პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზი "კანონიერი ქურდების" მკვლელობას არძინბას ნათესავს უკავშირებენ - ვინ არის ქემალ არძინბა და რატომ იმყოფებოდა თბილისში?
აფხაზი "კანონიერი ქურდების" მკვლელობას არძინბას ნათესავს უკავშირებენ - ვინ არის ქემალ არძინბა და რატომ იმყოფებოდა თბილისში?

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ორი კრი­მი­ნა­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­წყე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გრძელ­დე­ბა.

ას­ტა­მურ შამ­ბა­სა და ალ­ხას ავი­ძ­ბას ოჯა­ხის წევ­რებ­მა სო­ხუ­მის ცენ­ტრში აქ­ცია გა­მარ­თეს - 300-მდე ადა­მი­ა­ნი "ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის­გან" მკვლე­ლო­ბის საქ­მის გახ­სნა­სა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას ითხოვ­და. მათი მო­თხოვ­ნით, ე.წ. შს მი­ნის­ტრი გარი არ­შბა და მისი მოდ­გი­ლე­ე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ერთი-ერთი მოკ­ლუ­ლის, ას­ტა­მურ შამ­ბას ნა­თე­სა­ვე­ბის მტკი­ცე­ბით, ქი­ლე­რებ­მა ისე "სუფ­თად" იმუ­შა­ვეს, რომ ჩა­რე­ვის გა­რე­შე ამას ვერ გა­ა­კე­თებ­დნენ. მათ კვა­ლი თით­ქმის არ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ საქ­მე­ში თა­ვად "მი­ნის­ტრი" იყო გა­რე­უ­ლი. არ­შბამ ამ ბრალ­დე­ბას სიც­რუე უწო­და. მი­სი­ვე თქმით, ის თა­ვად ებ­რძვის კრი­მი­ნა­ლებს და საქ­მეს­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს.

აფხა­ზუ­რი მე­დია, მკვლე­ლო­ბის გარ­შე­მო კი­დევ ერთ ვერ­სი­ა­ზე წერს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, საქ­მის უკან მკვლე­ლო­ბის მთა­ვა­რი შემ­კვე­თი, აფხა­ზე­თის ე.წ. პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას ბი­ძაშ­ვი­ლი, რე­გი­ონ­ში გავ­ლე­ნი­ა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნი ქე­მალ არ­ძინ­ბაა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, არ­ძინ­ბა ძი­რი­თა­დად ტუ­რიზ­მის ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი და ას­ტა­მურ შამ­ბა, იგი­ვე "ას­ტი­კი", რო­მე­ლიც ბოლო ხა­ნებ­ში გავ­ლე­ნის სფე­რო­ებს აფარ­თო­ებ­და, არ­ძინ­ბას ულ­ტი­მა­ტუ­მის ენით ელა­პა­რა­კე­ბო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ეს არ აპა­ტი­ეს.

სხვა­თა­შო­რის, 2017 წელს ru.krymr.com-მ წერ­და, რომ ქე­მალ არ­ძინ­ბა, 2007 წელს თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნეს.

"2007 წელს უსი­ცო­ცხლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს თბი­ლი­სის ნარ­კო­ლო­გი­ურ ცენ­ტრში, სა­დაც გა­და­არ­ჩი­ნეს. მა­შინ არ­ძინ­ბას გა­რე­მოც­ვამ და სხვებ­მაც, ეს ქმე­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის" ღა­ლა­ტად შე­ა­ფა­სეს... თუმ­ცა, პა­სუ­ხად მი­ი­ღეს, რომ "რუ­სუ­ლი და­ზღვე­ვა, პრაქ­ტი­კუ­ლად არ მუ­შა­ობს და ცუდი მომ­სა­ხუ­რე­ბის შემ­დეგ, თან­ხის გა­დახ­და მა­ინც უწევ­დათ..."

მა­შინ ქარ­თულ მე­დი­ა­შიც ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქე­მალ არ­ძინ­ბა, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ომის დროს აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, თბი­ლის­ში მკურ­ნა­ლობ­და.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში პა­ა­ტა და­ვი­თა­ია ამ­ბობ­და, რომ ქე­მა­ლი არ­ძინ­ბე­ბის კლა­ნის ერთ-ერთი გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რა იყო და მისი მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ხელი ქარ­თვე­ლე­ბის სის­ხლში ჰქონ­დათ გას­ვრი­ლი, ცი­ხე­ში უნდა მსხდა­რიყ­ვნენ და არა კლი­ნი­კებ­ში, სამ­კურ­ნა­ლოდ. მა­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქე­მალ არ­ძინ­ბამ ე.წ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვა­რი ყალ­ბი პას­პორ­ტით გად­მოკ­ვე­თა.

აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ ქე­მალ არ­ძინ­ბამ აფხა­ზე­თი რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ტო­ვა, უკვე ყო­ფი­ლი შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ქიშ­მა­ხო­ვის დახ­მა­რე­ბით.

აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა რაულ ხა­ჯიმ­ბამ მკვლე­ლო­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გახ­სნის ბრძა­ნე­ბა გას­ცა. მი­სი­ვე თქმით, "ქვე­ყა­ნა­ში ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის რო­მან­ტი­ზა­ცია უნდა შე­წყდეს და ამის­თვის კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა და ახა­ლი კად­რე­ბია სა­ჭი­რო..."

ხა­ჯიმ­ბას პა­თოსს არა­გულ­წრფელს უწო­დებს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, მათი თქმით, სწო­რედ გუ­და­უ­თელ "კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­თან" კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ ნიშ­ნავ­და ამა თუ იმ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ხა­ჯიმ­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, რად­გან "მათ გა­რე­შე ის ვი­თომ მშვი­დო­ბაც არ ექ­ნე­ბო­და, რაც ახლა აქვთ..."

სო­ხუ­მის ცენ­ტრში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, აქამ­დე მი­ჩუ­მე­ბუ­ლი აფხა­ზუ­რი ოპო­ზი­ცი­აც გა­აქ­ტი­ურ­და. ერთ-ერთი ლი­დე­რი, ყო­ფი­ლი ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი შამ­ბა რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მო­თხოვ­ნით გა­მო­დის. აფხა­ზე­ბი კი წე­რენ, რომ იქ­ცე­ვა თუ არა ეს მკვლე­ლო­ბა დიდი ცვლი­ლე­ბე­ბის და­სა­წყი­სად, დრო აჩ­ვე­ნებთ...

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mecineba
1

კანონიერი ქურდების ოჯახის წევრების და საახლობლოს მიერ მიტინგების გამართვა და გამოძიების დაწყების მოთხოვნა რამდენად მოსულა ქურდულში?

ქართველი
0

ნუ ეწვით პროპაგანდას!

ეს დაღუპავს მომავალს!

ავტორი:

აფხაზი "კანონიერი ქურდების" მკვლელობას არძინბას ნათესავს უკავშირებენ - ვინ არის ქემალ არძინბა და რატომ იმყოფებოდა თბილისში?

აფხაზი "კანონიერი ქურდების" მკვლელობას არძინბას ნათესავს უკავშირებენ - ვინ არის ქემალ არძინბა და რატომ იმყოფებოდა თბილისში?

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ორი კრიმინალის მკვლელობის საქმეზე დაწყებული პროცესები გრძელდება.

ასტამურ შამბასა და ალხას ავიძბას ოჯახის წევრებმა სოხუმის ცენტრში აქცია გამართეს - 300-მდე ადამიანი "ძალოვანი უწყებებისგან" მკვლელობის საქმის გახსნასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვდა. მათი მოთხოვნით, ე.წ. შს მინისტრი გარი არშბა და მისი მოდგილეები გაათავისუფლეს.

ერთი-ერთი მოკლულის, ასტამურ შამბას ნათესავების მტკიცებით, ქილერებმა ისე "სუფთად" იმუშავეს, რომ ჩარევის გარეშე ამას ვერ გააკეთებდნენ. მათ კვალი თითქმის არ დაუტოვებიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეში თავად "მინისტრი" იყო გარეული. არშბამ ამ ბრალდებას სიცრუე უწოდა. მისივე თქმით, ის თავად ებრძვის კრიმინალებს და საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს.

აფხაზური მედია, მკვლელობის გარშემო კიდევ ერთ ვერსიაზე წერს, რომლის თანახმადაც, საქმის უკან მკვლელობის მთავარი შემკვეთი, აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ბიძაშვილი, რეგიონში გავლენიანი ბიზნესმენი ქემალ არძინბაა.

ადგილობრივების ცნობით, არძინბა ძირითადად ტურიზმის ბიზნესით არის დაკავებული და ასტამურ შამბა, იგივე "ასტიკი", რომელიც ბოლო ხანებში გავლენის სფეროებს აფართოებდა, არძინბას ულტიმატუმის ენით ელაპარაკებოდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს არ აპატიეს.

სხვათაშორის, 2017 წელს ru.krymr.com-მ წერდა, რომ ქემალ არძინბა, 2007 წელს თბილისში იმყოფებოდა, სადაც სიკვდილისგან იხსნეს.

"2007 წელს უსიცოცხლო მდგომარეობაში გადაიყვანეს თბილისის ნარკოლოგიურ ცენტრში, სადაც გადაარჩინეს. მაშინ არძინბას გარემოცვამ და სხვებმაც, ეს ქმედება "ნაციონალური ინტერესების" ღალატად შეაფასეს... თუმცა, პასუხად მიიღეს, რომ "რუსული დაზღვევა, პრაქტიკულად არ მუშაობს და ცუდი მომსახურების შემდეგ, თანხის გადახდა მაინც უწევდათ..."

მაშინ ქართულ მედიაშიც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქემალ არძინბა, რომელიც აფხაზეთის ომის დროს აქტიურ მონაწილეობას იღებდა საომარ მოქმედებებში ქართველების წინააღმდეგ, თბილისში მკურნალობდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში პაატა დავითაია ამბობდა, რომ ქემალი არძინბების კლანის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო და მისი მსგავსი ადამიანები, რომელთაც ხელი ქართველების სისხლში ჰქონდათ გასვრილი, ციხეში უნდა მსხდარიყვნენ და არა კლინიკებში, სამკურნალოდ. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, ქემალ არძინბამ ე.წ ადმინისტრაციული საზღვარი ყალბი პასპორტით გადმოკვეთა.

აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ქემალ არძინბამ აფხაზეთი რამდენიმე დღის წინ დატოვა, უკვე ყოფილი შს მინისტრის მოადგილის ქიშმახოვის დახმარებით.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მკვლელობის დაუყოვნებლივ გახსნის ბრძანება გასცა. მისივე თქმით, "ქვეყანაში ე.წ. კანონიერი ქურდობის რომანტიზაცია უნდა შეწყდეს და ამისთვის კანონის გამკაცრება და ახალი კადრებია საჭირო..."

ხაჯიმბას პათოსს არაგულწრფელს უწოდებს ადგილობრივი მოსახლეობა, მათი თქმით, სწორედ გუდაუთელ "კრიმინალურ ავტორიტეტებთან" კონსულტაციის შემდეგ ნიშნავდა ამა თუ იმ მაღალჩინოსანს ხაჯიმბა ხელისუფლებაში, რადგან "მათ გარეშე ის ვითომ მშვიდობაც არ ექნებოდა, რაც ახლა აქვთ..."

სოხუმის ცენტრში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, აქამდე მიჩუმებული აფხაზური ოპოზიციაც გააქტიურდა. ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა რეალური ცვლილებების მოთხოვნით გამოდის. აფხაზები კი წერენ, რომ იქცევა თუ არა ეს მკვლელობა დიდი ცვლილებების დასაწყისად, დრო აჩვენებთ...

"გამოთვრებიან და შეცვივდებიან ზღვაში... მათ გამო ჩვენი მაშველები სიცოცხლით რისკავენ" - უკონტროლო სანაპირო აფხაზეთში და ათამდე გარდაცვლილი ტურისტი

სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნის პროვოცირებაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანი ბრალდებას უარყოფს

"ძალიან ცუდი სტატისტიკაა... ინფიცირებულთა შორის უამრავი ბავშვია, რომელთაც ვირუსი მძიმე ფორმებში გადააქვთ" - აფხაზეთსა და ცხინვალში "ინდური შტამი" გამოჩნდა