პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
პრემია „იკა“ 2019 იწყება
პრემია „იკა“ 2019 იწყება

პრე­მია "იკა" ახალ­გაზ­რდა არ­ტის­ტე­ბის, ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის აღი­ა­რე­ბის­თვის 2018 წელს შე­იქ­მნა. რო­გორც მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, IKA AWARD - ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი­სა და მათ­თვის მად­ლო­ბის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაა. პრე­მი­ის სლო­გა­ნია - შენი შე­მოქ­მე­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია / YOUR ART MATTERS. IKA AWARD -ის შე­სა­ხებ მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სან­დრო კა­კუ­ლია სა­უბ­რობს.

- რო­გორ გაჩ­ნდა პრე­მი­ის და­არ­სე­ბის იდეა და რა­ტომ ეწო­და მას „იკა“?

პრე­მი­ას სა­ხე­ლი იკა კა­კუ­ლი­ას პა­ტივ­სა­ცე­მად ეწო­და. იკა კა­კუ­ლი­ამ და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია, იყო ახალ­გაზ­რდა შე­მოქ­მე­დი, დი­ზა­ი­ნე­რი, გრა­ფი­კო­სი, ბოლო პე­რი­ოდ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და შე­მოქ­მე­დე­ბით ინ­დუსტრი­ა­ში და უზო­მოდ უყ­ვარ­და ხე­ლოვ­ნე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, იკა 2016 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, პრე­მია სწო­რედ მის სა­ხელს ატა­რებს.

- რო­გორ მოხ­და პრე­მი­ის სა­ბო­ლოო სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო გუნ­დის და­კომ­პლექ­ტე­ბა?

სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, 2 წლის მან­ძილ­ზე გა­ნუ­წყვეტ­ლივ ვფიქ­რობ­დით ამ პრე­მი­ის და­არ­სე­ბა­ზე, თუმ­ცა ამ იდე­ის გან­ხილ­ვა მხო­ლოდ ჩვენს მე­გობ­რებ­სა და პი­რად სა­უბ­რებ­ში ხდე­ბო­და, სა­ბო­ლო­ოდ კი, რო­დე­საც მივ­ხვდი, რომ ამ წა­მო­წყე­ბის­თვის ხორ­ცის შეს­ხმა სა­ჭი­რო და გარ­და­უ­ვა­ლი იყო, მა­შინ­ვე ვუ­ამ­ბე იკას მე­გობ­რებს.

ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი მათ­გან ასეთ მხარ­და­ჭე­რას. იკას მე­გობ­რე­ბი დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით შეხ­ვდნენ ჩემს ინი­ცი­ა­ტი­ვას, მათ ზუს­ტად გა­ი­აზ­რეს, რომ იკას ხსოვ­ნი­სად­მი პა­ტი­ვის მი­გე­ბის ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა სწო­რედ ამ პრე­მი­ის და­არ­სე­ბა იქ­ნე­ბო­და. თი­თო­ე­ულ მათ­განს ჰქონ­და სურ­ვი­ლი თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ე­ტა­ნა ამ იდე­ის ხორ­ცშეს­ხმა­ში და ასეც მოხ­და, ერთი იდე­ით გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი იკას მე­გობ­რე­ბის­გან და­კომ­პლექტდა პრე­მია "იკას" სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფი.

- უკვე მე­ო­რე წე­ლია, რაც თბი­ლის­ში იმარ­თე­ბა ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე კულ­ტუ­რუ­ლი პრე­მია, (სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის უკვე ცნო­ბი­ლია მის შე­სა­ხებ), სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა თქვენ­გან მო­ვის­მი­ნოთ რა არის პრე­მია "იკა"?

პრე­მია “იკა” – ეს არის ახალ­გაზ­რდა, სა­ინ­ტე­რე­სო და ჯერ კი­დევ უც­ნო­ბი შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, იკა არის მათი შე­მოქ­მე­დე­ბის აღი­ა­რე­ბის პრე­მია, ახალ­გაზ­რდა არ­ტის­ტე­ბის­თვის მად­ლო­ბის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე კულ­ტუ­რუ­ლი პლატ­ფორ­მა. პრე­მია იკა ყო­ველ წელს ცვლის ნო­მი­ნა­ცი­ებს, რი­თიც ხელს უწყობს ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და ამა თუ იმ დარ­გში მოღ­ვა­წე შე­მოქ­მედ ახალ­გაზ­რდებს შემ­დგო­მი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის­კენ უბიძ­გებს.

- რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე ცნო­ბი­ლია, პრე­მია იკა არ არის ე.წ. კონ­კურ­სი, რა იყო თქვე­ნი ჩა­ნა­ფიქ­რი და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ აგერ­ჩი­ათ ყვე­ლა სხვა პრე­მი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცია?

ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში კრე­ა­ტი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის დონე ძა­ლი­ან მა­ღა­ლია , ასეთ დროს დიდი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო, სწო­რი გზით სვლა კი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ხში­რად ბიძ­გი, კონ­კრე­ტუ­ლი მოვ­ლე­ნა, თა­ნად­გო­მა ან მხარ­და­ჭე­რა შე­საძ­ლოა გა­დამ­წყვე­ტიც აღ­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნის­თის.

თქვენ სწო­რად აღ­ნიშ­ნეთ, ჩვე­ნი მი­ზა­ნი ნამ­დვი­ლად არ იყო, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის შე­დე­გად მომ­ხდა­რი­ყო, ვი­ნა­ი­დან კონ­კურ­სის დროს სა­ჭი­როა გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბის შე­მო­ღე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­ცე­ვა, სა­უ­კე­თე­სოს გა­მოვ­ლე­ნა/შერ­ჩე­ვა კი, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მო­თხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის დად­გე­ნის გზით ხდე­ბა.

ჩვენ მიზ­ნად სულ სხვა ამო­ცა­ნა და­ვი­სა­ხეთ, პრე­მი­ის მი­ზა­ნია, ხელი შე­უ­წყოს ნო­მი­ნანტ არ­ტის­ტებ­ში მო­ტი­ვა­ცი­ი­სა და თვით­შე­ფა­სე­ბის ამაღ­ლე­ბას, წა­ა­ხა­ლი­სოს ისი­ნი, მის­ცეს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის თვით­გა­მორ­კვე­ვის პრო­ცეს­ში.

- ვინ არი­ან პრე­მია "იკას" პო­ტენ­ცი­უ­რი კან­დი­და­ტე­ბი?

ესე­ნი არი­ან – ახალ­გაზ­რდა, კრე­ა­ტი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, ორი­გი­ნა­ლუ­რი ხედ­ვა და პრინ­ცი­პე­ბი.

არი­ან დამ­წყებ­ნი, ან უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია მოღ­ვა­წე­ო­ბენ ხე­ლოვ­ნე­ბის ამა თუ იმ დარ­გში, მაგ­რამ მათ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ კი­დევ არ იც­ნობს.

- გვი­ამ­ბეთ რო­გორ ხდე­ბა პო­ტენ­ცი­უ­რი კან­დი­და­ტე­ბე­ბის მო­ძი­ე­ბა?

პრე­მი­ის თი­თო­ე­უ­ლი ნო­მი­ნა­ცი­ის­თვის შე­იკ­რი­ბა ცნო­ბი­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი. ჩვენ მათ პრე­მია “იკას” „კულ­ტუ­რის ატა­შე­ე­ბი“ ვუ­წო­დეთ. ესე­ნი არი­ან უკვე შემ­დგა­რი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის არ­ტის­ტე­ბი, გა­ლე­რის­ტე­ბი, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი, მხატ­ვრე­ბი, მწერ­ლე­ბი, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტე­ბი, მუ­სი­კო­სე­ბი და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ე­ბი. სწო­რედ მათი დახ­მა­რე­ბით ეძებს პრე­მია პო­ტენ­ცი­ურ ნო­მი­ნან­ტებს.

- რო­გო­რია უშუ­ა­ლოდ შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი, რომ­ლის შე­დე­გად სა­ბო­ლოო კან­დი­და­ტე­ბი­დან ჟი­უ­რი ირ­ჩევს თითო ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ერთ გა­მარ­ჯვე­ბულს?

კულ­ტუ­რის ატა­შე­ე­ბი ად­გე­ნენ პო­ტენ­ცი­უ­რი კან­დი­და­ტე­ბის სიას, შემ­დეგ სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუფ­თან ერ­თად ხდე­ბა ე.წ. „short list“ -ის და­კომ­პლექ­ტე­ბა, სწო­რედ ეს სია შემ­დგომ­ში ეგ­ზავ­ნე­ბა ჟი­უ­რის,რომ­ლე­ბიც ყო­ველ­წლი­უ­რად იც­ვლე­ბი­ან და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­მარ­ჯვე­ბულ­თა გა­მოვ­ლე­ნა ხდე­ბა სა­ბო­ლოო და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე.

- თქვე­ნი პრე­მი­ის კონ­ცეფ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ რო­გორც შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სია სრუ­ლი­ად გან­სხვა­ბუ­ლი და ინო­ვა­ცი­უ­რი, ასე­თი­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა თქვენს მიერ და­წე­სე­ბუ­ლი ყვე­ლა პრი­ზი. რო­გორ მოხ­და პრე­მია იკას სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფის მიერ ამ კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ასე­თი პრი­ზე­ბის და­წე­სე­ბა?

პრე­მია იკას ნამ­დვი­ლად შე­უძ­ლია ია­მა­ყოს, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა აქვს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კან­დი­და­ტე­ბის მი­მართ. ამ პრე­მი­ის და­არ­სე­ბი­სას სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუფ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი იმუ­შა­ვა, რომ ეს პრე­მია მარ­თლაც ახა­ლი სი­ტყვა ყო­ფი­ლი­ყო ქარ­თულ შე­მოქ­მე­დე­ბით ინ­დუსტრი­ა­ში და ვფიქ­რობ, ჩვე­ნი სპონ­სო­რე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, მათ მიერ და­წე­სე­ბუ­ლი პრი­ზე­ბის შე­დე­გად, ნამ­დვი­ლად შევ­ძე­ლით გარ­კვე­უ­ლი და შე­საძ­ლოა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კან­დი­და­ტე­ბის შემ­დგომ პრო­ფე­სი­ულ ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

- რას გვე­ტყვით კომ­პა­ნი­ებ­სა და პარტნი­ო­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც პრე­მია იკას მხარ­ში უდ­გა­ნან?

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა პრე­მია იკას­თვის, ვი­ნა­ი­დან რომ არა ჩვე­ნი სპონ­სო­რე­ბი და პარტნი­ო­რე­ბი ჩვენ ვე­რა­ფერს გავ­ხდე­ბო­დით. პირ­ვე­ლი­ვე წელს ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცია, თუ კომ­პა­ნია, სა­დაც პრე­მია იკას კონ­ცეფ­ცია წარ­ვად­გი­ნეთ, მხარ­დში დაგ­ვიდ­გა, რის­თვი­საც მინ­და ყვე­ლა მათ­განს ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო.

მე­ო­რე წე­ლია რაც პრე­მია იკას ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარმდგე­ნია ტერა ბან­კი, ის იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მსხვი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­დაც პრე­მია იკას პრე­ზენ­ტა­ცია ჩა­ვა­ტა­რეთ, მათ კი მა­შინ­ვე ირ­წმუ­ნეს ჩვე­ნი იდე­ე­ბის, პრე­მი­ი­სა და მისი მო­მავ­ლის, რომ არა ტერა ბან­კი, დღეს პრე­მია იკა ალ­ბათ არც იარ­სე­ბებ­და, სწო­რედ ამი­ტომ მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ტერა ბან­კის მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს, ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ქო­ქო­სა­ძეს, რომ­ლიც მხარ­და­ჭე­რა და თა­ნად­გო­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს პრე­მი­ის არ­სე­ბო­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბა­ში.

ასე­ვე დიდი მად­ლო­ბა პა­ლიტ­რა სახ­ლს, პა­ლიტ­რა მე­დი­ას იმ თა­ნად­გო­მის­თვის, რო­მელ­საც პრე­მია იკა და მისი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო გუნ­დი მე­ო­რე წე­ლია გრძნობს.

ავტორი:

პრემია „იკა“ 2019 იწყება

პრემია „იკა“ 2019 იწყება

პრემია "იკა" ახალგაზრდა არტისტების, ხელოვანი ადამიანების და მათი შემოქმედების აღიარებისთვის 2018 წელს შეიქმნა. როგორც მისი დამფუძნებლები ამბობენ, IKA AWARD - ახალი აღმოჩენებისა და მათთვის მადლობის გამოხატვის საშუალებაა. პრემიის სლოგანია - შენი შემოქმედება მნიშვნელოვანია / YOUR ART MATTERS. IKA AWARD -ის შესახებ მისი დამფუძნებელი სანდრო კაკულია საუბრობს.

- როგორ გაჩნდა პრემიის დაარსების იდეა და რატომ ეწოდა მას „იკა“?

პრემიას სახელი იკა კაკულიას პატივსაცემად ეწოდა. იკა კაკულიამ დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, იყო ახალგაზრდა შემოქმედი, დიზაინერი, გრაფიკოსი, ბოლო პერიოდში მოღვაწეობდა შემოქმედებით ინდუსტრიაში და უზომოდ უყვარდა ხელოვნება. სამწუხაროდ, იკა 2016 წელს გარდაიცვალა, პრემია სწორედ მის სახელს ატარებს.

- როგორ მოხდა პრემიის საბოლოო საორგანიზაციო გუნდის დაკომპლექტება?

სიმართლე რომ გითხრათ, 2 წლის მანძილზე განუწყვეტლივ ვფიქრობდით ამ პრემიის დაარსებაზე, თუმცა ამ იდეის განხილვა მხოლოდ ჩვენს მეგობრებსა და პირად საუბრებში ხდებოდა, საბოლოოდ კი, როდესაც მივხვდი, რომ ამ წამოწყებისთვის ხორცის შესხმა საჭირო და გარდაუვალი იყო, მაშინვე ვუამბე იკას მეგობრებს.

ნამდვილად არ ველოდი მათგან ასეთ მხარდაჭერას. იკას მეგობრები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ჩემს ინიციატივას, მათ ზუსტად გაიაზრეს, რომ იკას ხსოვნისადმი პატივის მიგების ყველაზე კარგი საშუალება სწორედ ამ პრემიის დაარსება იქნებოდა. თითოეულ მათგანს ჰქონდა სურვილი თავისი წვლილი შეეტანა ამ იდეის ხორცშესხმაში და ასეც მოხდა, ერთი იდეით გაერთიანებული იკას მეგობრებისგან დაკომპლექტდა პრემია "იკას" საორგანიზაციო ჯგუფი.

- უკვე მეორე წელია, რაც თბილისში იმართება ახალი, თანამედროვე კულტურული პრემია, (საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უკვე ცნობილია მის შესახებ), საინტერესო იქნება თქვენგან მოვისმინოთ რა არის პრემია "იკა"?

პრემია “იკა” – ეს არის ახალგაზრდა, საინტერესო და ჯერ კიდევ უცნობი შემოქმედი ადამიანების აღმოჩენის საშუალება, იკა არის მათი შემოქმედების აღიარების პრემია, ახალგაზრდა არტისტებისთვის მადლობის გამოხატვის საშუალება, ახალი, თანამედროვე კულტურული პლატფორმა. პრემია იკა ყოველ წელს ცვლის ნომინაციებს, რითიც ხელს უწყობს ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობების პოპულარიზაციას და ამა თუ იმ დარგში მოღვაწე შემოქმედ ახალგაზრდებს შემდგომი წარმატებული ნაბიჯებისკენ უბიძგებს.

- როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, პრემია იკა არ არის ე.წ. კონკურსი, რა იყო თქვენი ჩანაფიქრი და რატომ გადაწყვიტეთ აგერჩიათ ყველა სხვა პრემიისგან განსხვავებული კონცეფცია?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდა ასაკში კრეატიული აზროვნების დონე ძალიან მაღალია , ასეთ დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო, სწორი გზით სვლა კი ძალიან მნიშვნელოვანი. ხშირად ბიძგი, კონკრეტული მოვლენა, თანადგომა ან მხარდაჭერა შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს ადამიანისთის.

თქვენ სწორად აღნიშნეთ, ჩვენი მიზანი ნამდვილად არ იყო, რომ გამარჯვებულების გამოვლენა შეჯიბრებითობის შედეგად მომხდარიყო, ვინაიდან კონკურსის დროს საჭიროა გარკვეული წესების შემოღება, მონაწილეების ჩარჩოებში მოქცევა, საუკეთესოს გამოვლენა/შერჩევა კი, გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით ხდება.

ჩვენ მიზნად სულ სხვა ამოცანა დავისახეთ, პრემიის მიზანია, ხელი შეუწყოს ნომინანტ არტისტებში მოტივაციისა და თვითშეფასების ამაღლებას, წაახალისოს ისინი, მისცეს სწორი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება საკუთარი თავის თვითგამორკვევის პროცესში.

- ვინ არიან პრემია "იკას" პოტენციური კანდიდატები?

ესენი არიან – ახალგაზრდა, კრეატიული ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკუთარი შემოქმედებითი, ორიგინალური ხედვა და პრინციპები.

არიან დამწყებნი, ან უკვე რამდენიმე წელია მოღვაწეობენ ხელოვნების ამა თუ იმ დარგში, მაგრამ მათ ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ არ იცნობს.

- გვიამბეთ როგორ ხდება პოტენციური კანდიდატებების მოძიება?

პრემიის თითოეული ნომინაციისთვის შეიკრიბა ცნობილი, წარმატებული და საკუთარ შემოქმედებით საქმიანობაში რეალიზებული პროფესიონალი ადამიანების ჯგუფი. ჩვენ მათ პრემია “იკას” „კულტურის ატაშეები“ ვუწოდეთ. ესენი არიან უკვე შემდგარი ვიზუალური ხელოვნების არტისტები, გალერისტები, ფოტოგრაფები, მხატვრები, მწერლები, კინემატოგრაფისტები, მუსიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები. სწორედ მათი დახმარებით ეძებს პრემია პოტენციურ ნომინანტებს.

- როგორია უშუალოდ შერჩევის პროცესი, რომლის შედეგად საბოლოო კანდიდატებიდან ჟიური ირჩევს თითო ნომინაციაში ერთ გამარჯვებულს?

კულტურის ატაშეები ადგენენ პოტენციური კანდიდატების სიას, შემდეგ საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად ხდება ე.წ. „short list“ -ის დაკომპლექტება, სწორედ ეს სია შემდგომში ეგზავნება ჟიურის,რომლებიც ყოველწლიურად იცვლებიან და გადაწყვეტილებით გამარჯვებულთა გამოვლენა ხდება საბოლოო დაჯილდოების ცერემონიაზე.

- თქვენი პრემიის კონცეფციიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც შერჩევის პროცესია სრულიად განსხვაბული და ინოვაციური, ასეთივე საინტერესოა თქვენს მიერ დაწესებული ყველა პრიზი. როგორ მოხდა პრემია იკას საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ამ კონკრეტული მიმართულების განვითარება და რა მიზანს ემსახურება ასეთი პრიზების დაწესება?

პრემია იკას ნამდვილად შეუძლია იამაყოს, რომ განსხვავებული მიდგომა აქვს გამარჯვებული კანდიდატების მიმართ. ამ პრემიის დაარსებისას საორგანიზაციო ჯგუფმა ძალიან ბევრი იმუშავა, რომ ეს პრემია მართლაც ახალი სიტყვა ყოფილიყო ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიაში და ვფიქრობ, ჩვენი სპონსორებისა და პარტნიორების დახმარებით, მათ მიერ დაწესებული პრიზების შედეგად, ნამდვილად შევძელით გარკვეული და შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეგვესრულებინა გამარჯვებული კანდიდატების შემდგომ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.

- რას გვეტყვით კომპანიებსა და პარტნიორებზე, რომლებიც პრემია იკას მხარში უდგანან?

ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება პრემია იკასთვის, ვინაიდან რომ არა ჩვენი სპონსორები და პარტნიორები ჩვენ ვერაფერს გავხდებოდით. პირველივე წელს ყველა ორგანიზაცია, თუ კომპანია, სადაც პრემია იკას კონცეფცია წარვადგინეთ, მხარდში დაგვიდგა, რისთვისაც მინდა ყველა მათგანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

მეორე წელია რაც პრემია იკას ოფიციალური წარმდგენია ტერა ბანკი, ის იყო ერთ-ერთი პირველი მსხვილი ორგანიზაცია, სადაც პრემია იკას პრეზენტაცია ჩავატარეთ, მათ კი მაშინვე ირწმუნეს ჩვენი იდეების, პრემიისა და მისი მომავლის, რომ არა ტერა ბანკი, დღეს პრემია იკა ალბათ არც იარსებებდა, სწორედ ამიტომ მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ტერა ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ სალომე ქოქოსაძეს, რომლიც მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს პრემიის არსებობასა და წარმატებაში.

ასევე დიდი მადლობა პალიტრა სახლს, პალიტრა მედიას იმ თანადგომისთვის, რომელსაც პრემია იკა და მისი საორგანიზაციო გუნდი მეორე წელია გრძნობს.

ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის - "საზოგადოებას ვთხოვ, პირჯვარი გადაიწერონ და გამოჯანმრთელება უსურვონ"

რა მოხდება "დიდ სცენაზე"? - ახალი მეგაშოუ "რუსთავი 2"-ზე ძველი და ახალი სახეებით

ნინი გოგიჩაიშვილი "მის მსოფლიო 2019"-ზე გაემგზავრა - ფოტოები ლონდონიდან და ხმის მიცემის ახალი წესები