პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივმართავ ხელისუფლებასა და ოპოზიციას... დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსი" - სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
"მივმართავ ხელისუფლებასა და ოპოზიციას... დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსი" - სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

„პირ­ველ რიგ­ში, მინ­და, ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბი­დან და პო­ლა­რი­ზა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი მო­ნა­პოვ­რის - სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა არის ჩემი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი და ხალ­ხის მო­თხოვ­ნა. ამ მო­თხოვ­ნას ყვე­ლამ პა­ტი­ვი უნდა ვცეთ.

ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­და­ი­ღა­ლა მუდ­მი­ვი სკან­და­ლე­ბი­თა და კრი­ზი­სე­ბით. მას სჭირ­დე­ბა პერ­სპექ­ტი­ვის და­ნახ­ვა და არა და­უს­რუ­ლებ­ლად, სი­ძულ­ვი­ლი­თა და შე­უ­რა­ცხყო­ფით გა­ჯე­რე­ბუ­ლი გა­უ­თა­ვე­ბე­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბის მოს­მე­ნა. მო­მა­ვა­ლი წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის გვჭირ­დე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი სიმ­შვი­დე, რათა გა­მოვ­ლინ­დეს ხალ­ხის თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება და არ­ჩე­ვა­ნი.

დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა: პრო­პორ­ცი­უ­ლი, მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი და შე­რე­უ­ლი. ვერც ერთ სის­ტე­მა­ზე ვერ ვი­ტყვით, რომ იგი მე­ტად ან ნაკ­ლე­ბად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლია.

პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­დან, სა­კუ­თა­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი­დან თუ სა­არ­ჩევ­ნო გათ­ვლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა­დას­ხვა პარ­ტია სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს კონ­კრე­ტულ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მას. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ნაკ­ლე­ბა­დაა ჩარ­თუ­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლიც ნაკ­ლე­ბა­დაა. მას არ­ჩევ­ნე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და გამჭვირ­ვა­ლო­ბა აინ­ტე­რე­სებს, და ასეც უნდა იყოს.

როცა ქვე­ყა­ნა სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე არ­სე­ბულ და­ძა­ბუ­ლო­ბას ყო­ველ­დღი­უ­რად უმკლა­ვე­ბა და ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ახერ­ხებს; როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ია­რებს იშუ­შებს და ეკ­ლე­სი­ა­ზე უმ­ძი­მე­სი შე­ტე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბას არ ეძ­ლე­ვა, არ შე­იძ­ლე­ბა, სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნამ თუ არ­შე­ტა­ნამ ესო­დენ დრა­მა­ტი­ზე­ბუ­ლი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს და ეს შე­დე­გი გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას ახა­ლი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბი­სათ­ვის.

ამა­ვე დროს, მე­ტად სამ­წუ­ხა­როა, რომ ასე ხმა­მაღ­ლად გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს ეხ­მი­ა­ნე­ბო­და და რო­მე­ლიც მათ მიერ პო­ზი­ტი­უ­რად შე­ფას­და, ვერ (თუ - არ) იქნა ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნი­ლი. ეს იწ­ვევს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის მი­მართ უარ­ყო­ფით შე­ფა­სე­ბებს, - სწო­რედ იმ დროს, როცა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა გვჭირ­დე­ბა. ასე­თი მხარ­და­ჭე­რა აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, - მით უმე­ტეს, როცა ჩვე­ნი ღირ­სე­უ­ლი ექი­მის და­პა­ტიმ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა და რე­ა­გი­რე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

თუმ­ცა, რო­გორც არ უნდა შე­ფას­დეს პარ­ლა­მენ­ტში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი, ისიც უნდა ით­ქვას, რომ ეს არ არის ქვეყ­ნის­თვის და­უძ­ლე­ვე­ლი სირ­თუ­ლე ან დე­მოკ­რა­ტი­ის და­სას­რუ­ლი. ჩვენ­მა დე­მოკ­რა­ტი­ამ ბევ­რად რთუ­ლი დღე­ე­ბი, ბევ­რად დიდი გან­საც­დე­ლი გა­მო­ი­ა­რა, რა­საც გა­ვუმკლავ­დით.

ამ ვი­თა­რე­ბა­საც დავძლევთ, თუკი იქ­ნე­ბა ყვე­ლა მხა­რის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება; თუკი ყვე­ლა შე­ი­კა­ვებს თავს და­ძა­ბუ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბი­სა და პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბის­გან. პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამას ჰქვია და იგი ყვე­ლას მო­ე­თხო­ვე­ბა.

მივ­მარ­თავ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას, გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რათა მო­ი­ნა­ხოს სა­ერ­თო ენა, და­იხ­ვე­წოს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი და შე­იქ­მნას მაქ­სი­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ და­ძა­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად რე­სურ­სი არ­სე­ბობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
22

ნელ-თბილი განცხადება, არც მწვადი და არც შამფური. ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები. პლასტელინის კაცს ბევრი ნაკლი ქონდა, მაგრამ პრინციპული მაინც იყო თავისი გადმოსახედიდან და ამას პრეზიდენტობასთან ასოცირებულ ფუფუნების და პრესტიჟის მეტი არანაირი პრინციპი არ აქვს.

totoro
25

უტიფარი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მივმართავ ხელისუფლებასა და ოპოზიციას... დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსი" - სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

"მივმართავ ხელისუფლებასა და ოპოზიციას... დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსი" - სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ.

ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა და არა დაუსრულებლად, სიძულვილითა და შეურაცხყოფით გაჯერებული გაუთავებელი შეძახილების მოსმენა. მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გვჭირდება მაქსიმალური სიმშვიდე, რათა გამოვლინდეს ხალხის თავისუფალი ნება და არჩევანი.

დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს სხვადასხვა საარჩევნო სისტემა: პროპორციული, მაჟორიტარული და შერეული. ვერც ერთ სისტემაზე ვერ ვიტყვით, რომ იგი მეტად ან ნაკლებად დემოკრატიულია.

პოლიტიკური ვითარებიდან, საკუთარი ამბიციებიდან თუ საარჩევნო გათვლებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პარტია სხვადასხვა ქვეყანაში უპირატესობას ანიჭებს კონკრეტულ საარჩევნო სისტემას. საზოგადოება ამ სისტემის ჩამოყალიბებაში ნაკლებადაა ჩართული და, შესაბამისად, გათვითცნობიერებულიც ნაკლებადაა. მას არჩევნების სამართლიანობა და გამჭვირვალობა აინტერესებს, და ასეც უნდა იყოს.

როცა ქვეყანა საოკუპაციო ხაზზე არსებულ დაძაბულობას ყოველდღიურად უმკლავება და ყველაფრის მიუხედავად, სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს; როცა საზოგადოება იარებს იშუშებს და ეკლესიაზე უმძიმესი შეტევების მიუხედავად, სასოწარკვეთილებას არ ეძლევა, არ შეიძლება, საარჩევნო სისტემაში ცვლილების შეტანამ თუ არშეტანამ ესოდენ დრამატიზებული რეაქცია გამოიწვიოს და ეს შედეგი გამოყენებულ იქნას ახალი დესტაბილიზაციის მცდელობისათვის.

ამავე დროს, მეტად სამწუხაროა, რომ ასე ხმამაღლად გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს ეხმიანებოდა და რომელიც მათ მიერ პოზიტიურად შეფასდა, ვერ (თუ - არ) იქნა ბოლომდე მიყვანილი. ეს იწვევს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ უარყოფით შეფასებებს, - სწორედ იმ დროს, როცა ყველა მიმართულებით აქტიური მხარდაჭერა გვჭირდება. ასეთი მხარდაჭერა აუცილებელია საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, - მით უმეტეს, როცა ჩვენი ღირსეული ექიმის დაპატიმრებასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა და რეაგირება უმნიშვნელოვანესია.

თუმცა, როგორც არ უნდა შეფასდეს პარლამენტში განვითარებული პროცესები, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ქვეყნისთვის დაუძლეველი სირთულე ან დემოკრატიის დასასრული. ჩვენმა დემოკრატიამ ბევრად რთული დღეები, ბევრად დიდი განსაცდელი გამოიარა, რასაც გავუმკლავდით.

ამ ვითარებასაც დავძლევთ, თუკი იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება; თუკი ყველა შეიკავებს თავს დაძაბულობის გაღრმავებისა და პოლარიზაციის გამწვავებისგან. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამას ჰქვია და იგი ყველას მოეთხოვება.

მივმართავ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოყენებულ იქნას ყველა შესაძლებლობა, რათა მოინახოს საერთო ენა, დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსი და შეიქმნას მაქსიმალური პირობები სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაძაბული მდგომარეობიდან გამოსასვლელად რესურსი არსებობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას ბოქლომი უკან დაუბრუნა

უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება - პარლამენტში ჟურნალისტებს არ უშვებენ

პოლიციამ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთი მისცა