მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგაზრდა მათემატიკოსთა საერთაშორისო ტურნირი 2020 წელს საქართველოში ჩატარდება
ახალგაზრდა მათემატიკოსთა საერთაშორისო ტურნირი 2020 წელს საქართველოში ჩატარდება

2020 წლის 28 ივ­ნი­სი­დან 5 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით სა­ქარ­თვე­ლო და კონ­კრე­ტუ­ლად, სერ­ვან­ტე­სის სა­ხე­ლო­ბის გიმ­ნა­ზია აია-ჯეს­სი ახალ­გაზ­რდა მა­თე­მა­ტი­კოს­თა მე-12 სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირს უმას­პინ­ძლებს. ეს არის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ტურ­ნი­რი, რო­მელ­შიც ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლომ უკვე ოთხჯერ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ამ­ჯე­რად ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თხოვ­ნით, ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­პინ­ძე­ლიც იქ­ნე­ბა.

სერ­ვან­ტე­სის სა­ხე­ლო­ბის გიმ­ნა­ზია აია-ჯეს­სის დი­რექ­ტო­რის რუ­სუ­დან ბოლ­ქვა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მხრი­დან ორი წე­ლია, არ­სე­ბობს სურ­ვი­ლი, რომ ტურ­ნი­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­დეს.

„შარ­შან უარი ვთქვით, რად­გან ასე­თი სო­ლი­დუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­პინ­ძლო­ბის­თვის მზად არ ვი­ყა­ვით. თუმ­ცა მთე­ლი წელი ვმუ­შა­ობ­დით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ვემ­ზა­დე­ბო­დით, ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დით პო­ტენ­ცი­ურ სპონ­სო­რებს და სა­ფუძ­ველს ვამ­ზა­დე­ბით მას­პინ­ძლო­ბის­თვის. უკვე გვყავს რამ­დე­ნი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბი­თაც ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ვგეგ­მავთ. ტურ­ნი­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბით არა მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ვი­ტყვით ჩვენს სათ­ქმელს, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს გა­რეთ გაც­ნო­ბა­სა და კულ­ტუ­რა­თა დი­ა­ლოგ­ზე ვა­კე­თებთ აქ­ცენტს. მოს­წავ­ლე­ე­ბი საფ­რა­გე­თი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, პო­ლო­ნე­თი­დან და კი­დევ არა­ერ­თი ქვეყ­ნი­დან ეს­ტუმ­რე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს და პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ექ­სკურ­სი­ა­ზეც წავ­ლენ, გა­ეც­ნო­ბი­ან ჩვენს კულ­ტუ­რას და ტრა­დი­ცი­ებს. სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბის მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ტა­რე­ბა შევ­ძლოთ. ამა­ში დიდ წვლილს ჩვე­ნი სპონ­სო­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი შე­ი­ტა­ნენ,“ - გან­მარ­ტავს ბოლ­ქვა­ძე.

ამ დრო­ის­თვის აია-ჯეს­სის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: English Book Education, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ინ­გლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად და ნა­ყო­ფი­ე­რად საქ­მი­ა­ნობს, შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და რო­ბა­ქი­ძის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ტურ­ნი­რის ფარ­გლებ­ში სე­სი­ე­ბი პა­რა­ლე­ლუ­რად ორი­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გარ­და ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რაცმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ღო­ნის­ძი­ე­ბის მა­ღალ დო­ნე­ზე მას­პინ­ძლო­ბა და ქვეყ­ნის სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე წარ­მო­ჩე­ნა შეძ­ლოს. „კუ­ლამ“ და „ბა­კუ­რი­ან­მა“დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი უკვე გა­მოთ­ქვეს.

„ეს არის ქვეყ­ნის სა­ი­მი­ჯო ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბა­შიც გევ­ხმა­რე­ბი­ან მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ე­ბი,“ - და­ა­მა­ტა ბოლ­ქვა­ძემ.

ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლი­ათ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან შემ­დგარ ჯგუ­ფებს, რომ­ლებ­საც მენ­ტო­რი ეყო­ლე­ბათ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ ამო­ცა­ნე­ბი არა სას­კო­ლო, არა­მედ უმაღ­ლე­სი მა­თე­მა­ტი­კი­და­ნაა. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში 2020 წლის მარ­ტში ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა 10 გა­და­უჭ­რე­ლი ამო­ცა­ნა, რომ­ლის ამო­სახ­სნე­ლა­დაც ჯგუ­ფებს მენ­ტო­რებ­თან ერ­თად 3 თვე ექ­ნე­ბათ. მა­ის­ში კი ონ­ლა­ინ კენ­ჭისყ­რის შე­დე­გად სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რი სა­ბო­ლო­ოდ მო­ნა­წი­ლე ჯგუ­ფებს და­ა­სა­ხე­ლებს. უშუ­ა­ლოდ ტურ­ნი­რის ფარ­გლებ­ში ჯგუ­ფე­ბი და­ი­ყო­ფი­ან პრე­ზენ­ტა­ტო­რე­ბად, ოპო­ნენ­ტე­ბად და რე­ცენ­ზენ­ტე­ბად. ყვე­ლა გუნდს სა­მი­ვე როლ­ში ყოფ­ნა მო­უ­წევს და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

„ეს არ არის უბ­რა­ლო ოლიმ­პი­ა­და, რო­მელ­საც მხო­ლოდ მა­თე­მა­ტი­კის უმაღ­ლეს დო­ნე­ზე ცოდ­ნა სჭირ­დე­ბა. ტურ­ნი­რი მოს­წავ­ლე­ებს ისე­თი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რო­მე­ლიც 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად გა­დამ­წყვე­ტია. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­შიც ვა­ტა­რებთ ხოლ­მე მსგავ­სი ფორ­მა­ტის ად­გი­ლობ­რივ ტურ­ნი­რებს და ბავ­შვებს აღ­ნიშ­ნუ­ლი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბით,“ - გან­მარ­ტავს ბოლ­ქვა­ძე.

ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ გუნ­დე­ბი საფ­რან­გე­თი­დან, რუ­მი­ნე­თი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, ბულ­გა­რე­თი­დან, ბე­ლო­რუ­სი­ი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, პო­ლო­ნე­თი­დან. ამ ქვეყ­ნე­ბის­თვის პრე­ზენ­ტა­ცია უკვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია და 2020 წელს და­გეგ­მი­ლი ტურ­ნი­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია აქვთ. თუმ­ცა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლი არ არის და გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

ახალგაზრდა მათემატიკოსთა საერთაშორისო ტურნირი 2020 წელს საქართველოში ჩატარდება

ახალგაზრდა მათემატიკოსთა საერთაშორისო ტურნირი 2020 წელს საქართველოში ჩატარდება

2020 წლის 28 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით საქართველო და კონკრეტულად, სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსი ახალგაზრდა მათემატიკოსთა მე-12 საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. ეს არის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ტურნირი, რომელშიც ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველომ უკვე ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა და ამჯერად ორგანიზატორების თხოვნით, ღონისძიების მასპინძელიც იქნება.

სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის დირექტორის რუსუდან ბოლქვაძის განმარტებით, ორგანიზატორების მხრიდან ორი წელია, არსებობს სურვილი, რომ ტურნირი საქართველოში ჩატარდეს.

„შარშან უარი ვთქვით, რადგან ასეთი სოლიდური ღონისძიების მასპინძლობისთვის მზად არ ვიყავით. თუმცა მთელი წელი ვმუშაობდით ამ მიმართულებით, ვემზადებოდით, ვუკავშირდებოდით პოტენციურ სპონსორებს და საფუძველს ვამზადებით მასპინძლობისთვის. უკვე გვყავს რამდენიმე გამორჩეული მხარდამჭერი, რომელთა დახმარებითაც ღონისძიების ჩატარებას ვგეგმავთ. ტურნირის საქართველოში ჩატარებით არა მხოლოდ განათლების სფეროში ვიტყვით ჩვენს სათქმელს, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთ გაცნობასა და კულტურათა დიალოგზე ვაკეთებთ აქცენტს. მოსწავლეები საფრაგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და კიდევ არაერთი ქვეყნიდან ესტუმრებიან საქართველოს და პროგრამის ფარგლებში ექსკურსიაზეც წავლენ, გაეცნობიან ჩვენს კულტურას და ტრადიციებს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარება შევძლოთ. ამაში დიდ წვლილს ჩვენი სპონსორები და მხარდამჭერები შეიტანენ,“ - განმარტავს ბოლქვაძე.

ამ დროისთვის აია-ჯესსის მხარდამჭერები არიან: English Book Education, რომელიც ქვეყანაში ინგლისური ენის სწავლების მიმართულებით აქტიურად და ნაყოფიერად საქმიანობს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. ტურნირის ფარგლებში სესიები პარალელურად ორივე უნივერსიტეტში გაიმართება. ორგანიზატორების განმარტებით, განათლების სფეროს წარმომადგენლების გარდა ბიზნესის მხარდაჭერაცმნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ღონისძიების მაღალ დონეზე მასპინძლობა და ქვეყნის სათანადო დონეზე წარმოჩენა შეძლოს. „კულამ“ და „ბაკურიანმა“დახმარების სურვილი უკვე გამოთქვეს.

„ეს არის ქვეყნის საიმიჯო ღონისძიება, რომლის წარმატებით ჩატარებაშიც გევხმარებიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები,“ - დაამატა ბოლქვაძემ.

ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარ ჯგუფებს, რომლებსაც მენტორი ეყოლებათ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამოცანები არა სასკოლო, არამედ უმაღლესი მათემატიკიდანაა. ღონისძიების ფარგლებში 2020 წლის მარტში ცნობილი გახდება 10 გადაუჭრელი ამოცანა, რომლის ამოსახსნელადაც ჯგუფებს მენტორებთან ერთად 3 თვე ექნებათ. მაისში კი ონლაინ კენჭისყრის შედეგად საერთაშორისო ჟიური საბოლოოდ მონაწილე ჯგუფებს დაასახელებს. უშუალოდ ტურნირის ფარგლებში ჯგუფები დაიყოფიან პრეზენტატორებად, ოპონენტებად და რეცენზენტებად. ყველა გუნდს სამივე როლში ყოფნა მოუწევს და გამარჯვებული რამდენიმე კატეგორიაში გამოვლინდება.

„ეს არ არის უბრალო ოლიმპიადა, რომელსაც მხოლოდ მათემატიკის უმაღლეს დონეზე ცოდნა სჭირდება. ტურნირი მოსწავლეებს ისეთი უნარების გამომუშავების საშუალებას აძლევს, რომელიც 21-ე საუკუნეში წარმატების მისაღწევად გადამწყვეტია. ჩვენ საქართველოშიც ვატარებთ ხოლმე მსგავსი ფორმატის ადგილობრივ ტურნირებს და ბავშვებს აღნიშნული უნარების გამომუშავებაში ვეხმარებით,“ - განმარტავს ბოლქვაძე.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ გუნდები საფრანგეთიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, ბულგარეთიდან, ბელორუსიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან. ამ ქვეყნებისთვის პრეზენტაცია უკვე ჩატარებულია და 2020 წელს დაგეგმილი ტურნირის შესახებ ინფორმაცია აქვთ. თუმცა მონაწილეობა შეზღუდული არ არის და განცხადების გაკეთება სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ.