პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა
ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

რუ­სუ­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მე­დია ჯგუ­ფის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის, ყო­ფი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შის ალი­ნა კა­ბა­ე­ვას ქო­ნე­ბა მი­ლი­არდ 250 მი­ლი­ონ რუბ­ლამ­დე გა­ი­ზარ­და, ამის შე­სა­ხებ „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ბი­უ­რო წერს. კა­ბა­ე­ვა­სა და მის ოჯა­ხის წევ­რებ­ზე 6 ბინა, 2 სა­კუ­თა­რი სახ­ლი და 70 მი­წის ნაკ­ვე­თია გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

ამას­თან, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის დე­დას ლი­უ­ბოვ კა­ბა­ე­ვას სოჭთან არენ­დით აქვს აღე­ბუ­ლი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ვილა, რომ­ლის ფარ­თი 334 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია.

კა­ბა­ევს ბე­ბი­ამ მოს­კოვ­სა და სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში ოთხი ბინა იყი­და, რო­მელ­თა და­ახ­ლო­ე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 740 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლია. სახ­ლე­ბი პუ­ტი­ნის უახ­ლო­ე­სი წრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან შე­ი­ძი­ნეს.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ფლობს, და­ხუ­რულ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში მდე­ბა­რე­ობს, სახ­ლე­ბის ყო­ფილ მფლო­ბე­ლებს კი „გა­ზპ­რომ­თან“ აქვთ კავ­ში­რი.

ალი­ნა კა­ბა­ე­ვას ბოლო დეკ­ლა­რა­ცია 2013 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­დე­საც ის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის დე­პუ­ტა­ტი იყო. მა­შინ მისი დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 11 მი­ლი­არ­დი რუბ­ლი იყო. „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მე­დია ჯგუ­ფი“, რო­მელ­საც ის ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ახალ ან­გა­რი­შებს არ აქ­ვეყ­ნებს, ამი­ტომ კა­ბა­ე­ვას გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბა უც­ნო­ბია.

და­სავ­ლურ­მა მე­დი­ამ არა­ერ­თხელ და­წე­რა კა­ბა­ე­ვა­სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რის შე­სა­ხებ. ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია. The Sun-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სულ­მა მე­დი­ამ და­წე­რა რამ­დე­ნი­მე სტა­ტია ალი­ნა კა­ბა­ე­ვას მშო­ბი­ა­რო­ბის შე­სა­ხებ - გა­ზა­ფხულ­ზე მას ტყუ­პე­ბი შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია სა­ი­ტე­ბი­დან მა­ლე­ვე გაქ­რა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კუ­ლა­კო­ვის სა­ხე­ლო­ბის გი­ნე­კო­ლო­გი­ის ცენ­ტრის მე­ო­თხე სარ­თუ­ლი მთლი­ა­ნად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რომ ყო­ფილ ტან­მო­ვარ­ჯი­შეს სრუ­ლი­ად ანო­ნი­მუ­რად ემ­შო­ბი­ა­რა.

რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის, სერ­გეი კა­ნე­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ბა­ე­ვამ ტყუ­პე­ბი სა­კე­ის­რო კვე­თით გა­ა­ჩი­ნა. მი­სი­ვე თქმით, სამ­შო­ბი­ა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წი­ნას­წარ შე­უშ­ვეს ფე­დე­რა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც „ყვე­ლა კუ­თხე შე­ა­მოწ­მეს“.

„სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუ­ფის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი სამ­შო­ბი­ა­რო ბლო­კი­დან გა­რეთ გა­მო­უშ­ვეს. კა­ბა­ე­ვას მშო­ბი­ა­რო­ბის­თვის ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი ექი­მი ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც აკა­დე­მი­კოს გე­ნა­დი სუ­ხიკს ეხ­მა­რე­ბო­და. ორი ბიჭი და­ი­ბა­და, თუმ­ცა სა­კე­ის­რო კვე­თის ჩა­ტა­რე­ბა გახ­და სა­ჭი­რო,“ - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი სა­კუ­თარ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით.

პუ­ტინს 30 წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბი­დან ლი­უდ­მი­ლა შკრებ­ნე­ვას­თან ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს - 34 წლის მა­რია და 32 წლის ეკა­ტე­რი­ნა.

პრე­ზი­დენ­ტი ცოლს 2014 წელს და­შორ­და და ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონ­თან ერ­თად რამ­დენ­ჯერ­მე გა­მოჩ­ნდა. შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ლა ბე­ჭე­დი კა­ბა­ე­ვას თით­ზე, რა­საც მოჰ­ყვა ხმე­ბი მისი და პუ­ტი­ნის სა­ი­დუმ­ლო ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ.

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ფილ­მა ტან­მო­ვარ­ჯი­შემ არა­ერ­თხელ უარ­ყო ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ მას შვი­ლე­ბი ჰყავ­და, თუმ­ცა ბო­ლოს გავ­რცე­ლე­ბულ ცნო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰჰ
9

რა არის აქ დასამალი, სხვა ცოლის მოყვანა და შვილები?
ან არის განა ისეთი რამე რაც საბოლოოდ დამალული იქნება?

სპორტსმენი
3

აი ხედავთ როგორ უფასდებათ სპორტსმენებს ? ზოგი თხოვდება და მილიარდერი ხდება, ზოგი კიდე პარლამენტარი და მილიონერი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

რუსული „ნაციონალური მედია ჯგუფის“ ხელმძღვანელის, ყოფილი ტანმოვარჯიშის ალინა კაბაევას ქონება მილიარდ 250 მილიონ რუბლამდე გაიზარდა, ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი ბიურო წერს. კაბაევასა და მის ოჯახის წევრებზე 6 ბინა, 2 საკუთარი სახლი და 70 მიწის ნაკვეთია გაფორმებული.

ამასთან, ოლიმპიური ჩემპიონის დედას ლიუბოვ კაბაევას სოჭთან არენდით აქვს აღებული ორსართულიანი ვილა, რომლის ფართი 334 კვადრატული მეტრია.

კაბაევს ბებიამ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ოთხი ბინა იყიდა, რომელთა დაახლოებითი ღირებულება 740 მილიონი რუბლია. სახლები პუტინის უახლოესი წრის წარმომადგენლებისგან შეიძინეს.

უძრავი ქონების დიდი ნაწილი, რომელსაც ყოფილი ტანმოვარჯიშე ფლობს, დახურულ დასახლებულ პუნქტებში მდებარეობს, სახლების ყოფილ მფლობელებს კი „გაზპრომთან“ აქვთ კავშირი.

ალინა კაბაევას ბოლო დეკლარაცია 2013 წელს გამოქვეყნდა, როდესაც ის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო. მაშინ მისი დეკლარირებული შემოსავალი დაახლოებით 11 მილიარდი რუბლი იყო. „ნაციონალური მედია ჯგუფი“, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ახალ ანგარიშებს არ აქვეყნებს, ამიტომ კაბაევას გამომუშავებული თანხის ოდენობა უცნობია.

დასავლურმა მედიამ არაერთხელ დაწერა კაბაევასა და რუსეთის პრეზიდენტის რომანტიკული კავშირის შესახებ. ვლადიმერ პუტინის პირადი ცხოვრება გასაიდუმლოებულია. The Sun-ის ინფორმაციით, რუსულმა მედიამ დაწერა რამდენიმე სტატია ალინა კაბაევას მშობიარობის შესახებ - გაზაფხულზე მას ტყუპები შეეძინა, თუმცა ინფორმაცია საიტებიდან მალევე გაქრა. ჟურნალისტების ინფორმაციით, კულაკოვის სახელობის გინეკოლოგიის ცენტრის მეოთხე სართული მთლიანად გაათავისუფლეს, რომ ყოფილ ტანმოვარჯიშეს სრულიად ანონიმურად ემშობიარა.

რუსი ჟურნალისტის, სერგეი კანევის ინფორმაციით, კაბაევამ ტყუპები საკეისრო კვეთით გააჩინა. მისივე თქმით, სამშობიარო დაწესებულებაში წინასწარ შეუშვეს ფედერალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც „ყველა კუთხე შეამოწმეს“.

„სამედიცინო ჯგუფის ნახევარზე მეტი სამშობიარო ბლოკიდან გარეთ გამოუშვეს. კაბაევას მშობიარობისთვის ცნობილი იტალიელი ექიმი ჩამოიყვანეს, რომელიც აკადემიკოს გენადი სუხიკს ეხმარებოდა. ორი ბიჭი დაიბადა, თუმცა საკეისრო კვეთის ჩატარება გახდა საჭირო,“ - ამბობს ჟურნალისტი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

პუტინს 30 წლიანი ქორწინებიდან ლიუდმილა შკრებნევასთან ორი ქალიშვილი ჰყავს - 34 წლის მარია და 32 წლის ეკატერინა.

პრეზიდენტი ცოლს 2014 წელს დაშორდა და ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად რამდენჯერმე გამოჩნდა. შეუმჩნეველი არ დარჩენილა ბეჭედი კაბაევას თითზე, რასაც მოჰყვა ხმები მისი და პუტინის საიდუმლო ქორწინების შესახებ.

ბოლო წლების განმავლობაში ყოფილმა ტანმოვარჯიშემ არაერთხელ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას შვილები ჰყავდა, თუმცა ბოლოს გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

"ჰიტლერივით მზად არიან, თავიანთი შვილები ბელადს შესწირონ" - კადიროვის გარემოცვის მიერ გავრცელებული ვიდეოს რუსეთში მწვავე რეაქციები მოჰყვა

იტალიელმა პროფესორმა G20-ის მონაწილეებს "შოუ მოჰპარა“ - წელს ზემოთ შიშველი ნიკოლა ფრანჯიონეს ფოტოები, რომელსაც პოლიტიკოსებმა მყუდროება დაურღვიეს

ჯილდო გულშემატკივრობისთვის: რა საჩუქრები მიიღო ფანმა, რომლის ვიდეოც ინტერნეტჰიტი გახდა - "მან მთელი შვეიცარიის ემოცია გამოხატა"