გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობა დაიწყეს. მათთან ერთად არიან სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა „შეცვალეს” წევრები. ისინი პარლამენტის წინ დადგეგმილ აქციას შეუერთდებიან. აქციას რეგიონებიდან ჩამოსული აქტივისტებიც შეურთდნენ.
17:00 საათიდან რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ წევრები, ასევე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები.
როგორც ისინი ამბობენ, პარლამენტის შენობის პიკეტირებას აპირებენ. მათი თქმით, უმრავლესობის დეპუტატები იქ ყოფნას არ იმსახურებენ, რადგან საქართველოს მოქალაქეების დაკვეთას არ ასრულებენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია, ხვალ დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვან, დღევანდელი აქცია კი, მათი თქმით, ამის დემონსტრირება იქნება.
რა გადაუხადეს ამ რაიონებიდან ჩამოსულ ხალხს!!უგულავას გვერდით კაცი რომ დადგება!მარტო დანგრეული თაბუკაშვილის50 მეტყველებს მაგის ხალხზე ზრუნვაზე!!
შეწყვიტეთ, სირცხვილია, ხალხო. ერთი და იგივე, ერთი და იგივე,მობეზრდა ყველას ეს უაზრობა. ეს არ არის ევროპელობა და არც ქართველობა.