მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ართროსკოპია - სახსრის ქირურგიული მკურნალობის ეფექტური მეთოდი
ართროსკოპია - სახსრის ქირურგიული მკურნალობის ეფექტური მეთოდი

ართრო­ზი სახ­სრე­ბის და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში ფარ­თო­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ეს და­ა­ვა­დე­ბა დე­და­მი­წის მო­სახ­ლე­ო­ბის 80%-ს აწუ­ხებს. გავ­რცე­ლე­ბის კუ­თხით, ართრო­ზი გულ-სის­ხლძარ­ღვთა და ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბის შემ­დეგ მე­სა­მე ად­გილ­ზეა.

სამ­წუ­ხა­როდ პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა იმ­დე­ნად დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია, რომ ართრო­ზის მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლია და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ადა­მი­ა­ნებ­მა, პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, პე­რი­ო­დუ­ლად მი­მარ­თონ ექიმს და ჩა­ი­ტა­რონ სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო კვლე­ვე­ბი.

რო­გორ ვი­თარ­დე­ბა ართრო­ზი და რა­ტომ არის ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა მისი მკურ­ნა­ლო­ბის ერ­თა­დერ­თი ეფექ­ტი­ა­ნი გზა? ამ თე­მებ­ზე აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ორ­თო­პე­დია-ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი კვა­რა­ცხე­ლია გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რა­ტომ ვი­თარ­დე­ბა ართრო­ზი და რო­გო­რია ამ და­ა­ვა­დე­ბის სტა­ტის­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ართრო­ზი არის სახ­სრე­ბის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც 21-ე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ მო­დე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა. სამ­წუ­ხა­როდ, გვი­ა­ნი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის გამო (როცა ართრო­ზი უკვე მე-3, მე4 ხა­რის­ხი­საა) მის­გან ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე თა­ვის დაღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ართრო­ზი ვი­თარ­დე­ბა რო­გორც თან­და­ყო­ლი­ლი პათ­ლო­გი­ე­ბის, ასე­ვე შე­ძე­ნი­ლი დე­ფორ­მა­ცი­ე­ბის შე­დე­გად. მისი მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ მე­თო­დად ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ით­ვლე­ბა, რაც სახ­სრის სრულ ან ნა­წი­ლობ­რივ ჩა­ნაც­ვლე­ბას მო­ი­ცავს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მენჯ-ბარ­ძა­ყის პრობ­ლე­მა უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ვიდ­რე მუხ­ლის სახ­სრის, რად­გან ჩვე­ნი რე­გი­ო­ნი დისპლა­ზი­უ­რი, ანუ არას­წო­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სახ­სრის­კენ მიდ­რე­კი­ლი რე­გი­ო­ნია.

- რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს და­ა­ვა­დე­ბას და შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა მისი პრე­ვენ­ცია?

- რაც შე­ე­ხე­ბა სიმპტო­მებს: სამ­წუ­ხა­როდ, ართრო­ზის ყვე­ლა­ზე ხში­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა სახ­სარ­ში ტკი­ვი­ლია. ტკი­ვი­ლის შემ­დეგ ვი­თარ­დე­ბა მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა, რაც პა­ცი­ენტს დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას უკარ­გავს, ეს მდგო­მა­რე­ო­ბა კი გარ­და­უვ­ლად ნიშ­ნავს ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას სახ­სრის ფუნ­ქცი­უ­რად აღ­დგე­ნი­სა და სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ვენ­ცი­ას, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ჩვენს კლი­ნი­კა­ში გვაქვს დი­აგ­ნოს­ტი­კის მრა­ვა­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ლი­თაც და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე აღ­მო­ჩე­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც პა­ცი­ენტს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს რომ სა­წყის ეტაპ­ზე­ვე გა­მოვ­ლინ­დეს და­ა­ვა­დე­ბა, და­ი­ნიშ­ნოს შე­სა­ბა­მი­სი კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა და რიგ შემ­თხვე­ვა­ში გა­და­ვად­დეს ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. კვლე­ვის მე­თო­დე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია დენ­სი­ტო­მეტ­რია.

ოს­ტე­ო­დენ­სი­ტო­მეტ­რი­ის ეს მე­თო­დი წარ­მო­ად­გენს უზუს­ტეს, არა­ინ­ვა­ზი­ურ და სწრაფ მე­თოდს, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს ძვლის მი­ნე­რა­ლურ სიმ­კვრი­ვეს, ად­გენს ძვლის გან­ლე­ვის ხა­რისხს და მო­ტე­ხი­ლო­ბის რის­კებს.

ქალ­ბა­ტო­ნებ­ში ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რა­დღე­ბო პე­რი­ო­დი, ამ მხრივ, 50 წლი­დან იწყე­ბა. ამ ასა­კის ქა­ლებ­მა პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით, წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც უნდა ჩა­ი­ტა­რონ კვლე­ვა.

- ზო­გა­დად, ართრო­ზის რო­მე­ლი ფორ­მაა ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი?

- ართრო­ზის გან­ვი­თა­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ფორ­მაა ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი: მა­დე­ფორ­მი­რე­ბე­ლი, პოსტ ტრავ­მუ­ლი, დისპლა­ზი­უ­რი.დისპლა­ზი­უ­რი კოქ­სართრო­ზის შემ­თხვე­ვა­ში ასა­კი შე­ი­ძე­ბა იყოს ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა, რად­გან დისპლა­ზი­უ­რი ართრო­ზი ვი­თარ­დე­ბა თან­და­ყო­ლი­ლი დე­ფორ­მა­ცი­ე­ბის შე­დე­გად. რიგ შემ­თხვე­ვებ­ში პა­ტა­რა ასაკ­ში­ვე გვი­წევს სახ­სრე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა, რათა მოხ­დეს სხვა სახ­სრე­ბის და­ზოგ­ვა, სწო­რი ბი­ო­მე­ქა­ნი­კის აღ­დგე­ნა, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში და­ზო­გავს სხვა სახ­სრე­ბის რე­აქ­ტი­ულ ცვე­თას.

პოსტ-ტრავ­მუ­ლი ართრო­ზი ვი­თარ­დე­ბა ტრავ­მის მი­ღე­ბის შემ­დეგ შეც­ვლი­ლი ნორ­მა­ლუ­რი ანა­ტო­მი­ის შე­დე­გად. ამ შემ­თხვე­ვა­შიც ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მი­ზა­ნი პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა.სხვა­თა შო­რის, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, გაზ­რდი­ლია რე­ენ­დოპ­რო­ტე­ზი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ პრო­თე­ზის კომ­პო­ნენ­ტე­ბის რე­სურ­სი ამო­წუ­რუ­ლია.

ამ უკა­ნას­კნე­ლის დროს ვი­ყე­ნებთ სცინ­ტიგ­რა­ფი­ულ კვლე­ვას. ის გვიჩ­ვე­ნებს სახ­სრის რო­მე­ლი კომ­პო­ნენ­ტი რამ­დე­ნა­დაა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და სა­ჭი­რო­ებს თუ არა შეც­ვლას. ადრე ამ კვლე­ვას მაგ­ნი­ტო-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ით ვა­კე­თებ­დით, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც სცინ­ტიგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა, ძი­რი­თა­დად აღ­ნიშ­ნულ კვლე­ვას ვეყ­რდნო­ბით.

- რა უპი­რა­ტე­სო­ბებს ფლობს თო­დუ­ას კლი­ნი­კა ართრო­ზის ქი­რურ­გი­ულ მკურ­ნა­ლო­ბა­ში?

- თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში უპი­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებთ მაქ­სი­მა­ლუ­რად დამ­ზოგ­ველ ოპე­რა­ცი­ებს, რაც ნიშ­ნავს, რომ ძა­ლი­ან მცი­რე გა­ნაკ­ვე­თით, პრაქ­ტი­კუ­ლად, კუნ­თო­ვა­ნი სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბის გა­რე­შე, იმპლან­ტი თავ­სდე­ბა სახ­სარ­ში. სწო­რედ ამ­გვა­რი ოპე­რა­ცია გვაძ­ლევს პა­ცი­ენ­ტე­ბის სწრა­ფი გა­აქ­ტი­უ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ოპე­რა­ცი­ი­დან 8-10 სა­ა­თის შემ­დეგ ისი­ნი იწყე­ბენ სი­ა­რულს და მე­ო­თხე-მე­ხუ­თე დღეს პრაქ­ტი­კუ­ლად თა­ვი­ან­თი ფე­ხით ტო­ვე­ბენ კლი­ნი­კას.

ასე­თი ოპე­რა­ცი­ი­სას შემ­ცი­რე­ბუ­ლია რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი და პა­ცი­ენტს რე­ა­ლურ სახ­სარ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ხა­რისხს, ჩვენ ვმუ­შა­ობთ სწო­რედ იმ იმპლან­ტე­ბით, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

- რო­გო­რია კლი­ნი­კის გეგ­მე­ბი ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუ­თხით?

- ძა­ლი­ან მალე კლი­ნი­კა­ში გვექ­ნე­ბა ართროს­კო­პი - აპა­რა­ტი, რომ­ლი­თაც ხდე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სახ­სრის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. იან­ვრი­დან მკურ­ნა­ლო­ბის ეს სა­შუ­ა­ლე­ბა აქ­ტი­უ­რად და­ი­ნერ­გე­ბა ჩვენ­თან და ის რო­გორც დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში, ისე ენ­დოს­კო­პი­უ­რი მე­თო­დით მრა­ვა­ლი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა­ში შეგ­ვი­წყობს ხელს. ართროს­კო­პია სახ­სრის ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მი­ნი­ინ­ვა­ზი­უ­რი მე­თო­დია, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შევ­დი­ვართ სახ­სარ­ში და ვათ­ვა­ლი­ე­რებთ სახ­სარს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დი გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას სახ­სრის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი უბ­ნის ნა­წი­ლობ­რი­ვი ან სრუ­ლი ამო­ღე­ბა/ჩა­ნაც­ვლე­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ.

მა­გა­ლი­თად, თუ სახ­სარ­ში გვაქვს მხო­ლოდ მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი უბა­ნი, ართროს­კო­პი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩვენ ძა­ლი­ან დამ­ზოგ­ვე­ლად ვი­ღებთ აღ­ნიშ­ნულ და­ზი­ა­ნე­ბულ უბანს, ვა­ფა­სებთ ხრტი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას, რაც იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლად პა­ცი­ენტს და­ე­ნიშ­ნოს შე­სა­ბა­მი­სი კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, რათა სახ­სრის რე­სურ­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნეს გა­მოყ­ნე­ბუ­ლი.

სი­ახ­ლეა ისიც, რომ ჩვე­ნი აქ­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად გა­და­წყდა ცნო­ბი­ლი ფრან­გი ორ­თო­პე­დის, პრო­ფე­სო­რი ფ. ფა­რი­ზო­ნის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჩვენს კლი­ნი­კას­თან. პრო­ფე­სო­რი ფა­რი­ზო­ნი აქ­ტი­უ­რად მოღ­ვა­წე­ობს სენტ-ეტი­ე­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში. არის იტა­ლი­ის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის კონ­სულ­ტან­ტი და არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი სპორ­ტსმე­ნის ორ­თო­პე­დი.

მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თა და მისი მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით და­ი­გეგ­მე­ბა ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა უახ­ლე­სი ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით.

ქეთინო
0

სამედიცინო თემაა ოდნავ განსხვავებული! რატომ გახადეს სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირება ფასიანი და რატომ ახდევინებენ 120 ლარს საწყალ ექიმებს?

ავტორი:

ართროსკოპია - სახსრის ქირურგიული მკურნალობის ეფექტური მეთოდი

ართროსკოპია - სახსრის ქირურგიული მკურნალობის ეფექტური მეთოდი

ართროზი სახსრების დაავადებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული. სტატისტიკის მიხედვით, ეს დაავადება დედამიწის მოსახლეობის 80%-ს აწუხებს. გავრცელების კუთხით, ართროზი გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური პათოლოგიების შემდეგ მესამე ადგილზეა.

სამწუხაროდ პაციენტების მომართვიანობა იმდენად დაგვიანებულია, რომ ართროზის მედიკამენტოზური მკურნალობა ფაქტობრივად შეუძლებელია და ქირურგიული ჩარევა აუცილებელი ხდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, პრევენციის მიზნით, პერიოდულად მიმართონ ექიმს და ჩაიტარონ სადიაგნოსტიკო კვლევები.

როგორ ვითარდება ართროზი და რატომ არის ქირურგიული ჩარევა მისი მკურნალობის ერთადერთი ეფექტიანი გზა? ამ თემებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ორთოპედია-ტრავმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი კვარაცხელია გვესაუბრება.

- რატომ ვითარდება ართროზი და როგორია ამ დაავადების სტატისტიკა საქართველოში?

- ართროზი არის სახსრების დაავადება, რომელიც 21-ე საუკუნის ყველაზე ფართოდ მოდებული პრობლემაა. სამწუხაროდ, გვიანი მომართვიანობის გამო (როცა ართროზი უკვე მე-3, მე4 ხარისხისაა) მისგან ოპერაციული მკურნალობის გარეშე თავის დაღწევა შეუძლებელია. ართროზი ვითარდება როგორც თანდაყოლილი პათლოგიების, ასევე შეძენილი დეფორმაციების შედეგად. მისი მკურნალობის ყველაზე წარმატებულ მეთოდად ევროპასა და ამერიკაში ქირურგიული ჩარევა ითვლება, რაც სახსრის სრულ ან ნაწილობრივ ჩანაცვლებას მოიცავს.

საქართველოში მენჯ-ბარძაყის პრობლემა უფრო აქტუალურია, ვიდრე მუხლის სახსრის, რადგან ჩვენი რეგიონი დისპლაზიური, ანუ არასწორად განვითარებული სახსრისკენ მიდრეკილი რეგიონია.

- რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას და შესაძლებელია თუ არა მისი პრევენცია?

- რაც შეეხება სიმპტომებს: სამწუხაროდ, ართროზის ყველაზე ხშირი გამოვლინება სახსარში ტკივილია. ტკივილის შემდეგ ვითარდება მოძრაობის შეზღუდვა, რაც პაციენტს დროთა განმავლობაში დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობას უკარგავს, ეს მდგომარეობა კი გარდაუვლად ნიშნავს ქირურგიულ ჩარევას სახსრის ფუნქციურად აღდგენისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

რაც შეეხება პრევენციას, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს კლინიკაში გვაქვს დიაგნოსტიკის მრავალი საშუალება, რომლითაც დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენაა შესაძლებელი, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს რომ საწყის ეტაპზევე გამოვლინდეს დაავადება, დაინიშნოს შესაბამისი კონსერვატიული მკურნალობა და რიგ შემთხვევაში გადავადდეს ქირურგიული ჩარევა. კვლევის მეთოდებიდან აღსანიშნავია დენსიტომეტრია.

ოსტეოდენსიტომეტრიის ეს მეთოდი წარმოადგენს უზუსტეს, არაინვაზიურ და სწრაფ მეთოდს, რომელიც განსაზღვრავს ძვლის მინერალურ სიმკვრივეს, ადგენს ძვლის განლევის ხარისხს და მოტეხილობის რისკებს.

ქალბატონებში ყველაზე საყურადღებო პერიოდი, ამ მხრივ, 50 წლიდან იწყება. ამ ასაკის ქალებმა პროფილაქტიკის მიზნით, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტარონ კვლევა.

- ზოგადად, ართროზის რომელი ფორმაა ყველაზე გავრცელებული?

- ართროზის განვითარების რამდენიმე ფორმაა ყველაზე გავრცელებული: მადეფორმირებელი, პოსტ ტრავმული, დისპლაზიური.დისპლაზიური კოქსართროზის შემთხვევაში ასაკი შეიძება იყოს ძალიან ახალგაზრდა, რადგან დისპლაზიური ართროზი ვითარდება თანდაყოლილი დეფორმაციების შედეგად. რიგ შემთხვევებში პატარა ასაკშივე გვიწევს სახსრების ჩანაცვლება, რათა მოხდეს სხვა სახსრების დაზოგვა, სწორი ბიომექანიკის აღდგენა, რაც საბოლოო ჯამში დაზოგავს სხვა სახსრების რეაქტიულ ცვეთას.

პოსტ-ტრავმული ართროზი ვითარდება ტრავმის მიღების შემდეგ შეცვლილი ნორმალური ანატომიის შედეგად. ამ შემთხვევაშიც ქირურგიული მკურნალობის მიზანი პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაა.სხვათა შორის, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია რეენდოპროტეზირების საჭიროების შემთხვევები. ეს ნიშნავს იმას, რომ პროთეზის კომპონენტების რესურსი ამოწურულია.

ამ უკანასკნელის დროს ვიყენებთ სცინტიგრაფიულ კვლევას. ის გვიჩვენებს სახსრის რომელი კომპონენტი რამდენადაა დაზიანებული და საჭიროებს თუ არა შეცვლას. ადრე ამ კვლევას მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიით ვაკეთებდით, თუმცა მას შემდეგ, რაც სცინტიგრაფიული კვლევის ჩატარების საშუალება მოგვეცა, ძირითადად აღნიშნულ კვლევას ვეყრდნობით.

- რა უპირატესობებს ფლობს თოდუას კლინიკა ართროზის ქირურგიულ მკურნალობაში?

- თოდუას კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ მაქსიმალურად დამზოგველ ოპერაციებს, რაც ნიშნავს, რომ ძალიან მცირე განაკვეთით, პრაქტიკულად, კუნთოვანი სისტემის დაზიანების გარეშე, იმპლანტი თავსდება სახსარში. სწორედ ამგვარი ოპერაცია გვაძლევს პაციენტების სწრაფი გააქტიურების საშუალებას. ოპერაციიდან 8-10 საათის შემდეგ ისინი იწყებენ სიარულს და მეოთხე-მეხუთე დღეს პრაქტიკულად თავიანთი ფეხით ტოვებენ კლინიკას.

ასეთი ოპერაციისას შემცირებულია რეაბილიტაციის პერიოდი და პაციენტს რეალურ სახსართან მიახლოებული მოძრაობის შესრულება შეუძლია. რაც შეეხება ხარისხს, ჩვენ ვმუშაობთ სწორედ იმ იმპლანტებით, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში ყველაზე აქტიურად გამოიყენება.

- როგორია კლინიკის გეგმები ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით?

- ძალიან მალე კლინიკაში გვექნება ართროსკოპი - აპარატი, რომლითაც ხდება აბსოლუტურად ყველა სახსრის დათვალიერება. იანვრიდან მკურნალობის ეს საშუალება აქტიურად დაინერგება ჩვენთან და ის როგორც დიაგნოსტიკაში, ისე ენდოსკოპიური მეთოდით მრავალი ოპერაციის ჩატარებაში შეგვიწყობს ხელს. ართროსკოპია სახსრის ქირურგიული მკურნალობის მინიინვაზიური მეთოდია, რომლის საშუალებითაც შევდივართ სახსარში და ვათვალიერებთ სახსარს. აღნიშნული მეთოდი გვაძლევს საშუალებას სახსრის დაზიანებული უბნის ნაწილობრივი ან სრული ამოღება/ჩანაცვლება განვახორციელოთ.

მაგალითად, თუ სახსარში გვაქვს მხოლოდ მცირე დაზიანებული უბანი, ართროსკოპიის საშუალებით ჩვენ ძალიან დამზოგველად ვიღებთ აღნიშნულ დაზიანებულ უბანს, ვაფასებთ ხრტილის მდგომარეობას, რაც იძლევა საშუალებას პოსტოპერაციულად პაციენტს დაენიშნოს შესაბამისი კონსერვატიული მკურნალობა, რათა სახსრის რესურსი მაქსიმალურად იქნეს გამოყნებული.

სიახლეა ისიც, რომ ჩვენი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა ცნობილი ფრანგი ორთოპედის, პროფესორი ფ. ფარიზონის თანამშრომლობა ჩვენს კლინიკასთან. პროფესორი ფარიზონი აქტიურად მოღვაწეობს სენტ-ეტიენის საუნივერსიტეტო კლინიკაში. არის იტალიის საფეხბურთო ნაკრების კონსულტანტი და არაერთი ცნობილი იტალიელი სპორტსმენის ორთოპედი.

მასთან თანამშრომლობითა და მისი მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარებით დაიგეგმება ჩვენი პაციენტების ქირურგიული მკურნალობა უახლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით.

ულამაზესი ზუგდიდელი გოგონას წარმატება სმენადაქვეითებულთა სილამაზის კონკურსზე - "ყველა გრძნობა ერთად მერეოდა..."

რა გახდა მეტრო "ვარკეთილში" დაკვამლიანების მიზეზი - "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" განმარტება

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მაღაზიაში შემთხვევით ნივთი გაგიტყდათ?