პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილს თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე  ბიზნესკლასის ბილეთი ვუყიდე და შეუძლია ქვეყანა დატოვოს - მამუკა ხაზარაძე
ბიძინა ივანიშვილს თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე  ბიზნესკლასის ბილეთი ვუყიდე და შეუძლია ქვეყანა დატოვოს - მამუკა ხაზარაძე

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ვუ­ყი­დე ბი­ლე­თი, თბი­ლი­სი-მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე. ეს არის ბიზ­ნესკლა­სი, იმი­ტომ, რომ შეჩ­ვე­უ­ლია კარგ ცხოვ­რე­ბას და შე­უძ­ლია და­ტო­ვოს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, - ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა „ლე­ლოს“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მისი და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი იმარ­თე­ბა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო მას შემ­დეგ და­ად­გე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის გზას, როცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნას და­ტო­ვებს.

„ჩვენ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­ვის­მი­ნეთ ივა­ნიშ­ვი­ლის უსირ­ცხვი­ლო გან­ცხა­დე­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ, რო­დე­საც მან თქვა, რომ ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე და­ა­ფი­ნან­სებს 35 ევ­რო­ი­ან ბი­ლე­თებს ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტი­დან და მო­სახ­ლე­ო­ბას, იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ასე ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლი, ნორ­მა­ლუ­რი, ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში, გა­უშ­ვებს სხვა ქვე­ყა­ნა­ში და და­ეხ­მა­რე­ბა ჩვენს ისე­დაც დე­მოგ­რა­ფი­უ­ლად კლე­ბად ერს, ისე­დაც ძა­ლი­ან მძი­მე სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ მო­სახ­ლე­ო­ბას უცხო­ეთ­ში და­საქ­მე­ბა­ში. ამას აკე­თებს ჩვე­ნი ბი­უ­ჯე­ტით, ჩვე­ნი გა­და­სა­ხა­დე­ბით და პრაქ­ტი­კუ­ლად ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას ეუბ­ნე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო ქარ­თვე­ლე­ბის გა­რე­შე.

მე გა­დავ­წყვი­ტე და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ვუ­ყი­დე ბი­ლე­თი, ეს არის „აერ­ოფ­ლო­ტის“ ბი­ლე­თი, გა­მო­წე­რი­ლია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე. ეს არის თბი­ლი­სი-მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბა. ეს არ არის 35- ევ­რო­ი­ა­ნი ბი­ლე­თი, ეს არის ბიზ­ნესკლა­სი, იმი­ტომ, რომ შეჩ­ვე­უ­ლია კარგ ცხოვ­რე­ბას და მას შე­უძ­ლია და­ტო­ვოს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს, ხა­ზა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ „ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რის შოუ გრძელ­დე­ბა“.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
droze
12

maaaaamuka gacherdi ttu kaci xar nu isuleleb tavs

მამუკა-ს
13

მამუკა, ნუ ხარ ძუნწი, მაგათ ერთი ბილეთი რას ეყოფად, მინიმუმ თვითმფრინავი უნდა დაუქირავო

ავტორი:

ბიძინა ივანიშვილს თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე  ბიზნესკლასის ბილეთი ვუყიდე და შეუძლია ქვეყანა დატოვოს - მამუკა ხაზარაძე

ბიძინა ივანიშვილს თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე  ბიზნესკლასის ბილეთი ვუყიდე და შეუძლია ქვეყანა დატოვოს - მამუკა ხაზარაძე

ბიძინა ივანიშვილს ვუყიდე ბილეთი, თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე. ეს არის ბიზნესკლასი, იმიტომ, რომ შეჩვეულია კარგ ცხოვრებას და შეუძლია დატოვოს ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იმართება.

მისი თქმით, საქართველო მას შემდეგ დაადგება განვითარების გზას, როცა ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას დატოვებს.

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ივანიშვილის უსირცხვილო განცხადება და დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, როდესაც მან თქვა, რომ ბიუჯეტის ხარჯზე დააფინანსებს 35 ევროიან ბილეთებს ქუთაისის აეროპორტიდან და მოსახლეობას, იმ ადამიანებს, ვისაც ასე ძალიან სჭირდება სამუშაო ადგილი, ნორმალური, ღირსეული ცხოვრება ჩვენ ქვეყანაში, გაუშვებს სხვა ქვეყანაში და დაეხმარება ჩვენს ისედაც დემოგრაფიულად კლებად ერს, ისედაც ძალიან მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას უცხოეთში დასაქმებაში. ამას აკეთებს ჩვენი ბიუჯეტით, ჩვენი გადასახადებით და პრაქტიკულად ჩვენს მოსახლეობას ეუბნება - საქართველო ქართველების გარეშე.

მე გადავწყვიტე და ბიძინა ივანიშვილს ვუყიდე ბილეთი, ეს არის „აეროფლოტის“ ბილეთი, გამოწერილია ბიძინა ივანიშვილის სახელზე. ეს არის თბილისი-მოსკოვის მიმართულება. ეს არ არის 35- ევროიანი ბილეთი, ეს არის ბიზნესკლასი, იმიტომ, რომ შეჩვეულია კარგ ცხოვრებას და მას შეუძლია დატოვოს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, ხაზარაძემ განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილის პროკურატურის შოუ გრძელდება“.

საგამოძიებო სამსახურმა თბილისში კომერციული ობიექტი დახურა, სადაც 600-მდე პირია დასაქმებული - "თანამშრომლების ნაწილს მაღალი სიცხე აქვს"

ევროპის ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის გრაფიკი ცნობილია

მთავრობა Georgian Airways-ის მიერ საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანისთვის დაგეგმილ ჩარტერულ რეისებს არ დაასუბსიდირებს