სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პარლამენტს ორი ახალი დეპუტატი ეყოლება
საქართველოს პარლამენტს ორი ახალი დეპუტატი ეყოლება

პარ­ლა­მენ­ტის საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, გი­ორ­გი კა­ხი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ვინ და­ი­კა­ვებს პარ­ლა­მენ­ტში ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბებს, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, მას შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რაც გუნ­დი პო­ზი­ცი­ას შე­ა­ჯე­რებს.

„სამ­წუ­ხა­როდ, ამ თე­მა­ზე მსჯე­ლო­ბა მოგ­ვი­წია გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჩვე­ნი გუნ­დის ზო­გი­ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბის რი­გე­ბი და­ტო­ვა და შე­სა­ბა­მი­სად, თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი.

ბუ­ნებ­რი­ვია, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ ვინ და­ი­კა­ვებს კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის და ვიცე-სპი­კე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბებს. ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მალე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ რეგ­ლა­მენ­ტი­თაც გარ­კვე­ულ ვა­დებ­ში ვართ შე­ზღუ­დუ­ლე­ბი.

ეს არის ერ­თკვი­რი­ა­ნი ვადა, რო­დე­საც უნდა გა­ცხად­დეს უმ­რავ­ლე­სო­ბის ან ფრაქ­ცი­ე­ბის მიერ ვინ იქ­ნე­ბი­ან კან­დი­და­ტე­ბი და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი. ზო­გა­დად კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი არის, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ჯერ არ მომ­ხდა­რა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კა­ხი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, სო­ფიო ქა­ცა­რა­ვა­სა და ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლის ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტში თე­მურ გო­ცი­რი­ძე და ბე­ნე­დიქტ ქა­შა­კაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბი­ან.

ბე­ნე­დიქტ (ბენო) ქა­შა­კაშ­ვი­ლი სპორ­ტსმე­ნი და ბიზ­ნეს­მე­ნია. არის ალ­პი­ნის­ტი, 100-ზე მეტი ას­ვლის მო­ნა­წი­ლე კავ­კა­სი­ონ­ზე, პა­მირ­ზე, ტიან-შან­ზე და სხვა მა­სი­ვებ­ზე. 1999 წელს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ოთხკა­ცი­ან ჯგუფს, რო­მელ­მაც და­ლაშ­ქრა ჯო­მო­ლუნ­გმა. ის არის სა­ქარ­თვე­ლოს ალ­პი­ნიზ­მი­სა და მეკლდე­უ­რო­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ღირ­სე­ბი­სა და ვახ­ტანგ გორ­გას­ლის II ხა­რის­ხის ორ­დე­ნე­ბის კა­ვა­ლე­რი.

ქა­შა­კაშ­ვი­ლი ფლობს სას­ტუმ­რო "Vinotel"-ს.

რაც შე­ე­ხე­ბა გო­ცო­რი­ძეს, "ნეტ­გა­ზე­თის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის პრო­ფე­სი­ით სო­ცი­ო­ლო­გია და ამ­ჟა­მად და­კა­ვე­ბუ­ლია სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბით. ის არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ის ცენ­ტრ “პერ­სო­ნის” პრე­ზი­დენ­ტი; სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს­მენ­თა და მე­ნე­ჯერ­თა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კავ­ში­რის ვი­ცეპ­რე­ზი­დენ­ტი; ასე­ვე, გო­ცი­რი­ძე­ე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო კავ­ში­რის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე.

თე­მურ გო­ცი­რი­ძემ "ოც­ნე­ბას" 2016 წელს 40 000 ლარი შეს­წი­რა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 14 ნო­ემ­ბერს, პრო­პორ­ცი­ულ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ზე კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის ჩა­ვარ­დნის შემ­დეგ, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა თორ­მეტ­მა დე­პუ­ტატ­მა და­ტო­ვა. მათ შო­რის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ებ­მა და პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
5

ვაა, დენის ქუეიდი აირჩიეს პარლამენტში?

წეწე
1

მთავარია ფ ი ნ ა ნ ს ე ბ ი , დრო და სურვილი . რომ კავკასიონი დალაშქრო . 

ავტორი:

საქართველოს პარლამენტს ორი ახალი დეპუტატი ეყოლება

საქართველოს პარლამენტს ორი ახალი დეპუტატი ეყოლება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, ვინ დაიკავებს პარლამენტში ვაკანტურ თანამდებობებს, უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გუნდი პოზიციას შეაჯერებს.

„სამწუხაროდ, ამ თემაზე მსჯელობა მოგვიწია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უმრავლესობის რიგები დატოვა და შესაბამისად, თანამდებობები.

ბუნებრივია, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიკავებს კომიტეტის თავმჯდომარის და ვიცე-სპიკერის თანამდებობებს. ამის შესახებ საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ რეგლამენტითაც გარკვეულ ვადებში ვართ შეზღუდულები.

ეს არის ერთკვირიანი ვადა, როდესაც უნდა გაცხადდეს უმრავლესობის ან ფრაქციების მიერ ვინ იქნებიან კანდიდატები დასახელებული. ზოგადად კონსულტაციები არის, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ჯერ არ მომხდარა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისივე თქმით, სოფიო ქაცარავასა და ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლეები პარლამენტში თემურ გოცირიძე და ბენედიქტ ქაშაკაშვილი იქნებიან.

ბენედიქტ (ბენო) ქაშაკაშვილი სპორტსმენი და ბიზნესმენია. არის ალპინისტი, 100-ზე მეტი ასვლის მონაწილე კავკასიონზე, პამირზე, ტიან-შანზე და სხვა მასივებზე. 1999 წელს ხელმძღვანელობდა ოთხკაციან ჯგუფს, რომელმაც დალაშქრა ჯომოლუნგმა. ის არის საქართველოს ალპინიზმისა და მეკლდეურობის ასოციაციის პრეზიდენტი, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.

ქაშაკაშვილი ფლობს სასტუმრო "Vinotel"-ს.

რაც შეეხება გოცორიძეს, "ნეტგაზეთის" ინფორმაციით, ის პროფესიით სოციოლოგია და ამჟამად დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით. ის არის საქართველოს სახალხო დიპლომატიის ცენტრ “პერსონის” პრეზიდენტი; საქართველოს ბიზნესმენთა და მენეჯერთა ქრისტიანული კავშირის ვიცეპრეზიდენტი; ასევე, გოცირიძეების საგვარეულო კავშირის საპატიო თავმჯდომარე.

თემურ გოცირიძემ "ოცნებას" 2016 წელს 40 000 ლარი შესწირა.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩავარდნის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა თორმეტმა დეპუტატმა დატოვა. მათ შორის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეებმა და პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

"ზღვარგადასული რეაქცია დააზიანებს ვალუტის შემოდინების ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან შემოსული ტურისტებისგან" - როგორ ეხმაურება გიორგი კვირიკაშვილი პოზნერის ვიზიტს?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"თალაკვაძემ იკითხა, - რურუას საქმეზე უკან რომ დავიხიოთ და დაუყოვნებლივ გამოვიდეს ციხიდან, ხელს თუ მოაწერთ  დოკუმენტსო? ოპოზიციის პასუხი იყო - არა" - მოლაპარკებების გაუხმაურებელი დეტალები