მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თვითმმართველობების თანამშრომლების მიმართ,  14 დეკემბერის  აქციაში მონაწილეობის მისაღებად, სავარაუდოდ,  ზეწოლა ხორციელდება"- ომბუდსმენი
"თვითმმართველობების თანამშრომლების მიმართ,  14 დეკემბერის  აქციაში მონაწილეობის მისაღებად, სავარაუდოდ,  ზეწოლა ხორციელდება"- ომბუდსმენი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­ქა­ლა­ქე­თა მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო ზე­წო­ლის ფაქ­ტებ­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ეხ­მი­ა­ნე­ბა უკა­ნას­კნელ დღე­ებ­ში სხვა­დას­ხვა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში მო­ქა­ლა­ქე­თა მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შე­საძ­ლო ზე­წო­ლის ფაქ­ტე­ბის თა­ო­ბა­ზე.

"მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ერ­თად, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში გა­მო­კი­თხეს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვის პი­რო­ბით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლებს და­უ­დას­ტუ­რეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

კერ­ძოდ, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის, ქვე­მო ქარ­თლის, შიდა ქარ­თლის, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის, კა­ხე­თის, სა­მეგ­რე­ლოს, გუ­რი­ის, იმე­რე­თის რე­გი­ო­ნე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ა(ა)იპ-ების, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის (ბა­ღე­ბის, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის, სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლებ­ლე­ბის) თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ვა­რა­უ­დო პირ­და­პი­რი ან ირი­ბი ზე­წო­ლა და იძუ­ლე­ბა 2019 წლის 14 დე­კემ­ბერს თბი­ლის­ში და­გეგ­მილ აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ზე უა­რის შემ­თხვე­ვა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე სა­მო­მავ­ლოდ პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა­ზე მი­ა­ნიშ­ნე­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ მო­ქა­ლა­ქე­თა მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იძუ­ლე­ბა, მათი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ რა­ი­მე აქ­ცი­ა­სა თუ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში და ამ მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში პირ­და­პი­რი, თუ ირი­ბი მი­ნიშ­ნე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ, სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს.

იმ გა­რე­მო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­სა და მის რწმუ­ნე­ბუ­ლებს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ინ­ფორ­მა­ცია კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის დაც­ვის პი­რო­ბით მი­ა­წო­დეს, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ამ ეტაპ­ზე მოკ­ლე­ბუ­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მი­მარ­თოს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას კონ­კრე­ტულ პირ­თა მი­მართ შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ფაქ­ტე­ბის გამო გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის მო­თხოვ­ნით.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მარ­თვე­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს და სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს, შე­წყვი­ტონ თა­ნამ­შრო­მელ­თა იძუ­ლე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­ვუ­წო­დებთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ შე­სა­ბა­მი­სი მოქ­მე­დე­ბე­ბი და გა­მო­ავ­ლი­ნონ შე­საძ­ლო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი, რო­მელ­თა ქმე­დე­ბა­შიც შე­იძ­ლე­ბა იკ­ვე­თე­ბო­დეს და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი.

ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს მათ მი­მართ შე­საძ­ლო იძუ­ლე­ბის და ზე­წო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მი­მარ­თონ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მო­თხოვ­ნით.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სრულ მზა­ო­ბას გა­მოთ­ქვამს, მო­ქა­ლა­ქე­თა სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, და­ეხ­მა­როს მათ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი­სათ­ვის მი­მარ­თვის პრო­ცეს­ში“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
25

როცა მთავრობას უჭირს არ ჩანხარ სამაგიეროდ ოპოზიციას უყურადღებოდ არ ტოვებ რას და ვის ემსახურები ?არ დაბლოკოთ

გურული NEWS !
14

გაფრინდაშვილზე იმოქმედე შე უსაქმურო!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"თვითმმართველობების თანამშრომლების მიმართ,  14 დეკემბერის  აქციაში მონაწილეობის მისაღებად, სავარაუდოდ,  ზეწოლა ხორციელდება"- ომბუდსმენი

"თვითმმართველობების თანამშრომლების მიმართ,  14 დეკემბერის  აქციაში მონაწილეობის მისაღებად, სავარაუდოდ,  ზეწოლა ხორციელდება"- ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს.

სახალხო დამცველი ეხმიანება უკანასკნელ დღეებში სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს რეგიონებში მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტების თაობაზე.

"მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან ერთად, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს რეგიონებში გამოკითხეს მოქალაქეები, რომლებმაც კონფიდენციალობის სრული დაცვის პირობით, სახალხო დამცველის რწმუნებულებს დაუდასტურეს გავრცელებული ინფორმაცია.

კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების, საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაღების, საჯარო სკოლების, სამუსიკო სასწავლებლების) თანამშრომლების მიმართ ხორციელდება სავარაუდო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა და იძულება 2019 წლის 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად. მოქალაქეების განცხადებით, აქციაში მონაწილეობის მიღებაზე უარის შემთხვევაში ხელმძღვანელი პირები სამუშაო ადგილებზე სამომავლოდ პრობლემების შექმნაზე მიანიშნებენ.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული იძულება, მათი ნების საწინააღმდეგოდ, მონაწილეობა მიიღონ რაიმე აქციასა თუ ღონისძიებაში და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პირდაპირი, თუ ირიბი მინიშნება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს სახალხო დამცველსა და მის რწმუნებულებს მოქალაქეებმა ინფორმაცია კონფიდენციალობის დაცვის პირობით მიაწოდეს, სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სახალხო დამცველი ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას კონკრეტულ პირთა მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელ პირებს და სამსახურების ხელმძღვანელებს, შეწყვიტონ თანამშრომელთა იძულება. პარალელურად, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები და გამოავლინონ შესაძლო პასუხისმგებელი პირები, რომელთა ქმედებაშიც შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები.

ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს მათ მიმართ შესაძლო იძულების და ზეწოლის განხორციელების შემთხვევაში, მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებების განხორციელების მოთხოვნით.

საქართველოს სახალხო დამცველი სრულ მზაობას გამოთქვამს, მოქალაქეთა სურვილის შემთხვევაში, დაეხმაროს მათ საგამოძიებო ორგანოებისათვის მიმართვის პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.

LIVE: "360 გრადუსი" - დავით ჭიჭინაძე; სერგო რატიანი; ალექსანდრე გოგინავა

"ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველია" - მიხეილ სააკაშვილი

"ყველას, ვინც გამომწვევად ამბობს, რომ კანონს არ დაემორჩილება, პოლიცია გასცემს პასუხს" - გიორგი გახარია