პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წვნიანი რომ აუცილებელია, ეს მითია, თან საკმაოდ ძველი" - ცნობილი პედიატრის რჩევები ბავშვის კვებაზე
"წვნიანი რომ აუცილებელია, ეს მითია, თან საკმაოდ ძველი" - ცნობილი პედიატრის რჩევები ბავშვის კვებაზე

ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას წვნი­ა­ნი არ უყ­ვარს, მშობ­ლე­ბი კი ყვე­ლა­ნა­ი­რი ხერ­ხით ცდი­ლო­ბენ, რო­გორ­მე აჭა­მონ. დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ წვნი­ა­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლია და მის გა­რე­შე ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბა საფრ­თხე­შია. წვნი­ა­ნი მარ­თლაც კარ­გი საკ­ვე­ბია, მაგ­რამ არის კი იმ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლო, რომ ძა­ლით ვა­ჭა­მოთ ბავ­შვებს, ხოლო თუ არ ჭა­მენ, ღირს კი გული გა­ვი­ხეთ­ქოთ იმა­ზე დარ­დით, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი რამ და­ვა­კე­ლით შვი­ლებს. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ფა­ფა­ზეც. ამ სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხზე პე­დი­ატ­რი ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს:

- წვნი­ა­ნი იმ­დე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, რამ­დე­ნა­დაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბავ­შვმა მი­ი­ღოს ბოსტნე­უ­ლი. ბოსტნე­უ­ლი შე­იძ­ლე­ბა შევ­თა­ვა­ზოთ სა­ლა­თის ან ჩა­თუ­შუ­ლი სა­ხით. სამ წლამ­დე ხორ­ცის ნა­ხარ­შე­ბის მი­ცე­მის კა­ტე­გო­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. ბოსტნე­უ­ლი შე­იძ­ლე­ბა დამ­ზად­დეს სხვა სა­ხი­თაც, რი­თაც უფრო მეტი ვი­ტა­მი­ნი იქ­ნე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. რაც მთა­ვა­რია, სა­სურ­ვე­ლია, რომ ბავ­შვებ­მა ბოსტნე­უ­ლი მი­ი­ღონ. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ამას წვნი­ა­ნის სა­ხით მი­ირ­თმე­ვენ თუ არა.

ძა­ლი­ან ბევრ ბავ­შვს არ უყ­ვარს წვნი­ა­ნი და ნუ და­ვა­ძა­ლებთ, მივ­ცეთ ბოსტნე­უ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით. აუ­ცი­ლებ­ლად რომ უნდა ჭა­მონ წვნი­ა­ნი, მი­თია და თა­ნაც უკვე მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი. თუ ბავ­შვი უპ­რობ­ლე­მოდ და სი­ა­მოვ­ნე­ბით ჭამს წვნი­ანს, ვა­ჭა­მოთ, მაგ­რამ თუ არ ჭამს, ნუ და­ვა­ძა­ლებთ. ბოსტნე­ულს დიდ­ხანს ხარ­შვამ შე­იძ­ლე­ბა და­ა­კარ­გი­ნოს ის ძი­რი­თა­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და ვი­ტა­მი­ნე­ბი, რის­თვი­საც ვაძ­ლევთ. გარ­და ამი­სა, თუ ბოსტნე­უ­ლის შემ­ცვე­ლო­ბა­ში პეს­ტი­ცი­დე­ბია, ხარ­შვის შე­დე­გად, ნა­ხარშში შე­ი­ძე­ბა გა­მო­ვი­დეს. წვნი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვარ, მაგ­რამ თუ არ ჭამს, მი­ვა­წო­დოთ ბოსტნე­უ­ლი თუნ­დაც უმი სა­ხით. ზი­ზღი არ უნდა გა­მო­ვიწ­ვი­ოთ, რად­გან შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ შე­ი­ძუ­ლოს ჭამა. რო­დე­საც ბავ­შვს ვა­ძა­ლებთ, ძა­ლა­დო­ბას ძა­ლა­დო­ბით­ვე პა­სუ­ხობს და ცდი­ლობს, ყო­ველ­თვის შეგ­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გოს, კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თქვას კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბა­ზე. ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით უნდა ვი­ყოთ და და­ვაკ­ვირ­დეთ თა­ვად ბავ­შვსა და მის გე­მოვ­ნე­ბას. "დღეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჭამო წვნი­ა­ნი, თა­ნაც პურ­ჩაყ­რი­ლი"- ამას ხში­რად ეუბ­ნე­ბი­ან მშობ­ლე­ბი ბავ­შვებს და ეს არ შე­იძ­ლე­ბა.

ხორ­ცის ნა­ხარ­ში 3 წლამ­დე კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა. სამი წლის შემ­დე­გაც, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­დავღვა­როთ პირ­ვე­ლი წყა­ლი და უნდა მოვ­ხარ­შოთ მე­ო­რე­ში იმი­ტომ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ფერ­მე­რე­ბი ცხო­ველს ვაქ­ცი­ნებს, ან­ტი­ბი­ო­ტი­კებ­სა და ჰორ­მო­ნებს ახ­მა­რენ.

- ქათ­მის ბუ­ლი­ო­ნის შემ­თხვე­ვა­ში რო­გო­რაა საქ­მე?...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
2

ძველი მითია და ახალი არა?

ოსი
2

ქართველი-ს. არა ქართველო. ახალი მითია და არა ძველი.

ავტორი:

"წვნიანი რომ აუცილებელია, ეს მითია, თან საკმაოდ ძველი" - ცნობილი პედიატრის რჩევები ბავშვის კვებაზე

"წვნიანი რომ აუცილებელია, ეს მითია, თან საკმაოდ ძველი" - ცნობილი პედიატრის რჩევები ბავშვის კვებაზე

ბავშვების უმრავლესობას წვნიანი არ უყვარს, მშობლები კი ყველანაირი ხერხით ცდილობენ, როგორმე აჭამონ. დარწმუნებულნი არიან, რომ წვნიანი აუცილებელია და მის გარეშე ბავშვის ჯანმრთელობა საფრთხეშია. წვნიანი მართლაც კარგი საკვებია, მაგრამ არის კი იმდენად სასარგებლო, რომ ძალით ვაჭამოთ ბავშვებს, ხოლო თუ არ ჭამენ, ღირს კი გული გავიხეთქოთ იმაზე დარდით, რომ აუცილებელი რამ დავაკელით შვილებს. იგივე შეიძლება ითქვას ფაფაზეც. ამ საჭირბოროტო საკითხზე პედიატრი ინგა მამუჩიშვილი საუბრობს:

- წვნიანი იმდენად აუცილებელი არ არის, რამდენადაც აუცილებელია ბავშვმა მიიღოს ბოსტნეული. ბოსტნეული შეიძლება შევთავაზოთ სალათის ან ჩათუშული სახით. სამ წლამდე ხორცის ნახარშების მიცემის კატეგოგორიული წინააღმდეგი ვარ. ბოსტნეული შეიძლება დამზადდეს სხვა სახითაც, რითაც უფრო მეტი ვიტამინი იქნება შენარჩუნებული. რაც მთავარია, სასურველია, რომ ბავშვებმა ბოსტნეული მიიღონ. არ აქვს მნიშვნელობა, ამას წვნიანის სახით მიირთმევენ თუ არა.

ძალიან ბევრ ბავშვს არ უყვარს წვნიანი და ნუ დავაძალებთ, მივცეთ ბოსტნეული ნებისმიერი სახით. აუცილებლად რომ უნდა ჭამონ წვნიანი, მითია და თანაც უკვე მოძველებული. თუ ბავშვი უპრობლემოდ და სიამოვნებით ჭამს წვნიანს, ვაჭამოთ, მაგრამ თუ არ ჭამს, ნუ დავაძალებთ. ბოსტნეულს დიდხანს ხარშვამ შეიძლება დააკარგინოს ის ძირითადი ღირებულება და ვიტამინები, რისთვისაც ვაძლევთ. გარდა ამისა, თუ ბოსტნეულის შემცველობაში პესტიციდებია, ხარშვის შედეგად, ნახარშში შეიძება გამოვიდეს. წვნიანის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ თუ არ ჭამს, მივაწოდოთ ბოსტნეული თუნდაც უმი სახით. ზიზღი არ უნდა გამოვიწვიოთ, რადგან შეიძლება საერთოდ შეიძულოს ჭამა. როდესაც ბავშვს ვაძალებთ, ძალადობას ძალადობითვე პასუხობს და ცდილობს, ყოველთვის შეგვეწინააღმდეგოს, კატეგორიული უარი თქვას კონკრეტული პროდუქტების მიღებაზე. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და დავაკვირდეთ თავად ბავშვსა და მის გემოვნებას. "დღეს აუცილებლად უნდა ჭამო წვნიანი, თანაც პურჩაყრილი"- ამას ხშირად ეუბნებიან მშობლები ბავშვებს და ეს არ შეიძლება.

ხორცის ნახარში 3 წლამდე კატეგორიულად არ შეიძლება. სამი წლის შემდეგაც, აუცილებლად უნდა გადავღვაროთ პირველი წყალი და უნდა მოვხარშოთ მეორეში იმიტომ, რომ თანამედროვე ფერმერები ცხოველს ვაქცინებს, ანტიბიოტიკებსა და ჰორმონებს ახმარენ.

- ქათმის ბულიონის შემთხვევაში როგორაა საქმე?...წაიკითხეთ სრულად

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს - ფოტოები რუსთავიდან

"15 წლის მოზარდი დაეჯახა, მშობლებისთვის მოუპარავს მანქანა..." - თბილისში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

"რამდენიმე ფეიკნიკოლოზი საფულის მითვისებას ცდილობდა" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს "დაკარგული საფულის გმირი", რომელიც მთელმა საქართველომ გაიცნო