პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი კაცი ორთან ჩხუბობდა, ისინი უფრო სპორტულები იყვნენ" - გიგი უგულავას კომენტარი მასზე თავდასხმის შემდეგ
"ორი კაცი ორთან ჩხუბობდა, ისინი უფრო სპორტულები იყვნენ" - გიგი უგულავას კომენტარი მასზე თავდასხმის შემდეგ

ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჩხუ­ბი იყო, ორი კაცი ორ კაც­თან ჩხუ­ბობ­და, უბ­რა­ლოდ ისი­ნი უფრო სპორ­ტუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ვიდ­რე ჩვენ, - ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტა, ბუ­ნებ­რი­ვია და­ზი­ა­ნე­ბებს თავ­დამ­სხმე­ლე­ბიც მი­ი­ღებ­დნენ.

„ვწუხ­ვარ, თუ ცოტა და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღეს. ხუთი სა­ა­თი ვი­ყა­ვით და­კი­თხვა­ზე, აქე­დან 2 სა­ა­თი ტყუ­ი­ლად, ბო­ლოს ფეხ­ბურთს ვუ­ყუ­რებ­დი, იმი­ტომ, რომ სა­ერ­თოდ ყვე­ლა და­ი­კარ­გა, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად ვერ გა­ვი­გეთ ვინ არი­ან თავ­დამ­სხმე­ლე­ბი. ეს ამ­ყა­რებს ეჭვს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო დად­გმუ­ლი. თავ­დას­ხმა მოხ­და ყვე­ლა­ზე და­ცულ ზო­ნა­ში აე­რო­პორ­ტში, უკვე პას­პორ­ტის კონ­ტრო­ლის მიღ­მა, ადა­მი­ა­ნე­ბი ცოტა იყო, ნაც­ნო­ბი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც სხვა რე­ი­სით მი­დი­ო­და, იჯდა ჩვენს მა­გი­დას­თან და ვსვამ­დით ყა­ვას, ვსა­უბ­რობ­დით აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ყე­ნე­ბულ თე­მებ­ზე. ამ დროს მო­ვი­და ვი­ღაც მუტ­რუ­კი, რო­მელ­მაც და­ი­წყო სა­უ­ბა­რი კლა­სი­კუ­რი ტექ­სტე­ბით, რო­მელ­საც ყო­ველ­დღე ვის­მენთ მათი „ორ­კე­ბი­სა“ და „ტი­ტუშ­კე­ბის­გან“. ამის შემ­დეგ მე ვუ­თხა­რი, რომ და­ე­ნე­ბე­ბი­ნა თავი, ამა­სო­ბა­ში მო­ვი­და მე­ო­რე ტიპი, უკვე კუნ­თი­ა­ნი და და­ი­წყო ჩხუ­ბი. ჩხუ­ბი რამ­დე­ნი­მე წუთი გრძელ­დე­ბო­და, რის შემ­დე­გაც ორი წუ­თის მერე ჩად­გა პო­ლი­ცია, ისი­ნი წა­იყ­ვა­ნეს და მას შემ­დეგ არც სა­ხელს გვე­უბ­ნე­ბი­ან და არც გვარს. ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ნა­ი­რი ილუ­ზია არ მაქვს, რომ რა­ი­მე გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­დე­ბა. პირ­და­პირ თქვა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, რომ არის მსუ­ბუ­ქი და­ნა­შა­უ­ლი და კა­მე­რის ამო­ღე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვთ, რად­გან მსუ­ბუ­ქია. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად მა­ინც არ წა­რი­მარ­თე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ის და გოკა გა­ბაშ­ვი­ლიც ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა­ზე უარს ამ­ბო­ბენ, რად­გან უგუ­ლა­ვას თქმით, ეს არის დრო­ის ტყუ­ი­ლად ხარ­ჯვა.

გიგი უგუ­ლა­ვა­სა და გოკა გა­ბაშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია დღეს დი­ლით "ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ" გა­ავ­რცე­ლა. მათი ცნო­ბით, უგუ­ლა­ვა­სა და გა­ბაშ­ვილ­თან ორი უც­ნო­ბი პირი მა­შინ მი­იჭ­რა, როცა ისი­ნი თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ო ტა ტა ტა.
44

რა გიკვირთ, ეგ ცემა დროთა განმავლობაში უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. სპორცმენი თუ გირტყავს ეგ არაუშავს აი გლეხის მუშტი კი ჩემ მტერს მოხვდა.

loka loka toka toka
276

რა გიკვირთ 9წელი თქვენ ცემდით ხალხს სახე გაულამაზეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ორი კაცი ორთან ჩხუბობდა, ისინი უფრო სპორტულები იყვნენ" - გიგი უგულავას კომენტარი მასზე თავდასხმის შემდეგ

"ორი კაცი ორთან ჩხუბობდა, ისინი უფრო სპორტულები იყვნენ" - გიგი უგულავას კომენტარი მასზე თავდასხმის შემდეგ

ჩვეულებრივი ჩხუბი იყო, ორი კაცი ორ კაცთან ჩხუბობდა, უბრალოდ ისინი უფრო სპორტულები იყვნენ, ვიდრე ჩვენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ბუნებრივია დაზიანებებს თავდამსხმელებიც მიიღებდნენ.

„ვწუხვარ, თუ ცოტა დაზიანება მიიღეს. ხუთი საათი ვიყავით დაკითხვაზე, აქედან 2 საათი ტყუილად, ბოლოს ფეხბურთს ვუყურებდი, იმიტომ, რომ საერთოდ ყველა დაიკარგა, მაგრამ ამის მიუხედავად ვერ გავიგეთ ვინ არიან თავდამსხმელები. ეს ამყარებს ეჭვს, რომ ეს ყველაფერი იყო დადგმული. თავდასხმა მოხდა ყველაზე დაცულ ზონაში აეროპორტში, უკვე პასპორტის კონტროლის მიღმა, ადამიანები ცოტა იყო, ნაცნობი ქალბატონი, რომელიც სხვა რეისით მიდიოდა, იჯდა ჩვენს მაგიდასთან და ვსვამდით ყავას, ვსაუბრობდით აბსოლუტურად განყენებულ თემებზე. ამ დროს მოვიდა ვიღაც მუტრუკი, რომელმაც დაიწყო საუბარი კლასიკური ტექსტებით, რომელსაც ყოველდღე ვისმენთ მათი „ორკებისა“ და „ტიტუშკებისგან“. ამის შემდეგ მე ვუთხარი, რომ დაენებებინა თავი, ამასობაში მოვიდა მეორე ტიპი, უკვე კუნთიანი და დაიწყო ჩხუბი. ჩხუბი რამდენიმე წუთი გრძელდებოდა, რის შემდეგაც ორი წუთის მერე ჩადგა პოლიცია, ისინი წაიყვანეს და მას შემდეგ არც სახელს გვეუბნებიან და არც გვარს. ბუნებრივია, არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ რაიმე გამოძიება ჩატარდება. პირდაპირ თქვა გამომძიებელმა, რომ არის მსუბუქი დანაშაული და კამერის ამოღების უფლება არ აქვთ, რადგან მსუბუქია. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიება სერიოზულად მაინც არ წარიმართება,“ - განაცხადა უგულავამ.

როგორც ის განმარტავს, ის და გოკა გაბაშვილიც ექსპერტიზის ჩატარებაზე უარს ამბობენ, რადგან უგულავას თქმით, ეს არის დროის ტყუილად ხარჯვა.

გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით "ევროპულმა საქართველომ" გაავრცელა. მათი ცნობით, უგულავასა და გაბაშვილთან ორი უცნობი პირი მაშინ მიიჭრა, როცა ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ.

"იძულებულები ვიქნებით გარკვეული ღონისძებები მივიღოთ" - პრემიერის თქმით, მიმდინარე აქციები ვირუსის გავრცელების მექანიზმია

"ვიცავდი ყველა წესს, მაგრამ როგორც ჩანს, მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა..." - როგორია ინფიცირებული პრემიერის მდგომარეობა

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"