პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც ჩანს, ვადამდელი არჩევნები უნდა "ოცნებას" - "ფეისბუქზე" ცვლილებების ჩაგდებას ეხმაურებიან
"როგორც ჩანს, ვადამდელი არჩევნები უნდა "ოცნებას" - "ფეისბუქზე" ცვლილებების ჩაგდებას ეხმაურებიან

პარ­ლა­მენ­ტმა სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­ტი­ტუ­ცი­ურ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით ჩა­აგ­დო.

პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე რე­გის­ტრა­ცია 141-მა დე­პუ­ტატ­მა გა­ი­ა­რა. პრო­პორ­ცი­ულ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლას პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით 101-მა დე­პუ­ტატ­მა, მათ შო­რის ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა და­უ­ჭი­რეს მხა­რი. წი­ნა­აღ­მდეგ კი 3 დე­პუ­ტა­ტი წა­ვი­და, თუმ­ცა კვო­რუ­მი 113 ხმა იყო, რის გა­მოც კა­ნონპ­რო­ექ­ტი ჩა­ვარ­და. თე­მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

გია ნო­დია, ექ­სპერ­ტი:

"„ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ხალ­ხი კი­დევ ერთხელ მო­ა­ტყუა. ეს არის შე­ჯა­მე­ბა იმი­სა, რაც მოხ­და.

ცხა­დია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს სათ­ქმე­ლი, რომ მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში შიდა დე­მოკ­რა­ტი­აა და ისი­ნი თა­ვი­ანთ უმ­ცი­რე­სო­ბას „ხელს არ უგ­რე­ხენ“. ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ვინც უმ­რა­ლე­სო­ბი­დან არ და­უ­ჭი­რა მხა­რი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბას, პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა გულ­წრფე­ლად არ მოს­წონს.

მაგ­რამ გვაქვს სხვა პრე­ცე­დენ­ტი - როცა მო­სა­მარ­თლე­თა სა­კი­თხზე მოხ­და აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბის შიგ­ნით, „ხე­ლის გა­დაგ­რე­ხაც“ იყო, ხოლო ვინც არ გა­და­იგ­რი­ხა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და­ტო­ვა. თუ პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში დარ­ჩე­ბი­ან, ეს ყვე­ლა­ფე­რი ის­ტო­რი­ას დარ­ჩე­ბა, რო­გორც კი­დევ ერთი ბი­ძი­ნას კი­დევ ერთი „ტრი­უ­კი.“

ამ „ტრი­უ­კის“ სა­ბო­ლოო წარ­მა­ტე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, ჩა­მოყ­რის თუ არა ოპო­ზი­ცია ხე­ლებს 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის წინ. ეს არას­წო­რი იქ­ნე­ბა".

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, ექ­სპერ­ტი: "ბი­ძი­ნამ ბი­ძი­ნა გა­და­აგ­დო..."

შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი, აქ­ცია "სირ­ცხვი­ლი­ას" ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი:

"სა­მო­ქა­ლა­ქო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და­ი­წყო!

აუ­ცი­ლე­ბე­ლია სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია. ბი­ძი­ნამ ღიად და­ი­კი­და ყო­ველ­გვა­რი ლე­გი­ტი­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და თქვა, რომ ძა­ლო­ვან კა­ბი­ნეტს და­აყ­რდნობს ძა­ლა­უფ­ლე­ბას. იგი არ ელის გა­მარ­თლე­ბას ხალ­ხის­გან. დად­გეს პარ­ტი­ა­ში მო­ნე­ბის აჯან­ყე­ბის ცირ­კი.

"ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში" იწყებს პერ­მა­ნენ­ტულ აქ­ცი­ებს. არ და­ვიშ­ლე­ბით, სა­ნამ ეს თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რი სა­კუ­თარ გა­და­ფურ­თხე­ბულს არ ალო­კავს. გა­მო­ვი­ყე­ნებთ მშვი­დო­ბი­ა­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ყვე­ლა ფორ­მას. დიდ პო­ლი­ტი­კურ ფასს გა­და­ვახ­დე­ვი­ნებთ სა­მარ­ცხვი­ნო ტყუ­ილ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის გა­ბი­თუ­რე­ბის მცდე­ლო­ბა­ში.

ვუ­ცხა­დებთ და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას უზურ­პა­ტორს და მის მო­ნებს. ჩვენ არ და­ვა­ნე­ბებთ ქვე­ყა­ნას არ­ცერთ სუ­ვე­რენს. თა­ვად ის ფაქ­ტი, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­კარ­გვის ში­შით პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უკან წა­ი­ღეს ცხად­ყოფს, რომ იცი­ან, მათ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მხარს აღარ უჭერს! ღიად იტა­ცე­ბენ სა­ხელ­მწი­ფოს.

გა­ვარ­ტყით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სო. პა­სუ­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზეა. გე­ლო­დე­ბით. ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხალ­ხს!".

ინგა გრი­გო­ლია, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

"არც ერთი წა­მით არ შემ­პარ­ვია ეჭვი, რომ სა­კითხს ჩა­აგ­დებ­დნენ. გუ­შინ­დე­ლი ჩემი პოს­ტიც ამა­ზე დავ­წე­რე, დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ბოლო დღე­ე­ბის თა­მა­ში იყო კარ­გად დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი, ყვე­ლა ხვდე­ბო­და. რომ პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­მოგ­დე­ბა 20 ივ­ნი­სის გა­და­სა­ფა­რად გა­და­წყდა, მოკ­ლედ, რო­გორც ჩანს, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უნდა "ოც­ნე­ბას"".

ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი, ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ყო­ფი­ლი ლი­დე­რი:

"ყუ­რა­დღე­ბა! მიმ­დი­ნა­რე­ობს სპექ­ტაკ­ლის მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბის­თვის მზა­დე­ბა. პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­ნა­თა ერ­თმა ნა­წილ­მა "ჩა­აგ­დო" პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლა; მო­ნა­თა მე­ო­რე ნა­წი­ლი ემ­ზა­დე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო კრი­ზი­სის შე­საქ­მნე­ლად ვი­თომ შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი სა­ხით სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის და­ტო­ვე­ბით.

მო­სა­ლოდ­ნე­ლია ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის თე­მის წა­მო­წე­ვა! ყვე­ლამ ვი­ცო­დეთ: ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, ისე­ვე რო­გორც და­ნიშ­ნულ ვა­და­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ამ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მით და ამ ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ით შე­დის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებ­ში!

ეს ინფრო­მა­ცია გან­სჯი­სათ­ვის ოპო­ზი­ცი­ის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ, სა­ნამ მოგ­როვ­დე­ბით სა­თათ­ბი­როდ!"

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

"უმ­რავ­ლე­სო­ბა და­შა­ლა. ვა­დამ­დელს ჩა­ლი­ჩობს ბიძო და იმე­დია რე­ვო­ლუ­ცი­ას გა­ი­ჩა­ლი­ჩებს. არ­ჩევ­ნე­ბი არა ტოლ­მა. არ აპი­რებს ეს კაცი წას­ვლას თუ არ გა­ვაგ­დეთ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხა-ხა-ხა
32

ახალი (ტრიუკი) გამოიგო ბიძომ და ჩვენც (დავიჯერეთ) მე-100-ჯერ,,,,

!!!
9

ვადამდელი მთავრობა უნდა ჩაატაროს დორებითმა მთავრობა, აი ეს ხროვა კი დილეგში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"როგორც ჩანს, ვადამდელი არჩევნები უნდა "ოცნებას" - "ფეისბუქზე" ცვლილებების ჩაგდებას ეხმაურებიან

"როგორც ჩანს, ვადამდელი არჩევნები უნდა "ოცნებას" - "ფეისბუქზე" ცვლილებების ჩაგდებას ეხმაურებიან

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა. თემას სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან:

გია ნოდია, ექსპერტი:

"„ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუა. ეს არის შეჯამება იმისა, რაც მოხდა.

ცხადია, ხელისუფლებას აქვს სათქმელი, რომ მმართველ პარტიაში შიდა დემოკრატიაა და ისინი თავიანთ უმცირესობას „ხელს არ უგრეხენ“. ეჭვი არ მეპარება, რომ ვინც უმრალესობიდან არ დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებას, პროპორციული სისტემა გულწრფელად არ მოსწონს.

მაგრამ გვაქვს სხვა პრეცედენტი - როცა მოსამართლეთა საკითხზე მოხდა აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის შიგნით, „ხელის გადაგრეხაც“ იყო, ხოლო ვინც არ გადაიგრიხა, „ქართული ოცნება“ დატოვა. თუ პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგეები უმრავლესობაში დარჩებიან, ეს ყველაფერი ისტორიას დარჩება, როგორც კიდევ ერთი ბიძინას კიდევ ერთი „ტრიუკი.“

ამ „ტრიუკის“ საბოლოო წარმატება დამოკიდებულია იმაზე, ჩამოყრის თუ არა ოპოზიცია ხელებს 2020 წლის არჩევნების წინ. ეს არასწორი იქნება".

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "ბიძინამ ბიძინა გადააგდო..."

შოთა დიღმელაშვილი, აქცია "სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი:

"სამოქალაქო წინააღმდეგობა დაიწყო!

აუცილებელია სრული მობილიზაცია. ბიძინამ ღიად დაიკიდა ყოველგვარი ლეგიტიმაცია საზოგადოებისგან და თქვა, რომ ძალოვან კაბინეტს დააყრდნობს ძალაუფლებას. იგი არ ელის გამართლებას ხალხისგან. დადგეს პარტიაში მონების აჯანყების ცირკი.

"ქვეყნის სამსახურში" იწყებს პერმანენტულ აქციებს. არ დავიშლებით, სანამ ეს თოჯინების თეატრი საკუთარ გადაფურთხებულს არ ალოკავს. გამოვიყენებთ მშვიდობიანი წინააღმდეგობის ყველა ფორმას. დიდ პოლიტიკურ ფასს გადავახდევინებთ სამარცხვინო ტყუილში, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის გაბითურების მცდელობაში.

ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას უზურპატორს და მის მონებს. ჩვენ არ დავანებებთ ქვეყანას არცერთ სუვერენს. თავად ის ფაქტი, რომ ძალაუფლების დაკარგვის შიშით პროპორციული არჩევნები უკან წაიღეს ცხადყოფს, რომ იციან, მათ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს აღარ უჭერს! ღიად იტაცებენ სახელმწიფოს.

გავარტყით საზოგადოებასო. პასუხი საზოგადოებაზეა. გელოდებით. ძალაუფლება ხალხს!".

ინგა გრიგოლია, ტელეწამყვანი:

"არც ერთი წამით არ შემპარვია ეჭვი, რომ საკითხს ჩააგდებდნენ. გუშინდელი ჩემი პოსტიც ამაზე დავწერე, დღევანდელი გადაწყვეტილება და ბოლო დღეების თამაში იყო კარგად დადგმული სპექტაკლი, ყველა ხვდებოდა. რომ პროპორციული არჩევნების შემოგდება 20 ივნისის გადასაფარად გადაწყდა, მოკლედ, როგორც ჩანს, ვადამდელი არჩევნები უნდა "ოცნებას"".

ირინა სარიშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი:

"ყურადღება! მიმდინარეობს სპექტაკლის მეორე განყოფილებისთვის მზადება. პირველ განყოფილებაში მონათა ერთმა ნაწილმა "ჩააგდო" პროპორციული სისტემაზე გადასვლა; მონათა მეორე ნაწილი ემზადება საპარლამენტო კრიზისის შესაქმნელად ვითომ შეურაცხყოფილი სახით საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებით.

მოსალოდნელია ვადამდელი არჩევნების თემის წამოწევა! ყველამ ვიცოდეთ: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ისევე როგორც დანიშნულ ვადაში ჩატარებული არჩევნები ამ საარჩევნო სისტემით და ამ ცენტრალური საარჩევნო კომისიით შედის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში!

ეს ინფრომაცია განსჯისათვის ოპოზიციის საყურადღებოდ, სანამ მოგროვდებით სათათბიროდ!"

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

"უმრავლესობა დაშალა. ვადამდელს ჩალიჩობს ბიძო და იმედია რევოლუციას გაიჩალიჩებს. არჩევნები არა ტოლმა. არ აპირებს ეს კაცი წასვლას თუ არ გავაგდეთ".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს