბას?

- აუ­ცი­ლებ­ლად გა­გას­თან, რად­გან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და ძა­ლი­ან უყ­ვარს თა­ვი­სი საქ­მე. ვფიქ­რობ, საკ­მა­ოდ კარ­გი იქ­ნე­ბო­და ჩემი და გა­გას ტან­დე­მი.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად ვინ გა­გა­ო­ცა "მას­ტერ­შე­ფის" გან­მავ­ლო­ბა­ში?

- მა­რი­ამ ქურ­დი­ან­მა, რად­გან მო­ლე­კუ­ლურ სამ­ზა­რე­უ­ლოს შე­ე­ჭი­და, სი­ფო­ნე­ბი და მთე­ლი ალ­ქი­მი­ის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი გა­მო­ი­წე­რა, რაც სახ­ლის მზა­რე­უ­ლის­თვის საკ­მა­ოდ უჩ­ვე­უ­ლოა.

- თა­ვად თუ "მე­გობ­რობ" მო­ლე­კუ­ლურ სამ­ზა­რე­უ­ლოს­თან?

- მიყ­ვარს, მაგ­რამ დიდი დო­ზით არა, რად­გან ეს უკვე წარ­სუ­ლია ჩემ­თვის. ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი ნამ­დვი­ლად არ აქვს მო­ლე­კუ­ლურ სამ­ზა­რე­უ­ლოს.

- რას უნდა ელო­დოს მა­ყუ­რე­ბე­ლი კვი­რას "მას­ტერ­შეფ­ში"?

- ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და ყვე­ლა­ზე და­ძა­ბუ­ლი ეპი­ზო­დი ელო­დე­ბა მა­ყუ­რე­ბელს - თან გა­სარ­თო­ბი, თან სევ­დი­ა­ნი, სი­ურპრი­ზე­ბი­თა და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით სავ­სე. მოკ­ლედ, ეს ის ეპი­ზო­დია, რო­მე­ლიც არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა გა­მო­ტო­ვოთ!

ავ­ტო­რი: მა­რი­ამ ტუ­რ­ძი­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მარიამს უხარია, როცა არაფერს აკეთებს და ისვენებს..." - ნუცა სურგულაძე მის "შურისძიებასა" და "მასტერშეფის" ახალ ეპიზოდზე

"მარიამს უხარია, როცა არაფერს აკეთებს და ისვენებს..." - ნუცა სურგულაძე მის "შურისძიებასა" და "მასტერშეფის" ახალ ეპიზოდზე

ამბიციური და შრომისმოყვარე ნუცა სურგულაძე მიზანმიმართულად მიიწევს „მასტერშეფის“ ფინალისკენ. მან ორჯერ მოიპოვა იმუნიტეტი და დავალებების განაწილების პრივილეგია. ჟიურის წევრებმა ორივე ჯერზე აღნიშნეს, რომ ნუცამ იცის „თამაშის წესები“ და სწორი სტრატეგია აქვს არჩეული.

რის მიხედვით ხელმძღვანელობს, როცა დავალებებს ანაწილებს, პროექტიდან ვისი წასვლა ეწყინა და რა ელოდება მაყურებელს "მასტერშეფის" ახალ ეპიზოდში, წაიკითხეთ ინტერვიუში:

- როგორი გრძნობაა, როცა იმუნიტეტი გაქვს და იცი, არ ვარდები?

- ძალიან მაგარი გრძნობაა. თანაც ისე ხდებოდა, რომ თავიდან ვერ ვიღებდი იმუნიტეტს, მაგრამ მერე ყველაფერი ძალიან კარგად წავიდა. სიმართლე გითხრათ, იმუნიტეტში ყველაზე მეტად ის არ მომწონს, რომ ოთახში ჯდომა მიწევს. კეთებისთვის მოვედი აქ და არა დასასვენებლად. მირჩევნია, კერძები მოვამზადო, კრიტიკა თუ შექება მივიღო, ვიდრე იქ ვიჯდე და ვუყურო, როგორ ამზადებენ სხვები. რა თქმა უნდა, ზოგს უხარია იქ ჯდომა. მაგალითად, მარიამ ქურდიანს უხარია, როცა არაფერს აკეთებს და ისვენებს...

- ჟიური აღნიშნავს, რომ სტრატეგიულად სწორად ანაწილებ დავალებებს. ამაზე რამდენად ბევრს ფიქრობ?

- პირველად რომ გავანაწილე, პატარა შურისძიება იყო მარიამ ქურდიანის მიმართ იმის გამო, რომ წინა ჯერზე მე მომცა ცუდი დავალება. მერე დავაკვირდი, რომ ყველაზე რთული დავალება სინამდვილეში ყველაზე მარტივია, რადგან მეტი მოქმედების საშუალება გაქვს. მარტივი კერძი კი იმის საშუალებას ნაკლებად გაძლევს, რომ შენი თავი მაქსიმალურად გამოავლინო. ამიტომ რაღაც ეტაპზე დავალებების განაწილების ტაქტიკა შევცვალე.

- ყველაზე რთული დავალება რომელი იყო შენთვის?

- დანის გარეშე მომზადება, თუმცა ამავე დროს, ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო და მიხარია, რომ თავი წარმატებით გავართვი. მახსოვს, რომ ბავშვობაში ხშირად ვიჭრიდი ხელს კონსერვის ქილის თავსახურზე. ვიფიქრე, აბა, იქნებ, ხორცი გაჭრას-მეთქი და რომ გაჭრა, ისე გამიხარდა, ვერ აღვწერ. ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ ხალხი ადრე თუ ამბობდა, ნუცა კერძის მომზადებაში ვერ იღებს იმუნიტეტს და მხოლოდ ვაშლის დაჭრაში მიიღოო, ჩემი ხორცით დავამტკიცე, რომ კერძითაც შემიძლია იმუნიტეტის მოპოვება და ყველა გავაჩუმე.

- პროექტი უკვე ხუთმა მონაწილემ დატოვა. ყველაზე მეტად ვისი წასვლა გეწყინა?

- სოფოსი, რადგან ძალიან კარგი გოგოა და კარგადაც ამზადებს. მე მგონია, რომ კარგად ვერ ჩაწვდა "მასტერშეფის" კონცეფციას, თანაც საკმაოდ ძლიერი კონკურენტები შეხვდა. რაღაც ყოველთვის ხელს უშლიდა და საკუთარი თავის გამოვლენა ისე ვერ შეძლო, როგორც სურდა. შეიძლება, ეს იმის ბრალი იყო, რომ კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილება არ აქვს.

- დარჩენილი კონკურსანტებიდან რომელთან ერთად ისურვებდი მუშაობას?

- აუცილებლად გაგასთან, რადგან პროფესიონალია და ძალიან უყვარს თავისი საქმე. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი იქნებოდა ჩემი და გაგას ტანდემი.

- ყველაზე მეტად ვინ გაგაოცა "მასტერშეფის" განმავლობაში?

- მარიამ ქურდიანმა, რადგან მოლეკულურ სამზარეულოს შეეჭიდა, სიფონები და მთელი ალქიმიის მოწყობილობები გამოიწერა, რაც სახლის მზარეულისთვის საკმაოდ უჩვეულოა.

- თავად თუ "მეგობრობ" მოლეკულურ სამზარეულოსთან?

- მიყვარს, მაგრამ დიდი დოზით არა, რადგან ეს უკვე წარსულია ჩემთვის. ჩემთვის საინტერესო გემოვნური თვისებები ნამდვილად არ აქვს მოლეკულურ სამზარეულოს.

- რას უნდა ელოდოს მაყურებელი კვირას "მასტერშეფში"?

- ყველაზე საინტერესო და ყველაზე დაძაბული ეპიზოდი ელოდება მაყურებელს - თან გასართობი, თან სევდიანი, სიურპრიზებითა და მოულოდნელობებით სავსე. მოკლედ, ეს ის ეპიზოდია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ!

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

მაშველებმა ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს - როგორია დაშავებულის მდგომარეობა

"როდესაც მოზარდი სიკვდილს ებრძვის, მიმძიმს ამაზე საუბარი" - რას წერს "მწვანე სკოლის" დირექტორი 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე

ბიძინა ივანიშვილი და ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე შვილიშვილთან ერთად - ფოტო ბერას "ინსტაგრამიდან"