მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ციხეში არიან ერთგვარი "მაყურებლები", არაფორმალური გავლენის მქონე პირები" - ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე
"ციხეში არიან ერთგვარი "მაყურებლები", არაფორმალური გავლენის მქონე პირები" - ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბით, პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი სუბკულ­ტუ­რა და არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის ფორ­მე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა. ამის შე­სა­ხებ ნინო ლომ­ჯა­რი­ამ დღეს გა­მარ­თულ წლის შე­მა­ჯა­მე­ბელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ომ­ბუდსმე­ნის გან­მარ­ტე­ბით, მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცეს­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­შე­ზღუ­დულ პი­რებ­თან და და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­დე­გად დგინ­დე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი, რაც კონ­კრე­ტუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ყე­ნე­ბა­სა და და­ვის გა­და­წყვე­ტის არა­ფორ­მა­ლუ­რი გზე­ბის არ­სე­ბო­ბას ადას­ტუ­რებს.

"სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს არ არის ის კლა­სი­კუ­რი შემ­თხვე­ვა, რა­საც ჰქვია ქურ­დე­ბის მიერ ცი­ხის მარ­თვა. თუმ­ცა, შეგ­ვიძ­ლია ჩავ­თვა­ლოთ, რომ ისი­ნი არი­ან ერ­თგვა­რი "მა­ყუ­რებ­ლე­ბი" ან არა­ფორ­მა­ლუ­რი გავ­ლე­ნის მქო­ნე პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც ეს ლე­გი­ტი­მა­ცია ცი­ხე­ში აქვთ სწო­რედ ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­ტიმ­რებს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ისი­ნი მო­უგ­ვა­რე­ბენ პრობ­ლე­მებს, რომ მათ არ უნდა იჩივ­ლონ სხვა­დას­ხვა სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რე­ა­ლუ­რად ისი­ნი აგ­ვა­რე­ბენ ცი­ხე­ში არ­სე­ბულ სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მებს. ამის დას­ტუ­რია ისიც, რომ ჩვენ­თან სა­უ­ბა­რიც ხში­რად ხდე­ბა მათი თან­დას­წრე­ბით და შე­იმ­ჩნე­ვა ის, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ერე­ვი­ან ფაქ­ტობ­რი­ვად, პა­ტიმ­რე­ბის ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში და აკონ­ტრო­ლე­ბენ მათ სა­უბ­რებს, ქმე­დე­ბებ­სა თუ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას გარე სამ­ყა­როს­თან" - გან­მარ­ტა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­მარ­ტე­ბით, არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბი­სა და პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბის­თვის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის პრობ­ლე­მებ­ზე და მისი მოგ­ვა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე, მი­უ­თი­თებს ევ­რო­პის საბ­ჭოს წა­მე­ბის პრე­ვენ­ცი­ის ევ­რო­პუ­ლი კო­მი­ტე­ტიც (CPT).

რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ამ­ბობს, აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს ღია ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბის პა­ტიმ­რე­ბი იყ­რი­ან თავს, შე­სა­ბა­მი­სად, ნინო ლომ­ჯა­რია პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას ცი­ხის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შეც­ვლა­ში, მცი­რე ზო­მის სა­პა­ტიმ­რო­ე­ბის აშე­ნე­ბა­ში, ბად­რა­გის, ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა­ში ხე­დავს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოკა
7

ლომჯარია lie ნაცი.

gaga
89

სახელმწიფოს ყველა ორგანოს ქურდულად მართვას ქართველმა ამომრჩეველმა აბსოლიტური უმრავლესობით დაუჭირა მხარი 2012 წლის არჩევნებზე. ასე რომ გაგებით მოეკიდეთ ქართველი ხალხის არჩევანს და ტყუილად ნუ იყურებით ევროპისკენ!

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ციხეში არიან ერთგვარი "მაყურებლები", არაფორმალური გავლენის მქონე პირები" - ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე

"ციხეში არიან ერთგვარი "მაყურებლები", არაფორმალური გავლენის მქონე პირები" - ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე

სახალხო დამცველის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმები გამოიკვეთა. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ომბუდსმენის განმარტებით, მონიტორინგის პროცესში, თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და დაწესებულებების თანამშრომლებთან კომუნიკაციის შედეგად დგინდება არაფორმალური მმართველობის სისტემური ხასიათი, რაც კონკრეტული პატიმრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებასა და დავის გადაწყვეტის არაფორმალური გზების არსებობას ადასტურებს.

"სავარაუდოდ, ეს არ არის ის კლასიკური შემთხვევა, რასაც ჰქვია ქურდების მიერ ციხის მართვა. თუმცა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ისინი არიან ერთგვარი "მაყურებლები" ან არაფორმალური გავლენის მქონე პირები, რომლებსაც ეს ლეგიტიმაცია ციხეში აქვთ სწორედ ციხის ადმინისტრაციასთან და არიან ადამიანები, რომლებიც პატიმრებს ეუბნებიან, რომ ისინი მოუგვარებენ პრობლემებს, რომ მათ არ უნდა იჩივლონ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.

რეალურად ისინი აგვარებენ ციხეში არსებულ სხვადასხვა პრობლემებს. ამის დასტურია ისიც, რომ ჩვენთან საუბარიც ხშირად ხდება მათი თანდასწრებით და შეიმჩნევა ის, რომ ეს ადამიანები ერევიან ფაქტობრივად, პატიმრების ყველა გადაწყვეტილებაში და აკონტროლებენ მათ საუბრებს, ქმედებებსა თუ კომუნიკაციას გარე სამყაროსთან" - განმარტა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველის განმარტებით, არაფორმალური მმართველობისა და პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ცალკეული პირებისთვის პრივილეგირებული მდგომარეობის პრობლემებზე და მისი მოგვარების საჭიროებაზე, მიუთითებს ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტიც (CPT).

როგორც სახალხო დამცველი ამბობს, აღნიშნულ პრობლემას სისტემური ხასიათი აქვს ღია ტიპის დაწესებულებებში, სადაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის პატიმრები იყრიან თავს, შესაბამისად, ნინო ლომჯარია პრობლემის მოგვარებას ციხის ინფრასტრუქტურის შეცვლაში, მცირე ზომის საპატიმროების აშენებაში, ბადრაგის, ციხის ადმინისტრაციისა და სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდაში ხედავს.