პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე მელქისედეკი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე - სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, ყველა იყოს თავისუფალი - დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია
მეუფე მელქისედეკი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე - სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, ყველა იყოს თავისუფალი - დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია

ჩვენ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ ყვე­ლა იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი, - ასე უპა­სუ­ხა მარ­გვე­თი­სა და უბი­სის ეპის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე მელ­ქი­სე­დეკ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის შე­წყა­ლე­ბის სა­კი­თხზე.

რო­გორც მე­უ­ფე მელ­ქი­სე­დეკ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­კი­თხი პრე­ზი­დენ­ტის გა­და­სა­წყვე­ტია.

„ჩვენ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ ყვე­ლა იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი, და­ნარ­ჩე­ნი პრე­ზი­დენ­ტის გა­და­სა­წყვე­ტია. რა­ტომ არ მი­ი­ღო პრე­ზი­დენ­ტმა აქამ­დე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს უნდა ჰკი­თხოთ ალ­ბათ, პრე­ზი­დენტს“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე მელ­ქი­სე­დეკ­მა.

ცნო­ბის­თვის, დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით წმინ­და სი­ნოდ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს 8 ნო­ემ­ბერს მი­მარ­თა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს პრო­კუ­რა­ტუ­რა შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბას ედა­ვე­ბა. მას ბრა­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბი­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში ედე­ბო­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრა­ლი და­უმ­ძი­მა და ან­გა­რე­ბით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის მუხ­ლში გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ვერ­სი­ით, არ­სე­ბუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და იერ­არ­ქი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და მო­მა­ვალ­ში კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ ან­გა­რე­ბით გა­ნიზ­რა­ხა ძლი­ერ­მოქ­მე­დი მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის - ცი­ა­ნი­დის გა­მო­ყე­ნე­ბით შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა.

დე­კა­ნო­ზი სა­სა­მარ­თლომ 5 სექ­ტემ­ბერს დამ­ნა­შა­ვედ ცნო და 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. ამას­თან, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დე­კა­ნოზს ბრა­ლი გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა და მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ. ამას­თან, პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­ში უც­ვლე­ლად და­ტო­ვა.

ავტორი:

მეუფე მელქისედეკი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე - სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, ყველა იყოს თავისუფალი - დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია

მეუფე მელქისედეკი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე - სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, ყველა იყოს თავისუფალი - დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია

ჩვენ სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა იყოს თავისუფალი, - ასე უპასუხა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე.

როგორც მეუფე მელქისედეკმა აღნიშნა, საკითხი პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

„ჩვენ სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა იყოს თავისუფალი, დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია. რატომ არ მიიღო პრეზიდენტმა აქამდე გადაწყვეტილება, ეს უნდა ჰკითხოთ ალბათ, პრეზიდენტს“, - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით წმინდა სინოდმა საქართველოს პრეზიდენტს 8 ნოემბერს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირდა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების - ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

დეკანოზი სასამართლომ 5 სექტემბერს დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მამა გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში უცვლელად დატოვა.

ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა "ფეისბუქიდან" წაშალა პოსტი, რომელშიც ის პოლიციელბს ცემაში ადანაშაულებდა

"მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას" - რას ემსახურებოდა ორი ქართველი სასულიერო პირის უკრაინაში ვიზიტი

12 დეკემბერს დიდი ლოცვა ჩატარდება, პარასკევს ღამით კი სამება ღია იქნება - რას აღნიშნავენ მორწმუნეები