მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილი აგენტს როდის მეძახდა? - თავგასიებულს მეძახდა - გუბაზ სანიკიძე ჟურნალისტებს
სააკაშვილი აგენტს როდის მეძახდა? - თავგასიებულს მეძახდა - გუბაზ სანიკიძე ჟურნალისტებს

ჩემი და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რა ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ­მა ვი­თა­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია. ჩვენ სა­კუ­თარ თავს და ეგოს გა­და­ვახ­ტით, - ამის შე­სა­ხებ „გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა­ზე და ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სია სა­ქარ­თვე­ლოს შიგ­ნით და მის ფარ­გლებს გა­რეთ.

"ორ­მხრი­ვი სურ­ვი­ლი იყო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის. არა მარ­ტო ჩემი. ეს გა­მო­იწ­ვია ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ­მა ვი­თა­რე­ბამ და რე­ა­ლო­ბამ. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მოგ­ვწონს თუ არა, ის ჩემი შე­ფა­სე­ბით, არის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ. მას აქვს ძა­ლი­ან დიდი პი­როვ­ნუ­ლი რე­სურ­სი, ამი­ტომ ჩავ­თვა­ლე, რომ ის ნა­რა­ტი­ვი, რო­მელ­საც 7 წე­ლია ნერ­გავს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ უნდა მობ­რუნ­დეს, "ნა­ცე­ბი" თუ მობ­რუნ­დნენ, მე­ო­რედ მოს­ვლა და­ი­წყე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს და­ეს­ხმე­ბა ყვე­ლა მე­ზო­ბე­ლი, ეს ამაზ­რზე­ნი და ამო­რა­ლუ­რი­ცაა", - გა­ნა­ცხა­და სა­ნი­კი­ძემ.

მისი აზ­რით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი თვი­სე­ბე­ბი, დღეს­დღე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა.

"თუ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დაბ­რუნ­დეს, მე მხო­ლოდ და მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მე­ბი. მე­ტიც, ხელ­საც შე­ვუ­წყობ", - აღ­ნიშ­ნა სა­ნი­კი­ძემ.

ამას­თან, მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია მათი შეხ­ვედ­რა რა­ტომ იყო მო­უ­ლოდ­ნე­ლი, როცა ტე­ლე­ე­თე­რით და­ა­ა­ნონ­სა.

კი­თხვა­ზე, რა აძ­ლევთ იმის იმედს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ გა­ი­მე­ო­რებს იმ შეც­დო­მებს, რა­საც თა­ვად აქ­ტი­უ­რად აკ­რი­ტი­კებ­და, სა­ნი­კი­ძემ გა­ნა­ცხა­და:

"შეხ­ვედ­რი­დან დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი მზად არის პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის­თვის, მზად არის იპო­ვოს თა­ვი­სი თავი ოპო­ზი­ცი­ურ ფრონ­ტში და მზად არის ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პრო­მი­სის­თვის", - აღ­ნიშ­ნა სა­ნი­კი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თვი­თონ და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, "სა­კუ­თარ თავს და ეგოს გა­და­ახ­ტნენ".

კი­თხვა­ზე, აპა­ტია თუ არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ძვე­ლი წყე­ნე­ბი და შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც აპა­ტი­ოს წყე­ნა, მან თქვა, რომ "არც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და არც მი­ხე­ილ ივა­ნიშ­ვი­ლი მისი პი­რა­დი მტრე­ბი არ არი­ან".

ჟურ­ნა­ლის­ტის რეპ­ლი­კა­ზე "ჩვენ გვახ­სოვს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გე­ძახ­დათ რო­გორც ჯა­ლათს, ისე აგენტს, სა­ნი­კი­ძემ ხუმ­რო­ბით აღ­ნიშ­ნა: "აგენტს რო­დის მე­ძახ­და? - თავ­გა­სი­ე­ბულს მე­ძახ­და".

ამას­თან, ჟურ­ნა­ლის­ტის კით­ვა­ზე, რომ მას კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბი­ლე­ბა ჰქონ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ და ახლა რას ფიქ­რობ­და, სა­ნი­კი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ კრი­ტი­კას ისიც არ აკ­ლებ­და.

"კრი­ტი­კას ისიც არ მაკ­ლებ­და, თავ­გა­სი­ე­ბულს მე­ძახ­და ხოლ­მე", - აღ­ნიშ­ნა სა­ნი­კი­ძემ.

"ბი­ძი­ნას ჩემ­თვის პი­რა­დად არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია, მაგ­რამ სჯობ­და, ჩემ­თვის და­ე­შა­ვე­ბი­ნა და არა ქვეყ­ნის­თვის", - აღ­ნიშ­ნა სა­ნი­კი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი­ევ­ში ყო­ფილ დე­პუ­ტა­ტებს გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძეს და ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ანს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ყვე­ლა მათ­განს ერთი რამ - სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი აერ­თი­ა­ნებთ. ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით კი, ისი­ნი 23 ნო­ემ­ბერს სიმ­ბო­ლუ­რად შე­იკ­რიბ­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nana
14

სიყვარული კი არა საქართველოს შეჭმა და ფულები გაინტერესებთ მიშას კი ხალხის შეჭმა 

გიო
12

ტყუილად გგონია, გუბაზ, რომ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა. საკუთარ თავს არა, მაგრამ რასაც ხართ გადამხტარები, ხედავს ხალხი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

სააკაშვილი აგენტს როდის მეძახდა? - თავგასიებულს მეძახდა - გუბაზ სანიკიძე ჟურნალისტებს

სააკაშვილი აგენტს როდის მეძახდა? - თავგასიებულს მეძახდა - გუბაზ სანიკიძე ჟურნალისტებს

ჩემი და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია. ჩვენ საკუთარ თავს და ეგოს გადავახტით, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.

"ორმხრივი სურვილი იყო მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის. არა მარტო ჩემი. ეს გამოიწვია ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ და რეალობამ. მიხეილ სააკაშვილი მოგვწონს თუ არა, ის ჩემი შეფასებით, არის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მას აქვს ძალიან დიდი პიროვნული რესურსი, ამიტომ ჩავთვალე, რომ ის ნარატივი, რომელსაც 7 წელია ნერგავს ბიძინა ივანიშვილი, რომ სააკაშვილი არ უნდა მობრუნდეს, "ნაცები" თუ მობრუნდნენ, მეორედ მოსვლა დაიწყება და საქართველოს დაესხმება ყველა მეზობელი, ეს ამაზრზენი და ამორალურიცაა", - განაცხადა სანიკიძემ.

მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილი და მისი თვისებები, დღესდღეობით, საქართველოს სჭირდება.

"თუ გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს, მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. მეტიც, ხელსაც შევუწყობ", - აღნიშნა სანიკიძემ.

ამასთან, მისთვის გაუგებარია მათი შეხვედრა რატომ იყო მოულოდნელი, როცა ტელეეთერით დააანონსა.

კითხვაზე, რა აძლევთ იმის იმედს, რომ სააკაშვილი არ გაიმეორებს იმ შეცდომებს, რასაც თავად აქტიურად აკრიტიკებდა, სანიკიძემ განაცხადა:

"შეხვედრიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი მზად არის პოლიტიკური პროცესისთვის, მზად არის იპოვოს თავისი თავი ოპოზიციურ ფრონტში და მზად არის ძალიან ბევრი კომპრომისისთვის", - აღნიშნა სანიკიძემ.

მისივე თქმით, თვითონ და მიხეილ სააკაშვილი, "საკუთარ თავს და ეგოს გადაახტნენ".

კითხვაზე, აპატია თუ არა მიხეილ სააკაშვილს ძველი წყენები და შესაძლებელია თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილსაც აპატიოს წყენა, მან თქვა, რომ "არც ბიძინა ივანიშვილი და არც მიხეილ ივანიშვილი მისი პირადი მტრები არ არიან".

ჟურნალისტის რეპლიკაზე "ჩვენ გვახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი გეძახდათ როგორც ჯალათს, ისე აგენტს, სანიკიძემ ხუმრობით აღნიშნა: "აგენტს როდის მეძახდა? - თავგასიებულს მეძახდა".

ამასთან, ჟურნალისტის კითვაზე, რომ მას კრიტიკული დამოკიდებილება ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ახლა რას ფიქრობდა, სანიკიძემ განაცხადა, რომ კრიტიკას ისიც არ აკლებდა.

"კრიტიკას ისიც არ მაკლებდა, თავგასიებულს მეძახდა ხოლმე", - აღნიშნა სანიკიძემ.

"ბიძინას ჩემთვის პირადად არაფერი დაუშავებია, მაგრამ სჯობდა, ჩემთვის დაეშავებინა და არა ქვეყნისთვის", - აღნიშნა სანიკიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ყოფილ დეპუტატებს გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ყველა მათგანს ერთი რამ - საქართველოს სიყვარული აერთიანებთ. ვალერი გელბახიანის განცხადებით კი, ისინი 23 ნოემბერს სიმბოლურად შეიკრიბნენ.

"მისი პირმშო, "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო", პოლიტიკიდან და საპარლამენტო სივრციდან გაქრება" - კობახიძე სააკაშვილს პასუხობს

"ოპოზიცია სულ მალე იჯდება პარლამენტში, როგორც ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება - ეს მოხდება ბევრად ადრე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია" - სააკაშვილი

ცესკოს განკარგულება - "მოქალაქეებისა" და "გირჩის" გარდა საბიუჯეტო დაფინანსებას ყველა ბარიერგადალახული პარტია მიიღებს