პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ იტალიაში იმყოფებოდა - "ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს"
არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ იტალიაში იმყოფებოდა - "ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს"

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე ადას­ტუ­რებს, რომ ოჯახ­თან ერ­თად იტა­ლი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. თუმ­ცა, თა­ლაკ­ვა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ის არა კო­მოს ტბა­ზე, არა­მედ მი­ლან­ში ცოლ-შვილ­თან ერ­თად ჩა­ვი­და და მე­ო­რე დღეს უკვე სა­მუ­შაო ად­გი­ლას იყო.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ გა­და­ცე­მა­ში "კვი­რის თემა ნანა ლეჟა­ვას­თან ერ­თად" გა­ნა­ცხა­და, აღ­შფოთ­და, როცა მისი ოჯა­ხუ­რი გას­ვლის გამო "ვა­ი­უშ­ვე­ლე­ბე­ლი ატე­ხეს“.

"ეთერ­ში გა­სუ­ლი სი­უ­ჟე­ტით რა სურ­დათ ეთ­ქვათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის? - პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე გაფ­რინ­და კო­მოს ტბა­ზე და­სას­ვე­ნებ­ლად, იქ ის­ვე­ნებს ბი­უ­ჯე­ტის ფუ­ლით, აი, შე­ხე­დეთ, არ აინ­ტე­რე­სებს სხვა არა­ფე­რი... ცხრა ამ­ბი­დან რე­ა­ლუ­რად სა­ბო­ლო­ოდ დარ­ჩა ის, რომ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე პი­რად საქ­მე­ზე ჩაფ­რინ­და მი­ლან­ში და მე­ო­რე დღეს იყო სამ­სა­ხურ­ში.

ძა­ლი­ან აღ­მაშ­ფო­თა, როცა ოჯა­ხუ­რი გას­ვლის გამო პო­ლი­ტი­კუ­რი ვა­ი­უშ­ვე­ლე­ბე­ლი ატე­ხეს. მე, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, სა­მუ­შაო ად­გი­ლას ვი­ყა­ვი ყო­ველ დღე და არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი "შა­ტა­ლო" ეს არ ყო­ფი­ლა, მი­თუ­მე­ტეს, არ მი­ვი­ღებ ასეთ კრი­ტი­კას მათ­გან, ვინც ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე სე­ირ­ნობ­და უცხო­ეთ­ში სა­მე­გობ­რო­ე­ბით.

ჩემი მხრი­დან ვი­დე­ო­ჩარ­თვის გავ­რცე­ლე­ბა, აშ­კა­რაა, რომ არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი ამ ხე­ლოვ­ნუ­რი ის­ტე­რი­ის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ეს იყო პა­სუ­ხი იმ მო­მენ­ტში „ფეიკ ნი­უს­ზე“ -კო­მო­ზე ვის­ვე­ნებ­დი თუ პარ­ლა­მენ­ტში ვი­ყა­ვი.

ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და ვუ­თხრა, რომ ვწუხ­ვარ შექ­მნი­ლი უხერ­ხუ­ლო­ბის­თვის. სი­ნამ­დვი­ლე­ში მთე­ლი ეს „ფე­ი­კი“ აა­წყვეს იმა­ზე, რომ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე მი­ლან­ში ჩა­ვი­და მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად და მე­ო­რე დღეს იყო სამ­სა­ხურ­ში“, - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თა­ლაკ­ვა­ძის იტა­ლი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე და რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი, ერთ-ერთი ბიზ­ნეს­მე­ნის და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­ზე და­სას­წრე­ბად, კო­მოს ტბა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ლაკ­ვა­ძემ თავ­და­პირ­ვე­ლად უარ­ყო და მე­დია დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 75 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დალი
6

არ გაუვიდა ბიჭს ტყუილი.ეტყობა მამამარჩენალმა დატუქსა.

LEKSO
1

mere da ra sachiro iko tkulis tkma?

ავტორი:

არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ იტალიაში იმყოფებოდა - "ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს"

არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ იტალიაში იმყოფებოდა - "ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს"

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ ოჯახთან ერთად იტალიაში იმყოფებოდა. თუმცა, თალაკვაძის განმარტებით, ის არა კომოს ტბაზე, არამედ მილანში ცოლ-შვილთან ერთად ჩავიდა და მეორე დღეს უკვე სამუშაო ადგილას იყო.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში "კვირის თემა ნანა ლეჟავასთან ერთად" განაცხადა, აღშფოთდა, როცა მისი ოჯახური გასვლის გამო "ვაიუშველებელი ატეხეს“.

"ეთერში გასული სიუჟეტით რა სურდათ ეთქვათ საზოგადოებისთვის? - პარლამენტის თავმჯდომარე გაფრინდა კომოს ტბაზე დასასვენებლად, იქ ისვენებს ბიუჯეტის ფულით, აი, შეხედეთ, არ აინტერესებს სხვა არაფერი... ცხრა ამბიდან რეალურად საბოლოოდ დარჩა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს იყო სამსახურში.

ძალიან აღმაშფოთა, როცა ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, სამუშაო ადგილას ვიყავი ყოველ დღე და არანაირი პოლიტიკური "შატალო" ეს არ ყოფილა, მითუმეტეს, არ მივიღებ ასეთ კრიტიკას მათგან, ვინც ბიუჯეტის ხარჯზე სეირნობდა უცხოეთში სამეგობროებით.

ჩემი მხრიდან ვიდეოჩართვის გავრცელება, აშკარაა, რომ არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ხელოვნური ისტერიის გასანეიტრალებლად, თუმცა რეალურად ეს იყო პასუხი იმ მომენტში „ფეიკ ნიუსზე“ -კომოზე ვისვენებდი თუ პარლამენტში ვიყავი.

ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ვწუხვარ შექმნილი უხერხულობისთვის. სინამდვილეში მთელი ეს „ფეიკი“ ააწყვეს იმაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მილანში ჩავიდა მეუღლესთან და შვილთან ერთად და მეორე დღეს იყო სამსახურში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ თალაკვაძის იტალიაში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია მედიამ გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი კახა კალაძე და რამდენიმე დეპუტატი, ერთ-ერთი ბიზნესმენის დაბადების დღის წვეულებაზე დასასწრებად, კომოს ტბაზე იმყოფებოდნენ, თუმცა აღნიშნული თალაკვაძემ თავდაპირველად უარყო და მედია დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზუმე"

"ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების დღეს ხალხმრავალ შეკრებას გეგმავს" - რა წერილს ასაჯაროებს მერია