მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზვიად კუპრავამ ციხე დატოვა
ზვიად კუპრავამ ციხე დატოვა

„სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა რე­ფორ­მი­რე­ბის ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნელ­მა, ზვი­ად კუპ­რა­ვამ გლ­და­ნის #8 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა.

კუპ­რა­ვა ცი­ხი­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ვი­და.

"პირ­ვე­ლი­ვე აქ­ცი­ა­ზე წა­ვალ, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა და ვეც­დე­ბი შევ­ქმნა სხვა­ნა­ი­რი ბრძო­ლის ფრონ­ტი, - ამის შე­სა­ხებ კუპ­რა­ვამ ცი­ხის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც კუპ­რა­ვამ აღ­ნიშ­ნა, ის სრუ­ლად იზი­ა­რებს აქ­ცი­ე­ბის იდე­ას.

„ზო­გა­დად, აქ­ცია არ იყო ძა­ლა­დობ­რი­ვი, იყო სრუ­ლი სიმ­შვი­დე დე­მონ­ტრან­ტე­ბის მხრი­დან, ამი­ტომ აქ­ცი­ის დაშ­ლის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კა­ნო­ნი ირ­ღვე­ო­და რად­გან პი­კე­ტი­რე­ბა ხდე­ბო­და, მაგ­რამ დაშ­ლის პრო­ცეს­ში დე­მონ­სტრან­ტე­ბის მხრი­დან არა­ვი­თა­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა არ ყო­ფი­ლა. წყლის ჭავ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა არ იყო სა­ჭი­რო. თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­რო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო სხვა­გან, მა­გა­ლი­თად, კაჭ­რეთ­ში, არაფ­რის მომ­ცე­მი ბი­უ­როს ჩა­ტა­რე­ბა სხვა­გა­ნაც იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. თუმ­ცა, კარ­გი იყო, რომ 20 ივ­ნი­სი არ გან­მე­ორ­და. პირ­ვე­ლი­ვე აქ­ცი­ა­ზე წა­ვალ, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა და ვეც­დე­ბი შევ­ქმნა სხვა­ნა­ი­რი ბრძო­ლის ფრონ­ტი. სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან ცუ­დია. სამ­წუ­ხა­როდ, ცი­ხე­ში რომ შე­ვე­დი, იყო ცუდი და რომ გა­მო­ვე­დი უფრო ცუდი დამ­ხვდა. უნდა შე­მო­ვატ­რი­ა­ლოთ ეს სი­ტუ­ა­ცია, ასე გაგ­რძე­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა! სრუ­ლად ვი­ზი­ა­რებ აქ­ცი­ე­ბის იდე­ას. შე­ვეც­დე­ბი ცალ­კე­უ­ლი ფრონ­ტი გავ­ხსნა და ვებ­რძო­ლო ძა­ლა­დობ­რივ რე­ჟიმს, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად რე­ჟი­მად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც მე ცი­ხე­ში გა­ვა­ტა­რე“, - გა­ნა­ცხა­და კუპ­რა­ვამ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის სა­სა­მარ­თლოს უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის ფაქ­ტზე იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. კუპ­რა­ვას თა­ვი­სუფ­ლე­ბის 9 თვის ვა­დით აღ­კვე­თა ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის 11 ივ­ნისს ზვი­ად კუპ­რა­ვამ სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბა­ში სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა მო­სა­მარ­თლეს, რის­თვი­საც მის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 366-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რელიზერი
14

რაღა გვიჭირს 

გალელი
113

წარმატებები ზვიად ჯიმა,კაცი ხარ კაცური

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

ზვიად კუპრავამ ციხე დატოვა

ზვიად კუპრავამ ციხე დატოვა

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

კუპრავა ციხიდან რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა.

"პირველივე აქციაზე წავალ, რომელიც იქნება და ვეცდები შევქმნა სხვანაირი ბრძოლის ფრონტი, - ამის შესახებ კუპრავამ ციხის დატოვების შემდეგ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც კუპრავამ აღნიშნა, ის სრულად იზიარებს აქციების იდეას.

„ზოგადად, აქცია არ იყო ძალადობრივი, იყო სრული სიმშვიდე დემონტრანტების მხრიდან, ამიტომ აქციის დაშლის საფუძველი არ არსებობდა. შეიძლება ითქვას, რომ კანონი ირღვეოდა რადგან პიკეტირება ხდებოდა, მაგრამ დაშლის პროცესში დემონსტრანტების მხრიდან არავითარი ძალის გამოყენება არ ყოფილა. წყლის ჭავლის გამოყენება არ იყო საჭირო. თავისუფლად შეიძლებოდა პარლამენტის ბიურო ჩატარებულიყო სხვაგან, მაგალითად, კაჭრეთში, არაფრის მომცემი ბიუროს ჩატარება სხვაგანაც იყო შესაძლებელი. თუმცა, კარგი იყო, რომ 20 ივნისი არ განმეორდა. პირველივე აქციაზე წავალ, რომელიც იქნება და ვეცდები შევქმნა სხვანაირი ბრძოლის ფრონტი. სიტუაცია ძალიან ცუდია. სამწუხაროდ, ციხეში რომ შევედი, იყო ცუდი და რომ გამოვედი უფრო ცუდი დამხვდა. უნდა შემოვატრიალოთ ეს სიტუაცია, ასე გაგრძელება არ შეიძლება! სრულად ვიზიარებ აქციების იდეას. შევეცდები ცალკეული ფრონტი გავხსნა და ვებრძოლო ძალადობრივ რეჟიმს, რომელიც ნამდვილად რეჟიმად ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით იმ 9 თვის განმავლობაში, რაც მე ციხეში გავატარე“, - განაცხადა კუპრავამ.

როგორც ცნობილია, ის სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე იყო დაკავებული. კუპრავას თავისუფლების 9 თვის ვადით აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით მიმდინარეობდა.

"დაპირისპირება ჰესის გამო არ დაწყებულა... მიზეზი სხვა რამეა" - რას ჰყვება პანკისში დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ძმა

"დაპირისპირებას პოლიციელები შეესწრნენ..." - რას ჰყვებიან პანკისში მოკლული ვისი მუთოშვილის ნათესავები

პანკისში მომხდარი მკვლელობა ჰესის მშენებლობას უკავშირდება? - რას ყვებიან ადგილობრივები