მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანი ლამაზი მაშინაა, როდესაც შიგნიდან ასხივებს..." - ნინუცა ორჯონიკიძე  წამყვანის ამპლუასა და "საქართველოს ვარსკვლავის" კულისებზე
"ადამიანი ლამაზი მაშინაა, როდესაც შიგნიდან ასხივებს..." - ნინუცა ორჯონიკიძე  წამყვანის ამპლუასა და "საქართველოს ვარსკვლავის" კულისებზე

ნი­ნუ­ცა ორ­ჯო­ნი­კი­ძე „პირ­ვე­ლი არ­ხის“ ტე­ლე­წამ­ყვა­ნია, არ­ხის ეთერ­ში რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მა მიჰ­ყავს. ამ ეტაპ­ზე მე­გა­შოუ „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ წაყ­ვა­ნაც უწევს კონ­კურ­სან­ტე­ბის ოთა­ხი­და, რა­საც უკვე მე­ო­რე სე­ზო­ნია უძღვე­ბა და არ­ცთუ ური­გოდ.

გარ­და იმი­სა, რომ კონ­კურ­სან­ტებს წა­რად­გენს და სცე­ნის­კენ აცი­ლებს, მა­ნამ­დე კუ­ლი­სებ­ში თი­თო­ე­ულს ამ­ხნე­ვებს, ამ­ხი­ა­რუ­ლებს და ლა­ი­ვის წინ სტრე­სის დაძ­ლე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა.

„ცხოვ­რე­ბა­ში არ მი­ფიქ­რია, რომ ასეთ მე­გა­შო­უ­ში ოდეს­მე ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ვიქ­ნე­ბო­დი. სულ ვამ­ბობ, რომ არა­ნა­ი­რი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მაქვს და ამ პრო­ექ­ტში მე­გო­ნა, მხო­ლოდ იმ ხალ­ხს შე­ეძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ვინც ამ დარგთან მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. აქვს უნა­რი მუ­სი­კა­ლუ­რად შე­ა­ფა­სოს კონ­კურ­სან­ტე­ბი, გა­ამ­ხნე­ვოს. მოკ­ლედ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მაქვს, უკვე მე­ო­რე სე­ზო­ნია, ამ პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობ.

- კუ­ლი­სე­ბი ყო­ველ­თვის უც­ნო­ბია ფარ­თო მა­ყუ­რებ­ლის­თვის - რა ხდე­ბა „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ კუ­ლი­სებ­ში და იმ ოთახ­ში, სა­დაც თქვენ ხართ?

- კონ­კურ­სან­ტე­ბი ნერ­ვი­უ­ლო­ბენ, გა­ნიც­დი­ან, ამას­თან, ვინ­მემ შე­იძ­ლე­ბა რე­პე­ტი­ცი­ა­ზე უკე­თე­სად შე­ას­რუ­ლოს და კონ­ცერ­ტზე ისე ვერ გა­მო­უ­ვი­დეს. ამა­სო­ბა­ში, სოცქსელ­ში შე­იძ­ლე­ბა მას­ზე არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რი გაჩ­ნდეს, ისი­ნი კუ­ლი­სებ­ში ყოფ­ნი­სას ამა­საც კი­თხუ­ლო­ბენ და კონ­კურ­სის მსვლე­ლო­ბის მან­ძილ­ზე ამა­ზე ღე­ლა­ვენ, ით­რგუ­ნე­ბი­ან...

მოკ­ლედ, მი­ხა­რია და მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ამ პრო­ექ­ტში ვმო­ნა­წი­ლე­ობ. ამას­თან, არის კი­დევ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ­ხის, კონ­კურ­სან­ტე­ბის მი­მართ, რად­გა­ნაც დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რო­დე­საც ეთერ­ში ამ­ხე­ლა შოუ მიგ­ყავს.

სხვა­თა შო­რის, ბევ­რი რამ არის იმა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ გა­ამ­ხნე­ვებ, და­ამ­შვი­დებ და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხარ თვი­თონ იმ წუ­თას. ცივ­სის­ხლი­ა­ნი უნდა იყო, როცა ამ­დენ დროს ამ ადა­მი­ა­ნებ­თან ატა­რებ, უყუ­რებ რო­გო­რი მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რო­გორ შრო­მო­ბენ, ერ­თმა­ნეთს მხარს რო­გორ უჭე­რენ და ეს ყვე­ლა­ფე­რი არ გა­ღელ­ვებ­დეს. ამას­თან, იცი, რომ ყო­ველ ჯერ­ზე პრო­ექტს ერთი გა­მო­აკ­ლდე­ბა...

- ფა­ვო­რი­ტი არ გყავს?

- ერთი ფა­ვო­რი­ტი არ მყავს, რად­გა­ნაც ბევ­რი კარ­გი მუ­სი­კო­სია, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მომ­წონს. მხარს აქ­ტი­უ­რად ვუ­ჭერ მას, ვინც უფრო მე­ტად საფრ­თხე­შია ხოლ­მე. რო­დე­საც მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი გაქვს, მერე უკვე ყვე­ლა მოგ­წონს, გინ­და, კარ­გად წარ­მო­ად­გი­ნოს მუ­სი­კა­ლუ­რი ნო­მე­რი და სა­კუ­თა­რი თავი. იცი, რომ შუძ­ლი­ათ და ერ­თა­დერ­თი, რაც ამუხ­რუ­ჭებთ, ხელს უშ­ლით, ეს სტრე­სია.

- მე­ო­რე სე­ზო­ნია ამ შოუს კონ­კურ­სან­ტე­ბის ოთა­ხი­დან უძღვე­ბი, გა­სუ­ლი სე­ზო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ შე­ვა­ფა­სოთ ახ­ლან­დე­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი...

- მათი მა­ყუ­რე­ბე­ლი და მე­გო­ბა­რი ვარ, ვინც მხარს უჭერს, ამ­ხნე­ვებს და მო­ტი­ვა­ცი­ას უზ­რდის. წინა სე­ზონ­ზე, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­დან უმე­ტე­სო­ბა უფრო მცი­რე ასა­კი­სა­ნი იყ­ვნენ, ახლა მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ მოზ­რდი­ლე­ბი და შემ­დგა­რი მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან. პირ­ვე­ლი ლა­ი­ვი­შოუ მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კონ­ცერ­ტი იყო, თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბით, ენერ­გე­ტი­კით - ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სტი­ლი ყვე­ლას აქვთ ნა­პოვ­ნი, იცი­ან, ვინ არი­ან, რა უნ­დათ. შარ­შან მე­ტად ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ, ახლა მო­მარ­თუ­ი­ლე­ბი არი­ან გა­მარ­ჯვე­ბა­ზე. გარ­ჯვე­ბუ­ლი კი ამ კონ­კურ­სში მხო­ლოდ ერთი იქ­ნე­ბა. უნდა ნა­ხოთ, რო­გორ უჭე­რენ ერ­თმა­ნეთს მხარს და რო­გორ ეხ­მა­რე­ბი­ან.

- ყო­ველ­თვის ფორ­მა­ში ხარ, ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, ამა­ზე აქ­ტი­უ­რად ზრუ­ნავ?

- მა­გას გრი­მი­ო­რის ხრი­კე­ბი ჰქვია, შე­იძ­ლე­ბა ღა­მე­ში 4 სა­ა­თი გე­ძი­ნოს და უნდა ნა­ხოთ, რო­გო­რი სხვა­ო­ბაა გრი­მი­ან­სა და უგ­რი­მოს შო­რის... ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ჟურ­ნა­ლის­ტია, „პირ­ველ არხზე“ ბევ­რი წე­ლია „მო­ამ­ბე­ში“ ჩარ­თვებ­ზე მუ­შა­ობს და მიყ­ვე­ბო­და, 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ერთხელ, გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზის გამო, ჩარ­თვა­ზე უგ­რი­მოდ ვი­ყა­ვიო... სა­ერ­თოდ, ეს მა­ყუ­რებ­ლის ყვე­ლა­ზე დიდი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაა. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზორს ჩარ­თავს, იმის­თვის ხარ, რომ გა­არ­თო, მისი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ციო, გან­წყო­ბა შე­უქ­მნა, პო­ზი­ტი­უ­რად და­მუხ­ტო და უფ­ლე­ბა არ გაქვს, ეს არ მის­ცე.

თუმ­ცა გრი­მი სა­ხის კანს აფუ­ჭებს და ამი­ტომ ვცდი­ლობ, სა­ხის კანი და­ვი­ტე­ნი­ა­ნო, სა­ცხი წა­ვის­ვა. ასე­ვე დი­დად არ მიყ­ვარს კოს­მე­ტო­ლო­გის ჩა­რე­ვე­ბი. თუ ამას მა­ინ­ცდა­მა­ინც აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ მო­ი­თხოვს... და­ნარ­ჩე­ნი, რა გი­თხრათ, ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ში­ნა­გან გან­წყო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ადა­მი­ა­ნი ლა­მა­ზი და მშვე­ნი­ე­რი მა­ში­ნაა, რო­დე­საც შიგ­ნი­დან ას­ხი­ვებს, თო­რემ ლა­მა­ზი ცხვირ-პირი დღეს პრობ­ლე­მა არ არის...

- იმე­დი გაქვს, რომ მარ­თლაც ღირ­სე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტი შე­ირ­ჩე­ვა და „ერო­ვი­ზი­ა­ზე“ წავა?

- რაც ქვე­ყა­ნა­ში კარ­გად გა­მოგ­ვდის, ეს სიმ­ღე­რაა. იქ კი ჯერ სა­თა­ნა­დოდ არ დაგ­ვი­ფას­და. იქ, რა „მუ­შა­ობს“, ეს რთუ­ლი გა­მო­საც­ნო­ბია, ამა­ში კონ­კურ­სან­ტია ჩარ­თუ­ლი, მაგ­რამ ერთი რამ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. - ის სცე­ნა ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტის­თვის ცოტა სტრე­სუ­ლია, ალ­ბათ, იმ შიშს მე­ტად უნდა გა­უმკლავ­დეთ. სა­ქარ­თვე­ლო და მთე­ლი ევ­რო­პა გი­ყუ­რებს და არა­ვინ უნდა შე­არ­ცხვი­ნო, პი­რი­ქით თქვან, რომ რა მა­გა­რი კონ­კურ­სან­ტია. ზუს­ტად ვიცი, რომ წელს გვე­ყო­ლე­ბა ისე­თი კონ­კურ­სან­ტი, რო­მე­ლიც სა­თა­ნა­დო პო­ზი­ცი­ებს და­ი­კა­ვებს. იმი­ტომ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ლო­გი­კუ­რი მო­საზ­რე­ბით, თუ ვინ­მე იმ­სა­ხუ­რებს მაგ კონ­კურ­სზე გამ­გზავ­რე­ბას, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოა. ასე რომ, გა­მარ­ჯვე­ბას და წარ­მა­ტე­ბას მე აუ­ცი­ლებ­ლად ველი.

ავტორი:

"ადამიანი ლამაზი მაშინაა, როდესაც შიგნიდან ასხივებს..." - ნინუცა ორჯონიკიძე  წამყვანის ამპლუასა და "საქართველოს ვარსკვლავის" კულისებზე

"ადამიანი ლამაზი მაშინაა, როდესაც შიგნიდან ასხივებს..." - ნინუცა ორჯონიკიძე  წამყვანის ამპლუასა და "საქართველოს ვარსკვლავის" კულისებზე

ნინუცა ორჯონიკიძე „პირველი არხის“ ტელეწამყვანია, არხის ეთერში რამდენიმე გადაცემა მიჰყავს. ამ ეტაპზე მეგაშოუ „საქართველოს ვარსკვლავის“ წაყვანაც უწევს კონკურსანტების ოთახიდა, რასაც უკვე მეორე სეზონია უძღვება და არცთუ ურიგოდ.

გარდა იმისა, რომ კონკურსანტებს წარადგენს და სცენისკენ აცილებს, მანამდე კულისებში თითოეულს ამხნევებს, ამხიარულებს და ლაივის წინ სტრესის დაძლევაში ეხმარება.

„ცხოვრებაში არ მიფიქრია, რომ ასეთ მეგაშოუში ოდესმე ერთ-ერთი წამყვანი ვიქნებოდი. სულ ვამბობ, რომ არანაირი მუსიკალური განათლება არ მაქვს და ამ პროექტში მეგონა, მხოლოდ იმ ხალხს შეეძლო მონაწილეობა, ვინც ამ დარგთან მჭიდროდაა დაკავშირებული. აქვს უნარი მუსიკალურად შეაფასოს კონკურსანტები, გაამხნევოს. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური განათლება არ მაქვს, უკვე მეორე სეზონია, ამ პროექტზე ვმუშაობ.

- კულისები ყოველთვის უცნობია ფართო მაყურებლისთვის - რა ხდება „საქართველოს ვარსკვლავის“ კულისებში და იმ ოთახში, სადაც თქვენ ხართ?

- კონკურსანტები ნერვიულობენ, განიცდიან, ამასთან, ვინმემ შეიძლება რეპეტიციაზე უკეთესად შეასრულოს და კონცერტზე ისე ვერ გამოუვიდეს. ამასობაში, სოცქსელში შეიძლება მასზე არც ისე სასიამოვნო კომენტარი გაჩნდეს, ისინი კულისებში ყოფნისას ამასაც კითხულობენ და კონკურსის მსვლელობის მანძილზე ამაზე ღელავენ, ითრგუნებიან...

მოკლედ, მიხარია და მადლიერი ვარ, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობ. ამასთან, არის კიდევ პასუხისმგებლობა არხის, კონკურსანტების მიმართ, რადგანაც დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ეთერში ამხელა შოუ მიგყავს.

სხვათა შორის, ბევრი რამ არის იმაზე დამოკიდებული, როგორ გაამხნევებ, დაამშვიდებ და ძალიან საინტერესოა, თუ რა მდგომარეობაში ხარ თვითონ იმ წუთას. ცივსისხლიანი უნდა იყო, როცა ამდენ დროს ამ ადამიანებთან ატარებ, უყურებ როგორი მონდომებულები არიან, როგორ შრომობენ, ერთმანეთს მხარს როგორ უჭერენ და ეს ყველაფერი არ გაღელვებდეს. ამასთან, იცი, რომ ყოველ ჯერზე პროექტს ერთი გამოაკლდება...

- ფავორიტი არ გყავს?

- ერთი ფავორიტი არ მყავს, რადგანაც ბევრი კარგი მუსიკოსია, რომლებიც ძალიან მომწონს. მხარს აქტიურად ვუჭერ მას, ვინც უფრო მეტად საფრთხეშია ხოლმე. როდესაც მთელი დღის განმავლობაში ამ ადამიანებთან კონტაქტი გაქვს, მერე უკვე ყველა მოგწონს, გინდა, კარგად წარმოადგინოს მუსიკალური ნომერი და საკუთარი თავი. იცი, რომ შუძლიათ და ერთადერთი, რაც ამუხრუჭებთ, ხელს უშლით, ეს სტრესია.

- მეორე სეზონია ამ შოუს კონკურსანტების ოთახიდან უძღვები, გასული სეზონიდან გამომდინარე, რომ შევაფასოთ ახლანდელი კონკურსანტები...

- მათი მაყურებელი და მეგობარი ვარ, ვინც მხარს უჭერს, ამხნევებს და მოტივაციას უზრდის. წინა სეზონზე, მონაწილეებიდან უმეტესობა უფრო მცირე ასაკისანი იყვნენ, ახლა მეჩვენება, რომ მოზრდილები და შემდგარი მუსიკოსები არიან. პირველი ლაივიშოუ მათი მონაწილეობით ჩვეულებრივი კონცერტი იყო, თავისი პროფესიონალიზმით, თავდაჯერებულობით, ენერგეტიკით - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. სტილი ყველას აქვთ ნაპოვნი, იციან, ვინ არიან, რა უნდათ. შარშან მეტად ნერვიულობდნენ, ახლა მომართუილები არიან გამარჯვებაზე. გარჯვებული კი ამ კონკურსში მხოლოდ ერთი იქნება. უნდა ნახოთ, როგორ უჭერენ ერთმანეთს მხარს და როგორ ეხმარებიან.

- ყოველთვის ფორმაში ხარ, ლამაზად გამოიყურები, ამაზე აქტიურად ზრუნავ?

- მაგას გრიმიორის ხრიკები ჰქვია, შეიძლება ღამეში 4 საათი გეძინოს და უნდა ნახოთ, როგორი სხვაობაა გრიმიანსა და უგრიმოს შორის... ჩვენი მეგობარი ჟურნალისტია, „პირველ არხზე“ ბევრი წელია „მოამბეში“ ჩართვებზე მუშაობს და მიყვებოდა, 12 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, გარკვეული მიზეზის გამო, ჩართვაზე უგრიმოდ ვიყავიო... საერთოდ, ეს მაყურებლის ყველაზე დიდი უპატივცემულობაა. ადამიანი, რომელიც ტელევიზორს ჩართავს, იმისთვის ხარ, რომ გაართო, მისი ყურადღება მიიქციო, განწყობა შეუქმნა, პოზიტიურად დამუხტო და უფლება არ გაქვს, ეს არ მისცე.

თუმცა გრიმი სახის კანს აფუჭებს და ამიტომ ვცდილობ, სახის კანი დავიტენიანო, საცხი წავისვა. ასევე დიდად არ მიყვარს კოსმეტოლოგის ჩარევები. თუ ამას მაინცდამაინც აუცილებლობა არ მოითხოვს... დანარჩენი, რა გითხრათ, ყველაფერი მაინც შინაგან განწყობაზეა დამოკიდებული. ადამიანი ლამაზი და მშვენიერი მაშინაა, როდესაც შიგნიდან ასხივებს, თორემ ლამაზი ცხვირ-პირი დღეს პრობლემა არ არის...

- იმედი გაქვს, რომ მართლაც ღირსეული კონკურსანტი შეირჩევა და „ეროვიზიაზე“ წავა?

- რაც ქვეყანაში კარგად გამოგვდის, ეს სიმღერაა. იქ კი ჯერ სათანადოდ არ დაგვიფასდა. იქ, რა „მუშაობს“, ეს რთული გამოსაცნობია, ამაში კონკურსანტია ჩართული, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. - ის სცენა ქართველი კონკურსანტისთვის ცოტა სტრესულია, ალბათ, იმ შიშს მეტად უნდა გაუმკლავდეთ. საქართველო და მთელი ევროპა გიყურებს და არავინ უნდა შეარცხვინო, პირიქით თქვან, რომ რა მაგარი კონკურსანტია. ზუსტად ვიცი, რომ წელს გვეყოლება ისეთი კონკურსანტი, რომელიც სათანადო პოზიციებს დაიკავებს. იმიტომ, რომ ნებისმიერი ლოგიკური მოსაზრებით, თუ ვინმე იმსახურებს მაგ კონკურსზე გამგზავრებას, მათ შორის საქართველოა. ასე რომ, გამარჯვებას და წარმატებას მე აუცილებლად ველი.

"აუტსაიდერებს რომ აცხადებდნენ, მეშინოდა, თორნიკე არ ყოფილიყო..." - შეფასებები "საქართველოს ვარსკვლავის" მორიგი ლაივიდან

8 ფილმი, რომელიც ფსიქოლოგიით დაინტერესებულმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა ნახონ

გოგონა ფილმიდან "ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა"  - როგორ ცხოვრობს მარიკა გიორგობიანი რეჟისორ მეუღლესთან ერთად გერმანიაში