პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ საღამოს ბენდუქიძემ მომწერა: ეგებ მნახოთ... ასე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი გამოცდილება" - გიორგი კეკელიძე განვლილ რთულ გზასა და ამბიციურ გეგმებზე
"ერთ საღამოს ბენდუქიძემ მომწერა: ეგებ მნახოთ... ასე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი გამოცდილება" - გიორგი კეკელიძე განვლილ რთულ გზასა და ამბიციურ გეგმებზე

"ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა ჩემი სახ­ლია, ნამ­დვი­ლი და მთა­ვა­რი სახ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მისი ად­გი­ლის გა­მოც­ნო­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რთუ­ლი არ გახ­ლავთ. ყვე­ლა სხვა და­ნარ­ჩე­ნი საქ­მე და ასე­თი ბევ­რი - ერთი და ძი­რი­თა­დი დელ­ტა­სა­ვი­თაა, მის­გან გა­მო­დის და მას­ში­ვე ჩა­ე­დი­ნე­ბა“ - ამ­ბობს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, რო­მე­ლიც სა­ოც­რად აქ­ტი­უ­რი, საქ­მის­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი და კარ­გი ამ­ბე­ბის სა­თა­ვე­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნია...

თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას და ამის მიღ­მაც არა­ერ­თი სა­სარ­გებ­ლო საქ­მე მი­ე­წე­რე­ბა. რო­გორ ას­წრებს ამ­დენს და ასე, ამას­თან, იმა­საც, იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მწე­რა­ლი, ამა­ზე AMBEBI.GE-სთვის მი­ცე­მულ წლის შე­მა­ჯა­მე­ბელ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს:

- სულ თა­ვი­დან რომ და­ვი­წყოთ, რო­გორ ფიქ­რობ, რა მთა­ვა­რი ნიშ­ნის მი­ხედ­ვით მოხ­და, შენი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე შერ­ჩე­ვა და რო­გორ ჩან­და პირ­ველ დღე­ებ­ში საქ­მე, რო­მე­ლიც წინ გე­ლო­და?

- სა­კუ­თარ თავ­ზე ასე სა­უ­ბა­რი უხერ­ხუ­ლი მგო­ნია, ის­ტო­რია კი კახა ბენ­დუ­ქი­ძეს უკავ­შირ­დე­ბა: კახა ბენ­დუ­ქი­ძე ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად გა­ვი­ცა­ნი. 2006 წელს მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა შევ­ქმე­ნით პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა LIB.GE, რო­მე­ლიც, რა­ღაც აზ­რით, სა­ე­ტა­პო პრო­ექ­ტა­დაც იქცა მა­შინ­დელ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში.

2009 წელს სა­ი­ტი პო­პუ­ლა­რო­ბის ზე­ნი­ტში იყო, ტოპ-20 ქარ­თულ ელ-რე­სურ­სში შე­დი­ო­და. იმ წელს, ერთ სა­ღა­მოს „ფე­ის­ბუ­კის“ მე­სენ­ჯერ­ში კახა ბენ­დუ­ქი­ძემ მომ­წე­რა: "ეგებ მნა­ხოთ“. ცოტა გა­საკ­ვი­რი ის იყო, რომ ღა­მის 11 სა­ათ­ზე და­მით­ქვა შეხ­ვედ­რა. დამ­ხვდა მისი ლე­გენ­და­რუ­ლი თა­ნა­შემ­წე, ჩემი მე­გო­ბა­რი ანა კვან­ჭი­ლაშ­ვი­ლი და 12-ზე შე­ვე­დი. მი­თხრა, რომ LIB.GE-ს ყიდ­ვა და ახალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბა უნ­დო­და მთე­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სით. მე უარი ვუ­თხა­რი. გა­უკ­ვირ­და, ოღონდ, არ სწყე­ნია. ასე მო­მეჩ­ვე­ნა, ის ახალ­გაზ­რდუ­ლი პრინ­ცი­პუ­ლო­ბა ცოტა გა­უ­ხარ­და კი­დეც...

მერე სხვა თე­მებ­ზე გა­ვაგ­რძე­ლეთ სა­უ­ბა­რი. სა­დღაც დი­ლის 4 სა­ათ­ზე წა­მო­ვე­დით. თვე­ე­ბის მერე და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ ჩემ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უნ­დო­და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კუ­თხით. ვუ­თხა­რი, რომ მყავს მე­გო­ბა­რი, ზაალ ჩხე­ი­ძე, ვინც ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო კად­რი იქ­ნე­ბა ამ ამ­ბი­ცი­ურ პრო­ექ­ტში. მე და ზა­ა­ლი მი­ვე­დით ისევ შუ­ა­ღა­მი­სას. დაგ­ვხვდა კახა, ზაზა შა­თი­რიშ­ვი­ლი და ვახო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი. ამ­ჯე­რად, დი­ლის ექ­ვსამ­დე ვი­სა­უბ­რეთ. ასე და­ი­წყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთი უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა.

მას მერე ხში­რად ვხვდე­ბო­დით, თუმ­ცა 2011 წლის ერთ სა­ღა­მოს ისევ მომ­წე­რა: "ეგებ მნა­ხოთ, ოღონდ, სას­წრა­ფოდ". ავე­დი და მი­თხრა, რომ ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის ად­გი­ლი იყო ვა­კან­ტუ­რი და მე­ფიქ­რა. ვუ­თხა­რი, რომ კი, უნდა მე­ფიქ­რა. ნი­უ­ან­სებს დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და და პირ­და­პირ რომ კი არ ვუ­თხა­რი 27 წლის ბიჭ­მა, მერე მივ­ხვდი, ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. ვი­ფიქ­რე, გეგ­მა გავ­წე­რე და შევ­ხვდი. ვთხო­ვე, რომ ერთი რაც მინ­დო­და, პო­ლი­ტი­კის­გან დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა იყო. დამ­პირ­და, გეგ­მა წა­ი­ღო და რამ­დე­ნი­მე თვე­ში პარ­ლა­მენ­ტი­დან და­მი­რე­კეს.

ამ გრძე­ლი ამ­ბით იმის მო­ყო­ლა მსურ­და, რომ კახა ბენ­დუ­ქი­ძეს, სხვა და­ნარ­ჩენ უნა­რებ­თან ერ­თად, მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის შემ­ჩნე­ვის ძა­ლი­ან არაჩ­ვე­ნე­ბუ­რი თვი­სე­ბა ჰქონ­და. ცხა­დია, რთუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ. ჩვენ არას­დროს გვი­კა­მა­თია, მაგ­რამ ვხე­დავ­დი, რო­გორ გულ­წრფე­ლად, მარ­თლა გუ­ლის ამო­გლეჯ­ვამ­დე ედა­ვე­ბო­და მის­თვის ყვე­ლა­ზე ახ­ლობ­ლებ­საც კი. ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და ისიც, რომ ადა­მი­ა­ნი შეც­დო­მე­ბის და სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბის, მარ­ცხე­ბის და გა­მარ­ჯვე­ბე­ბის ჯა­მია. ამი­ტომ, არც წმინ­და­ნად მი­აჩ­ნდა თავი და რა გა­საკ­ვი­რია, რომ არც იუდა იყო.

მე მგო­ნია, რომ ბო­ლოს ყვე­ლა­ზე ზუსტ "სა­კუ­თარ ად­გილს" მი­აგ­ნო - უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბი­სას მისი ვნე­ბა და შე­დე­გე­ბი იო­ლად მი­დას­ტუ­რებს ამ აზრს. აკი, და­ი­ბა­რა, ამ კა­ბი­ნე­ტი­დან გა­მო­მას­ვე­ნე­თო. და ისე მოხ­და, რომ კა­ბი­ნე­ტი­დან კი არა, სხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­ას­ვე­ნეს.

ყო­ველ­თვის მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი მისი, რა­საც არ უნდა მკარ­ნა­ხობ­დეს ირ­გვლივ გა­რე­მო­ე­ბა და "ხალ­ხის აზრი". რაც მთა­ვა­რია, მად­ლი­ე­რი არა პერ­სო­ნა­ლუ­რი გან­ცდით, არა­მედ გა­ცი­ლე­ბით ზო­გა­დად.

- რო­გო­რია უკვე ამ გა­და­სა­ხე­დი­დან გან­ვლი­ლი გზა?

- გან­ვლი­ლი გზა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბის კვა­ლად, ბევ­რი სი­ხა­რუ­ლი და ტკი­ვი­ლი დაგ­როვ­და. ამას ოდეს­მე უფრო წვრი­ლად გა­ვიხ­სე­ნებ და შე­ვა­ფა­სებ. ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სო­ცი­ა­ლუ­რი ბრენ­დი გახ­და. ეს ჩვე­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვი გუნ­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაა და მეც მცი­რე წვლი­ლი მი­მი­ძღვის. სწო­რედ ამ ინერ­ცი­ით, დღეს სოფ­ლად თუ ქა­ლა­ქად არა­ერ­თი ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ბიბ­ლი­ო­თე­კა იხ­სნე­ბა.

სი­ტყვა ბიბ­ლი­ო­თე­კა და წო­დე­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი პრეს­ტი­ჟუ­ლად იქცა...

უმოკ­ლე­სად მო­გი­თხრობთ ჩვე­ნი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ, ეს არის:

  • ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ევო­ლუ­ცია - გა­ნახ­ლე­ბუ­ლი კორ­პუ­სი ვახ­ტანგ მე­ექ­ვსე, მე­ო­რე კორ­პუ­სის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, წიგ­ნის მუ­ზე­უ­მი, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დარ­ბა­ზი, ვაჟა-ფშა­ვე­ლას კომ­პლექ­სი, ჰრი­ნევ­სკის ჯა­დოს­ნუ­რი დარ­ბა­ზი, წიგ­ნის ცენ­ტრი იშხნის ია­ტა­კის ას­ლით, კავ­კა­სი­ის დე­პო­ზი­ტა­რი­უ­მი ქუ­თა­ის­ში, პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის გა­მაგ­რე­ბა და რეს­ტავ­რა­ცი­ის და­წყე­ბა თუ სხვა უამ­რა­ვი დარ­ბა­ზი...
  • დი­გი­ტა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცია - ელ-ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მე­ბი, ბიბ­ლი­ო­ვი­კი, ლექ­სი­კო­ნე­ბი, ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე და სხვ.
  • ეკ­ვი­ლიბ­რი­უმ­მა ათა­სი სო­ფე­ლი მო­იც­ვა - მოძ­რა­ო­ბა გუ­ლის­ხმობს სოფ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის აღ­დგე­ნა­სა და გა­ნახ­ლე­ბას - ახა­ლი წიგ­ნე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, ინ­ტერ­ნე­ტი, ტრე­ნინ­გი, სკვე­რი-ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი, სამ­კი­თხვე­ლო­ე­ბი წის­ქვი­ლებ­ში. ასამ­დე უხო­ურ ქა­ლაქ­ში ქარ­თუ­ლი წიგ­ნის კუ­თხე ან ბიბ­ლი­ო­თე­კა გავ­ხსე­ნით. მგო­ნი, ძა­ლი­ან ცოტა არაა.

- მაგ­რამ მხო­ლოდ თა­ნამ­დე­ბო­ბა არ არის გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ცხოვ­რე­ბა­ში, არის პო­ე­ზია და პრო­ზაც, რი­თაც ასე­ვე კარ­გად გიც­ნო­ბენ... რო­გორ ხდე­ბა ამ ორი დიდი საქ­მის ერ­თმა­ნეთ­თან შე­თავ­სე­ბა და თა­ნამ­დე­ბო­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის თა­ნა­ბა­რი წარ­მა­ტე­ბით მარ­თვა?

- ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი სა­გა­რეო გა­მოწ­ვე­ვა სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მსხვრე­ვა თუ არა, დაბ­ზარ­ვა მა­ინ­ცაა. შე­სა­ბა­მი­სად სულ ვცდი­ლობ, ერთი შე­ხედ­ვით შე­უ­თავ­სე­ბე­ლი შე­ვა­თავ­სო. ხან გა­მო­დის, ხან - არა, ადა­მი­ა­ნიც ხომ ამ მარ­ცხე­ბის და გა­მარ­ჯვე­ბე­ბის ჯა­მია. ოღონდ, ეს "ჯამი" თქვენ უნდა შე­ა­ფა­სოთ.

- რო­გორ ფიქ­რობ, რა მოს­წონთ შენ­ში, რო­გორც მწე­რალ­ში და კონ­კრე­ტუ­ლად "გუ­რულ დღი­უ­რებ­ში", რო­მე­ლიც ბესტსე­ლე­რია?

- მგო­ნი, რომ ჯე­რაც უკე­თე­სი პო­ე­ტი ვარ, ვიდ­რე პრო­ზა­ი­კო­სი. პრო­ზა­ში ჯერ მა­ინც ფრაგ­მენ­ტუ­ლად ვვარ­ჯი­შობ და ვფიქ­რობ, დიდი მას­შტა­ბით მას მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვუბ­რუნ­დე­ბი. ახლა ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვილ­თან ერ­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­ნოპ­რო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობ და ჩემი ახა­ლი, დიდი ვნე­ბაც აღ­მო­ვა­ჩი­ნე.

ჩემი ტექ­სტე­ბი იმ დრო­ის ამ­ბე­ბია, როცა ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავს პირ­ვე­ლად ხვდე­ბა, ანუ ბავ­შვო­ბის. ალ­ბათ იქ დაბ­რუ­ნე­ბა თუ მოს­წონთ.

ვა­ღი­ა­რებ, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მყავს და სა­ჯა­რო ბო­დიშს ვუხ­დი ჩემს ზო­გი­ერთ გულ­ში გა­ნა­წყე­ნე­ბულ კო­ლე­გას ამის გამო.

- გა­მო­ირ­ჩე­ვი დროს­თან მი­მარ­თე­ბა­ში თა­მა­მი გან­ცხა­დე­ბე­ბით, პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბით. რო­გორც თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის­თვის არის თუ არა ეს გარ­კვე­უ­ლი რის­კი და ოდეს­მე თუ მი­გი­ღია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან რა­ი­მე მი­თი­თე­ბა, გაფრ­თხი­ლე­ბა?

- პო­ლი­ტი­კო­სი არ გახ­ლა­ვართ და არც არას­დროს ვიქ­ნე­ბი. არც პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვის­ტი ვარ კლა­სი­კუ­რი აზ­რით. ეს ჩემი მო­წო­დე­ბა და სა­მოქ­მე­დო ველი არ არის. მაგ­რამ ვარ ჩემი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, შე­სა­ბა­მი­სად პატ­რი­ო­ტი და სა­ნამ სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ, მაქვს გარ­და­უ­ვა­ლი ვალი - რაც არ მომ­წონს, ხმა­მაღ­ლა ვთქვა.

რის­კი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს, მაგ­რამ გა­აჩ­ნია, სა­პირ­წო­ნედ რა გვე­გუ­ლე­ბა. თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჩემ­თვის არის ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის უმაღ­ლე­სი ნი­შა­ნი, რო­მელ­საც ვე­რაფ­რით დავ­თმობ!

- ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თურ­მე არას­დროს გი­სარ­გებ­ლია პრე­მი­ით, რო­მე­ლიც სამ­სა­ხურ­ში გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის გე­კუთ­ვნის. რა­ტომ?

- ვფიქ­რობ, სულ მცი­რე, უხერ­ხუ­ლია ადა­მი­ან­მა სა­კუ­თარ თავს გა­მო­უ­წე­როს ფი­ნან­სუ­რი წა­ხა­ლი­სე­ბა. ეს არც გმი­რო­ბაა და არც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საქ­ცი­ე­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ვრცლად სა­უ­ბა­რიც არ ღირს.

- წელს არა­ერ­თი კარ­გი საქ­მის სა­თა­ვე­ში იყა­ვი, თუმ­ცა რას გა­მო­ყოფ­დი ჩვენ­თან სა­სა­უბ­როდ, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გე­ა­მა­ყე­ბა და შენ­თვის წლის მიღ­წე­ვაა?

- მოკ­ლედ ჩა­მოვ­თვლი: ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტაო-კლარ­ჯე­თის სოფ­ლე­ბის საკ­ვი­რაო სკო­ლებ­ში სამ­კი­თხვე­ლო­ე­ბის მო­წყო­ბის და­წყე­ბა და ახალ­ქა­ლა­ქის სოფ­ლის სკო­ლებ­ში ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის შექ­მნა ევ­რო­კავ­ში­რის და GIPA-ს დახ­მა­რე­ბით.

ეკ­ვი­ლიბ­რი­უ­მის ფარ­გლებ­ში მე­ა­თასე სო­ფელ­ში (თხმო­რი, ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი), ერთი მოს­წავ­ლი­სათ­ვის მო­ე­წყო ბიბ­ლი­ო­თე­კა. გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონდთან ერ­თად, უშ­გულ­ში, ამ­ბო­რა­ლა­ურ­ში და ახალ­ქა­ლაქ­ში ახალ­გაზ­რდუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი გავ­ხსე­ნით. ოკუ­პა­ცი­ის ხაზ­თან მდე­ბა­რე სოფ­ლებ­ში სკვე­რი-სამ­კი­თხვე­ლო­ე­ბი მო­ვა­წყვეთ.

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ინი­ცი­ა­ტი­ვით ქვინ­სის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ნიუ-იორკში, გა­იხ­სნა პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, სა­ქარ­თვე­ლოს ბეჭ­დუ­რი და ელექტრო­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის ცენ­ტრი გა­იხ­სნა, რომ­ლის ია­ტაკ­ზე იშხნის მო­ნას­ტრის ია­ტა­კის ულა­მა­ზე­სი ასლი გან­თავ­სდა.

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­იხ­სნე­ბა ფოლკ­ლო­რის დარ­ბა­ზი, ემიგ­რა­ცი­ის მუ­ზე­უ­მი და კი­ნო­ბიბ­ლი­ო­თე­კა... მგო­ნი, ცოტა არ არის.

და კი­დევ, 2019 წელს მგო­ნი, სა­ბო­ლო­ოდ და­ვა­წე­სეთ წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღე 23 აპ­რილს, რომ­ლის უმ­თავ­რე­სი მხარ­დამ­ჭე­რი სწო­რედ თქვე­ნი ჰოლ­დინ­გი - "პა­ლიტ­რა­მე­დი­აა". „გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის“ ფონდს ჰყავს ექ­ვსი ახა­ლი სტი­პენ­დი­ან­ტი რე­გი­ო­ნე­ბი­დან და თბი­ლი­სი­დან.

თუ პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­კი­თხია - ჩემი "თო­მას ზღაპ­რე­ბი" გა­მო­ვი­და ჩი­ნურ, იტა­ლი­ურ და ფრან­გულ ენებ­ზე. და­ვი­წყე მას­წავ­ლებ­ლო­ბა თბი­ლის­ში, ოზურ­გეთ­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, ახალ­ქა­ლა­ქის სოფ­ლებ­ში. ვა­ტა­რებ ლექ­ცი­ებს. მაქვს რა­დიო და ტე­ლე­რუბ­რი­კე­ბი. მოკ­ლედ შრო­მა, შრო­მა და შრო­მა მექ­ცა უნებ­ლიე ლო­ზუნ­გად.

- ლე­ვილ­ში ვი­ზი­ტიც გა­ვიხ­სე­ნოთ - რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით დაბ­რუნ­დი საფ­რან­გე­თი­დან?

- ლე­ვილ­ში უკვე მე­ო­თხედ ვი­ყა­ვი. იქ დიდი და ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი გვაქვს - გვინ­და, დიდი ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა მო­ვა­წყოთ

- რო­გო­რია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გეგ­მე­ბი? რის გა­კე­თე­ბას აპი­რებ 2020 წელს და რა ვერ მო­ას­წა­რი 2019-ში?

- 2019 წელს და­გეგ­მი­ლი თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი მო­ვას­წა­რი გარ­და ფეხ­ბურ­თის მწვრთნე­ლო­ბის შეს­წავ­ლი­სა. თუ მო­ვა­ხერ­ხე, ამ და­ნაკ­ლისს გა­ი­სად ავინ­ზა­ღა­უ­რებ. ეს ხუმ­რო­ბა­გაშ­ვე­ბით. ისე კი, მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ბიბ­ლი­ო­თე­კის ლე­გენ­და­რუ­ლი პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და ფილმზე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბაა.

თუმ­ცა ადრე თუ გვი­ან, ცხა­დია, არა მო­მა­ვალ წელს, მა­შინ როცა და­სა­ხულ გეგ­მებს შე­ვას­რუ­ლებ, აუ­ცი­ლებ­ლად გავ­დგე­ბი ჩრდილ­ში და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე საქ­მით დავ­კავ­დე­ბი - ფოლკ­ლო­რი, წერა, კინო, ხალ­ხთან ერ­თად ყოფ­ნა სოფ­ლებ­ში არის ჩემი მთა­ვა­რი ვნე­ბაც და მო­წო­დე­ბა. სა­ჯა­რო­ო­ბამ უკვე ძა­ლი­ან დამ­ღა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
emigranti
77

tsoli ratom ar mogyavs tu partioti xar???????????????????

emigranti-ს
6

ქართულად რატომ არ წერ, თუ პატრიოტი ხარ??????

ავტორი:

"ერთ საღამოს ბენდუქიძემ მომწერა: ეგებ მნახოთ... ასე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი გამოცდილება" - გიორგი კეკელიძე განვლილ რთულ გზასა და ამბიციურ გეგმებზე

"ერთ საღამოს ბენდუქიძემ მომწერა: ეგებ მნახოთ... ასე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი გამოცდილება" - გიორგი კეკელიძე განვლილ რთულ გზასა და ამბიციურ გეგმებზე

"ეროვნული ბიბლიოთეკა ჩემი სახლია, ნამდვილი და მთავარი სახლი. შესაბამისად, მისი ადგილის გამოცნობა ჩემს ცხოვრებაში რთული არ გახლავთ. ყველა სხვა დანარჩენი საქმე და ასეთი ბევრი - ერთი და ძირითადი დელტასავითაა, მისგან გამოდის და მასშივე ჩაედინება“ - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, რომელიც საოცრად აქტიური, საქმისთვის თავდადებული და კარგი ამბების სათავეში მყოფი ადამიანია...

თანამდებობაზე ყოფნისას და ამის მიღმაც არაერთი სასარგებლო საქმე მიეწერება. როგორ ასწრებს ამდენს და ასე, ამასთან, იმასაც, იყოს წარმატებული მწერალი, ამაზე AMBEBI.GE-სთვის მიცემულ წლის შემაჯამებელ ინტერვიუში საუბრობს:

- სულ თავიდან რომ დავიწყოთ, როგორ ფიქრობ, რა მთავარი ნიშნის მიხედვით მოხდა, შენი ამ თანამდებობაზე შერჩევა და როგორ ჩანდა პირველ დღეებში საქმე, რომელიც წინ გელოდა?

- საკუთარ თავზე ასე საუბარი უხერხული მგონია, ისტორია კი კახა ბენდუქიძეს უკავშირდება: კახა ბენდუქიძე ძალიან უცნაურად გავიცანი. 2006 წელს მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით პირველი ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკა LIB.GE, რომელიც, რაღაც აზრით, საეტაპო პროექტადაც იქცა მაშინდელ ინტერნეტსივრცეში.

2009 წელს საიტი პოპულარობის ზენიტში იყო, ტოპ-20 ქართულ ელ-რესურსში შედიოდა. იმ წელს, ერთ საღამოს „ფეისბუკის“ მესენჯერში კახა ბენდუქიძემ მომწერა: "ეგებ მნახოთ“. ცოტა გასაკვირი ის იყო, რომ ღამის 11 საათზე დამითქვა შეხვედრა. დამხვდა მისი ლეგენდარული თანაშემწე, ჩემი მეგობარი ანა კვანჭილაშვილი და 12-ზე შევედი. მითხრა, რომ LIB.GE-ს ყიდვა და ახალ უნივერსიტეტში ინტეგრირება უნდოდა მთელი ადამიანური რესურსით. მე უარი ვუთხარი. გაუკვირდა, ოღონდ, არ სწყენია. ასე მომეჩვენა, ის ახალგაზრდული პრინციპულობა ცოტა გაუხარდა კიდეც...

მერე სხვა თემებზე გავაგრძელეთ საუბარი. სადღაც დილის 4 საათზე წამოვედით. თვეების მერე დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან თანამშრომლობა უნდოდა საუნივერსიტეტო კუთხით. ვუთხარი, რომ მყავს მეგობარი, ზაალ ჩხეიძე, ვინც ასევე საინტერესო კადრი იქნება ამ ამბიციურ პროექტში. მე და ზაალი მივედით ისევ შუაღამისას. დაგვხვდა კახა, ზაზა შათირიშვილი და ვახო მეგრელიშვილი. ამჯერად, დილის ექვსამდე ვისაუბრეთ. ასე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ერთი უდიდესი გამოცდილება.

მას მერე ხშირად ვხვდებოდით, თუმცა 2011 წლის ერთ საღამოს ისევ მომწერა: "ეგებ მნახოთ, ოღონდ, სასწრაფოდ". ავედი და მითხრა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის ადგილი იყო ვაკანტური და მეფიქრა. ვუთხარი, რომ კი, უნდა მეფიქრა. ნიუანსებს დიდ ყურადღებას აქცევდა და პირდაპირ რომ კი არ ვუთხარი 27 წლის ბიჭმა, მერე მივხვდი, ძალიან მოეწონა. ვიფიქრე, გეგმა გავწერე და შევხვდი. ვთხოვე, რომ ერთი რაც მინდოდა, პოლიტიკისგან დისტანცირებული მუშაობა იყო. დამპირდა, გეგმა წაიღო და რამდენიმე თვეში პარლამენტიდან დამირეკეს.

ამ გრძელი ამბით იმის მოყოლა მსურდა, რომ კახა ბენდუქიძეს, სხვა დანარჩენ უნარებთან ერთად, მეორე ადამიანის შემჩნევის ძალიან არაჩვენებური თვისება ჰქონდა. ცხადია, რთული ადამიანი გახლდათ. ჩვენ არასდროს გვიკამათია, მაგრამ ვხედავდი, როგორ გულწრფელად, მართლა გულის ამოგლეჯვამდე ედავებოდა მისთვის ყველაზე ახლობლებსაც კი. ძალიან კარგად იცოდა ისიც, რომ ადამიანი შეცდომების და სწორი ნაბიჯების, მარცხების და გამარჯვებების ჯამია. ამიტომ, არც წმინდანად მიაჩნდა თავი და რა გასაკვირია, რომ არც იუდა იყო.

მე მგონია, რომ ბოლოს ყველაზე ზუსტ "საკუთარ ადგილს" მიაგნო - უნივერსიტეტების მშენებლობისას მისი ვნება და შედეგები იოლად მიდასტურებს ამ აზრს. აკი, დაიბარა, ამ კაბინეტიდან გამომასვენეთო. და ისე მოხდა, რომ კაბინეტიდან კი არა, სხვა ქვეყნიდან ჩამოასვენეს.

ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი, რასაც არ უნდა მკარნახობდეს ირგვლივ გარემოება და "ხალხის აზრი". რაც მთავარია, მადლიერი არა პერსონალური განცდით, არამედ გაცილებით ზოგადად.

- როგორია უკვე ამ გადასახედიდან განვლილი გზა?

- განვლილი გზა ძალიან რთული იყო. უდიდესი გამოცდილების კვალად, ბევრი სიხარული და ტკივილი დაგროვდა. ამას ოდესმე უფრო წვრილად გავიხსენებ და შევაფასებ. ეროვნული ბიბლიოთეკა კულტურულ-საგანმანათლებლო და სოციალური ბრენდი გახდა. ეს ჩვენი შესანიშნავი გუნდის დამსახურებაა და მეც მცირე წვლილი მიმიძღვის. სწორედ ამ ინერციით, დღეს სოფლად თუ ქალაქად არაერთი ახალი თანამედროვე ბიბლიოთეკა იხსნება.

სიტყვა ბიბლიოთეკა და წოდება ბიბლიოთეკარი პრესტიჟულად იქცა...

უმოკლესად მოგითხრობთ ჩვენი საქმეების შესახებ, ეს არის:

  • ინფრასტრუქტურული ევოლუცია - განახლებული კორპუსი ვახტანგ მეექვსე, მეორე კორპუსის რეაბილიტაცია, წიგნის მუზეუმი, დამოუკიდებლობის დარბაზი, ვაჟა-ფშაველას კომპლექსი, ჰრინევსკის ჯადოსნური დარბაზი, წიგნის ცენტრი იშხნის იატაკის ასლით, კავკასიის დეპოზიტარიუმი ქუთაისში, პირველი კორპუსის გამაგრება და რესტავრაციის დაწყება თუ სხვა უამრავი დარბაზი...
  • დიგიტალური რევოლუცია - ელ-ლაბორატორიები, საძიებო სისტემები, ბიბლიოვიკი, ლექსიკონები, ფოტომატიანე და სხვ.
  • ეკვილიბრიუმმა ათასი სოფელი მოიცვა - მოძრაობა გულისხმობს სოფლის ბიბლიოთეკების აღდგენასა და განახლებას - ახალი წიგნები, კომპიუტერები, ინტერნეტი, ტრენინგი, სკვერი-ბიბლიოთეკები, სამკითხველოები წისქვილებში. ასამდე უხოურ ქალაქში ქართული წიგნის კუთხე ან ბიბლიოთეკა გავხსენით. მგონი, ძალიან ცოტა არაა.

- მაგრამ მხოლოდ თანამდებობა არ არის გიორგი კეკელიძის ცხოვრებაში, არის პოეზია და პროზაც, რითაც ასევე კარგად გიცნობენ... როგორ ხდება ამ ორი დიდი საქმის ერთმანეთთან შეთავსება და თანამდებობისა და შემოქმედების თანაბარი წარმატებით მართვა?

- ჩემი ცხოვრების მთავარი საგარეო გამოწვევა სტერეოტიპების მსხვრევა თუ არა, დაბზარვა მაინცაა. შესაბამისად სულ ვცდილობ, ერთი შეხედვით შეუთავსებელი შევათავსო. ხან გამოდის, ხან - არა, ადამიანიც ხომ ამ მარცხების და გამარჯვებების ჯამია. ოღონდ, ეს "ჯამი" თქვენ უნდა შეაფასოთ.

- როგორ ფიქრობ, რა მოსწონთ შენში, როგორც მწერალში და კონკრეტულად ''გურულ დღიურებში'', რომელიც ბესტსელერია?

- მგონი, რომ ჯერაც უკეთესი პოეტი ვარ, ვიდრე პროზაიკოსი. პროზაში ჯერ მაინც ფრაგმენტულად ვვარჯიშობ და ვფიქრობ, დიდი მასშტაბით მას მოგვიანებით მივუბრუნდები. ახლა ლევან კოღუაშვილთან ერთად, მნიშვნელოვან კინოპროექტზე ვმუშაობ და ჩემი ახალი, დიდი ვნებაც აღმოვაჩინე.

ჩემი ტექსტები იმ დროის ამბებია, როცა ადამიანი საკუთარ თავს პირველად ხვდება, ანუ ბავშვობის. ალბათ იქ დაბრუნება თუ მოსწონთ.

ვაღიარებ, გადაჭარბებულად ბევრი გულშემატკივარი მყავს და საჯარო ბოდიშს ვუხდი ჩემს ზოგიერთ გულში განაწყენებულ კოლეგას ამის გამო.

- გამოირჩევი დროსთან მიმართებაში თამამი განცხადებებით, პოზიციის დაფიქსირებით. როგორც თანამდებობის პირისთვის არის თუ არა ეს გარკვეული რისკი და ოდესმე თუ მიგიღია ხელისუფლებისგან რაიმე მითითება, გაფრთხილება?

- პოლიტიკოსი არ გახლავართ და არც არასდროს ვიქნები. არც პოლიტიკური აქტივისტი ვარ კლასიკური აზრით. ეს ჩემი მოწოდება და სამოქმედო ველი არ არის. მაგრამ ვარ ჩემი ქვეყნის მოქალაქე, შესაბამისად პატრიოტი და სანამ საჯარო ცხოვრებით ვცხოვრობ, მაქვს გარდაუვალი ვალი - რაც არ მომწონს, ხმამაღლა ვთქვა.

რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ გააჩნია, საპირწონედ რა გვეგულება. თავისუფლება ჩემთვის არის ადამიანად ყოფნის უმაღლესი ნიშანი, რომელსაც ვერაფრით დავთმობ!

- ასევე მნიშვნელოვანია, რომ თურმე არასდროს გისარგებლია პრემიით, რომელიც სამსახურში გაწეული საქმიანობისთვის გეკუთვნის. რატომ?

- ვფიქრობ, სულ მცირე, უხერხულია ადამიანმა საკუთარ თავს გამოუწეროს ფინანსური წახალისება. ეს არც გმირობაა და არც განსაკუთრებული საქციელი, შესაბამისად, ვრცლად საუბარიც არ ღირს.

- წელს არაერთი კარგი საქმის სათავეში იყავი, თუმცა რას გამოყოფდი ჩვენთან სასაუბროდ, რაც ყველაზე მეტად გეამაყება და შენთვის წლის მიღწევაა?

- მოკლედ ჩამოვთვლი: ძალიან მნიშვნელოვანია ტაო-კლარჯეთის სოფლების საკვირაო სკოლებში სამკითხველოების მოწყობის დაწყება და ახალქალაქის სოფლის სკოლებში ბიბლიოთეკების შექმნა ევროკავშირის და GIPA-ს დახმარებით.

ეკვილიბრიუმის ფარგლებში მეათასე სოფელში (თხმორი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი), ერთი მოსწავლისათვის მოეწყო ბიბლიოთეკა. გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად, უშგულში, ამბორალაურში და ახალქალაქში ახალგაზრდული ბიბლიოთეკები გავხსენით. ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში სკვერი-სამკითხველოები მოვაწყვეთ.

ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით ქვინსის ბიბლიოთეკაში, ნიუ-იორკში, გაიხსნა პირველი ქართული ბიბლიოთეკა, საქართველოს ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების რეგისტრაციის ცენტრი გაიხსნა, რომლის იატაკზე იშხნის მონასტრის იატაკის ულამაზესი ასლი განთავსდა.

უახლოეს მომავალში გაიხსნება ფოლკლორის დარბაზი, ემიგრაციის მუზეუმი და კინობიბლიოთეკა... მგონი, ცოტა არ არის.

და კიდევ, 2019 წელს მგონი, საბოლოოდ დავაწესეთ წიგნის ჩუქების დღე 23 აპრილს, რომლის უმთავრესი მხარდამჭერი სწორედ თქვენი ჰოლდინგი - "პალიტრამედიაა". „გურული დღიურების“ ფონდს ჰყავს ექვსი ახალი სტიპენდიანტი რეგიონებიდან და თბილისიდან.

თუ პერსონალური საკითხია - ჩემი "თომას ზღაპრები" გამოვიდა ჩინურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე. დავიწყე მასწავლებლობა თბილისში, ოზურგეთში, ქუთაისში, ბათუმში, ახალქალაქის სოფლებში. ვატარებ ლექციებს. მაქვს რადიო და ტელერუბრიკები. მოკლედ შრომა, შრომა და შრომა მექცა უნებლიე ლოზუნგად.

- ლევილში ვიზიტიც გავიხსენოთ - რას ემსახურებოდა და რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდი საფრანგეთიდან?

- ლევილში უკვე მეოთხედ ვიყავი. იქ დიდი და ამბიციური გეგმები გვაქვს - გვინდა, დიდი ქართული ბიბლიოთეკა მოვაწყოთ

- როგორია შემოქმედებითი გეგმები? რის გაკეთებას აპირებ 2020 წელს და რა ვერ მოასწარი 2019-ში?

- 2019 წელს დაგეგმილი თითქმის ყველაფერი მოვასწარი გარდა ფეხბურთის მწვრთნელობის შესწავლისა. თუ მოვახერხე, ამ დანაკლისს გაისად ავინზაღაურებ. ეს ხუმრობაგაშვებით. ისე კი, მთავარი გამოწვევა ბიბლიოთეკის ლეგენდარული პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაცია და ფილმზე მუშაობის დაწყებაა.

თუმცა ადრე თუ გვიან, ცხადია, არა მომავალ წელს, მაშინ როცა დასახულ გეგმებს შევასრულებ, აუცილებლად გავდგები ჩრდილში და მხოლოდ რამდენიმე საქმით დავკავდები - ფოლკლორი, წერა, კინო, ხალხთან ერთად ყოფნა სოფლებში არის ჩემი მთავარი ვნებაც და მოწოდება. საჯაროობამ უკვე ძალიან დამღალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 394-მდე გაიზარდა

რაჭიდან ალავერდში სააღდგომო ლიტურგიაზე ორი მამაკაცი ტრაილერით ჩავიდა - "ნამყოფები არ ვიყავით და გვინდოდა აქ გვეზეიმა"

"საქართველო ძალიან მიყვარხარ" - პატრიარქი