მოზაიკა
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონაროგრაფია - კვლევის საუკეთესო მეთოდი ინფარქტის პრევენციისთვის
კორონაროგრაფია - კვლევის საუკეთესო მეთოდი ინფარქტის პრევენციისთვის

ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი და­ვა­დე­ბა ძი­რი­თა­დად ასა­კო­ვან პი­რებ­ში გვხვდე­ბა, თუმ­ცა არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ გუ­ლის კო­რო­ნა­რულ არ­ტე­რი­ებ­ში პა­თო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მოვ­ლინ­დეს ახალ­გაზ­რდა ასაკ­შიც.გან­სა­კუთ­რე­ბით სა­რის­კოა ასა­კი­სა და სტრე­სის თან­ხვედ­რა. ასე­ვე, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მემ­კვიდ­რე­ო­ბით ფაქ­ტორს. ათე­როსკლე­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უწყობს ზო­გი­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბა, მათ შო­რის ჰი­პერ­ტო­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, სიმ­სუქ­ნე, მისი კი­დევ ერთი რისკ-ფაქ­ტო­რია ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მის ჭარ­ბი მი­ღე­ბა.რო­გო­რია ათე­როსკლე­რო­ზის დი­აგ­ნოს­ტი­კის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დი და რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ პა­ცი­ენ­ტებ­მა ასე­თი პა­თო­ლო­გი­ის შემ­თხვე­ვა­ში – ამ თე­მებ­ზე აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის რა­დი­ო­ლო­გი ნინო ბა­ტი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რო­გორ ვი­თარ­დე­ბა ათე­როსკლე­რო­ზი და რამ­დე­ნად სა­ში­შია ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის­თვის?

- ეს არის და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის დრო­საც სის­ხლძარ­ღვის სა­ნა­თურ­ში წარ­მო­იქ­მნე­ბა ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი ფო­ლა­ქე­ბი, რომ­ლე­ბიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში იზ­რდე­ბა, რაც უკვე მის შე­ვიწ­რო­ე­ბას იწ­ვევს და, შე­სა­ბა­მი­სად, გუ­ლის კუნთს საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის სის­ხლი ვე­ღარ მი­ე­წო­დე­ბა. ეს პრო­ცე­სი სა­ბო­ლო­ოდ იწ­ვევს გუ­ლის კუნ­თის იშე­მი­ას და ინ­ფარ­ქტის გან­ვი­თა­რე­ბას. ეს რომ არ მოხ­დეს, და­ა­ვა­დე­ბა ად­რე­ულ ეტაპ­ზე უნდა გა­მოვ­ლინ­დეს, რათა მას ან მე­დი­კა­მენ­ტუ­რად ვუმ­კურ­ნა­ლოთ. მა­ღა­ლი ხა­რის­ხის შე­ვიწ­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი სტენ­ტი­რე­ბით აღ­ვად­გი­ნოთ სის­ხლის მი­წო­დე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის ძი­რი­თად ჩი­ვი­ლად გულ-მკერ­დის არე­ში ტკი­ვი­ლი ით­ვლე­ბა. ძი­რი­თა­დად, პა­ცი­ენ­ტე­ბი სწო­რედ ტკი­ვი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე მი­მარ­თა­ვენ ექიმს.

- რო­გო­რია და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კის უახ­ლე­სი მე­თო­დი?

- კომ­პი­უ­ტე­რულ-ტო­მოგ­რა­ფი­უ­ლი კო­რო­ნა­როგ­რა­ფია არის ათე­როსკლე­რო­ზის დი­აგ­ნოს­ტი­კის უახ­ლე­სი მე­თო­დი, რომ­ლის დრო­საც ინ­ტრა­ვე­ნუ­რად შეყ­ვა­ნი­ლი სა­კონ­ტრას­ტო ნივ­თი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვიკ­ვლი­ოთ გუ­ლის სის­ხლძარ­ღვე­ბი, იგი­ვე კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბი. კვლე­ვის დროს შე­საძ­ლე­ბე­ლია სის­ხლძარ­ღვის სა­ნა­თურ­ში ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი პრო­ცე­სის გა­მოვ­ლე­ნა, სტე­ნო­ზის ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბა, სტენ­ტის ან შუნ­ტის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბა და ასე­ვე, თან­და­ყო­ლი­ლი სხვა­დას­ხვა ანო­მა­ლი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა.

ეს არის არა­ინ­ვა­ზი­უ­რი კვლე­ვა, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუთი გრძელ­დე­ბა, არის უსაფრ­თხო და კვლე­ვის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტი უპ­რობ­ლე­მოდ უბ­რუნ­დე­ბა ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს. გარ­თუ­ლე­ბა და უკუჩ­ვე­ნე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ აქვს.

- რა შემ­თხვე­ვა­ში ინიშ­ნე­ბა კომ­პი­უ­ტე­რულ-ტო­მოგ­რა­ფი­უ­ლი კო­რო­ნა­როგ­რა­ფია?

- კვლე­ვა ტარ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა პა­ცი­ენტს აქვს ჩი­ვი­ლი - ტკი­ვი­ლი გულ-მკერ­დის არე­ში და იმ­ყო­ფე­ბა და­ბა­ლი ან სა­შუ­ა­ლო რის­კის ჯგუფ­ში, ვი­საც შე­საძ­ლოა, ჰქონ­დეს კო­რო­ნა­რუ­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბის და­ა­ვა­დე­ბა. რის­კის ჯგუფ­ში შე­დი­ან ის პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ მა­ღა­ლი ქო­ლეს­ტე­რი­ნი, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, ჭარ­ბი წონა, აქ­ტი­უ­რად მო­იხ­მა­რენ თამ­ბა­ქოს, აქვთ შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი და, ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი წი­ნა­პი­რო­ბა.

ყვე­ლა ასეთ პა­ცი­ენ­ტში დი­დია კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის პა­თო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი. ამი­ტომ, პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნი­თაც მი­ზან­შე­წო­ნი­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, და­ა­ვა­დე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს ად­რე­ულ ეტაპ­ზე, რად­გან ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია.

- რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ პა­ცი­ენ­ტებ­მა ასე­თი პა­თო­ლო­გი­ის მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში?

- მე­დი­კა­მენ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბას­თან ერ­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პა­ცი­ენ­ტმა ცხოვ­რე­ბის სტი­ლი შე­იც­ვა­ლოს. ამა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, ჯან­სა­ღი კვე­ბა, თამ­ბა­ქო­ზე უა­რის თქმა. ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დაც­ვა ძა­ლი­ან უწყობს ხელს ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­ჩე­რე­ბას.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

კორონაროგრაფია - კვლევის საუკეთესო მეთოდი ინფარქტის პრევენციისთვის

კორონაროგრაფია - კვლევის საუკეთესო მეთოდი ინფარქტის პრევენციისთვის

ათეროსკლეროზული დავადება ძირითადად ასაკოვან პირებში გვხვდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გულის კორონარულ არტერიებში პათოლოგიური ცვლილებები გამოვლინდეს ახალგაზრდა ასაკშიც.განსაკუთრებით სარისკოა ასაკისა და სტრესის თანხვედრა. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით ფაქტორს. ათეროსკლეროზის განვითარებას ხელს უწყობს ზოგიერთი დაავადება, მათ შორის ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, მისი კიდევ ერთი რისკ-ფაქტორია ცხოველური ცხიმის ჭარბი მიღება.როგორია ათეროსკლეროზის დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდი და რა უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა ასეთი პათოლოგიის შემთხვევაში – ამ თემებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის რადიოლოგი ნინო ბატიაშვილი გვესაუბრება.

- როგორ ვითარდება ათეროსკლეროზი და რამდენად საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის?

- ეს არის დაავადება, რომლის დროსაც სისხლძარღვის სანათურში წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ფოლაქები, რომლებიც დროთა განმავლობაში იზრდება, რაც უკვე მის შევიწროებას იწვევს და, შესაბამისად, გულის კუნთს საკმარისი რაოდენობის სისხლი ვეღარ მიეწოდება. ეს პროცესი საბოლოოდ იწვევს გულის კუნთის იშემიას და ინფარქტის განვითარებას. ეს რომ არ მოხდეს, დაავადება ადრეულ ეტაპზე უნდა გამოვლინდეს, რათა მას ან მედიკამენტურად ვუმკურნალოთ. მაღალი ხარისხის შევიწროების შემთხვევაში კი სტენტირებით აღვადგინოთ სისხლის მიწოდება. დაავადების ძირითად ჩივილად გულ-მკერდის არეში ტკივილი ითვლება. ძირითადად, პაციენტები სწორედ ტკივილის საფუძველზე მიმართავენ ექიმს.

- როგორია დაავადების დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდი?

- კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კორონაროგრაფია არის ათეროსკლეროზის დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდი, რომლის დროსაც ინტრავენურად შეყვანილი საკონტრასტო ნივთიერების საშუალებით შეგვიძლია გამოვიკვლიოთ გულის სისხლძარღვები, იგივე კორონარული არტერიები. კვლევის დროს შესაძლებელია სისხლძარღვის სანათურში ათეროსკლეროზული პროცესის გამოვლენა, სტენოზის ხარისხის შეფასება, სტენტის ან შუნტის არსებობის შემთხვევაში, მათი მდგომარეობის შეფასება და ასევე, თანდაყოლილი სხვადასხვა ანომალიების განვითარების გამოვლენა.

ეს არის არაინვაზიური კვლევა, რომელიც დაახლოებით 10 წუთი გრძელდება, არის უსაფრთხო და კვლევის შემდეგ პაციენტი უპრობლემოდ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. გართულება და უკუჩვენება, ფაქტობრივად, არ აქვს.

- რა შემთხვევაში ინიშნება კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კორონაროგრაფია?

- კვლევა ტარდება იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს აქვს ჩივილი - ტკივილი გულ-მკერდის არეში და იმყოფება დაბალი ან საშუალო რისკის ჯგუფში, ვისაც შესაძლოა, ჰქონდეს კორონარული სისხლძარღვების დაავადება. რისკის ჯგუფში შედიან ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ მაღალი ქოლესტერინი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, აქტიურად მოიხმარენ თამბაქოს, აქვთ შაქრიანი დიაბეტი და, ასევე, მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითი წინაპირობა.

ყველა ასეთ პაციენტში დიდია კორონარული არტერიების პათოლოგიების განვითარების რისკი. ამიტომ, პრევენციის მიზნითაც მიზანშეწონილია აღნიშნული კვლევის ჩატარება.

ძალიან მნიშვნელოვანია, დაავადება გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, გულის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია.

- რა უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა ასეთი პათოლოგიის მკურნალობის პერიოდში?

- მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ცხოვრების სტილი შეიცვალოს. ამაში იგულისხმება ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება, თამბაქოზე უარის თქმა. ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ძალიან უწყობს ხელს ათეროსკლეროზული პროცესების შეჩერებას.

NS

„წარმატება საქმის სიყვარულს მოაქვს, პირობების არქონა კი ხელს ვერ შემიშლის” - ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის სტუდენტის ისტორია

"ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია, სასწრაფოდ მჭირდება ხმის მიწოდება უმაღლეს ეშელონებთან" - პატარა ანიტას ბებია დახმარებას ითხოვს

"მამამ შემაყვარა ეს საქმე, მისი პროფესია გავაგრძელე" -  ვინ არის 70 წლის კაცი, რომელსაც მარტვილში ქრიზანთემების ულამაზესი სათბურები ეკუთვნის