მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იწვევს ცისტიტს და როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას - უროლოგის რეკომენდაციები
რა იწვევს ცისტიტს და როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას - უროლოგის რეკომენდაციები

ცის­ტი­ტი შარ­დსა­ს­ქე­სო სის­ტე­მის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა. ხში­რად ის უმ­ნიშ­ვნე­ლო პრობ­ლე­მა ჰგო­ნი­ათ და ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ, რა­მაც შე­საძ­ლოა, მძი­მე შე­დე­გე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს.

რა იწ­ვევს ცის­ტიტს, არის თუ არა ის სე­ზო­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან და რო­გორ ვუმ­კურ­ნა­ლოთ, თუ მა­ინც დაგ­ვე­მარ­თა? - თე­მა­ზე ურო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, ქე­თე­ვან ცა­ნა­ვა AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რე­ბა:

"ცის­ტი­ტი სა­შარ­დე სის­ტე­მის ქვე­და ნა­წი­ლის, შარ­დის ბუშ­ტის ან­თე­ბაა. გა­ნას­ხვა­ვე­ბენ მარ­ტივ, გა­ურ­თუ­ლე­ბელ და გარ­თუ­ლე­ბულ ცის­ტიტს.

მარ­ტი­ვი გა­ურ­თუ­ლე­ბე­ლი ცის­ტი­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბია:

გახ­ში­რე­ბუ­ლი და მტკივ­ნე­უ­ლი შარ­დვა, მო­შარ­დვის იმ­პე­რა­ტი­უ­ლი სურ­ვი­ლი, ტკი­ვი­ლი მუც­ლის ქვე­და ნა­წილ­ში. არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად, თან ახ­ლავს სის­ხლნა­რე­ვი შარ­დის არ­სე­ბო­ბა.

გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ცის­ტი­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბია:

წინა სიმპტო­მებ­ზე და­მა­ტე­ბით - ცხე­ლე­ბა, წე­ლის ტკი­ვი­ლი. შემ­ცივ­ნე­ბის, გუ­ლის­რე­ვის გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უპ­რი­ა­ნია, და­ვუშ­ვათ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა სა­შარ­დე სის­ტე­მის ზედა ნა­წი­ლებ­ში.

ცის­ტი­ტის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ძი­რი­თა­დად, სა­შარ­დე სის­ტე­მის ჩვე­უ­ლი ბი­ნა­და­რის, ნაწ­ლა­ვის ჩხი­რის პა­თო­გე­ნუ­რი გამ­რავ­ლე­ბაა. უფრო იშ­ვი­ა­თად ცის­ტი­ტის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა ბაქ­ტე­რი­აც (სტა­ფი­ლო­კო­კი, სტრეპ­ტო­კო­კი, კლებ­სი­ე­ლა და სხვა).

ცის­ტი­ტი უფრო ხში­რად ქა­ლებ­ში ვლინ­დე­ბა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ანუ­სი­სა და ურეთ­რის სი­ახ­ლო­ვეს­თან. ცის­ტი­ტის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის რისკ ფაქ­ტო­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა ჩა­სახ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დი­აფ­რაგ­მე­ბის, სპერ­მი­ცი­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც" - ამ­ბობს ურო­ლო­გი.

სპე­ცი­ა­ლის­ტის თქმით, ცის­ტი­ტის კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, ხში­რია შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულ, გა­და­ად­გი­ლე­ბის უნარს მოკ­ლე­ბულ, მძი­მე სო­მა­ტუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში, წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის ჰი­პერ­პლა­ზი­ის მქო­ნე მა­მა­კა­ცებ­ში, სა­შარ­დე სის­ტე­მის სტრუქ­ტუ­რუ­ლი პა­თო­ლო­გი­ის მქო­ნე პი­რებ­ში. ხში­რია ცის­ტი­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი ორ­სულ ქა­ლებ­ში.

"უნდა გავ­მიჯ­ნოთ ცის­ტი­ტი მე­ნო­პა­უ­ზის შარ­დსა­ს­ქე­სო სინ­დრო­მი­სა­გან, რომ­ლის­თვი­საც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ქა­ლის სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის ატრო­ფია, სიმ­შრა­ლე, წვი­სა და ქა­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა გა­რე­თა შარდ-სა­ს­ქე­სო მი­და­მო­ში, გახ­ში­რე­ბუ­ლი შარ­დვა, ზოგ­ჯერ მტკივ­ნე­უ­ლი შარ­დვა. ეს სიმპტო­მე­ბი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ესტრო­გე­ნე­ბის და­ბალ დო­ნეს­თან, არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს სა­შარ­დე სის­ტე­მა­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბის პა­თო­ლო­გი­ურ ზრდას­თან და, შე­სა­ბა­მი­სად, არ იკურ­ნე­ბა ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით" - ამ­ბობს ქე­თე­ვან ცა­ნა­ვა.

არის თუ არა სე­ზო­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბა ცის­ტი­ტი?

ამ და­ა­ვა­დე­ბის­თვის სე­ზო­ნუ­რო­ბა არ არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ცივი პე­რი­ო­დი, ეზოს ბო­ლოს არ­სე­ბუ­ლი ტუ­ა­ლე­ტი და შარ­დის ბუშ­ტის დრო­უ­ლი დაც­ლის შე­ფერ­ხე­ბა, ქმნის გარ­კვე­ულ წი­ნა­პი­რო­ბას ბაქ­ტე­რი­ე­ბის გა­სამ­რავ­ლებ­ლად.

რო­გორ ვუმ­კურ­ნა­ლოთ?

ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბა, სა­სურ­ვე­ლია ცის­ტი­ტის შემ­თხვე­ვაც შე­ა­ფა­სოს ექიმ­მა. სპე­ცი­ა­ლის­ტი უკეთ შე­ა­ფა­სებს პა­ცი­ენ­ტის ჩი­ვი­ლებს, რისკ-ფაქ­ტო­რებს, კო­მორ­ბი­დუ­ლო­ბას, ცის­ტი­ტის ყვე­ლა გა­მომ­წვევ მი­ზეზს და მო­სა­ლოდ­ნელ გარ­თუ­ლე­ბებს. თუ ექიმ­თან ვი­ზი­ტი არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, მარ­ტი­ვი, გა­ურ­თუ­ლე­ბე­ლი ცის­ტი­ტის შემ­თხვე­ვა­ში არ­ჩე­ვის პრე­პა­რა­ტია ტრი­მე­თოპ­რი­მი, ან ფოს­ფო­მი­ცი­ნი. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ემ­პი­რი­უ­ლი ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი თე­რა­პი­ის და­წყე­ბი­დან 48-დან 72 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩი­ვი­ლე­ბი მა­ინც დარ­ჩე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს.

ცის­ტი­ტის პრე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის სა­ჭი­როა ადექ­ვა­ტუ­რად მი­ვი­ღოთ არა­მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი, დრო­უ­ლად დავ­ცა­ლოთ შარ­დის ბუშ­ტი, დრო­უ­ლად გა­მო­ვავ­ლი­ნოთ და გა­მო­ვას­წო­როთ შარ­დის პა­სა­ჟის დარ­ღვე­ვის ყვე­ლა შე­საძ­ლო მი­ზე­ზი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

რა იწვევს ცისტიტს და როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას - უროლოგის რეკომენდაციები

რა იწვევს ცისტიტს და როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას - უროლოგის რეკომენდაციები

ცისტიტი შარდსასქესო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ხშირად ის უმნიშვნელო პრობლემა ჰგონიათ და ყურადღებას არ აქცევენ, რამაც შესაძლოა, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს.

რა იწვევს ცისტიტს, არის თუ არა ის სეზონური დაავადება, როგორ ავიცილოთ თავიდან და როგორ ვუმკურნალოთ, თუ მაინც დაგვემართა? - თემაზე უროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ქეთევან ცანავა AMBEBI.GE-ს ესაუბრება:

"ცისტიტი საშარდე სისტემის ქვედა ნაწილის, შარდის ბუშტის ანთებაა. განასხვავებენ მარტივ, გაურთულებელ და გართულებულ ცისტიტს.

მარტივი გაურთულებელი ცისტიტის გამოვლინებებია:

გახშირებული და მტკივნეული შარდვა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში. არცთუ იშვიათად, თან ახლავს სისხლნარევი შარდის არსებობა.

გართულებული ცისტიტის გამოვლინებებია:

წინა სიმპტომებზე დამატებით - ცხელება, წელის ტკივილი. შემცივნების, გულისრევის გამოვლინებების შემთხვევაში, უპრიანია, დავუშვათ ინფექციის გავრცელება საშარდე სისტემის ზედა ნაწილებში.

ცისტიტის გამომწვევი მიზეზი ძირითადად, საშარდე სისტემის ჩვეული ბინადარის, ნაწლავის ჩხირის პათოგენური გამრავლებაა. უფრო იშვიათად ცისტიტის მიზეზი შეიძლება იყოს სხვა ბაქტერიაც (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, კლებსიელა და სხვა).

ცისტიტი უფრო ხშირად ქალებში ვლინდება, რაც დაკავშირებულია ანუსისა და ურეთრის სიახლოვესთან. ცისტიტის განვითარებისათვის რისკ ფაქტორად განიხილება ჩასახვის საწინააღმდეგო დიაფრაგმების, სპერმიციდების გამოყენებაც" - ამბობს უროლოგი.

სპეციალისტის თქმით, ცისტიტის კლინიკური სურათის გამოვლინება, ხშირია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ, გადაადგილების უნარს მოკლებულ, მძიმე სომატური დაავადებების მქონე პაციენტებში, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის მქონე მამაკაცებში, საშარდე სისტემის სტრუქტურული პათოლოგიის მქონე პირებში. ხშირია ცისტიტის გამოვლინებები ორსულ ქალებში.

"უნდა გავმიჯნოთ ცისტიტი მენოპაუზის შარდსასქესო სინდრომისაგან, რომლისთვისაც დამახასიათებელია ქალის სასქესო ორგანოების ატროფია, სიმშრალე, წვისა და ქავილის შეგრძნება გარეთა შარდ-სასქესო მიდამოში, გახშირებული შარდვა, ზოგჯერ მტკივნეული შარდვა. ეს სიმპტომები განპირობებულია ესტროგენების დაბალ დონესთან, არავითარი კავშირი არ აქვს საშარდე სისტემაში ბაქტერიების პათოლოგიურ ზრდასთან და, შესაბამისად, არ იკურნება ანტიბაქტერიული მედიკამენტებით" - ამბობს ქეთევან ცანავა.

არის თუ არა სეზონური დაავადება ცისტიტი?

ამ დაავადებისთვის სეზონურობა არ არის დამახასიათებელი, ცივი პერიოდი, ეზოს ბოლოს არსებული ტუალეტი და შარდის ბუშტის დროული დაცლის შეფერხება, ქმნის გარკვეულ წინაპირობას ბაქტერიების გასამრავლებლად.

როგორ ვუმკურნალოთ?

ისევე, როგორც ყველა დაავადება, სასურველია ცისტიტის შემთხვევაც შეაფასოს ექიმმა. სპეციალისტი უკეთ შეაფასებს პაციენტის ჩივილებს, რისკ-ფაქტორებს, კომორბიდულობას, ცისტიტის ყველა გამომწვევ მიზეზს და მოსალოდნელ გართულებებს. თუ ექიმთან ვიზიტი არ არის შესაძლებელი, მარტივი, გაურთულებელი ცისტიტის შემთხვევაში არჩევის პრეპარატია ტრიმეთოპრიმი, ან ფოსფომიცინი. იმ შემთხვევაში, თუ ემპირიული ანტიბაქტერიული თერაპიის დაწყებიდან 48-დან 72 საათის განმავლობაში, ჩივილები მაინც დარჩება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ცისტიტის პრევენციისათვის საჭიროა ადექვატურად მივიღოთ არამინერალური წყალი, დროულად დავცალოთ შარდის ბუშტი, დროულად გამოვავლინოთ და გამოვასწოროთ შარდის პასაჟის დარღვევის ყველა შესაძლო მიზეზი.

ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს ადამიანი ღმერთს ჩამოაშოროს - რაზე იქადაგა პატრიარქმა

6-7 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ყინვა - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

შემიძლია წავიტრაბახო, თბილისს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება - კახა კალაძე