პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავიბრუნოთ მოძრაობის უნარი - ოპერაცია, რომელსაც ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს
როგორ დავიბრუნოთ მოძრაობის უნარი - ოპერაცია, რომელსაც ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს

სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლით, შე­შუ­პე­ბი­თა და მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუ­დუ­ლი უნა­რით 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის 90% იტან­ჯე­ბა. სახ­სრე­ბის და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი ასა­კობ­რივ ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. ამ დროს ნელ­დე­ბა მე­ტა­ბო­ლიზ­მი, სახ­სრე­ბი იწყებს ტკა­ცუნს და აღარ არის ისე­თი მო­ბი­ლუ­რი, რო­გო­რიც ახალ­გაზ­რდო­ბა­ში იყო.

სახ­სრე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ არის და რიგ შემ­თხვე­ვა­ში ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვაც სა­ჭი­როა. ამ სა­კი­თხზე დე­ტა­ლუ­რად სა­სა­უბ­როდ "ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის" ორ­თო­პე­დია-ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელს, ლუ­ხუმ ჭან­ტუ­რი­ა­სა და ორ­თო­პე­დი­უ­ლი ქი­რურ­გი­ის ხელ­მძღვა­ნელს, გი­ორ­გი ჭუმ­ბუ­რი­ძეს მივ­მარ­თეთ.

ლუ­ხუმ ჭან­ტუ­რია : თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბა და მე­დი­ცი­ნა ამ კი­თხვა­ზე მტკი­ცე პა­სუხს სცემს. დიახ, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. სახ­სრე­ბის კო­რექ­ცი­ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დი ენ­დოპ­რო­თე­ზი­რე­ბაა. ეს ჩა­რე­ვა ხდე­ბა ართრი­ტის, ტრავ­მის, ოს­ტე­ო­პო­რო­ზის, ვირუ­სუ­ლი და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, თან­და­ყო­ლი­ლი ანო­მა­ლი­ე­ბის და და­ზი­ა­ნე­ბე­ბის დროს. ენ­დოპ­რო­თე­ზი­რე­ბა სა­ჭი­როა იმ შემ­თხვე­ვებ­შიც, რო­დე­საც დატ­ვირ­თვის დროს იმა­ტებს ტკი­ვი­ლი, ასე­ვე კი­დუ­რის სი­მოკ­ლის, სა­კუ­თა­რი თა­ვის მოვ­ლის გარ­თუ­ლე­ბი­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბის უნა­რის შე­ზღუდ­ვის შემ­თხვე­ვა­ში.

ენ­დოპ­რო­თე­ზი­რე­ბის­თვის ასა­კობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვა არა არ­სე­ბობს. მისი გა­კე­თე­ბა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, მთა­ვა­რია პა­ცი­ენ­ტი წი­ნა­სა­ო­პე­რა­ციო მო­თხოვ­ნებს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს.

- რა არის ენ­დოპ­რო­თე­ზი­რე­ბა?

გი­ორ­გი ჭუმ­ბუ­რი­ძე - ენ­დოპ­რო­თე­ზი­რე­ბა არის სახ­სრის ჩა­ნაც­ვლე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი სახ­სრით. სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და არას­რულ­ყო­ფი­ლად მო­მუ­შა­ვე სახ­სრე­ბის სა­სახ­სრე ზე­და­პი­რე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა ხდე­ბა. ზო­გა­დად, ენ­დოპ­რო­თე­ზი­რე­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბი მე­დი­ცი­ნის მიღ­წე­ვად ით­ვლე­ბა, რად­გან ისი­ნი სა­ი­მე­დო და ხან­გრძლივ შე­დეგს იძ­ლე­ვა. ოპე­რა­ცი­ე­ბის 90%-ის შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას გრძნობს.

ენ­დოპ­რო­თე­ზი მრა­ვა­ლი სა­ხე­ო­ბის არ­სე­ბობს და სხვა­დას­ხვა მა­სა­ლის კომ­პო­ნენ­ტი­სა­გან შედ­გე­ბა. ესე­ნია პო­ლი­ე­თი­ლე­ნი, კე­რა­მი­კა, ტი­ტა­ნი და სხვა. ენ­დოპ­რო­თე­ზის მო­დე­ლის შერ­ჩე­ვა ხდე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, პა­ცი­ენ­ტის ასა­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ასე­ვე გა­მომ­დი­ნა­რე სახ­სრის ფუნ­ქცი­ურ-ანა­ტო­მი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­დან და და­ა­ვა­დე­ბის ფორ­მი­სა და ხა­რის­ხის მი­ხედ­ვით.

- "ნიუ ჰოს­პი­ტალსში" რო­გორ ხდე­ბა ენ­დოპ­რო­თე­ზი­რე­ბა?

გი­ორ­გი ჭუმ­ბუ­რი­ძე : "ნიუ ჰოს­პი­ტალსში" გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე, მინი-ინ­ვა­ზი­უ­რი და უცე­მენ­ტო ტი­ტა­ნის მო­დე­ლე­ბი კე­რა­მი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბით. ამ სა­ხე­ო­ბის ენ­დოპ­რო­თე­ზებს გა­აჩ­ნი­ათ სხვებ­თან შე­და­რე­ბით ხან­გრძლი­ვი სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო ვადა და მათი იმპლან­ტა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენ­ტე­ბი შე­და­რე­ბით სწრა­ფად და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ ახერ­ხე­ბენ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას.

- რო­გო­რია ოპე­რა­ცი­ის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რა?

ლუ­ხუმ ჭან­ტუ­რია - პირ­ველ ეტაპ­ზე პა­ცი­ენ­ტი კონ­სულ­ტა­ცი­ას გას­დის ტრავ­მა­ტო­ლოგ-ორ­თო­პედ­თან, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გა­და­ა­მი­სა­მარ­თებს და­მა­ტე­ბით გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე. თუ კვლე­ვებ­მა და­ად­გი­ნა, რომ პა­ცი­ენტს ენ­დოპ­რო­თე­ზი­რე­ბა სჭირ­დე­ბა, მა­შინ მას უკვე ოპე­რა­ცი­ის­თვის ვამ­ზა­დებთ. ოპე­რა­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია რომ ზო­გა­დი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კარ­გი ჰქონ­დეს.

- რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბა და რამ­დე­ნად რთუ­ლია ის?

ლუ­ხუმ ჭან­ტუ­რია - რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში იწყე­ბა. პა­ცი­ენ­ტი პირ­ველ მოძ­რა­ო­ბას ქი­რურ­გის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით იწყებს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია სახ­სრე­ბის ვარ­ჯი­შე­ბი. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია სე­ირ­ნო­ბა. მოძ­რა­ო­ბის სრუ­ლი აღ­დგე­ნა და ცხოვ­რე­ბის აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში დაბ­რუ­ნე­ბა თვე­ნა­ხევ­რის შემ­დეგ ხდე­ბა.სა­ბო­ლო­ოდ, ამ ოპე­რა­ცი­ით ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის სტი­ლი რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვლე­ბა. ხან­ში­შე­სულ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც უჭირთ გა­და­ად­გი­ლე­ბა, სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად ია­რონ, წა­ვიდ­ნენ სტუმ­რად თუ სა­ყიდ­ლებ­ზე და გა­ა­კე­თონ ყვე­ლა­ფე­რი, რაც მო­უნ­დე­ბათ.

კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით ნიუ ჰოს­პი­ტალსს 2 190 190.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

როგორ დავიბრუნოთ მოძრაობის უნარი - ოპერაცია, რომელსაც ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს

როგორ დავიბრუნოთ მოძრაობის უნარი - ოპერაცია, რომელსაც ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს

სახსრების ტკივილით, შეშუპებითა და მოძრაობის შეზღუდული უნარით 65 წელს გადაცილებული ადამიანების 90% იტანჯება. სახსრების დაავადების გამომწვევი მიზეზები ასაკობრივ ცვლილებებს უკავშირდება. ამ დროს ნელდება მეტაბოლიზმი, სახსრები იწყებს ტკაცუნს და აღარ არის ისეთი მობილური, როგორიც ახალგაზრდობაში იყო.

სახსრების პრობლემების მოგვარება მარტივი ნამდვილად არ არის და რიგ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევაც საჭიროა. ამ საკითხზე დეტალურად სასაუბროდ "ნიუ ჰოსპიტალსის" ორთოპედია-ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლუხუმ ჭანტურიასა და ორთოპედიული ქირურგიის ხელმძღვანელს, გიორგი ჭუმბურიძეს მივმართეთ.

ლუხუმ ჭანტურია : თანამედროვე მეცნიერება და მედიცინა ამ კითხვაზე მტკიცე პასუხს სცემს. დიახ, ეს შესაძლებელია. სახსრების კორექციის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი ენდოპროთეზირებაა. ეს ჩარევა ხდება ართრიტის, ტრავმის, ოსტეოპოროზის, ვირუსული და ინფექციური დაავადებების, თანდაყოლილი ანომალიების და დაზიანებების დროს. ენდოპროთეზირება საჭიროა იმ შემთხვევებშიც, როდესაც დატვირთვის დროს იმატებს ტკივილი, ასევე კიდურის სიმოკლის, საკუთარი თავის მოვლის გართულებისა და გადაადგილების უნარის შეზღუდვის შემთხვევაში.

ენდოპროთეზირებისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არა არსებობს. მისი გაკეთება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, მთავარია პაციენტი წინასაოპერაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.

- რა არის ენდოპროთეზირება?

გიორგი ჭუმბურიძე - ენდოპროთეზირება არის სახსრის ჩანაცვლება ხელოვნური სახსრით. სხვადასხვა მიზეზით დაზიანებული და არასრულყოფილად მომუშავე სახსრების სასახსრე ზედაპირების ჩანაცვლება ხდება. ზოგადად, ენდოპროთეზირების ოპერაციები მედიცინის მიღწევად ითვლება, რადგან ისინი საიმედო და ხანგრძლივ შედეგს იძლევა. ოპერაციების 90%-ის შემთხვევაში პაციენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გრძნობს.

ენდოპროთეზი მრავალი სახეობის არსებობს და სხვადასხვა მასალის კომპონენტისაგან შედგება. ესენია პოლიეთილენი, კერამიკა, ტიტანი და სხვა. ენდოპროთეზის მოდელის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკის გათვალისწინებით, ასევე გამომდინარე სახსრის ფუნქციურ-ანატომიური მონაცემებიდან და დაავადების ფორმისა და ხარისხის მიხედვით.

- "ნიუ ჰოსპიტალსში" როგორ ხდება ენდოპროთეზირება?

გიორგი ჭუმბურიძე : "ნიუ ჰოსპიტალსში" გამოიყენება მხოლოდ ულტრათანამედროვე, მინი-ინვაზიური და უცემენტო ტიტანის მოდელები კერამიკული კომპონენტებით. ამ სახეობის ენდოპროთეზებს გააჩნიათ სხვებთან შედარებით ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა და მათი იმპლანტაციის შემთხვევაში, პაციენტები შედარებით სწრაფად და უმტკივნეულოდ ახერხებენ მობილიზაციას.

- როგორია ოპერაციისთვის მოსამზადებელი პროცედურა?

ლუხუმ ჭანტურია - პირველ ეტაპზე პაციენტი კონსულტაციას გასდის ტრავმატოლოგ-ორთოპედთან, რომელიც საჭიროებისამებრ გადაამისამართებს დამატებით გამოკვლევებზე. თუ კვლევებმა დაადგინა, რომ პაციენტს ენდოპროთეზირება სჭირდება, მაშინ მას უკვე ოპერაციისთვის ვამზადებთ. ოპერაციის ჩასატარებლად აუცილებელია რომ ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი ჰქონდეს.

- რეაბილიტაციის პროცესი რამდენ ხანს გრძელდება და რამდენად რთულია ის?

ლუხუმ ჭანტურია - რეაბილიტაცია ოპერაციის დასრულებიდან რამდენიმე საათში იწყება. პაციენტი პირველ მოძრაობას ქირურგის რეკომენდაციების მიხედვით იწყებს. აუცილებელია სახსრების ვარჯიშები. რეკომენდებულია სეირნობა. მოძრაობის სრული აღდგენა და ცხოვრების აქტიურ რეჟიმში დაბრუნება თვენახევრის შემდეგ ხდება.საბოლოოდ, ამ ოპერაციით ადამიანების ცხოვრების სტილი რადიკალურად იცვლება. ხანშიშესულ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ გადაადგილება, საშუალება ეძლევათ, რომ დამოუკიდებლად იარონ, წავიდნენ სტუმრად თუ საყიდლებზე და გააკეთონ ყველაფერი, რაც მოუნდებათ.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190.

ყველა სალონური მომსახურება ერთ სივრცეში - თბილისში „პაოლო როსი“ გაიხსნა

რატომ არის შეუძლებელი სრულიად ჯანსაღი ხორცის ვიზუალურად ამოცნობა და რა პროცედურების დაცვით უნდა იყოს ის წარმოებული?

ჩაიფიქრე საახალწლოდ მილიონი და აუცილებლად აგიხდება