სამხედრო
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა, მაპატიე ყველაფერიო... მაშინ პირველად დამიძახა მამა" - სანდრო ბერაძის მშობლები აზარტული თამაშების წინააღმდეგ საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ
"მამა, მაპატიე ყველაფერიო... მაშინ პირველად დამიძახა მამა" - სანდრო ბერაძის მშობლები აზარტული თამაშების წინააღმდეგ საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ოპე­რა­ტო­რის, 29 წლის სან­დრო ბე­რა­ძის მშობ­ლებ­მა გა­და­ცე­მა "პრო­ფი­ლის" ეთერ­ში პირ­ვე­ლად ისა­უბ­რეს გარ­დაც­ვლილ შვილ­ზე, რო­მე­ლიც აზარ­ტულ თა­მა­შებს ემსხვერ­პლა.

ნინო ლო­ლა­ძის თქმით, სან­დრო სა­კუ­თარ თავ­თან ულ­მო­ბელ ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხდა, რად­გან ვერ ეგუ­ე­ბო­და და ეჯავ­რე­ბო­და თა­ვი­სი თავი ისე­თი, რო­გო­რიც ის აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ გა­ხა­და:

"აზარ­ტმა იმ­დე­ნად მო­იც­ვა მთე­ლი მისი გო­ნე­ბა, რომ თავი შე­ზი­ზღდა. ეს აღარ იყო თა­მა­ში ფუ­ლის­თვის და აზარ­ტის­თვის, ეს იყო თა­მა­ში თა­მა­შის­თვის..." - ყვე­ბა "პრო­ფილ­თან" გარ­დაც­ვლი­ლის დედა.

მშობ­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ იმა­საც, რო­გორ და­ემ­შვი­დო­ბა 29 წლის შვი­ლი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე:

"სულ კა­ხას მე­ძახ­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. ბო­ლოს, ჯერ დე­დას და­უ­რე­კა, მერე ძმას და ბო­ლოს მე და­მი­რე­კა: მამა, მა­პა­ტიე ყვე­ლა­ფე­რიო... და მანდ და­ას­რუ­ლა ყვე­ლა­ფე­რი. მა­შინ პირ­ვე­ლად და­მი­ძა­ხა მამა... მე იმ დღი­დან­ვე უკვე სხვა­ნა­ი­რად ვე­ძებ­დი, ბავ­შვებს, ვინც ეძებ­დნენ არ ვაგ­რძნო­ბი­ნებ­დი, მაგ­რამ მე სულ ხე­ებ­ზე ვი­ყუ­რე­ბო­დი..." - ყვე­ბა კახა ბე­რა­ძე (სან­დრო ბე­რა­ძე და­კარ­გვი­დან 4 დღის შემ­დეგ ცხვა­რი­ჭა­მი­ას­თან ტყე­ში იპო­ვეს, ავტ.)

გარ­დაც­ვლი­ლის მამა იხ­სე­ნებს, რო­გორ ცდი­ლობ­და თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან თა­ვის დახ­სნას სან­დრო:

"ბავ­შვო­ბა­ში "მა­ი­მუ­ნობ­და", ე.წ 20-თეთ­რი­ა­ნე­ბი რომ შე­მო­ვი­და, მა­გას თა­მა­შობ­და, მაგ­რამ ბოლო წლებ­ში, რაც ეს ონ­ლა­ინ­თა­მა­შე­ბი წა­მო­ვი­და, ტე­ლე­ფო­ნით თა­მა­შობ­და, მთხოვ­და ხოლ­მე თან­ხას, ვალი მაქვს და მო­მე­ციო... ამ ერთხელ და მერე მორ­ჩაო, იფი­ცებ­და, მეტს აღარ ვი­ზა­მო...

ბო­ლოს დამ­თან­ხმდა და წა­მომ­ყვა ფსი­ქო­ლოგ­თან, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრშიც ვი­ყა­ვით... გა­გიჟ­და, ამ­ხე­ლა თან­ხას ითხო­ვენ და არ მინ­დაო... ერ­თა­დერ­თი რაც უნ­დო­და, იქ­ნებ სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­დე და სხვა რა­მე­ზე გა­და­ვერ­თოო. აქ რა­საც უყუ­რებ­და, რეკ­ლა­მას, ბილ­ბორ­დებს, ამის­გან მო­ცი­ლე­ბა უნ­დო­და...

...ხან­და­ხან, როცა წა­ა­გებ­და, მე­ტყო­და: რა ვქნა, არ მინ­და მაგ­რამ ეშ­მა­კი შე­მიჩ­ნდაო... შვე­ლას ითხოვ­და და გულ­წრფე­ლი იყო ამ დარ­დში... გულ­წრფე­ლად გა­ნიც­დი­და, რომ მა­მას ფულს სთხოვ­და, გვა­ნერ­ვი­უ­ლებ­და და სულ ამ­ბობ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ დამ­თავ­რდე­ბა, აქეთ და­გიდ­გე­ბით გვერ­დში და და­გეხ­მა­რე­ბი­თო...

ტყუ­ი­ლია რომ ვალი ჰქონ­და, ჩემ­ზე უკეთ ეგ არა­ვინ იცის. მის­მა საძ­მა­კა­ცო­მაც გვი­თხრა, ვის­თვი­საც ჰქონ­და გა­მორ­თმე­უ­ლი 50-50 ლარი, ყვე­ლას დაგ­ვიბ­რუ­ნაო..." - ამ­ბობს სან­დროს მამა, კახა ბე­რა­ძე.

გარ­დაც­ვლი­ლი ოპე­რა­ტო­რის მშობ­ლე­ბის თქმით, მათი შვი­ლი ვე­ღარ უმკლავ­დე­ბო­და ცდუ­ნე­ბას, რო­მელ­საც მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი რეკ­ლა­მა, სა­რეკ­ლა­მო სმს-ები და ქუ­ჩა­ში ბილ­ბორ­დე­ბი აღ­ვი­ვებ­და. სან­დრო ბე­რა­ძის მე­გობ­რებ­მა, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კამ­პა­ნია და­ი­წყეს აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და სურთ, რომ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შე­უ­ერ­თდეთ ბრძო­ლა­ში:

"იმი­ტომ დავ­თან­ხმდით სა­უ­ბარს, გვინ­და ბევ­რის­თვის ეს გა­სა­გე­ბი გახ­დეს, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ამ თა­ო­ბის გა­წირ­ვა, რეკ­ლა­მე­ბით, ონ­ლა­ინ­თა­მა­შე­ბით. სან­დრი­კას­ნა­ი­რი ბევ­რია, სამ­წუ­ხა­როდ... პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის ფსი­ქი­კა ვერ უძ­ლებს ამ­დენს, წლე­ბი რომ გა­დის, ეს ყვე­ლა­ფე­რი ილე­ქე­ბა, გროვ­დე­ბა და ყვე­ლა არა, მაგ­რამ ბევ­რი ძა­ლი­ან ცუ­დად ამ­თავ­რებს...

სან­დრო გახ­და კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი, დამ­წყე­ბი და არ გვინ­და ეს მუხ­ტი ჩაქ­რეს. გვინ­და რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­მოგ­ვი­ერ­თდეს ამ საქ­მე­ში, რად­გან სა­უ­ბა­რია სან­დროს სა­ხე­ლით სხვა ბავ­შვე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ზე... გვინ­და დაგ­ვეხ­მა­როთ, აგ­ვყვეთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­დეს ახა­ლი თა­ო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად და სან­დრი­კა იყოს ბოლო, ვინც ამ პრობ­ლე­მით, ამ გზით წა­ვი­და ცხოვ­რე­ბი­დან...

...წამ­და­უ­წუმ ვერ ჩა­ე­ძი­ე­ბი შვილს, რომ მის პი­რად სივ­რცე­ში არ შე­იჭ­რა, მაგ­რამ მშობ­ლე­ბი მა­ინც უფრო ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნე­ბი უნდა იყ­ვნენ... თუნ­დაც, ის რომ ჩვენ გვე­რი­დე­ბო­და ამ პრობ­ლე­მა­ზე სა­უ­ბა­რი და ბევ­რი ახ­ლაც გა­ჩუ­მე­ბუ­ლია... იცი­ან შვი­ლის პრობ­ლე­მა და ერი­დე­ბათ, ათა­სი ფაქ­ტო­რი მოქ­მე­დებს... თუმ­ცა, როცა ეს დაგ­ვე­მარ­თა, მერე მივ­ხვდი, რომ თურ­მე უნდა იყ­ვი­რო ამ პრობ­ლე­მა­ზე! იმი­ტომ რომ ყვე­ლა ვინც არის ამ და­ა­ვა­დე­ბით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, უნდა უმ­კურ­ნა­ლონ. და­მალ­ვა არ შვე­ლის ამ საქ­მეს" - მი­მარ­თავს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნინო ლო­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dadu
0

ნუ რათქმაუნდა კაზინოების რეკლამა რომ უნდა აიკრძალოს ეს ცალსახა თემაა და ამაზე მგონი აღარც აღარავინ დავობს, მაგრამ ბიჭს ბავშვობიდანვე (მეც მისი ხნის ვარ და ჩემს ბავშვობაში მახსოვს ეს 20 თეთრიანი აპარატები) ქონია მიდრეკილება აზარტული თამაშებისადმი და მგონია რომ მისმა საახლობლომ დააგვიანა ამაზე რეაგირება, ან თავის დროზე სათანადოდ ვერ შეფასდა მისი ეს დამოკიდებულება და ბოლოს უკვე იმ დონემდე მივიდა ვეღარავინ უშველა. ადამიანს ბავშვობიდანვე ეტყობა რამდენად ძლიერია მასში აზარტი (არამარტო თამაშებისადმი). სწორედ ასეთი ბავშვების გადასარჩენად აუცილებელია კაზინოების რეკლამის აკრძალვა და მასში რეგისტრაციის გართულება. სულ რომ არ აკრძალავენ ეს დღესავით ნათელია, მაგრამ პირველ ეტაპზე ესეც საკმაოდ დიდი შვება იქნება.

nata
1

თუ საქართველოს მოქალაქეებზე აიკრძალება თამაში, და ონლაინ კაზინოები საერთოდ აიკტ=რძალება, პრობლემა მოგვარდება, მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"მამა, მაპატიე ყველაფერიო... მაშინ პირველად დამიძახა მამა" - სანდრო ბერაძის მშობლები აზარტული თამაშების წინააღმდეგ საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ

"მამა, მაპატიე ყველაფერიო... მაშინ პირველად დამიძახა მამა" - სანდრო ბერაძის მშობლები აზარტული თამაშების წინააღმდეგ საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის, 29 წლის სანდრო ბერაძის მშობლებმა გადაცემა "პროფილის" ეთერში პირველად ისაუბრეს გარდაცვლილ შვილზე, რომელიც აზარტულ თამაშებს ემსხვერპლა.

ნინო ლოლაძის თქმით, სანდრო საკუთარ თავთან ულმობელ ბრძოლაში დამარცხდა, რადგან ვერ ეგუებოდა და ეჯავრებოდა თავისი თავი ისეთი, როგორიც ის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებამ გახადა:

"აზარტმა იმდენად მოიცვა მთელი მისი გონება, რომ თავი შეზიზღდა. ეს აღარ იყო თამაში ფულისთვის და აზარტისთვის, ეს იყო თამაში თამაშისთვის..." - ყვება "პროფილთან" გარდაცვლილის დედა.

მშობლები იხსენებენ იმასაც, როგორ დაემშვიდობა 29 წლის შვილი თვითმკვლელობამდე:

"სულ კახას მეძახდა, მთელი ცხოვრება. ბოლოს, ჯერ დედას დაურეკა, მერე ძმას და ბოლოს მე დამირეკა: მამა, მაპატიე ყველაფერიო... და მანდ დაასრულა ყველაფერი. მაშინ პირველად დამიძახა მამა... მე იმ დღიდანვე უკვე სხვანაირად ვეძებდი, ბავშვებს, ვინც ეძებდნენ არ ვაგრძნობინებდი, მაგრამ მე სულ ხეებზე ვიყურებოდი..." - ყვება კახა ბერაძე (სანდრო ბერაძე დაკარგვიდან 4 დღის შემდეგ ცხვარიჭამიასთან ტყეში იპოვეს, ავტ.)

გარდაცვლილის მამა იხსენებს, როგორ ცდილობდა თამაშებზე დამოკიდებულებისგან თავის დახსნას სანდრო:

"ბავშვობაში "მაიმუნობდა", ე.წ 20-თეთრიანები რომ შემოვიდა, მაგას თამაშობდა, მაგრამ ბოლო წლებში, რაც ეს ონლაინთამაშები წამოვიდა, ტელეფონით თამაშობდა, მთხოვდა ხოლმე თანხას, ვალი მაქვს და მომეციო... ამ ერთხელ და მერე მორჩაო, იფიცებდა, მეტს აღარ ვიზამო...

ბოლოს დამთანხმდა და წამომყვა ფსიქოლოგთან, სარეაბილიტაციო ცენტრშიც ვიყავით... გაგიჟდა, ამხელა თანხას ითხოვენ და არ მინდაო... ერთადერთი რაც უნდოდა, იქნებ საქართველოდან წავიდე და სხვა რამეზე გადავერთოო. აქ რასაც უყურებდა, რეკლამას, ბილბორდებს, ამისგან მოცილება უნდოდა...

...ხანდახან, როცა წააგებდა, მეტყოდა: რა ვქნა, არ მინდა მაგრამ ეშმაკი შემიჩნდაო... შველას ითხოვდა და გულწრფელი იყო ამ დარდში... გულწრფელად განიცდიდა, რომ მამას ფულს სთხოვდა, გვანერვიულებდა და სულ ამბობდა, ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, აქეთ დაგიდგებით გვერდში და დაგეხმარებითო...

ტყუილია რომ ვალი ჰქონდა, ჩემზე უკეთ ეგ არავინ იცის. მისმა საძმაკაცომაც გვითხრა, ვისთვისაც ჰქონდა გამორთმეული 50-50 ლარი, ყველას დაგვიბრუნაო..." - ამბობს სანდროს მამა, კახა ბერაძე.

გარდაცვლილი ოპერატორის მშობლების თქმით, მათი შვილი ვეღარ უმკლავდებოდა ცდუნებას, რომელსაც მრავალრიცხოვანი რეკლამა, სარეკლამო სმს-ები და ქუჩაში ბილბორდები აღვივებდა. სანდრო ბერაძის მეგობრებმა, მისი გარდაცვალების შემდეგ კამპანია დაიწყეს აზარტული თამაშების წინააღმდეგ და სურთ, რომ მთელი საქართველო შეუერთდეთ ბრძოლაში:

"იმიტომ დავთანხმდით საუბარს, გვინდა ბევრისთვის ეს გასაგები გახდეს, რომ არ შეიძლება ამ თაობის გაწირვა, რეკლამებით, ონლაინთამაშებით. სანდრიკასნაირი ბევრია, სამწუხაროდ... პატარა ბავშვების ფსიქიკა ვერ უძლებს ამდენს, წლები რომ გადის, ეს ყველაფერი ილექება, გროვდება და ყველა არა, მაგრამ ბევრი ძალიან ცუდად ამთავრებს...

სანდრო გახდა კატალიზატორი, დამწყები და არ გვინდა ეს მუხტი ჩაქრეს. გვინდა რაც შეიძლება ბევრი ადამიანი შემოგვიერთდეს ამ საქმეში, რადგან საუბარია სანდროს სახელით სხვა ბავშვების გადარჩენაზე... გვინდა დაგვეხმაროთ, აგვყვეთ, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ახალი თაობის გადასარჩენად და სანდრიკა იყოს ბოლო, ვინც ამ პრობლემით, ამ გზით წავიდა ცხოვრებიდან...

...წამდაუწუმ ვერ ჩაეძიები შვილს, რომ მის პირად სივრცეში არ შეიჭრა, მაგრამ მშობლები მაინც უფრო ყურადღებიანები უნდა იყვნენ... თუნდაც, ის რომ ჩვენ გვერიდებოდა ამ პრობლემაზე საუბარი და ბევრი ახლაც გაჩუმებულია... იციან შვილის პრობლემა და ერიდებათ, ათასი ფაქტორი მოქმედებს... თუმცა, როცა ეს დაგვემართა, მერე მივხვდი, რომ თურმე უნდა იყვირო ამ პრობლემაზე! იმიტომ რომ ყველა ვინც არის ამ დაავადებით დაავადებული, უნდა უმკურნალონ. დამალვა არ შველის ამ საქმეს" - მიმართავს საზოგადოებას ნინო ლოლაძე.

ვახო სანაია მეოთხე შვილის მამა გახდა

"არ დავუშვებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ეს დაჩანაკებული მოძრაობა შემოტრიალდეს" - სოსო გოგაშვილის შვილი აქციაზე მივიდა

"ქართული ოცნების“ ოფისთან ვითარება დაიძაბა - აქტივისტები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ