კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშვიდობით სკოლა!!!" - ვინ არის ბათუმელი ბიჭუნა, რომლის განცხადებამ ინტერნეტი გაახალისა
"მშვიდობით სკოლა!!!" - ვინ არის ბათუმელი ბიჭუნა, რომლის განცხადებამ ინტერნეტი გაახალისა

"გთხოვთ, გა­მა­თა­ვი­სუფ­ლოთ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­დან, რად­გან ძა­ლი­ან მე­ზა­რე­ბა სწავ­ლა და ეს სა­კი­თხი ოჯახ­ში მუდ­მი­ვად კონ­ფლიქ­ტის სა­გა­ნია.

მივ­დი­ვარ სო­ფელ­ში ბე­ბი­ას­თან, სა­დაც დილა, სა­ღა­მო, შუ­ა­დღეს ჩემს ნე­ბა­ზე ვიქ­ნე­ბი. მშვი­დო­ბით სკო­ლა!!!" - ბა­თუ­მის მე-15 სა­ჯა­რო სკო­ლის მე­სა­მე კლა­სის მოს­წავ­ლის, გეგა წი­ტა­იშ­ვი­ლის ამ გან­ცხა­დე­ბამ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, "ფე­ის­ბუ­ქი" მო­ი­ა­რა და ქარ­თვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი გა­ა­ხა­ლი­სა.

8 წლის ბი­ჭუ­ნას გაც­ნო­ბა ჩვენც გა­დავ­წყვი­ტეთ და მის დე­დას და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მე­ლიც ბა­თუ­მე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია. ხა­ტია იაშ­ვი­ლი გა­ზეთ "აჭა­რა­ში" მუ­შა­ობს და AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა მისი შვი­ლის შე­სა­ხებ:

- გეგა სამი წლის ასა­კი­დან სო­ფელ­ში ბე­ბი­ას­თან იზ­რდე­ბო­და, ბებო, იქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს... თუ რა­მის გა­კე­თე­ბა არ უნდა, გვე­უბ­ნე­ბა, რომ სო­ფელ­ში მი­დის - ასე აპ­რო­ტეს­ტებს. თუმ­ცა, იქ რომ არის, აქეთ უნდა... მოკ­ლედ, როცა ის ცნო­ბი­ლი გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა, მის მო­რიგ პრო­ტესტთან გვქონ­და საქ­მე...

კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი აქვს, კარ­გად სწავ­ლობს, ყო­ჩა­ღი ბავ­შვია, მაგ­რამ ხან­და­ხან სი­ზარ­მა­ცე შე­მო­უ­ტევს ხოლ­მე. იმ დღე­საც შა­ბა­თი იყო, მთე­ლი დღე კომ­პი­უ­ტერ­ზე დე­ი­დაშ­ვილს ეთა­მა­შე­ბო­და ინ­ტერ­ნე­ტით.

კვი­რას ვუ­თხა­რი, ვი­მე­ცა­დი­ნოთ-მეთ­ქი და სწავ­ლა აღარ მინ­და, სო­ფელ­ში წა­ვა­ლო. წას­ვლა ასე არ ხდე­ბა, სკო­ლას შენ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს აღე­ბუ­ლი, ვინ­მე საქ­მის კურ­სში უნდა ჩა­ა­ყე­ნო, თან, ჩემ­ზეც იტყვი­ან - ცუდი დე­და­აო. რად­გან შენი სურ­ვი­ლია, გან­ცხა­დე­ბა უნდა და­წე­რო-მეთ­ქი. რა გან­ცხა­დე­ბაო? ფორ­მა არ­სე­ბობს და ახლა მო­გი­ძებ­ნი ინ­ტერ­ნეტ­ში-მეთ­ქი.

მოკ­ლედ, დაჯ­და და იმ ფორ­მის მი­ხედ­ვით წერა და­ი­წყო, ტექ­სტი თვი­თონ მო­ი­ფიქ­რა. და­წე­რა­ში ცოტა მი­ვეხ­მა­რე. რომ და­ას­რუ­ლა, წინ და­მი­დო. ხომ ვამ­ბობ, მის­გან ასეთ პრო­ტეს­ტებს მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, მაგ­რამ ამ წე­რი­ლო­ბით ფორ­მა­ზე ძა­ლი­ან გა­მე­ცი­ნა. მერე გან­ცხა­დე­ბა მის დამ­რი­გე­ბელს ზე­ი­ნაბ შა­ვა­ძეს გა­და­ვუგ­ზავ­ნე - და­მეხ­მა­რე, მიშ­ვე­ლე-მეთ­ქი. ზე­ი­ნა­ბი გე­გას აღ­ზრდის სა­კი­თხებ­ში გვერ­დში მიდ­გას, ჩარ­თუ­ლია, მისი მად­ლო­ბე­ლი ვარ...

- ინ­ტერ­ნეტ­ში რო­გორ მოხ­ვდა გან­ცხა­დე­ბის ფოტო?

- მას მერე ეს თემა ზე­ი­ნაბ­თან გან­ვი­ხი­ლეთ, „ფე­ის­ბუკ­ზე“ ჩემს გვერ­დზე დავ­დე, რო­გორც გე­გას მო­რი­გი აქ­ტი­ვო­ბა, მაგ­რამ არ დარ­ჩე­ნი­ლა ჯგუ­ფი, სა­მე­გობ­რო წრე, გვერ­დი, ადა­მი­ა­ნი, არ გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა. არ მე­გო­ნა, თუ ამ­ხე­ლა ამ­ბავს გა­მო­იწ­ვევ­და...

- ვის სა­ხელ­ზეც იყო გან­ცხა­დე­ბა და­წე­რი­ლი, დი­რექ­ტო­რამ­დე თუ მი­ვი­და?

- რო­გორ არ მი­ვი­და, დი­რექ­ტორ­მა და­მი­ბა­რა. წინა დღეს კი სა­კი­თხი თა­ვად გა­ნუ­ხი­ლავთ. ვსა­უბ­რობ­დით იმა­ზე, რა­ი­მე პრობ­ლე­მა ხომ არ აქვს სკო­ლა­ში ბავ­შვს მას­წავ­ლე­ბელ­თან, თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან, ბუ­ლინგთან ხომ არ გვაქვს საქ­მეო. თუმ­ცა, კარ­გად იცის გე­გას ხა­სი­ა­თი, რაც შარ­შან გა­მო­ავ­ლი­ნა - თვი­თონ სთხო­ვა, ზე­იმ­ზე გა­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ გეგა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო და არ გა­ვი­და.

- რა­ტომ?

- თაგ­ვის როლი ჰქონ­და, რო­მელ­საც ძი­რი­დან თხი­ლი უნდა აეკ­რი­ფა და მო­ე­პა­რა. ეს გე­ნე­რა­ლურ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე გა­აპ­რო­ტეს­ტა, თხილს არ ავ­კრეფ, ქურ­დი არ ვარო.

მოკ­ლედ, თუ არ უნდა, არ შე­ჭამს და მთე­ლი დღე მში­ე­რი იქ­ნე­ბა. თა­ვი­დან­ვე ასე­თი იყო. ვცდი­ლობ, ვე­მე­გობ­რო, სა­ერ­თოდ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ორი­ვე შვილ­თან. პრობ­ლე­მას მათ­თან კონ­ფლიქ­ტის გა­რე­შე ვაგ­ვა­რებ. გე­გა­საც ვცდი­ლობ, თა­ვი­სი სამ­ყა­რო შე­ვუქ­მნა... პრინ­ცი­პუ­ლო­ბის გარ­და, ლი­დე­რო­ბაც უყ­ვარს. უნდა, რომ სულ პირ­ვე­ლი იყოს, ჩქა­რობს, ამ სიჩ­ქა­რე­ში შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მაც და­უშ­ვას, მაგ­რამ მა­ინც ჩქა­რობს...

მას მერე, რაც გა­ვარ­კვი­ეთ, რომ არა­ნა­ირ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას­თან არ გვქონ­და საქ­მე, მეც და დი­რექ­ტორ­საც გაგ­ვე­ცი­ნა - ეს იყო ბავ­შვის გა­მო­ძა­ხი­ლი, რო­მე­ლიც კარ­გად სწავ­ლობს, მაგ­რამ ხან­და­ხან სკო­ლა­ში წას­ვლა და მე­ცა­დი­ნე­ო­ბა ეზა­რე­ბა. ხომ ვამ­ბობ, სულ ყო­ჩა­ღე­ბი აქვს, სწავ­ლა ეად­ვი­ლე­ბა, ნი­ჭი­ე­რია, ცოტა ყო­ფაქ­ცე­ვა უჭირს. დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე სწავ­ლა უწევს, იღ­ლე­ბა, სა­ღა­მოს კი­დევ შინ მო­სულს სწავ­ლას რომ ვახ­სე­ნებ, იწყე­ბა მისი პრო­ტეს­ტი.

- სკო­ლის გარ­და დროს რას უთ­მობს?

- ძა­ლი­ან უყ­ვარს ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში, კა­რა­ტე­ზე შე­ვიყ­ვა­ნეთ, ენერ­გი­ას და­ხარ­ჯავ­სო და მხო­ლოდ 2 თვე იარა. მე­ზა­რე­ბა, ვიღ­ლე­ბი. სკო­ლის შემ­დეგ მირ­ჩევ­ნია, ეზო­ში ბავ­შვებ­თან ვი­თა­მა­შოო. მოკ­ლედ, სა­ოც­რად ცელ­ქია, მის­მა პე­და­გოგ­მა თქვა, - პეპი რომ ყო­ფი­ლი­ყო ქარ­თვე­ლი, გეგა იქ­ნე­ბო­და წი­ტა­იშ­ვი­ლიო. მე­ხუ­თე-მე­ექ­ვსეკ­ლა­სელ ბავ­შვებ­თან თა­მა­ში უფრო მოს­წონს, სა­ერ­თოს მათ­თან ნა­ხუ­ლობს... ას­ტრო­ნო­მია მოს­წონს და ინ­ტერ­ნეტ­ში ამ ხა­სი­ა­თის ფილ­მებს უყუ­რებს.

ბო­ლოს სა­უ­ბარ­ში თა­ვად გე­გაც ჩა­ერ­თო და გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ ბიზ­ნეს­მე­ნო­ბა­ზე ოც­ნე­ბობს:

"სკო­ლაც მიყ­ვარს, სწავ­ლაც, ჩემი დამ­რი­გე­ბე­ლი ზე­ი­ნა­ბიც, მაგ­რამ ვბრაზ­დე­ბი, როცა ზედ­მე­ტად მთხო­ვენ მე­ცა­დი­ნე­ო­ბას! არა­და, იმ დროს თა­მა­ში მინ­და, ან დას­ვე­ნე­ბა ბე­ბი­ას­თან სო­ფელ­ში. კომ­პი­უ­ტე­რი მიყ­ვარს, ეზო­ში თა­მა­შიც...

- ვინ გინ­და გა­მოხ­ვი­დე?

- ბიზ­ნეს­მე­ნი და მინ­და, რამე სა­ინ­ტე­რე­სო სამ­სა­ხუ­რი წა­მო­ვი­წყო.

- ახა­ლი წელი მო­დის, რა გინ­და, თოვ­ლის ბა­ბუ­ამ მო­გი­ტა­ნოს?

- თოვ­ლის ბა­ბუა არ არ­სე­ბობს! თუ სურ­ვი­ლებ­ზე მე­კი­თხე­ბით, ჰო­ვერ­ბორ­დი მინ­და, ასე­ვე დრო­ნი და კი­დევ მინ­და, რომ ჯა­ჯა­ნი­ძის შო­უ­ში მოვხდე, ვუ­ყუ­რებ მის გა­და­ცე­მას, მომ­წონს და ვიცი, რომ ბავ­შვე­ბი უყ­ვარს...

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Pp
2

გაუშვით

taso
41

ისე,ვფიქრობ მესამე კლასელის ასეთი ოღრო-ჩოღრო ნაწერი პირველად ვნახე.

ავტორი:

"მშვიდობით სკოლა!!!" - ვინ არის ბათუმელი ბიჭუნა, რომლის განცხადებამ ინტერნეტი გაახალისა

"მშვიდობით სკოლა!!!" - ვინ არის ბათუმელი ბიჭუნა, რომლის განცხადებამ ინტერნეტი გაახალისა

"გთხოვთ, გამათავისუფლოთ სასწავლო პროცესიდან, რადგან ძალიან მეზარება სწავლა და ეს საკითხი ოჯახში მუდმივად კონფლიქტის საგანია.

მივდივარ სოფელში ბებიასთან, სადაც დილა, საღამო, შუადღეს ჩემს ნებაზე ვიქნები. მშვიდობით სკოლა!!!" - ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლის, გეგა წიტაიშვილის ამ განცხადებამ, რამდენიმე დღის წინ, "ფეისბუქი" მოიარა და ქართველი ინტერნეტმომხმარებელი გაახალისა.

8 წლის ბიჭუნას გაცნობა ჩვენც გადავწყვიტეთ და მის დედას დავუკავშირდით, რომელიც ბათუმელი ჟურნალისტია. ხატია იაშვილი გაზეთ "აჭარაში" მუშაობს და AMBEBI.GE-ს უყვება მისი შვილის შესახებ:

- გეგა სამი წლის ასაკიდან სოფელში ბებიასთან იზრდებოდა, ბებო, იქაურობა ძალიან უყვარს... თუ რამის გაკეთება არ უნდა, გვეუბნება, რომ სოფელში მიდის - ასე აპროტესტებს. თუმცა, იქ რომ არის, აქეთ უნდა... მოკლედ, როცა ის ცნობილი განცხადება დაწერა, მის მორიგ პროტესტთან გვქონდა საქმე...

კვირის განმავლობაში დატვირთული გრაფიკი აქვს, კარგად სწავლობს, ყოჩაღი ბავშვია, მაგრამ ხანდახან სიზარმაცე შემოუტევს ხოლმე. იმ დღესაც შაბათი იყო, მთელი დღე კომპიუტერზე დეიდაშვილს ეთამაშებოდა ინტერნეტით.

კვირას ვუთხარი, ვიმეცადინოთ-მეთქი და სწავლა აღარ მინდა, სოფელში წავალო. წასვლა ასე არ ხდება, სკოლას შენზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ვინმე საქმის კურსში უნდა ჩააყენო, თან, ჩემზეც იტყვიან - ცუდი დედააო. რადგან შენი სურვილია, განცხადება უნდა დაწერო-მეთქი. რა განცხადებაო? ფორმა არსებობს და ახლა მოგიძებნი ინტერნეტში-მეთქი.

მოკლედ, დაჯდა და იმ ფორმის მიხედვით წერა დაიწყო, ტექსტი თვითონ მოიფიქრა. დაწერაში ცოტა მივეხმარე. რომ დაასრულა, წინ დამიდო. ხომ ვამბობ, მისგან ასეთ პროტესტებს მიჩვეული ვარ, მაგრამ ამ წერილობით ფორმაზე ძალიან გამეცინა. მერე განცხადება მის დამრიგებელს ზეინაბ შავაძეს გადავუგზავნე - დამეხმარე, მიშველე-მეთქი. ზეინაბი გეგას აღზრდის საკითხებში გვერდში მიდგას, ჩართულია, მისი მადლობელი ვარ...

- ინტერნეტში როგორ მოხვდა განცხადების ფოტო?

- მას მერე ეს თემა ზეინაბთან განვიხილეთ, „ფეისბუკზე“ ჩემს გვერდზე დავდე, როგორც გეგას მორიგი აქტივობა, მაგრამ არ დარჩენილა ჯგუფი, სამეგობრო წრე, გვერდი, ადამიანი, არ გაეზიარებინა. არ მეგონა, თუ ამხელა ამბავს გამოიწვევდა...

- ვის სახელზეც იყო განცხადება დაწერილი, დირექტორამდე თუ მივიდა?

- როგორ არ მივიდა, დირექტორმა დამიბარა. წინა დღეს კი საკითხი თავად განუხილავთ. ვსაუბრობდით იმაზე, რაიმე პრობლემა ხომ არ აქვს სკოლაში ბავშვს მასწავლებელთან, თანაკლასელებთან, ბულინგთან ხომ არ გვაქვს საქმეო. თუმცა, კარგად იცის გეგას ხასიათი, რაც შარშან გამოავლინა - თვითონ სთხოვა, ზეიმზე გასულიყო, მაგრამ გეგა გაბრაზებული იყო და არ გავიდა.

- რატომ?

- თაგვის როლი ჰქონდა, რომელსაც ძირიდან თხილი უნდა აეკრიფა და მოეპარა. ეს გენერალურ რეპეტიციაზე გააპროტესტა, თხილს არ ავკრეფ, ქურდი არ ვარო.

მოკლედ, თუ არ უნდა, არ შეჭამს და მთელი დღე მშიერი იქნება. თავიდანვე ასეთი იყო. ვცდილობ, ვემეგობრო, საერთოდ მეგობრული ურთიერთობა მაქვს ორივე შვილთან. პრობლემას მათთან კონფლიქტის გარეშე ვაგვარებ. გეგასაც ვცდილობ, თავისი სამყარო შევუქმნა... პრინციპულობის გარდა, ლიდერობაც უყვარს. უნდა, რომ სულ პირველი იყოს, ჩქარობს, ამ სიჩქარეში შეიძლება შეცდომაც დაუშვას, მაგრამ მაინც ჩქარობს...

მას მერე, რაც გავარკვიეთ, რომ არანაირ სერიოზულ პრობლემასთან არ გვქონდა საქმე, მეც და დირექტორსაც გაგვეცინა - ეს იყო ბავშვის გამოძახილი, რომელიც კარგად სწავლობს, მაგრამ ხანდახან სკოლაში წასვლა და მეცადინეობა ეზარება. ხომ ვამბობ, სულ ყოჩაღები აქვს, სწავლა ეადვილება, ნიჭიერია, ცოტა ყოფაქცევა უჭირს. დილიდან საღამომდე სწავლა უწევს, იღლება, საღამოს კიდევ შინ მოსულს სწავლას რომ ვახსენებ, იწყება მისი პროტესტი.

- სკოლის გარდა დროს რას უთმობს?

- ძალიან უყვარს ფეხბურთის თამაში, კარატეზე შევიყვანეთ, ენერგიას დახარჯავსო და მხოლოდ 2 თვე იარა. მეზარება, ვიღლები. სკოლის შემდეგ მირჩევნია, ეზოში ბავშვებთან ვითამაშოო. მოკლედ, საოცრად ცელქია, მისმა პედაგოგმა თქვა, - პეპი რომ ყოფილიყო ქართველი, გეგა იქნებოდა წიტაიშვილიო. მეხუთე-მეექვსეკლასელ ბავშვებთან თამაში უფრო მოსწონს, საერთოს მათთან ნახულობს... ასტრონომია მოსწონს და ინტერნეტში ამ ხასიათის ფილმებს უყურებს.

ბოლოს საუბარში თავად გეგაც ჩაერთო და გაგვიმხილა, რომ ბიზნესმენობაზე ოცნებობს:

"სკოლაც მიყვარს, სწავლაც, ჩემი დამრიგებელი ზეინაბიც, მაგრამ ვბრაზდები, როცა ზედმეტად მთხოვენ მეცადინეობას! არადა, იმ დროს თამაში მინდა, ან დასვენება ბებიასთან სოფელში. კომპიუტერი მიყვარს, ეზოში თამაშიც...

- ვინ გინდა გამოხვიდე?

- ბიზნესმენი და მინდა, რამე საინტერესო სამსახური წამოვიწყო.

- ახალი წელი მოდის, რა გინდა, თოვლის ბაბუამ მოგიტანოს?

- თოვლის ბაბუა არ არსებობს! თუ სურვილებზე მეკითხებით, ჰოვერბორდი მინდა, ასევე დრონი და კიდევ მინდა, რომ ჯაჯანიძის შოუში მოვხდე, ვუყურებ მის გადაცემას, მომწონს და ვიცი, რომ ბავშვები უყვარს...

გრიპის 216 ახალი შემთხვევა ბოლო ერთ კვირაში - ამირან გამყრელიძე ავადობის უახლესი მაჩვენებლებით

სემეკში ISO 9001:2015 საერთაშორისო  სტანდარტის  შესაბამისი ხარისხის მართვის  სისტემა ინერგება

როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში - სად გათოვდება, სად იწვიმებს და სად იქნება ყველაზე დაბალი ტემპერატურა