პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"30 ტატუ მაქვს და ამაზე არ გავჩერდები" - პიტო სეთურიძე სვირინგის ხელოვნებაზე, "მასტერშეფსა" და კონკურენტებზე
"30 ტატუ მაქვს და ამაზე არ გავჩერდები" - პიტო სეთურიძე სვირინგის ხელოვნებაზე, "მასტერშეფსა" და კონკურენტებზე

ტატუ-არ­ტის­ტი, დი­ზა­ი­ნე­რი, მო­დე­ლი და უკვე მზა­რე­უ­ლი - პიტო სე­თუ­რი­ძეს, "მას­ტერ­შე­ფის" გა­მორ­ჩე­ულ მო­ნა­წი­ლეს თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა წრე­ებ­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. ის ქა­ლა­ქის სა­უ­კე­თე­სო ტა­ტუს ოს­ტა­ტებს შო­რი­საც სა­ხელ­დე­ბა, თუმ­ცა "მას­ტერ­შე­ფის" შემ­დეგ გა­ცი­ლე­ბით მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­იც­ნო.

მისი ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა ყო­ველ­თვის აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბას იწ­ვევს. ზოგს მისი გა­რეგ­ნო­ბა აღი­ზი­ა­ნებს, ზოგს ის, რომ კონ­კუ­რენ­ტე­ბის მი­მართ კრი­ტი­კას ღიად გა­მო­ხა­ტავს და ზოგ­ჯერ, საკ­მა­ოდ ცი­ნი­კუ­რა­დაც.

რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბა „მას­ტერ­შე­ფის“ გა­და­ღე­ბე­ბის დროს და რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს კონ­კუ­რენ­ტე­ბის მი­მართ პიტო სე­თუ­რი­ძეს AMBEBI.GE-სთან მისი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ:

- პირ­ვე­ლი სვი­რინ­გი რო­დის გა­ი­კე­თე?

- 13 წლის ვი­ყა­ვი და მერე ძა­ლი­ან ვი­ნა­ნე. აშ­კა­რად ცუ­დად გა­მი­კე­თეს, ხელს რომ ვხრი­დი, ფორ­მა ეც­ვლე­ბო­და. მერე გა­და­ვი­კე­თე. ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით, სხვებ­საც ვურ­ჩევ, რომ პა­ტა­რა ასაკ­ში ტა­ტუს გა­კე­თე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ და მხო­ლოდ მას შემ­დეგ და­ი­ხა­ტონ თუ და­ი­წე­რენ რამე, როცა მათი გე­მოვ­ნე­ბა ასე თუ ისე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ახლა 30 ტატუ მაქვს და ალ­ბათ, ამა­ზე არ გავ­ჩერ­დე­ბი.

იმ­დე­ნად მომ­წონ­და ტა­ტუ­ე­ბის კე­თე­ბა, რომ ძა­ლი­ან მინ­დო­და, თა­ვა­დაც გა­მე­კე­თე­ბი­ნა. თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ არ გა­მო­მი­ვი­დო­და, მაგ­რამ იმა­ზე მარ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე მე­გო­ნა.

ახლა ყვე­ლა­ფე­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მია, ინ­ტერ­ნე­ტით ყვე­ლაფ­რის სწავ­ლა შეგ­ვიძ­ლია. მეც უამ­რა­ვი რა­ღაც წა­ვი­კი­თხე ტა­ტუს ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, სპე­ცი­ფი­კა­ზე, აპა­რა­ტიც შე­ვი­ძი­ნე და მე­ო­თხე წე­ლია ამ საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. ძი­რი­თა­დად, ჩემს ეს­კი­ზებ­ზე ვმუ­შა­ობ, ვა­კე­თებ მხო­ლოდ იმას, რაც მეც მომ­წონს, რად­გან არ მინ­და, ეს საქ­მე სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ და რუ­ტი­ნად გა­და­იქ­ცეს, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე.

- რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ამ სფე­რო­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა?

- სხვა­თა­შო­რის, არა. ამ სფე­რო­ში არა­ვინ არ იყო ისე­თი, ვინც სა­კუ­თარ ეს­კი­ზებ­ზე მუ­შა­ობ­და. ჩვე­უ­ლებ­რივ, სა­კუ­თარ ხე­ლო­ბას ყი­დი­ან და არა ნა­მუ­შევ­რებს. მე კი ყო­ველ­თვის სა­კუ­თარ ეს­კი­ზებ­ზე მუ­შა­ო­ბა მი­ტა­ცებ­და, ამი­ტომ რომ მივ­ხვდი, სა­კუ­თა­რი ნიშა შე­მეძ­ლო მქო­ნო­და, საქ­მე და­ვი­წყე. ასე­ვე, აქამ­დე ძა­ლი­ან ერი­დე­ბოდ­ნენ ფე­რებს, მე კი ფე­რად ეს­კი­ზებ­ზე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა.

- რო­გორც ვიცი, ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ. ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი ქვე­ყა­ნა გი­ზი­დავს?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­პის 15 ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი, აზი­ის ქვეყ­ნე­ბი უფრო მი­ზი­დავს. ინ­დო­ეთ­მა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე ძა­ლი­ან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა. მზე, ზღვა და პალ­მე­ბი უფრო ჩე­მია, ვიდ­რე ყინ­ვა და ქურ­თუ­კე­ბი. ეს ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ზეც ისა­ხე­ბა. მა­გა­ლი­თად, ჩემი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი ტატუ წი­თე­ლი დრა­კო­ნია, რო­მე­ლიც ხელ­ზე მაქვს.

- კუ­ლი­ნა­რი­ით რო­დის და­ინ­ტე­რეს­დი?

- კუ­ლი­ნა­რია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მა­შინ შე­მო­ვი­და, რო­დე­საც ბე­ბია გარ­და­მეც­ვა­ლა და აღა­რა­ვინ დარ­ჩა, ვინც საჭ­მელს მო­მიმ­ზა­დებ­და. საჭ­მელს რომ ვუკ­ვე­თავ­დი, არა­სო­დეს მო­დი­ო­და ისე­თი, რო­გო­რიც მე მინ­დო­და. მერე ჩემი ფან­ტა­ზი­ით და­ვი­წყე პრო­დუქ­ტე­ბის ერ­თმა­ნეთ­ში შე­რე­ვა, ინ­ტერ­ნეტ­ში რე­ცეპ­ტე­ბის კი­თხვა და ნელ-ნელა განვვი­თარ­დი. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ხე­ლით მუ­შა­ო­ბა სხე­ულ­ზე, ტყავ­ზე, ნა­ჭერ­ზე, ხე­ზეც თუ მე­ტალ­ზეც.

კუ­ლი­ნა­რია მე­დი­ტა­ცი­ას მა­გო­ნებს. ერთ კონ­კრე­ტულ მო­მენტზე კონ­ცენ­ტრირ­დე­ბი, სხვა ყვე­ლა ფიქ­რი იშ­ლე­ბა. ეს პა­ტარ-პა­ტა­რა მე­დი­ტა­ცი­ე­ბი ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ ცოტა ხნით ყვე­ლა­ფერს მო­წყდე.

- "მას­ტერ­შეფ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

- ჩემი ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა მო­მინ­და. ვი­ფიქ­რე, რა­ტო­მაც არა? კვი­რა­ში ოთხი დღე მთლი­ა­ნად ამ პრო­ექ­ტზე ვარ გა­დარ­თუ­ლი, სულ რე­ცეპ­ტებ­ზე ვფიქ­რობ. თუ რა­ღა­ცას ვი­წყებ, ბო­ლომ­დე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვარ. ვფიქ­რობ, იმის­თვის, რომ ჩვე­ნი მიზ­ნე­ბი და ოც­ნე­ბე­ბი რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს, სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. შე­იძ­ლე­ბა სამ­წლი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­მი­ღია პა­რიზ­ში თუ თბი­ლის­ში, მაგ­რამ ახლა ვი­ღებ ცოდ­ნას და ვცდი­ლობ, კრე­ა­ტი­უ­ლი ვიყო.

- კონ­კუ­რენ­ტებ­ზე რას ფიქ­რობ?

- საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი მყავს. რამ­დე­ნი­მეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, თუმ­ცა არ ვფიქ­რობ, რომ ამის გამო შე­იძ­ლე­ბა მათ ვერ ვა­ჯო­ბო. და თუ მა­ინც ისე მოხ­და, რომ რა­ღაც ეტაპ­ზე შოუს გა­მო­ვე­თი­შე­ბი, ჩავ­თვლი, რომ სხვე­ბი ჩემ­ზე ძლი­ე­რე­ბი იყ­ვნენ და ყვე­ლა­ფე­რი სა­მარ­თლი­ა­ნად მოხ­და.

მხო­ლოდ კონ­კუ­რენ­ცი­აც არაა. ამ შოუმ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი კარ­გი ადა­მი­ა­ნი გა­ა­ჩი­ნა, ბევრ კონ­კურ­სან­ტთან ვმე­გობ­რობ და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ იმ თავ­გა­და­სავ­ლის ნა­წი­ლი ვარ, რა­საც "მას­ტერ­შე­ფი" ჰქვია.

- 8 კონ­კურ­სან­ტი­დან ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და ყვე­ლა­ზე სუს­ტი ვინ გგო­ნია?

- ყვე­ლა­ზე სუს­ტე­ბი, ალ­ბათ, ისი­ნი იყ­ვნენ, რომ­ლებ­მაც დაგვტო­ვეს. ერთ-ერთი ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტი აღ­მოჩ­ნდა მარ­ტა. არ მე­გო­ნა, თუკი ასე­თი ძლი­ე­რი და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ თა­ვი­სი იდე­ე­ბი სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნა­ვი­თა­რა, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, ვმე­გობ­რობ მას­თან და კარგ ადა­მი­ა­ნად მი­მაჩ­ნია.

- ჩა­წე­რებ­ზე ყო­ველ­თვის თა­მა­მი და მხი­ა­რუ­ლი ხარ. ეს ხომ მა­ინც შე­ჯიბ­რია და არ ნერ­ვი­უ­ლობ?

- მგო­ნია, რომ ნერ­ვი­უ­ლო­ბა ყო­ველ­თვის ხელს უშ­ლის ადა­მი­ანს და რომც ანერ­ვი­უ­ლებ­დეს რამე, მა­ინც არ უნდა ინერ­ვი­უ­ლოს. ეგ მაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი და სულ ვცდი­ლობ, ლაღი და სა­ინ­ტე­რე­სო ვიყო. თა­ნაც შოუს სჭირ­დე­ბა პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გია. რა თქმა უნდა, სულ სი­ცილ-კის­კის­შიც ვერ ვართ. ყო­ვე­ლი შოუს ბო­ლოს ერთი ადა­მი­ა­ნი რომ გვტო­ვებს, რო­მელ­საც და­უ­მე­გობ­რდი და მოგ­წონს, რთუ­ლია.

- შოუს შემ­დეგ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დი. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­მაც მო­ი­მა­ტა ალ­ბათ...

- რა თქმა უნდა. პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში სულ მომ­დის და­დე­ბი­თი მე­სი­ჯე­ბი, რაც ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს. რა თქმა უნდა, ნე­გა­ტი­ურ რა­ღა­ცებ­საც ვკი­თხუ­ლობ, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის აზრი, ვის­თვი­საც ჩემი არ­სე­ბო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია და მათ გე­მოვ­ნე­ბა­ში არ ვჯდე­ბი, ნამ­დვი­ლად არ მა­ინ­ტე­რე­სებს.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამ ნე­გა­ტი­ურ კო­მენ­ტა­რებ­შიც კი ვნა­ხუ­ლობ ხოლ­მე პო­ზი­ტივს და მერე მთე­ლი დღე ვი­ცი­ნი. მა­გა­ლი­თად, ჩემი საყ­ვა­რე­ლი კო­მენ­ტა­რი: „ეს ყა­ვაწ­რუ­პია ვინ არის?!“ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყა­ვას სა­ერ­თოდ არ ვსვამ, „ყა­ვის წრუპ­ვის“ ფე­ნო­მე­ნი რომ არ­სე­ბობს, უკვე ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა.

გა­რეგ­ნო­ბა­ზე მე­ხუმ­რე­ბი­ან ხოლ­მე, მაგ­რამ როცა შენი სტი­ლი გაქვს, იმის­თვი­საც მზად უნდა იყო, რომ ყვე­ლას ვერ მო­ე­წო­ნე­ბი, რო­გო­რიც ხარ.

ავ­ტო­რი: მა­რი­ამ ტუ­რ­ძი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იპოლიტე ხვიჩია
5

ჩემი სტილი არ დაივიწყოთ ბიჭებო

keke
5

vin aris es trulaila, bichi drakoni, bichi siymawvile - xox

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"30 ტატუ მაქვს და ამაზე არ გავჩერდები" - პიტო სეთურიძე სვირინგის ხელოვნებაზე, "მასტერშეფსა" და კონკურენტებზე

"30 ტატუ მაქვს და ამაზე არ გავჩერდები" - პიტო სეთურიძე სვირინგის ხელოვნებაზე, "მასტერშეფსა" და კონკურენტებზე

ტატუ-არტისტი, დიზაინერი, მოდელი და უკვე მზარეული - პიტო სეთურიძეს, "მასტერშეფის" გამორჩეულ მონაწილეს თბილისის სხვადასხვა წრეებში კარგად იცნობენ. ის ქალაქის საუკეთესო ტატუს ოსტატებს შორისაც სახელდება, თუმცა "მასტერშეფის" შემდეგ გაცილებით მეტმა ადამიანმა გაიცნო.

მისი ეკრანზე გამოჩენა ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ზოგს მისი გარეგნობა აღიზიანებს, ზოგს ის, რომ კონკურენტების მიმართ კრიტიკას ღიად გამოხატავს და ზოგჯერ, საკმაოდ ცინიკურადაც.

რეალურად რა ხდება „მასტერშეფის“ გადაღებების დროს და რა დამოკიდებულება აქვს კონკურენტების მიმართ პიტო სეთურიძეს AMBEBI.GE-სთან მისი ინტერვიუდან შეიტყობთ:

- პირველი სვირინგი როდის გაიკეთე?

- 13 წლის ვიყავი და მერე ძალიან ვინანე. აშკარად ცუდად გამიკეთეს, ხელს რომ ვხრიდი, ფორმა ეცვლებოდა. მერე გადავიკეთე. ჩემი გამოცდილებით, სხვებსაც ვურჩევ, რომ პატარა ასაკში ტატუს გაკეთებისგან თავი შეიკავონ და მხოლოდ მას შემდეგ დაიხატონ თუ დაიწერენ რამე, როცა მათი გემოვნება ასე თუ ისე ჩამოყალიბებული იქნება. ახლა 30 ტატუ მაქვს და ალბათ, ამაზე არ გავჩერდები.

იმდენად მომწონდა ტატუების კეთება, რომ ძალიან მინდოდა, თავადაც გამეკეთებინა. თავიდან მეგონა, რომ არ გამომივიდოდა, მაგრამ იმაზე მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.

ახლა ყველაფერი ხელმისაწვდომია, ინტერნეტით ყველაფრის სწავლა შეგვიძლია. მეც უამრავი რაღაც წავიკითხე ტატუს ხელოვნებაზე, სპეციფიკაზე, აპარატიც შევიძინე და მეოთხე წელია ამ საქმით ვარ დაკავებული. ძირითადად, ჩემს ესკიზებზე ვმუშაობ, ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც მეც მომწონს, რადგან არ მინდა, ეს საქმე სავალდებულოდ და რუტინად გადაიქცეს, როგორც ხდება ხოლმე.

- რთული აღმოჩნდა ამ სფეროში თავის დამკვიდრება?

- სხვათაშორის, არა. ამ სფეროში არავინ არ იყო ისეთი, ვინც საკუთარ ესკიზებზე მუშაობდა. ჩვეულებრივ, საკუთარ ხელობას ყიდიან და არა ნამუშევრებს. მე კი ყოველთვის საკუთარ ესკიზებზე მუშაობა მიტაცებდა, ამიტომ რომ მივხვდი, საკუთარი ნიშა შემეძლო მქონოდა, საქმე დავიწყე. ასევე, აქამდე ძალიან ერიდებოდნენ ფერებს, მე კი ფერად ესკიზებზე დავიწყე მუშაობა.

- როგორც ვიცი, ხშირად მოგზაურობ. ყველაზე მეტად რომელი ქვეყანა გიზიდავს?

- მიუხედავად იმისა, რომ ევროპის 15 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, აზიის ქვეყნები უფრო მიზიდავს. ინდოეთმა მოახდინა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება. მზე, ზღვა და პალმები უფრო ჩემია, ვიდრე ყინვა და ქურთუკები. ეს ჩემს შემოქმედებაზეც ისახება. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ტატუ წითელი დრაკონია, რომელიც ხელზე მაქვს.

- კულინარიით როდის დაინტერესდი?

- კულინარია ჩემს ცხოვრებაში მაშინ შემოვიდა, როდესაც ბებია გარდამეცვალა და აღარავინ დარჩა, ვინც საჭმელს მომიმზადებდა. საჭმელს რომ ვუკვეთავდი, არასოდეს მოდიოდა ისეთი, როგორიც მე მინდოდა. მერე ჩემი ფანტაზიით დავიწყე პროდუქტების ერთმანეთში შერევა, ინტერნეტში რეცეპტების კითხვა და ნელ-ნელა განვვითარდი. ზოგადად, ძალიან მიყვარს ხელით მუშაობა სხეულზე, ტყავზე, ნაჭერზე, ხეზეც თუ მეტალზეც.

კულინარია მედიტაციას მაგონებს. ერთ კონკრეტულ მომენტზე კონცენტრირდები, სხვა ყველა ფიქრი იშლება. ეს პატარ-პატარა მედიტაციები ძალიან კარგი საშუალებაა, რომ ცოტა ხნით ყველაფერს მოწყდე.

- "მასტერშეფში“ მონაწილეობა რატომ გადაწყვიტე?

- ჩემი ცოდნის გაღრმავება და გამოცდილების მიღება მომინდა. ვიფიქრე, რატომაც არა? კვირაში ოთხი დღე მთლიანად ამ პროექტზე ვარ გადართული, სულ რეცეპტებზე ვფიქრობ. თუ რაღაცას ვიწყებ, ბოლომდე თავდაჯერებული ვარ. ვფიქრობ, იმისთვის, რომ ჩვენი მიზნები და ოცნებები რეალობად იქცეს, საკუთარი თავის რწმენა აუცილებელია. შეიძლება სამწლიანი განათლება არ მიმიღია პარიზში თუ თბილისში, მაგრამ ახლა ვიღებ ცოდნას და ვცდილობ, კრეატიული ვიყო.

- კონკურენტებზე რას ფიქრობ?

- საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავს. რამდენიმეს ძალიან სერიოზული გამოცდილება აქვს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ამის გამო შეიძლება მათ ვერ ვაჯობო. და თუ მაინც ისე მოხდა, რომ რაღაც ეტაპზე შოუს გამოვეთიშები, ჩავთვლი, რომ სხვები ჩემზე ძლიერები იყვნენ და ყველაფერი სამართლიანად მოხდა.

მხოლოდ კონკურენციაც არაა. ამ შოუმ ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი ადამიანი გააჩინა, ბევრ კონკურსანტთან ვმეგობრობ და ბედნიერი ვარ, რომ იმ თავგადასავლის ნაწილი ვარ, რასაც "მასტერშეფი" ჰქვია.

- 8 კონკურსანტიდან ყველაზე ძლიერი და ყველაზე სუსტი ვინ გგონია?

- ყველაზე სუსტები, ალბათ, ისინი იყვნენ, რომლებმაც დაგვტოვეს. ერთ-ერთი ძლიერი კონკურსანტი აღმოჩნდა მარტა. არ მეგონა, თუკი ასეთი ძლიერი და კონკურენტუნარიანი იქნებოდა, მაგრამ თავისი იდეები სწორი მიმართულებით განავითარა, რაც ძალიან მახარებს, ვმეგობრობ მასთან და კარგ ადამიანად მიმაჩნია.

- ჩაწერებზე ყოველთვის თამამი და მხიარული ხარ. ეს ხომ მაინც შეჯიბრია და არ ნერვიულობ?

- მგონია, რომ ნერვიულობა ყოველთვის ხელს უშლის ადამიანს და რომც ანერვიულებდეს რამე, მაინც არ უნდა ინერვიულოს. ეგ მაქვს გააზრებული და სულ ვცდილობ, ლაღი და საინტერესო ვიყო. თანაც შოუს სჭირდება პოზიტიური ენერგია. რა თქმა უნდა, სულ სიცილ-კისკისშიც ვერ ვართ. ყოველი შოუს ბოლოს ერთი ადამიანი რომ გვტოვებს, რომელსაც დაუმეგობრდი და მოგწონს, რთულია.

- შოუს შემდეგ უფრო პოპულარული გახდი. თაყვანისმცემლების რაოდენობამაც მოიმატა ალბათ...

- რა თქმა უნდა. პირად შეტყობინებებში სულ მომდის დადებითი მესიჯები, რაც ძალიან მსიამოვნებს. რა თქმა უნდა, ნეგატიურ რაღაცებსაც ვკითხულობ, მაგრამ ნაკლებად მაინტერესებს. იმ ადამიანების აზრი, ვისთვისაც ჩემი არსებობა მიუღებელია და მათ გემოვნებაში არ ვჯდები, ნამდვილად არ მაინტერესებს.

სიმართლე გითხრათ, ამ ნეგატიურ კომენტარებშიც კი ვნახულობ ხოლმე პოზიტივს და მერე მთელი დღე ვიცინი. მაგალითად, ჩემი საყვარელი კომენტარი: „ეს ყავაწრუპია ვინ არის?!“ მიუხედავად იმისა, რომ ყავას საერთოდ არ ვსვამ, „ყავის წრუპვის“ ფენომენი რომ არსებობს, უკვე ძალიან სასაცილოა.

გარეგნობაზე მეხუმრებიან ხოლმე, მაგრამ როცა შენი სტილი გაქვს, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ ყველას ვერ მოეწონები, როგორიც ხარ.

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის - "საზოგადოებას ვთხოვ, პირჯვარი გადაიწერონ და გამოჯანმრთელება უსურვონ"

პრემია „იკა“ 2019 იწყება

რა მოხდება "დიდ სცენაზე"? - ახალი მეგაშოუ "რუსთავი 2"-ზე ძველი და ახალი სახეებით