პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვირუსების აქტიურობა გაორმაგებულია... პიკს დეკემბრის ბოლოს ველოდებით" - იაშვილის კლინიკის დირექტორი აქტუალურ საკითხებზე
"ვირუსების აქტიურობა გაორმაგებულია... პიკს დეკემბრის ბოლოს ველოდებით" - იაშვილის კლინიკის დირექტორი აქტუალურ საკითხებზე

იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, ივა­ნე ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გრი­პის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პი­კის პე­რი­ო­დის პროგ­ნო­ზი­რე­ბა რთუ­ლია, თუმ­ცა შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა დე­კემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე გრი­პის ვირუ­სის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მხო­ლოდ ორი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

„უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ვიდ­რე 2018-2019 წლებ­ში. ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ ერთი წლის წინ, ნო­ემ­ბერ­ში იყო გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა. ახლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში გვაქვს მხო­ლოდ ორი შემ­თხვე­ვა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. ერთი შემ­თხვე­ვა B ტი­პის გრი­პის ვირუ­სი იყო იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა იყო გუ­შინ, A ტი­პის ვირუ­სი. მხო­ლოდ ორი ტი­პის ვირუ­სია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სხვა ტი­პის ვირუ­სე­ბი არ აქ­ტი­უ­რო­ბენ. პი­რი­ქით - სხვა ტი­პის ვირუ­სე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა მა­ღა­ლია, მაგ­რამ კარ­გია, რომ ასე­თი კლი­ნი­კუ­რი ვირუ­სე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი არის ერ­თე­უ­ლი. შარ­შან დე­კემ­ბერ­ში მი­ვი­ღეთ პიკი, ამი­ტომ ვე­ლო­დე­ბით წელ­საც დე­კემ­ბერ­ში ამ შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბას. ტი­პუ­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის დე­კემ­ბე­რი, იან­ვა­რი, თე­ბერ­ვა­ლი, მარ­ტი, ეს არის ვირუ­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ატი­უ­რო­ბის პე­რი­ო­დი.

ჩვენ ვა­ფიქ­სი­რებთ შე­მოს­ვლას რო­გორც იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში, ასე­ვე, რეს­პი­რა­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტში. თუ წინა კვი­რებ­ში 5-6 შე­მოს­ვლა იყო ამ დე­პარ­ტა­მენ­ტში ყო­ველ­დღი­უ­რად, ახლა გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია, 10-12 ასე­თი შემ­თხვე­ვა შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. მა­ტე­ბას ვე­ლო­დე­ბით, თუმ­ცა პი­კუ­რი მა­ტე­ბას პროგ­ნო­ზი­რე­ბა რთუ­ლია, რად­გან 2017-18 წელს ძი­რი­თა­დად B ტი­პის ვირუ­სი იყო, შარ­შან პი­რი­ქით A ტი­პის. რა იქ­ნე­ბა წელს, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია”, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მისი თქმით, გრი­პის ვირუ­სის ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბია მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ზო­გა­დი სი­სუს­ტე, ასე­ვე ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ყე­ლი­სა და მუც­ლის ტკი­ვი­ლი.

„ეს არის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს რამ­დე­ნი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი სიმპტო­მით. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ასე­ვე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ზო­გა­დი სი­სუს­ტე, შე­იძ­ლე­ბა იყოს ყე­ლის ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბი­სა და სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი. ბავ­შვებ­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს მუც­ლის ტკი­ვი­ლი. ასე რომ, გან­სხვა­ვე­ბა გრიპ­სა და გა­ცი­ე­ბას შო­რის საკ­მა­ოდ დი­დია”, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მისი თქმით, ვაქ­ცი­ნის დე­ფი­ცი­ტი ამ ეტაპ­ზე არ არის.

ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი ნო­ემ­ბრის და­სა­წყი­სია, ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა ახ­ლაც რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია.

“სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად გა­ზარ­დოს უფა­სო ვაქ­ცი­ნა რისკ ჯგუ­ფებ­ში. წელს 100 ათას აღ­წევს ამ ვაქ­ცი­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. რაც საკ­მა­ოდ დიდი მო­ცუ­ლო­ბაა.

მე არ მგო­ნია, რომ დე­ფი­ცი­ტი იყოს, იაშ­ვი­ლის მა­გა­ლით­ზე გე­ტყვით, ჩვენ გვაქვს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კა­ბი­ნე­ტი. რა შემ­თხვე­ვა­შიც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია სი­ტყვა „დე­ფი­ცი­ტი“ გა­მო­ვი­ყე­ნოთ, ეს ეხე­ბო­და მხო­ლოდ 4 კომ­პო­ნენ­ტი­ან ვაქ­ცი­ნას, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს ორი A და ორი B ტი­პის კომ­პო­ნენტს.

ნო­ემ­ბრის და­სა­წყი­სი იდე­ა­ლუ­რია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის. ეს ვაქ­ცი­ნა მოქ­მე­დე­ბას იწყებს შეყ­ვა­ნი­დან 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. ახ­ლაც, რა თქმა უნდა, აზრი აქვს ამ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბას”, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მეგი
0

ვაქცინის ფასი რუსთავში 40 ლარი და თბილისში 60 ლარი, ეს როგორ გავიგოთ აგვიხსენით.

mari
3

exla daivkeben.u xelovnurad at avrceleben viruss,ra ician rom dekembris bolodan ikeba metad avrcelebuli

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ვირუსების აქტიურობა გაორმაგებულია... პიკს დეკემბრის ბოლოს ველოდებით" - იაშვილის კლინიკის დირექტორი აქტუალურ საკითხებზე

"ვირუსების აქტიურობა გაორმაგებულია... პიკს დეკემბრის ბოლოს ველოდებით" - იაშვილის კლინიკის დირექტორი აქტუალურ საკითხებზე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის ვირუსის გავრცელების პიკის პერიოდის პროგნოზირება რთულია, თუმცა შემთხვევების მატება დეკემბრის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული.

„უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე 2018-2019 წლებში. ეს გამოიხატება იმაში, რომ ერთი წლის წინ, ნოემბერში იყო გრიპის შემთხვევების მატება. ახლა, საქართველოში გვაქვს მხოლოდ ორი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებული. ერთი შემთხვევა B ტიპის გრიპის ვირუსი იყო იდენტიფიცირებული, მეორე შემთხვევა იყო გუშინ, A ტიპის ვირუსი. მხოლოდ ორი ტიპის ვირუსია დადასტურებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ტიპის ვირუსები არ აქტიურობენ. პირიქით - სხვა ტიპის ვირუსების აქტიურობა მაღალია, მაგრამ კარგია, რომ ასეთი კლინიკური ვირუსების შემთხვევები არის ერთეული. შარშან დეკემბერში მივიღეთ პიკი, ამიტომ ველოდებით წელსაც დეკემბერში ამ შემთხვევების მატებას. ტიპურია საქართველოსთვის დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, ეს არის ვირუსების მაქსიმალური ატიურობის პერიოდი.

ჩვენ ვაფიქსირებთ შემოსვლას როგორც იაშვილის კლინიკაში, ასევე, რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტში. თუ წინა კვირებში 5-6 შემოსვლა იყო ამ დეპარტამენტში ყოველდღიურად, ახლა გაორმაგებულია, 10-12 ასეთი შემთხვევა შეიძლება იყოს დაფიქსირებული. მატებას ველოდებით, თუმცა პიკური მატებას პროგნოზირება რთულია, რადგან 2017-18 წელს ძირითადად B ტიპის ვირუსი იყო, შარშან პირიქით A ტიპის. რა იქნება წელს, რთული სათქმელია”, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, გრიპის ვირუსის ძირითადი სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, ასევე ზოგ შემთხვევაში ყელისა და მუცლის ტკივილი.

„ეს არის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს რამდენიმე გამორჩეული სიმპტომით. მაღალი ტემპერატურა, ასევე დამახასიათებელია ზოგადი სისუსტე, შეიძლება იყოს ყელის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. ბავშვებში შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი. ასე რომ, განსხვავება გრიპსა და გაციებას შორის საკმაოდ დიდია”, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, ვაქცინის დეფიციტი ამ ეტაპზე არ არის.

ჩხაიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი ნოემბრის დასაწყისია, ვაქცინის გაკეთება ახლაც რეკომენდირებულია.

“სახელმწიფოს გადაწყვეტილება ყოველწლიურად გაზარდოს უფასო ვაქცინა რისკ ჯგუფებში. წელს 100 ათას აღწევს ამ ვაქცინების რაოდენობა. რაც საკმაოდ დიდი მოცულობაა.

მე არ მგონია, რომ დეფიციტი იყოს, იაშვილის მაგალითზე გეტყვით, ჩვენ გვაქვს ვაქცინაციის კაბინეტი. რა შემთხვევაშიც ჩვენ შეგვიძლია სიტყვა „დეფიციტი“ გამოვიყენოთ, ეს ეხებოდა მხოლოდ 4 კომპონენტიან ვაქცინას, რომელიც შეიცავს ორი A და ორი B ტიპის კომპონენტს.

ნოემბრის დასაწყისი იდეალურია ვაქცინაციისთვის. ეს ვაქცინა მოქმედებას იწყებს შეყვანიდან 2 კვირის განმავლობაში. ახლაც, რა თქმა უნდა, აზრი აქვს ამ ვაქცინის გაკეთებას”, - განაცხადა ჩხაიძემ.

რა დაუწერა დაჭრილმა პოლიციელმა მის მოსანახულებლად მისულ შს მინისტრს - კადრები საავადმყოფოდან

მართვით სუნთქვაზეა, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა - ცოტნე გამსახურდიას ექიმი

ექიმი - ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა დამატებითი ოპერაცია დასჭირდეს