პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნამდვილი ექიმისთვის საზღვრები არ არსებობს... მათ ომშიც არ ესვრიან" - რას წერენ ოსები ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე
"ნამდვილი ექიმისთვის საზღვრები არ არსებობს... მათ ომშიც არ ესვრიან" - რას წერენ ოსები ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე

რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ 9 ნო­ემ­ბერს და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ექი­მის ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ბედი ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია. რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მას ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

ახ­ლობ­ლე­ბის ცნო­ბით, ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი 9 ნო­ემ­ბერს თბი­ლი­სი­დან სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით, კო­ლე­გებ­თან ერ­თად გო­რის­კენ გა­ემ­გზავ­რა. ე.წ. გამ­ყოფ ზო­ლამ­დე მი­სუ­ლი მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და, კო­ლე­გებს კი თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა ურ­ჩია და თა­ვად რუ­სე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ვი­და. რამ­დე­ნი­მე სა­ა­ათ­ში კი მე­უღ­ლეს მისი და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ამ­ცნო.

გო­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექი­მი და­ვით ღვი­ნი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ცხინ­ვა­ლის იზო­ლა­ტო­რი­დან 15 ნო­ემ­ბერს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ექი­მი ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი “სა­ზღვრის კვე­თას” არ აღი­ა­რებს და ამ­ბობს, რომ დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ღვი­ნი­აშ­ვი­ლის თქმით, მას ამის შე­სა­ხებ იმ ადა­მი­ა­ნებ­მა უამ­ბეს, ვი­საც ცხინ­ვა­ლის იზო­ლა­ტორ­ში გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით ყოფ­ნა მო­უ­წია.

თა­ვი­დან გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქარ­თვე­ლი ექი­მი, რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ჭაში ჩა­ვარ­დნი­ლი ქა­ლის, თა­მარ გი­გა­უ­რის და­სახ­მა­რებ­ლად მი­დი­ო­და. ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის, თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი ცნო­ბით, გი­გა­უ­რი ცხინ­ვა­ლის ე.წ. რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტა­რეს, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ გა­მო­წე­რეს, თუმ­ცა, ძა­ლი­ან მალე ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და...

გი­გა­უ­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბის ცნო­ბით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ექი­მი ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი თბი­ლი­სი­დან ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში მათ­თან ჩა­დი­ო­და, მათ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რად­გან ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ.

გი­გა­უ­რის ნა­თე­სა­ვე­ბის ცნო­ბით, "ოსურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან" პა­ცი­ენ­ტის თბი­ლის­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბის სა­კი­თხზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ამ ეტაპ­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ის, რომ ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში ყვე­ლა სფე­რო­ში მძი­მე ვი­თა­რე­ბაა, რო­გორც ქარ­თუ­ლი, ასე­ვე, ოსუ­რი მხა­რის­თვის ცნო­ბი­ლია. ოსუ­რი მხა­რე, წნე­ლის­თან გახ­სნი­ლი სა­გუ­შა­გოს გა­უქ­მე­ბას ითხოვს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოსუ­რი "მი­ლი­ცი­ის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რა­ი­ონ­ში ჩარ­ჩე­ნილ მო­ხუ­ცებს უთხრეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს­გან სა­გუ­შა­გოს გა­უქ­მე­ბა მო­ი­თხო­ვონ და პრობ­ლე­მაც მოგ­ვარ­დე­ბა.

ქარ­თვე­ლი ექი­მის და­კა­ვე­ბის ფაქ­ტმა თა­ვად ოსურ მო­სახ­ლე­ო­ბა­შიც აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია. ერთი ნა­წი­ლის თქმით, "თუ ქარ­თველ­მა ექიმ­მა მარ­თლა შეგ­ნე­ბუ­ლად გა­დაკ­ვე­თა სა­ზღვა­რი, მან ამა­ზე პა­სუ­ხი უნდა აგოს, რად­გან ქარ­თვე­ლებს დღემ­დე ოსუ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა არ უნ­დათ, რაც ორი­ვე მხა­რეს ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ხელს უშ­ლის".

არი­ან ისე­თე­ბი, ვისი გუ­ლის­წყრო­მაც ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი.

"თუ მას ცხინ­ვა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­წე­რის შემ­დეგ, მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა სჭირ­დე­ბო­და, შე­ეძ­ლო ეს ახალ­გო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ე­კე­თე­ბი­ნა. თუმ­ცა, ქარ­თვე­ლებს მა­ინც თბი­ლი­სის­კენ უჭი­რავთ თვა­ლი. ჩვენს ექი­მებს აღარ ენ­დო­ბი­ან და აღარც ჩვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ... ეს რე­ა­ლო­ბა უნდა შე­იც­ვა­ლოს" - წე­რენ ოსე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"ძნე­ლია ქარ­თვე­ლი ექი­მის გამ­ბე­და­ო­ბა არ და­ა­ფა­სო. ნამ­დვი­ლი ექი­მის­თვის სა­ზღვრე­ბი არ არ­სე­ბობს. მათ ომ­შიც არ ეს­ვრი­ან... გა­და­ახ­დე­ვი­ნონ ჯა­რი­მა და გა­უშ­ვან, ერთხელ ხომ შე­იძ­ლე­ბა კავ­კა­სი­უ­რი ღირ­სე­ბით მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა... ცხინ­ვა­ლის იზო­ლა­ტო­რის სი­სას­ტი­კე­ებ­ზე ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, ეს იცო­და ქარ­თველ­მა ექიმ­მაც, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტი მა­ინც გა­ი­მე­ტა... რამ­დენ­ჯერ­მე წა­ვი­კი­თხე გაფ­რი­ნაშ­ვილ­ზე ნი­უ­სე­ბი, ერთი-ორი ასე­თი სპე­ცი­ა­ლის­ტი არ გვა­წყენ­და. აქ რო­გორც კი რა­მეს ის­წავ­ლი­ან, ვლა­დი­კივ­კაზ­ში ან რუ­სე­თის რო­მე­ლი­მე ქა­ლაქ­ში გარ­ბი­ან" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ანია ია­ნოვ­სკა­ია.

"რაც უნდა ვთქვათ, ისი­ნი ჩვენს ავად­მყო­ფებს უფა­სოდ მკურ­ნა­ლო­ბენ და საკ­მა­ოდ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს, რა­ტომ არას­დროს გვახ­სენ­დე­ბა ეს. თუ არა­ფე­რი გვინ­და მათ­გან, მა­შინ ნურც პა­ცი­ენ­ტებს გა­ვუშ­ვებთ და ჩვენ­მა სა­ხელ­მწი­ფომ უზ­რუნ­ველ­ყოს, ან რუ­სეთ­ში გა­უშ­ვას. რო­დემ­დე ეს ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბი?.." - წერს კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ფსევ­დო­ნი­მით "ცხინ­ვა­ლე­ლი ოსი".

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია9
0

საინტერესოა, რას ამბობენ ოსები, ეს მიწა მათია? რატომ არ გაყრიან და არ იცხოვრებნ ისე, როგორც ბათუმში ამ ქუთაისში ცხოვრობენ, ჩვემს გარშემო იმდენი ოსები არიან, იმიტომ რუსმა ჩვენ მიწაზე იბოგინოს უნდა შეუძვრნენ მათ? რუსები გვჯობიან?

ნატალია
7

ხოდა აგერ ახლა ამდენი ხალხი რომ იკრიბება პარლამენტის წინ, ყველა ერთად რომ დაიძრას ცხინვალისკენ, აიღებენ ცხინვალს. მეც შემოგიერთდებოდით სიამოვნებით

ავტორი:

"ნამდვილი ექიმისთვის საზღვრები არ არსებობს... მათ ომშიც არ ესვრიან" - რას წერენ ოსები ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე

"ნამდვილი ექიმისთვის საზღვრები არ არსებობს... მათ ომშიც არ ესვრიან" - რას წერენ ოსები ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ბედი ჯერ კიდევ უცნობია. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

ახლობლების ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს თბილისიდან საკუთარი მანქანით, კოლეგებთან ერთად გორისკენ გაემგზავრა. ე.წ. გამყოფ ზოლამდე მისული მანქანიდან გადმოვიდა, კოლეგებს კი თბილისში დაბრუნება ურჩია და თავად რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა. რამდენიმე სააათში კი მეუღლეს მისი დაკავების შესახებ ამცნო.

გორის სამედიცინო ცენტრის ექიმი დავით ღვინიაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალის იზოლატორიდან 15 ნოემბერს გათავისუფლებული მოქალაქეების ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი “საზღვრის კვეთას” არ აღიარებს და ამბობს, რომ დღემდე საქართველოს ტერიორიაზე იმყოფება. ღვინიაშვილის თქმით, მას ამის შესახებ იმ ადამიანებმა უამბეს, ვისაც ცხინვალის იზოლატორში გარკვეული პერიოდით ყოფნა მოუწია.

თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ექიმი, რამდენიმე ხნის წინ ჭაში ჩავარდნილი ქალის, თამარ გიგაურის დასახმარებლად მიდიოდა. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილი ცნობით, გიგაური ცხინვალის ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, მკურნალობა ჩაუტარეს, რამდენიმე დღის შემდეგ გამოწერეს, თუმცა, ძალიან მალე ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა...

გიგაურის ოჯახის წევრების ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თბილისიდან ახალგორის რაიონში მათთან ჩადიოდა, მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

გიგაურის ნათესავების ცნობით, "ოსურ ხელისუფლებასთან" პაციენტის თბილისში ტრანსპორტირების საკითხზე მოლაპარაკებები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

ის, რომ ახალგორის რაიონში ყველა სფეროში მძიმე ვითარებაა, როგორც ქართული, ასევე, ოსური მხარისთვის ცნობილია. ოსური მხარე, წნელისთან გახსნილი საგუშაგოს გაუქმებას ითხოვს. არსებული ინფორმაციით, ოსური "მილიციის" წარმომადგენლებმა რაიონში ჩარჩენილ მოხუცებს უთხრეს, რომ საქართველოს სახელმწიფოსგან საგუშაგოს გაუქმება მოითხოვონ და პრობლემაც მოგვარდება.

ქართველი ექიმის დაკავების ფაქტმა თავად ოსურ მოსახლეობაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთი ნაწილის თქმით, "თუ ქართველმა ექიმმა მართლა შეგნებულად გადაკვეთა საზღვარი, მან ამაზე პასუხი უნდა აგოს, რადგან ქართველებს დღემდე ოსური კანონმდებლობის აღიარება არ უნდათ, რაც ორივე მხარეს ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ხელს უშლის".

არიან ისეთები, ვისი გულისწყრომაც ქართველი პაციენტის ოჯახის წევრებისკენ არის მიმართული.

"თუ მას ცხინვალის საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, მკურნალობის გაგრძელება სჭირდებოდა, შეეძლო ეს ახალგორის საავადმყოფოში გაეკეთებინა. თუმცა, ქართველებს მაინც თბილისისკენ უჭირავთ თვალი. ჩვენს ექიმებს აღარ ენდობიან და აღარც ჩვენი სამედიცინო მომსახურებით სარგებლობენ... ეს რეალობა უნდა შეიცვალოს" - წერენ ოსები სოციალურ ქსელში.

"ძნელია ქართველი ექიმის გამბედაობა არ დააფასო. ნამდვილი ექიმისთვის საზღვრები არ არსებობს. მათ ომშიც არ ესვრიან... გადაახდევინონ ჯარიმა და გაუშვან, ერთხელ ხომ შეიძლება კავკასიური ღირსებით მივიღოთ გადაწყვეტილება... ცხინვალის იზოლატორის სისასტიკეებზე ყველასთვის ცნობილია, ეს იცოდა ქართველმა ექიმმაც, თუმცა ქართველი პაციენტი მაინც გაიმეტა... რამდენჯერმე წავიკითხე გაფრინაშვილზე ნიუსები, ერთი-ორი ასეთი სპეციალისტი არ გვაწყენდა. აქ როგორც კი რამეს ისწავლიან, ვლადიკივკაზში ან რუსეთის რომელიმე ქალაქში გარბიან" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ანია იანოვსკაია.

"რაც უნდა ვთქვათ, ისინი ჩვენს ავადმყოფებს უფასოდ მკურნალობენ და საკმაოდ ბევრი ადამიანი გადაარჩინეს, რატომ არასდროს გვახსენდება ეს. თუ არაფერი გვინდა მათგან, მაშინ ნურც პაციენტებს გავუშვებთ და ჩვენმა სახელმწიფომ უზრუნველყოს, ან რუსეთში გაუშვას. როდემდე ეს ორმაგი სტანდარტები?.." - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი, ფსევდონიმით "ცხინვალელი ოსი".

"ამ თემაზე არსად მილაპარაკია…რასაც ვაკეთებ ყველაფერი მას ეძღვნება" - ნინი გოგიჩაიშვილი მამაზე და სიძეზე, რომელიც მხარში მამასავით უდგას

როგორ გავტეხოთ მამაკაცის გრძნობების საიდუმლო კოდი - კაცის 5 სისუსტე, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ვინ გახდა შემოქმედებით კონკურსის  #ქალაქიხასიათით გამარჯვებული 22 ნოემბერს გახდება ცნობილი