პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკრედიტო ქულა "შავი სიის" ნაცვლად - რამდენი ხნით და რა სახის ინფორმაცია ინახება საკრედიტო რეპორტში
საკრედიტო ქულა "შავი სიის" ნაცვლად - რამდენი ხნით და რა სახის ინფორმაცია ინახება საკრედიტო რეპორტში

გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­უქ­მდა ე.წ. „ნე­გა­ტი­უ­რი სეს­ხის“ სტა­ტუ­სი. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და საკ­რე­დი­ტო ბი­უ­როს­თვის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­წო­დე­ბა. საკ­რე­დი­ტო ბი­უ­რო­ში ინა­ხე­ბა სეს­ხით მო­სარ­გებ­ლე ყო­ვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის საკ­რე­დი­ტო მო­ნა­ცე­მე­ბი, მაგ­რამ არა­ვი­თა­რი „შავი სია“ არ არ­სე­ბობს.

ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი საკ­რე­დი­ტო ბი­უ­რო -„კრე­დი­ტინ­ფო სა­ქარ­თვე­ლო“ - ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ბი­უ­რო ად­გენს საკ­რე­დი­ტო რე­პორ­ტებს და მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს გან­სხვა­ვე­ბულ და მე­ტად სა­ჭი­რო პრო­დუქტს - საკ­რე­დი­ტო ქუ­ლას. საკ­რე­დი­ტო ქულა გა­მო­ით­ვლე­ბა რე­პორ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რად და­მუ­შა­ვე­ბის გზით და 0-დან 400-მდე მერ­ყე­ობს. ქულა იყო­ფა 11 რე­ი­ტინ­გად. საკ­რე­დი­ტო ქუ­ლა­ზე ბევ­რი ფაქ­ტო­რი ახ­დენს გავ­ლე­ნას, მა­გა­ლი­თად: გა­დახ­დე­ბის ის­ტო­რია, ჯა­რი­მები და ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბები, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­ცუ­ლო­ბა, სეს­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ის ხან­გრძლი­ვო­ბა, სა­ბან­კო პრო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბის სიხ­ში­რე, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­სეს­ხო პრო­დუქ­ტე­ბის ტი­პე­ბი, საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძი­ე­ბე­ბი და ა.შ. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ქუ­ლას ამ­ცი­რებს მხო­ლოდ საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძი­ე­ბა, „ჩემი კრე­დი­ტინ­ფოს“ სა­შუ­ა­ლე­ბით სა­კუ­თა­რი რე­პორ­ტის გა­და­მოწ­მე­ბა ქუ­ლა­ზე არ აი­სა­ხე­ბა.

რო­გორც „კრე­დი­ტინ­ფო სა­ქარ­თვე­ლოს“ ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ნე­ჯე­რი ლაშა ბა­ღა­თუ­რია გან­მარ­ტავს, თა­ვად საკ­რე­დი­ტო ბი­უ­რო სეს­ხის დამ­ტკი­ცე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობს.

„მარ­თა­ლია, საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სეს­ხის დამ­ტკი­ცე­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას მომ­ხმა­რებ­ლის საკ­რე­დი­ტო რე­პორ­ტს ამოწ­მე­ბენ, მაგ­რამ სეს­ხის დამ­ტკი­ცე­ბის კრი­ტე­რი­უ­მი თა­ვად საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ დგინ­დე­ბა. არა­ნა­ი­რი სია, რო­მე­ლიც ხელს შე­უშ­ლი­და მო­ქა­ლა­ქე­ებს სეს­ხის აღე­ბა­ში, არ არ­სე­ბობს. მომ­ხმა­რებ­ლის საკ­რე­დი­ტო რე­პორ­ტში მო­ცე­მუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი „კრე­დი­ტინ­ფო სა­ქარ­თვე­ლოს“ აწ­ვდი­ან. რე­პორ­ტში ჩანს ჯა­რი­მე­ბი და ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი სეს­ხე­ბი, რა­საც საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ. მიმ­დი­ნა­რე ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი სეს­ხე­ბი ძა­ლი­ან ამ­ცი­რებს საკ­რე­დი­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბის შან­სებს. საკ­რე­დი­ტო პრო­ფი­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის და­სა­წყე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა მიმ­დი­ნა­რე ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბის და­ფარ­ვა. ამის შემ­დეგ, საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­გორც წესი, გას­ცე­მენ სეს­ხებს,“ - გან­მარ­ტავს ბა­ღა­თუ­რია.

საკ­რე­დი­ტო ჩა­ნა­წე­რე­ბის საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ა­ში შე­ნახ­ვის ვადა გან­სა­ზღვრუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ. სეს­ხის შე­სა­ხებ ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია საკ­რე­დი­ტო რე­პორ­ტი­დან იშ­ლე­ბა სეს­ხის სრუ­ლად და­ფარ­ვი­დან 5 წლის შემ­დეგ. შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც პო­ზი­ტი­უ­რი, ისე ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი გა­დახ­დე­ბი რე­პორ­ტში გა­მოჩ­ნდე­ბა სეს­ხის და­ფარ­ვი­დან 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

რო­გორც ლაშა ბა­ღა­თუ­რია გან­მარ­ტავს, საკ­რე­დი­ტო ბი­უ­როს ბა­ზა­ში არა­ერ­თი დიდი ხნის გა­და­უხ­დე­ლი სეს­ხი ფიქ­სირ­დე­ბა, მაგ­რამ ასეთ სესხს „ხან­დაზ­მუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის“ სტა­ტუსს საკ­რე­დი­ტო ბი­უ­რო არ ანი­ჭებს. სეს­ხის ხან­დაზ­მუ­ლო­ბა უნდა ცნოს სა­სა­მარ­თლომ და თა­ვად სეს­ხის გამ­ცემ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ. ხან­დაზ­მუ­ლო­ბის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სეს­ხი საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ი­დან წა­იშ­ლე­ბა ხან­დაზ­მუ­ლად ცნო­ბი­დან 5 წლის შემ­დეგ.

„გა­ნუ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში“ მოხ­ვედ­რი­ლი ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი სეს­ხე­ბიც რე­პორ­ტში მი­თი­თე­ბუ­ლი და­ხურ­ვის თა­რი­ღი­დან 5 წლის გას­ვლის შემ­დეგ წა­იშ­ლე­ბა. თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მსეს­ხებ­ლე­ბის საკ­რე­დი­ტო რე­ი­ტინგზე დიდ გავ­ლე­ნას აღარ მო­ახ­დენს და ისი­ნი კვლავ შეძ­ლე­ბენ ახა­ლი საკ­რე­დი­ტო პრო­დუქ­ტე­ბით სარ­გებ­ლო­ბას.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რ ე ა ლ ო ბ ა
4

ყველა მოსახლეობის 90 პროცენტი გაშავებულია, ამოგვიყვანეთ ამ შავი სიიდან და ვინც არ უნდა იყოს ყველა ხმას იმას მისცემს... ეს საკრედიტო ისტორია წაშალეტ რადგან ძირიტადად მძარცველი ონლაინ სესხების გამოა ყველა გაშავებული

.....
3

შავი სია ერქმევა თუ წლების განმავლობაში შეინახება ინფორმაცია ნეგატიური გადამხდელის შესახებ,განსხვავება მითხარით რა არის ამაში.ვითომ რაღაცას აკეთებს ეროვნული,საქმეში ეთვლებათ ამდენი ბოდიალი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

საკრედიტო ქულა "შავი სიის" ნაცვლად - რამდენი ხნით და რა სახის ინფორმაცია ინახება საკრედიტო რეპორტში

საკრედიტო ქულა "შავი სიის" ნაცვლად - რამდენი ხნით და რა სახის ინფორმაცია ინახება საკრედიტო რეპორტში

გასულ წელს საქართველოში გაუქმდა ე.წ. „ნეგატიური სესხის“ სტატუსი. საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების თანახმად, საკრედიტო ორგანიზაციებისთვის სავალდებულო გახდა საკრედიტო ბიუროსთვის მონაცემების მიწოდება. საკრედიტო ბიუროში ინახება სესხით მოსარგებლე ყოველი მომხმარებლის საკრედიტო მონაცემები, მაგრამ არავითარი „შავი სია“ არ არსებობს.

ამ დროისთვის საქართველოში ერთადერთი საკრედიტო ბიურო -„კრედიტინფო საქართველო“ - ფუნქციონირებს. ბიურო ადგენს საკრედიტო რეპორტებს და მომხმარებელს სთავაზობს განსხვავებულ და მეტად საჭირო პროდუქტს - საკრედიტო ქულას. საკრედიტო ქულა გამოითვლება რეპორტის მონაცემების სტატისტიკურად დამუშავების გზით და 0-დან 400-მდე მერყეობს. ქულა იყოფა 11 რეიტინგად. საკრედიტო ქულაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგალითად: გადახდების ისტორია, ჯარიმები და ვადაგადაცილებები, ვალდებულებების მოცულობა, სესხის უზრუნველყოფა, საკრედიტო ისტორიის ხანგრძლივობა, საბანკო პროდუქტების მოხმარების სიხშირე, გამოყენებული სასესხო პროდუქტების ტიპები, საკრედიტო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ძიებები და ა.შ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქულას ამცირებს მხოლოდ საკრედიტო ორგანიზაციის მხრიდან განხორციელებული ძიება, „ჩემი კრედიტინფოს“ საშუალებით საკუთარი რეპორტის გადამოწმება ქულაზე არ აისახება.

როგორც „კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი ლაშა ბაღათურია განმარტავს, თავად საკრედიტო ბიურო სესხის დამტკიცების გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობს.

„მართალია, საკრედიტო ორგანიზაციები სესხის დამტკიცებაზე გადაწყვეტილების მიღებისას მომხმარებლის საკრედიტო რეპორტს ამოწმებენ, მაგრამ სესხის დამტკიცების კრიტერიუმი თავად საკრედიტო ორგანიზაციების მიერ დგინდება. არანაირი სია, რომელიც ხელს შეუშლიდა მოქალაქეებს სესხის აღებაში, არ არსებობს. მომხმარებლის საკრედიტო რეპორტში მოცემულია ინფორმაცია, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები „კრედიტინფო საქართველოს“ აწვდიან. რეპორტში ჩანს ჯარიმები და ვადაგადაცილებული სესხები, რასაც საკრედიტო ორგანიზაციები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. მიმდინარე ვადაგადაცილებული სესხები ძალიან ამცირებს საკრედიტო მომსახურების მიღების შანსებს. საკრედიტო პროფილის გაუმჯობესების დასაწყებად აუცილებელი პირობაა მიმდინარე ვადაგადაცილების დაფარვა. ამის შემდეგ, საკრედიტო ორგანიზაციები, როგორც წესი, გასცემენ სესხებს,“ - განმარტავს ბაღათურია.

საკრედიტო ჩანაწერების საკრედიტო ისტორიაში შენახვის ვადა განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. სესხის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია საკრედიტო რეპორტიდან იშლება სესხის სრულად დაფარვიდან 5 წლის შემდეგ. შესაბამისად, როგორც პოზიტიური, ისე ვადაგადაცილებული გადახდები რეპორტში გამოჩნდება სესხის დაფარვიდან 5 წლის განმავლობაში.

როგორც ლაშა ბაღათურია განმარტავს, საკრედიტო ბიუროს ბაზაში არაერთი დიდი ხნის გადაუხდელი სესხი ფიქსირდება, მაგრამ ასეთ სესხს „ხანდაზმული ვალდებულების“ სტატუსს საკრედიტო ბიურო არ ანიჭებს. სესხის ხანდაზმულობა უნდა ცნოს სასამართლომ და თავად სესხის გამცემმა ორგანიზაციამ. ხანდაზმულობის დადასტურების შემთხვევაში, სესხი საკრედიტო ისტორიიდან წაიშლება ხანდაზმულად ცნობიდან 5 წლის შემდეგ.

„განულების პროგრამაში“ მოხვედრილი ვადაგადაცილებული სესხებიც რეპორტში მითითებული დახურვის თარიღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ წაიშლება. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ აღნიშნული ინფორმაცია მსესხებლების საკრედიტო რეიტინგზე დიდ გავლენას აღარ მოახდენს და ისინი კვლავ შეძლებენ ახალი საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობას.

თოვლი, თხილამურები და ზამთრის ზღაპრული თავგადასავალი აჭარის მთებში

#შექმენიშენიStory - პირველი ონლაინ რეალითი-შოუ, რომლის გამარჯვებულიც ევროპაში სილამაზის მასტერკლასზე გაემგზავრება

როგორ მოვრთოთ ცოცხალი ნაძვის ხე საახალწლოდ და როგორ  მოვუაროთ მას?